პოლიტიკა
სამართალი

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შეიცვალა კახა კალაძის ქონება 1 წელიწადში - შეძენილი და გასხვისებული უძრავ-მოძრავი ქონება
როგორ შეიცვალა კახა კალაძის ქონება 1 წელიწადში - შეძენილი და გასხვისებული უძრავ-მოძრავი ქონება

დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა, გა­სულ წელს რამ­დე­ნი­მე უძ­რავ-მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბა შე­ი­ძი­ნა. გარ­და 2018 წელს შე­ძე­ნი­ლი ქო­ნე­ბი­სა, „ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი“ და­ინ­ტე­რეს­და, თუ რო­გორ შე­იც­ვა­ლა კახა კა­ლა­ძის ქო­ნე­ბა 1 წე­ლი­წად­ში.

კერ­ძოდ, 31 იან­ვარს შევ­სე­ბუ­ლი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, კახა კა­ლა­ძემ 2018 წელს თბი­ლის­ში 203,04 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი­სა და 258,54 კვ. მეტ­რი ფარ­თო­ბის ორი ბინა და იმა­ვე მი­სა­მარ­თზე მდე­ბა­რე სამი ავ­ტო­სად­გო­მი შე­ი­ძი­ნა. ჯამ­ში, უძ­რავ ქო­ნე­ბა­ში გა­დახ­დილ­მა თან­ხამ - 1 943 840 ლარი შე­ად­გი­ნა.

გარ­და ამი­სა, კა­ლა­ძემ წინა წელს შე­ი­ძი­ნა მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი - FIAT 500 ABARTH, BRABUS ULTIMATE, TOYOTA CAMRY და TOYOTA LAND CRUISER-ი, რომ­ლებ­შიც ჯამ­ში, 68 ათა­სი ევრო და 230 170,94 ლარი გა­და­ი­ხა­და.

მის სა­კუთ­რე­ბა­შია ასე­ვე 367,6 კვ. მეტ­რი ფარ­თო­ბის ბინა თბი­ლის­ში; 410 კვ. მეტ­რის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი სამ­ტრე­დი­ა­ში; 697,6 კვ. მეტ­რი­სა და 735,2 კვ. მეტ­რის ორი აგა­რა­კი დაბა წყნეთ­ში; 396 კვ. მეტ­რი ფარ­თო­ბის ბინა დე­და­ქა­ლაქ­ში. კა­ლა­ძე ფლობს ასე­ვე 2 380 კვ. მეტ­რის მი­წის ნაკ­ვეთს სამ­ტრე­დი­ა­ში; 3 031 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვეთს დაბა ბა­კუ­რი­ან­ში; 1 060 კვ. მეტ­რის, 1 058 კვ. მეტ­რი­სა და 1 139 კვ. მეტ­რი ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვე­თებს დაბა წყნეთ­ში.

გარ­და ამი­სა, დე­და­ქა­ლა­ქის მერი ფლობს ორ ბი­ნა­სა და 3 000 კვ. მეტ­რი ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვეთს კი­ევ­ში, ორ არა­სა­ცხოვ­რე­ბელ ფართს სამ­ტრე­დი­ა­ში და 2000 კვ. მეტ­რი ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვეთს დაბა ბა­კუ­რი­ან­ში. ამას­თან, რო­გორც დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში აქვს აღ­ნიშ­ნუ­ლი, მას ეკუთ­ვნის დაბა წყნეთ­ში მდე­ბა­რე 650 კვ. მეტ­რი ფარ­თო­ბის მშე­ნე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი; ასე­ვე ფლობს თბი­ლის­ში 101 კვ. მეტ­რის მი­წის ნაკ­ვე­თის 26,12%-ს, რო­მე­ლიც 2012 წელს აქვს ჩუ­ქე­ბით მი­რე­ბუ­ლი და რო­მე­ლიც წინა წელს შევ­სე­ბულ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მი­თტე­ბუ­ლი არ არს; ასე­ვე ეკუთ­ვნის 35 კვ. მეტ­რის ავ­ტო­ფა­რე­ხი დე­და­ქა­ლაქ­ში, მა­შინ როცა წინა დეკ­ლა­რა­ცი­ით, იმა­ვე მი­სა­მარ­თზე 56 კვ. მეტ­რი ფარ­თო­ბის ავ­ტო­ფა­რეხს ფლობ­და. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ავტორი:

როგორ შეიცვალა კახა კალაძის ქონება 1 წელიწადში - შეძენილი და გასხვისებული უძრავ-მოძრავი ქონება

როგორ შეიცვალა კახა კალაძის ქონება 1 წელიწადში - შეძენილი და გასხვისებული უძრავ-მოძრავი ქონება

დედაქალაქის მერმა, გასულ წელს რამდენიმე უძრავ-მოძრავი ქონება შეიძინა. გარდა 2018 წელს შეძენილი ქონებისა, „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორ შეიცვალა კახა კალაძის ქონება 1 წელიწადში.

კერძოდ, 31 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, კახა კალაძემ 2018 წელს თბილისში 203,04 კვადრატული მეტრისა და 258,54 კვ. მეტრი ფართობის ორი ბინა და იმავე მისამართზე მდებარე სამი ავტოსადგომი შეიძინა. ჯამში, უძრავ ქონებაში გადახდილმა თანხამ - 1 943 840 ლარი შეადგინა.

გარდა ამისა, კალაძემ წინა წელს შეიძინა მსუბუქი ავტომობილები - FIAT 500 ABARTH, BRABUS ULTIMATE, TOYOTA CAMRY და TOYOTA LAND CRUISER-ი, რომლებშიც ჯამში, 68 ათასი ევრო და 230 170,94 ლარი გადაიხადა.

მის საკუთრებაშია ასევე 367,6 კვ. მეტრი ფართობის ბინა თბილისში; 410 კვ. მეტრის საცხოვრებელი სახლი სამტრედიაში; 697,6 კვ. მეტრისა და 735,2 კვ. მეტრის ორი აგარაკი დაბა წყნეთში; 396 კვ. მეტრი ფართობის ბინა დედაქალაქში. კალაძე ფლობს ასევე 2 380 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს სამტრედიაში; 3 031 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს დაბა ბაკურიანში; 1 060 კვ. მეტრის, 1 058 კვ. მეტრისა და 1 139 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთებს დაბა წყნეთში.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერი ფლობს ორ ბინასა და 3 000 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს კიევში, ორ არასაცხოვრებელ ფართს სამტრედიაში და 2000 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს დაბა ბაკურიანში. ამასთან, როგორც დეკლარაციაში აქვს აღნიშნული, მას ეკუთვნის დაბა წყნეთში მდებარე 650 კვ. მეტრი ფართობის მშენებარე საცხოვრებელი სახლი; ასევე ფლობს თბილისში 101 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთის 26,12%-ს, რომელიც 2012 წელს აქვს ჩუქებით მირებული და რომელიც წინა წელს შევსებულ დეკლარაციაში მითტებული არ არს; ასევე ეკუთვნის 35 კვ. მეტრის ავტოფარეხი დედაქალაქში, მაშინ როცა წინა დეკლარაციით, იმავე მისამართზე 56 კვ. მეტრი ფართობის ავტოფარეხს ფლობდა. წაიკითხეთ სრულად

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები