პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადამიანს შეუძლია სხეული წამლის გარეშე განიკურნოს ავადმყოფობისგან - ამერიკელმა გენეტიკოსმა მედიცინა თავდაყირა დააყენა
ადამიანს შეუძლია სხეული წამლის გარეშე განიკურნოს ავადმყოფობისგან - ამერიკელმა გენეტიკოსმა მედიცინა თავდაყირა დააყენა

ამე­რი­კე­ლი გე­ნე­ტი­კო­სი ბრი­უს ლიპ­ტო­ნი ამ­ტკი­ცებს, რომ ჭეშ­მა­რი­ტი რწმე­ნის და აზ­რე­ბის ძა­ლით ადა­მი­ანს შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ე­რი ავად­მყო­ფო­ბის­გან გან­კურ­ნე­ბა. ამა­ში არა­ფე­რია მის­ტი­კუ­რი. ლიპ­ტო­ნის გა­მოკ­ვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ადა­მი­ან­ზე ფსი­ქი­კურ ზე­მოქ­მე­დე­ბას შე­უძ­ლია შეც­ვა­ლოს მისი ორ­გა­ნიზ­მის გე­ნე­ტი­კუ­რი კოდი.

ბრი­უს ლიპ­ტო­ნო მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სპე­ცი­ა­ლიზ­დე­ბო­და გე­ნურ ინ­ჟი­ნე­რი­ა­ში, წარ­მა­ტე­ბით და­იც­ვა სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცია, გახ­და მთე­ლი რიგი კვლე­ვე­ბის ავ­ტო­რი, რომ­ლებ­მაც ძალ­ზე დიდი პო­პუ­ლა­რო­ბა და ავ­ტო­რი­ტე­ტი მო­უ­ტა­ნა აკა­დე­მი­ურ წრე­ებ­ში.

ლიპ­ტო­ნის თქმით, სხვა გე­ნე­ტი­კო­სე­ბის და ბი­ო­ქი­მი­კო­სე­ბის მსგავ­სად მა­საც სწამ­და, რომ ადა­მი­ა­ნი არის ერ­თგვა­რი ბი­ო­რო­ბო­ტი, რომ­ლის ცხოვ­რე­ბაც წა­რი­მარ­თე­ბა მის­სა­ვე გე­ნებ­ში ჩა­წე­რი­ლი პროგ­რა­მის მი­ხედ­ვით. გე­ნე­ბი ამ თვალ­საზ­რი­სის მი­ხედ­ვით წყვე­ტენ ყვე­ლა­ფერს: ადა­მი­ა­ნის გა­რეგ­ნო­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს, მის ტემ­პე­რა­მენტს და შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, მიდ­რე­კი­ლე­ბებს ამა თუ იმ და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სად­მი და სა­ბო­ლოო ჯამ­ში მის სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა­სა და სი­ცოხ­ლის ხან­გრძლი­ვო­ბა­საც კი. არა­ვის შე­უძ­ლია შეც­ვა­ლოს თა­ვი­სი გე­ნე­ტი­კუ­რი კოდი და შე­სა­ბა­მი­სად არა­ფე­რი დაგ­ვრჩე­ნია გარ­და იმი­სა, რომ შე­ვე­გუ­ოთ იმას, რაც ბუ­ნე­ბით უკვე წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრუ­ლია…

შე­მობ­რუ­ნე­ბის წერ­ტი­ლად დოქ­ტორ ლიპ­ტო­ნის ცხოვ­რე­ბა­ში იქცა მის მიერ 1980-იანი წლე­ბის ბო­ლოს უჯრე­დუ­ლი მემ­ბრა­ნის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის შეს­წავ­ლის მიზ­ნით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი. მა­ნამ­დე მეც­ნი­ე­რე­ბა­ში მი­იჩ­ნე­ო­და, რომ სწო­რედ უჯრე­დის ბირ­თვში მდე­ბა­რე გე­ნე­ბი გან­სა­ზღვრავ­დნენ, რა უნდა გა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო ამ მემ­ბრა­ნა­ში და რა არა. მაგ­რამ ლიპ­ტო­ნის ცდებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ უჯრე­დებ­ზე სხვა­დას­ხვა სა­ხის გა­რე­გან ზე­მოქ­მე­დე­ბას შე­უძ­ლია შეც­ვა­ლოს გე­ნე­ბის ქცე­ვა და უფრო მე­ტიც, შე­იძ­ლე­ბა შეც­ვა­ლოს მათი სტრუქ­ტუ­რა.

რჩე­ბო­და მხო­ლოდ იმის გარ­კვე­ვა, შე­იძ­ლე­ბა თუ არა ასე­თი ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ფსი­ქი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის დახ­მა­რე­ბით, მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ - აზ­რე­ბის ძა­ლით.

"პრინ­ციპ­ში, მე არ მო­მი­ფიქ­რე­ბია არა­ფე­რი ახა­ლი", - ამ­ბობს დოქ­ტო­რი ლიპ­ტო­ნი, - "ას­წლე­უ­ლე­ბია ცნო­ბი­ლია პლა­ცე­ბოს ეფექ­ტი, როცა ავად­მყოფს სთა­ვა­ზო­ბენ ნე­იტ­რა­ლურ ნივ­თი­ე­რე­ბას, არ­წმუ­ნე­ბენ რა, რომ ეს არის სას­წა­ულ­მოქ­მე­დი წა­მა­ლი და ავად­მყო­ფი იკურ­ნე­ბო­და. უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ ამ მოვ­ლე­ნის ჭეშ­მა­რი­ტად მეც­ნი­ე­რუ­ლი ახ­სნა დღემ­დე არ არ­სე­ბობ­და. ჩემი აღ­მო­ჩე­ნა გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას ავ­ხსნათ მეც­ნი­ე­რუ­ლად პლა­ცე­ბოს ეფექ­ტის მოქ­მე­დე­ბის მე­ქა­ნიზ­მი: წამ­ლის სამ­კურ­ნა­ლო ძა­ლი­სად­მი რწმე­ნის დახ­მა­რე­ბით ადა­მი­ა­ნი ცვლის მის ორ­გა­ნიზ­მში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს, მათ შო­რის მო­ლე­კუ­ლურ დო­ნე­ზე. მას შე­უძ­ლია გა­მორ­თოს ერთი გენი და ჩარ­თოს სხვა და უფრო მე­ტიც - შეც­ვა­ლოს სა­კუ­თა­რი გე­ნე­ტი­კუ­რი კოდი.

ამის კვალ­დაკ­ვალ, მე ვფიქ­რობ­დი სას­წა­უ­ლის ძა­ლით გან­კურ­ნე­ბის სხვა­დას­ხვა შემ­თხვე­ვებ­ზე, რომ­ლებ­საც ექი­მე­ბი შეგ­ნე­ბუ­ლად უკე­თებ­დნენ იგ­ნო­რი­რე­ბას. რად­გან თუნ­დაც ასე­თი სას­წა­უ­ლის ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვაც კი სა­ჭი­რო­ებს სიღ­რმი­სე­უ­ლად შეს­წავ­ლას, რად­გან თუ ეს გა­მო­უ­ვი­და ერთ ადა­მი­ანს, ესე იგი შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ სხვებ­საც გა­მო­უ­ვი­დეთ".

რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, აკა­დე­მი­უ­რი მეც­ნი­ე­რე­ბა ნე­გა­ტი­უ­რად შეხ­ვდა ლიპ­ტი­ნის ამ მო­საზ­რე­ბებს, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ის აგ­რძე­ლებ­და თა­ვის კვლე­ვებს და თან­მიმ­დევ­რუ­ლად ამ­ტკი­ცებ­და, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია ადა­მი­ა­ნის გე­ნე­ტი­კურ ორ­გა­ნიზ­მზე ზე­მოქ­მე­დე­ბა, თა­ნაც ყო­ველ­გვა­რი წამ­ლე­ბის გა­რე­შე.

ლიპ­ტო­ნი სხვა­დას­ხვა კვლე­ვე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ამ­ტკი­ცებ­და, რომ მსგავ­სი ზე­მოქ­მე­დე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, მა­გა­ლი­თად, სპე­ცი­ა­ლუ­რი დი­ე­ტით, ექ­სტრა­სენ­სის დახ­მა­რე­ბით ან გან­სა­ზღვრუ­ლი ფი­ზი­კუ­რი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. ლიპ­ტო­ნის ამ მცდე­ლო­ბე­ბის შე­დე­გად, შე­იქ­მნა ახა­ლი მეც­ნი­ე­რუ­ლი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა "ეპი­გე­ნე­ტი­კა", რო­მე­ლიც სწავ­ლობს გა­რე­გა­ნი ფაქ­ტო­რე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბას გე­ნე­ტი­კურ კოდ­ზე.

თუმ­ცა, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი, რო­მელ­საც შე­უძ­ლია შეც­ვა­ლოს ჩვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, ლიპ­ტო­ნის აზ­რით, არის სწო­რედ აზ­როვ­ნე­ბის ძალა, ის რაც ხდე­ბა ჩვენ­ში და არა ჩვენს გარ­შე­მო.

"არც ამა­შია არა­ფე­რი ახა­ლი, - აცხა­დებს ლიპ­ტო­ნი. - დიდი ხა­ნია ცნო­ბი­ლია, რომ შე­იძ­ლე­ბა ორ ადა­მი­ანს ჰქონ­დეს ერ­თნა­ი­რი მიდ­რე­კი­ლე­ბა სიმ­სივ­ნის­კენ, მაგ­რამ ერთი ავად გახ­დეს, მე­ო­რე კი არა. რა­ტომ? იმი­ტომ რომ, ისი­ნი ცხოვ­რობ­დნენ სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად: ერთი ხში­რად გა­ნიც­დი­და სტრე­სებს, ვიდ­რე მე­ო­რე; მათ ჰქონ­დათ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი თვით­შე­ფა­სე­ბა და შეგ­რძნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­სა­ბა­მი­სად გან­სხვა­ვე­ბულ აზ­რთა დი­ნე­ბას წარ­მო­შობ­დნენ. დღეს მე შე­მიძ­ლია და­ვამ­ტკი­ცო, რომ ჩვენ ძალ­გვიძს ვმარ­თოთ ჩვე­ნი ბი­ო­ლო­გი­უ­რი ბუ­ნე­ბა, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია აზ­როვ­ნე­ბის ძა­ლით, რწმე­ნით და მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბით მო­ვახ­დი­ნოთ ზე­მოქ­მე­დე­ბა ჩვენს გე­ნებ­ზე. უდი­დე­სი გან­სხვა­ვე­ბა ადა­მი­ა­ნი­სა დე­და­მი­წის სხვა ნე­ბის­მი­ე­რი ცო­ცხა­ლი არ­სე­ბე­ბის­გან მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ მას შე­უძ­ლია შეც­ვა­ლოს თა­ვი­სი სხე­უ­ლი, თვი­თონ გა­ნი­კურ­ნოს სა­კუ­თა­რი თავი მძი­მე ავად­მყო­ფო­ბე­ბის­გან და უფრო მე­ტიც - გა­ნი­კურ­ნოს მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თი ავად­მყო­ფო­ბე­ბის­გან. ჩვენ არ ვართ ვალ­დე­ბუ­ლი გავ­ხდეთ ჩვე­ნი გე­ნე­ტი­კუ­რი კო­დის მსხვერ­პლნი. ირ­წმუ­ნეთ, რომ შე­გიძ­ლი­ათ გა­ნი­კურ­ნოთ და თქვენ გა­ნი­კურ­ნე­ბით ნე­ბის­მი­ე­რი ავად­მყო­ფო­ბის­გან. ირ­წმუ­ნეთ, მა­გა­ლი­თად, რომ თქვენ შე­გიძ­ლი­ათ და­იკ­ლოთ 50 კგ და თქვენ და­იკ­ლებთ".

ერთი შე­ხედ­ვით, ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ად­ვი­ლია, მაგ­რამ ეს მხო­ლოდ ერთი შე­ხედ­ვით…

ყვე­ლა­ფე­რი რომ ასე მარ­ტი­ვად იყოს, მა­შინ ადა­მი­ან­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ად­ვი­ლად გა­და­წყვეტ­და ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მებს რა­ღაც მსგავ­სი აფირ­მა­ცი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით: "მე მჯე­რა, რომ ჩემს ორ­გა­ნიზმს შე­უძ­ლია თვით­გან­კურ­ნე­ბა" და ა.შ.

მაგ­რამ ასე არ ხდე­ბა და რო­გორც ლიპ­ტო­ნი ხსნის, არც შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, თუ ფსი­ქი­კუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბა ხდე­ბა მხო­ლოდ ცნო­ბი­ერ­ზე, ანუ თუ ახა­ლი რწმუ­ნე­ბუ­ლე­ბა აღ­წევს მხო­ლოდ ჩვე­ნი ტვი­ნის ცნო­ბი­ერ ნა­წილ­ში, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ფსი­ქი­კუ­რი ქცე­ვე­ბის მხო­ლოდ 5%-ს გან­სა­ზღვრავს და არ ეხე­ბა და­ნარ­ჩენ 95%-ს, ანუ ქვეც­ნო­ბი­ერს.

უფრო მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, იმათ­გან, ვინც და­ი­ჯე­რა სა­კუ­თა­რი აზ­როვ­ნე­ბის ძა­ლით თვით­გან­კურ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სი­ნამ­დვი­ლე­ში მხო­ლოდ ერ­თე­უ­ლებს სჯე­რათ მარ­თლა ამი­სი ქვეც­ნო­ბი­ერ დო­ნე­ზე და სწო­რედ ეს ერ­თე­უ­ლე­ბი აღ­წე­ვენ წარ­მა­ტე­ბას. უმ­რავ­ლე­სო­ბა კი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცნო­ბი­ე­რად სჯე­რა, ქვეც­ნო­ბი­ერ დო­ნე­ზე არ უშ­ვებს ასეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას. კი­დევ უფრო ზუს­ტად რომ ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ: ქვეც­ნო­ბი­ე­რი, რო­მე­ლიც სა­ერ­თოდ ავ­ტო­მა­ტურ დო­ნე­ზე აკონ­ტრო­ლებს ყვე­ლა პრო­ცესს ჩვენს ორ­გა­ნიზ­მში, უარ­ყოფს ასეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ამა­ვე დროს (ისევ და ისევ ავ­ტო­მა­ტურ დო­ნე­ზე) ის ხელ­მძღვა­ნე­ლობს პრინ­ცი­პით, რომ ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში რა­ი­მე პო­ზი­ტი­უ­რის მოხ­დე­ნის ალ­ბა­თო­ბა გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე მოვ­ლე­ნე­ბის ნე­გა­ტი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბა.

ლიპ­ტო­ნის თა­ნახ­მად, ჩვე­ნი ქვეც­ნო­ბი­ე­რის ასე­თი პროგ­რა­მი­რე­ბა ად­რე­უ­ლი ბავ­შვო­ბი­დან­ვე ხდე­ბო­და, როცა ნე­ბის­მი­ე­რი მოვ­ლე­ნა, ნა­ნა­ხი, გა­გო­ნი­ლი თუ გან­ცდი­ლი აყა­ლი­ბებს ქვეც­ნო­ბი­ერ გა­მოც­დი­ლე­ბას და, შე­სა­ბა­მი­სად, პი­როვ­ნე­ბას. თა­ნაც ჩვე­ნი ფსი­ქი­კა მო­წყო­ბი­ლია ისე, რომ ყვე­ლა­ფე­რი ნე­გა­ტი­უ­რი, რაც ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში ხდე­ბა, ქვეც­ნო­ბი­ერ­ში უფრო სწრა­ფად და ად­ვი­ლად იკი­დებს ფეს­ვებს, ვიდ­რე მხი­ა­რუ­ლი და პო­ზი­ტი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი. შე­დე­გად, ადა­მი­ან­თა აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბის "ქვეც­ნო­ბი­ე­რის გა­მოც­დი­ლე­ბა" შედ­გე­ბა 70% ნე­გა­ტი­ვის­გან და მხო­ლოდ 30% პო­ზი­ტი­ვის­გან. ამ­გვარდ, იმის­თვის, რომ ნამ­დვი­ლად შევ­ძლოთ თვით­გან­კურ­ნე­ბა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მი­ნი­მუმ ეს პრო­ცენ­ტუ­ლი შე­ფარ­დე­ბა მა­ინც შევ­ცვა­ლოთ სა­პი­რის­პი­როდ. მხო­ლოდ ასე შე­იძ­ლე­ბა ქვეც­ნო­ბი­ე­რის იმ ბა­რი­ე­რე­ბის მოშ­ლა, რომ­ლე­ბიც ხელს უშ­ლი­ან ჩვე­ნი აზ­როვ­ნე­ბის ძა­ლას გე­ნე­ტი­კურ კოდსა და უჯრე­დულ პრო­ცე­სებ­ში შეღ­წე­ვას.

ლიპ­ტო­ნის აზ­რით, ბევ­რი ექ­სტრა­სენ­სის მუ­შა­ო­ბის მე­თო­დი სწო­რედ ამ ბა­რი­ე­რის მოშ­ლა­ში მდგო­მა­რე­ობს, მაგ­რამ ის მი­იჩ­ნევს, რომ მსგავ­სი ეფექ­ტე­ბის მიღ­წე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია მა­გა­ლი­თად ჰიპ­ნო­ზით და ასე­ვე მრა­ვა­ლი სხვა­დას­ხვა მე­თო­დით. უბ­რა­ლოდ ამ მე­თო­დე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ჯერ არ აღ­მო­უ­ჩე­ნი­ათ ან/და არ არის აღი­ა­რე­ბუ­ლი.

ლიპ­ტო­ნი დღე­საც აგ­რძე­ლებს კვლე­ვებს გე­ნე­ტი­კის სფე­რო­ში და ამა­ვე დროს ორ­გა­ნი­ზე­ბას უწევს სხვა­დას­ხვა სა­ხის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუ­მებს, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბი­თაც ცდი­ლობს გა­დოს ერ­თგვა­რი ხიდი ტრა­დი­ცი­ულ და ალ­ტერ­ნა­ტი­ულ მე­დი­ცი­ნას შო­რის. მის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ კონ­გრე­სებ­სა და სე­მი­ნა­რებ­ზე ცნო­ბი­ლი ფსი­ქო­ლო­გე­ბი, ექი­მე­ბი, ბი­ო­ფი­ზი­კო­სე­ბი და ბი­ო­ქი­მი­კო­სე­ბი სხე­დან სხვა­დას­ხვა სა­ხის სა­ხალ­ხო მკურ­ნა­ლებ­თან, ექ­სტრა­სენ­სებ­თან და ისი­ნიც კი, ვინც სა­კუ­თარ თავს მა­გებს და ჯა­დოქ­რებს უწო­დე­ბენ. ეს უკა­ნას­კნელ­ნი, რო­გორც წესი, ახ­დე­ნენ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბას, ხოლო მეც­ნი­ე­რე­ბი კი იქვე აწყო­ბენ გო­ნებ­რივ შტურმს, რომ­ლის დრო­საც ცდი­ლო­ბენ იპო­ვონ მეც­ნი­ე­რუ­ლი ახ­სნა მათ მიერ დე­მონ­სტრი­რე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა. ამა­ვე დროს ისი­ნი იქვე მსჯე­ლო­ბენ ახალ ექ­სპე­რი­მენ­ტებ­ზე, რომ­ლებ­საც შე­ეძ­ლოთ გა­მო­ევ­ლი­ნათ ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის და­ფა­რუ­ლი რე­ზერ­ვე­ბი და აეხ­სნათ მათი მოქ­მე­დე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი.

ეზო­თე­რი­კი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბის სწო­რედ ასეთ სიმ­ბი­ოზ­ში ხე­დავს ლიპ­ტო­ნი მე­დი­ცი­ნის შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბის გზას. ხოლო მარ­თა­ლია ის თუ არა, ამას დრო გვიჩ­ვე­ნებს.

ხვი­ჩა მე­ბო­ნია

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თეა
1

იესო ქრისტე მთელი მისი ქადაგებიდან გვასწავლის ჭეშმარიტ რწმენას და გვიხსნის რომ რწმენით არამცთუ განიკურნები წყლის ზედაპირზეც გაივლი ხოლო როდესაც ეჭვი შეგეპარება რწმენაში მაშინათვე ჩაიძირები აქედან დასკვნა: არაფელი ახალი არაა ამ კვლევაში მთავარია ჭეშმარიტი რწმენა

თეკლა
0

 ერთი ლოთი მეზობელი შემოგვეჩვია და არაყი დამალევინეთო სულ იხვეწებოდა. ჩემებიც ასმევდნენ და უკვე რომ ძალიან ზედმეტები მოუვიდა და სისტემატიური ხასიათი მიიღო ჩემი ოჯახის წევრმა ჭიქაში წყალი დაუსხა და მიუტანა, არაყივით გადაკრა , ვერც გაიგო რა დალია და წავიდა სახლისკენ. ის რომ არაყს ელოდა ალბად მის გემოზე დალია და დაიკმაყოფილა ალკოჰოლის სურვილი.

ავტორი:

ადამიანს შეუძლია სხეული წამლის გარეშე განიკურნოს ავადმყოფობისგან - ამერიკელმა გენეტიკოსმა მედიცინა თავდაყირა დააყენა

ადამიანს შეუძლია სხეული წამლის გარეშე განიკურნოს ავადმყოფობისგან - ამერიკელმა გენეტიკოსმა მედიცინა თავდაყირა დააყენა

ამერიკელი გენეტიკოსი ბრიუს ლიპტონი ამტკიცებს, რომ ჭეშმარიტი რწმენის და აზრების ძალით ადამიანს შეუძლია ნებისმიერი ავადმყოფობისგან განკურნება. ამაში არაფერია მისტიკური. ლიპტონის გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანზე ფსიქიკურ ზემოქმედებას შეუძლია შეცვალოს მისი ორგანიზმის გენეტიკური კოდი.

ბრიუს ლიპტონო მრავალი წლის განმავლობაში სპეციალიზდებოდა გენურ ინჟინერიაში, წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, გახდა მთელი რიგი კვლევების ავტორი, რომლებმაც ძალზე დიდი პოპულარობა და ავტორიტეტი მოუტანა აკადემიურ წრეებში.

ლიპტონის თქმით, სხვა გენეტიკოსების და ბიოქიმიკოსების მსგავსად მასაც სწამდა, რომ ადამიანი არის ერთგვარი ბიორობოტი, რომლის ცხოვრებაც წარიმართება მისსავე გენებში ჩაწერილი პროგრამის მიხედვით. გენები ამ თვალსაზრისის მიხედვით წყვეტენ ყველაფერს: ადამიანის გარეგნობის თავისებურებებს, მის ტემპერამენტს და შესაძლებლობებს, მიდრეკილებებს ამა თუ იმ დაავადებებისადმი და საბოლოო ჯამში მის სიცოცხლისუნარიანობასა და სიცოხლის ხანგრძლივობასაც კი. არავის შეუძლია შეცვალოს თავისი გენეტიკური კოდი და შესაბამისად არაფერი დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ შევეგუოთ იმას, რაც ბუნებით უკვე წინასწარ განსაზღვრულია…

შემობრუნების წერტილად დოქტორ ლიპტონის ცხოვრებაში იქცა მის მიერ 1980-იანი წლების ბოლოს უჯრედული მემბრანის თავისებურებების შესწავლის მიზნით ჩატარებული ექსპერიმენტები. მანამდე მეცნიერებაში მიიჩნეოდა, რომ სწორედ უჯრედის ბირთვში მდებარე გენები განსაზღვრავდნენ, რა უნდა გატარებულიყო ამ მემბრანაში და რა არა. მაგრამ ლიპტონის ცდებმა აჩვენა, რომ უჯრედებზე სხვადასხვა სახის გარეგან ზემოქმედებას შეუძლია შეცვალოს გენების ქცევა და უფრო მეტიც, შეიძლება შეცვალოს მათი სტრუქტურა.

რჩებოდა მხოლოდ იმის გარკვევა, შეიძლება თუ არა ასეთი ცვლილებების განხორციელება ფსიქიკური პროცესების დახმარებით, მარტივად რომ ვთქვათ - აზრების ძალით.

"პრინციპში, მე არ მომიფიქრებია არაფერი ახალი", - ამბობს დოქტორი ლიპტონი, - "ასწლეულებია ცნობილია პლაცებოს ეფექტი, როცა ავადმყოფს სთავაზობენ ნეიტრალურ ნივთიერებას, არწმუნებენ რა, რომ ეს არის სასწაულმოქმედი წამალი და ავადმყოფი იკურნებოდა. უცნაურია, მაგრამ ამ მოვლენის ჭეშმარიტად მეცნიერული ახსნა დღემდე არ არსებობდა. ჩემი აღმოჩენა გვაძლევს საშუალებას ავხსნათ მეცნიერულად პლაცებოს ეფექტის მოქმედების მექანიზმი: წამლის სამკურნალო ძალისადმი რწმენის დახმარებით ადამიანი ცვლის მის ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის მოლეკულურ დონეზე. მას შეუძლია გამორთოს ერთი გენი და ჩართოს სხვა და უფრო მეტიც - შეცვალოს საკუთარი გენეტიკური კოდი.

ამის კვალდაკვალ, მე ვფიქრობდი სასწაულის ძალით განკურნების სხვადასხვა შემთხვევებზე, რომლებსაც ექიმები შეგნებულად უკეთებდნენ იგნორირებას. რადგან თუნდაც ასეთი სასწაულის ერთადერთი შემთხვევაც კი საჭიროებს სიღრმისეულად შესწავლას, რადგან თუ ეს გამოუვიდა ერთ ადამიანს, ესე იგი შესაძლებელია, რომ სხვებსაც გამოუვიდეთ".

როგორც მოსალოდნელი იყო, აკადემიური მეცნიერება ნეგატიურად შეხვდა ლიპტინის ამ მოსაზრებებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის აგრძელებდა თავის კვლევებს და თანმიმდევრულად ამტკიცებდა, რომ შესაძლებელია ადამიანის გენეტიკურ ორგანიზმზე ზემოქმედება, თანაც ყოველგვარი წამლების გარეშე.

ლიპტონი სხვადასხვა კვლევების მეშვეობით ამტკიცებდა, რომ მსგავსი ზემოქმედების განხორციელება შესაძლებელია, მაგალითად, სპეციალური დიეტით, ექსტრასენსის დახმარებით ან განსაზღვრული ფიზიკური სავარჯიშოების მეშვეობით. ლიპტონის ამ მცდელობების შედეგად, შეიქმნა ახალი მეცნიერული მიმდინარეობა "ეპიგენეტიკა", რომელიც სწავლობს გარეგანი ფაქტორების ზემოქმედებას გენეტიკურ კოდზე.

თუმცა, ყველაზე მთავარი ფაქტორი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ლიპტონის აზრით, არის სწორედ აზროვნების ძალა, ის რაც ხდება ჩვენში და არა ჩვენს გარშემო.

"არც ამაშია არაფერი ახალი, - აცხადებს ლიპტონი. - დიდი ხანია ცნობილია, რომ შეიძლება ორ ადამიანს ჰქონდეს ერთნაირი მიდრეკილება სიმსივნისკენ, მაგრამ ერთი ავად გახდეს, მეორე კი არა. რატომ? იმიტომ რომ, ისინი ცხოვრობდნენ სხვადასხვანაირად: ერთი ხშირად განიცდიდა სტრესებს, ვიდრე მეორე; მათ ჰქონდათ განსხვავებული თვითშეფასება და შეგრძნებები, რომლებიც შესაბამისად განსხვავებულ აზრთა დინებას წარმოშობდნენ. დღეს მე შემიძლია დავამტკიცო, რომ ჩვენ ძალგვიძს ვმართოთ ჩვენი ბიოლოგიური ბუნება, ჩვენ შეგვიძლია აზროვნების ძალით, რწმენით და მიზანდასახულობით მოვახდინოთ ზემოქმედება ჩვენს გენებზე. უდიდესი განსხვავება ადამიანისა დედამიწის სხვა ნებისმიერი ცოცხალი არსებებისგან მდგომარეობს იმაში, რომ მას შეუძლია შეცვალოს თავისი სხეული, თვითონ განიკურნოს საკუთარი თავი მძიმე ავადმყოფობებისგან და უფრო მეტიც - განიკურნოს მემკვიდრეობითი ავადმყოფობებისგან. ჩვენ არ ვართ ვალდებული გავხდეთ ჩვენი გენეტიკური კოდის მსხვერპლნი. ირწმუნეთ, რომ შეგიძლიათ განიკურნოთ და თქვენ განიკურნებით ნებისმიერი ავადმყოფობისგან. ირწმუნეთ, მაგალითად, რომ თქვენ შეგიძლიათ დაიკლოთ 50 კგ და თქვენ დაიკლებთ".

ერთი შეხედვით, ყველაფერი ძალიან ადვილია, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით…

ყველაფერი რომ ასე მარტივად იყოს, მაშინ ადამიანთა უმრავლესობა ადვილად გადაწყვეტდა ჯანმრთელობის პრობლემებს რაღაც მსგავსი აფირმაციების მეშვეობით: "მე მჯერა, რომ ჩემს ორგანიზმს შეუძლია თვითგანკურნება" და ა.შ.

მაგრამ ასე არ ხდება და როგორც ლიპტონი ხსნის, არც შეიძლება მოხდეს, თუ ფსიქიკური ზემოქმედება ხდება მხოლოდ ცნობიერზე, ანუ თუ ახალი რწმუნებულება აღწევს მხოლოდ ჩვენი ტვინის ცნობიერ ნაწილში, რომელიც ჩვენი ფსიქიკური ქცევების მხოლოდ 5%-ს განსაზღვრავს და არ ეხება დანარჩენ 95%-ს, ანუ ქვეცნობიერს.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, იმათგან, ვინც დაიჯერა საკუთარი აზროვნების ძალით თვითგანკურნების შესაძლებლობა, სინამდვილეში მხოლოდ ერთეულებს სჯერათ მართლა ამისი ქვეცნობიერ დონეზე და სწორედ ეს ერთეულები აღწევენ წარმატებას. უმრავლესობა კი, მიუხედავად იმისა, რომ ცნობიერად სჯერა, ქვეცნობიერ დონეზე არ უშვებს ასეთ შესაძლებლობას. კიდევ უფრო ზუსტად რომ ჩამოვაყალიბოთ: ქვეცნობიერი, რომელიც საერთოდ ავტომატურ დონეზე აკონტროლებს ყველა პროცესს ჩვენს ორგანიზმში, უარყოფს ასეთ შესაძლებლობას. ამავე დროს (ისევ და ისევ ავტომატურ დონეზე) ის ხელმძღვანელობს პრინციპით, რომ ჩვენს ცხოვრებაში რაიმე პოზიტიურის მოხდენის ალბათობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მოვლენების ნეგატიური განვითარება.

ლიპტონის თანახმად, ჩვენი ქვეცნობიერის ასეთი პროგრამირება ადრეული ბავშვობიდანვე ხდებოდა, როცა ნებისმიერი მოვლენა, ნანახი, გაგონილი თუ განცდილი აყალიბებს ქვეცნობიერ გამოცდილებას და, შესაბამისად, პიროვნებას. თანაც ჩვენი ფსიქიკა მოწყობილია ისე, რომ ყველაფერი ნეგატიური, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, ქვეცნობიერში უფრო სწრაფად და ადვილად იკიდებს ფესვებს, ვიდრე მხიარული და პოზიტიური მოვლენები. შედეგად, ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობის "ქვეცნობიერის გამოცდილება" შედგება 70% ნეგატივისგან და მხოლოდ 30% პოზიტივისგან. ამგვარდ, იმისთვის, რომ ნამდვილად შევძლოთ თვითგანკურნება, აუცილებელია მინიმუმ ეს პროცენტული შეფარდება მაინც შევცვალოთ საპირისპიროდ. მხოლოდ ასე შეიძლება ქვეცნობიერის იმ ბარიერების მოშლა, რომლებიც ხელს უშლიან ჩვენი აზროვნების ძალას გენეტიკურ კოდსა და უჯრედულ პროცესებში შეღწევას.

ლიპტონის აზრით, ბევრი ექსტრასენსის მუშაობის მეთოდი სწორედ ამ ბარიერის მოშლაში მდგომარეობს, მაგრამ ის მიიჩნევს, რომ მსგავსი ეფექტების მიღწევა შესაძლებელია მაგალითად ჰიპნოზით და ასევე მრავალი სხვადასხვა მეთოდით. უბრალოდ ამ მეთოდების უმრავლესობა ჯერ არ აღმოუჩენიათ ან/და არ არის აღიარებული.

ლიპტონი დღესაც აგრძელებს კვლევებს გენეტიკის სფეროში და ამავე დროს ორგანიზებას უწევს სხვადასხვა სახის საერთაშორისო ფორუმებს, რომელთა მეშვეობითაც ცდილობს გადოს ერთგვარი ხიდი ტრადიციულ და ალტერნატიულ მედიცინას შორის. მის მიერ ორგანიზებულ კონგრესებსა და სემინარებზე ცნობილი ფსიქოლოგები, ექიმები, ბიოფიზიკოსები და ბიოქიმიკოსები სხედან სხვადასხვა სახის სახალხო მკურნალებთან, ექსტრასენსებთან და ისინიც კი, ვინც საკუთარ თავს მაგებს და ჯადოქრებს უწოდებენ. ეს უკანასკნელნი, როგორც წესი, ახდენენ საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებას, ხოლო მეცნიერები კი იქვე აწყობენ გონებრივ შტურმს, რომლის დროსაც ცდილობენ იპოვონ მეცნიერული ახსნა მათ მიერ დემონსტრირებული შესაძლებლობებისა. ამავე დროს ისინი იქვე მსჯელობენ ახალ ექსპერიმენტებზე, რომლებსაც შეეძლოთ გამოევლინათ ადამიანის ორგანიზმის დაფარული რეზერვები და აეხსნათ მათი მოქმედების მექანიზმები.

ეზოთერიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების სწორედ ასეთ სიმბიოზში ხედავს ლიპტონი მედიცინის შემდგომი განვითარების გზას. ხოლო მართალია ის თუ არა, ამას დრო გვიჩვენებს.

ხვიჩა მებონია

წყარო