სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
DEG  და FMO-მ ანაკლიის პორტში ინვესტირების გადაწყვეტილება მიიღეს და პორტის კაპიტალი სრულად შეივსო
DEG  და FMO-მ ანაკლიის პორტში ინვესტირების გადაწყვეტილება მიიღეს და პორტის კაპიტალი სრულად შეივსო

გერ­მა­ნი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კმა (DEG) და ნი­დერ­ლან­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კმა (FMO) ანაკ­ლი­ის პორ­ტში ინ­ვეს­ტი­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს.

5 თე­ბერ­ვალს ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უმ­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ფი­ნან­სურ ინ­სტი­ტუ­ტებს შო­რის პირ­ვე­ლად მო­ე­წე­რა ხელი ოფი­ცი­ა­ლურ დო­კუ­მენტს ანაკ­ლი­ის პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა­ში ინ­ვეს­ტი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. „ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უმ­ში“ გერ­მა­ნი­ი­სა და ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­ხელ­მწი­ფო ბან­კე­ბის შე­მოს­ვლით კი­დევ ერთხელ გა­ეს­ვა ხაზი ანაკ­ლი­ის პორ­ტის გე­ო­პო­ლი­ტი­კურ მნიშ­ვნე­ლო­ბას და პრო­ექ­ტის მშე­ნებ­ლო­ბის კა­პი­ტა­ლიც სრუ­ლად შე­ივ­სო. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ანაკ­ლი­ის პორ­ტის პირ­ვე­ლი ფა­ზის სა­ინ­ვეს­ტი­ციო კა­პი­ტა­ლი 600 მლნ აშშ დო­ლარს შე­ად­გენს.

შე­თან­ხმე­ბის თა­ნახ­მად, DEG-სა და FMO-ს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი „ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უ­მის“ სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს წევ­რე­ბი გახ­დე­ბი­ან.

„დღეს ჩვენ კი­დევ ერთ, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წი­ეთ. გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ასე­თი ძლი­ე­რი ბან­კე­ბის შე­მოს­ვლა ანაკ­ლი­ის კონ­სორ­ცი­უმ­ში. ორი­ვე მათ­გა­ნი ევ­რო­პის წამ­ყვა­ნი ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტია. მათი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კი­დევ უფრო სწრა­ფად გა­ნა­ვი­თა­რებს ანაკ­ლი­ის პრო­ექტს და ორი დიდი სა­ხელ­მწი­ფოს - გერ­მა­ნი­ი­სა და ნი­დერ­ლან­დე­ბის მიერ ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სად­მი მეტ მხარ­და­ჭე­რას გა­ნა­პი­რო­ბებს“, - გა­ნა­ცხა­და „ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უ­მის“ გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ლე­ვან ახვლე­დი­ან­მა.

აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ფი­ნან­სურ­მა ინ­სტი­ტუ­ტებ­მა და­ას­რუ­ლეს ანაკ­ლი­ის პორ­ტის პრო­ექ­ტის დე­ტა­ლუ­რი შეს­წავ­ლის პრო­ცე­სი. გა­მო­იკ­ვე­თა სა­კი­თხე­ბი, რო­მელ­თა სა­ბო­ლოო შე­ჯე­რე­ბა 8 თე­ბერ­ვალს „ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უმს“, მთავ­რო­ბა­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტებს შო­რის ერ­თობ­ლივ შეხ­ვედ­რა­ზე მოხ­დე­ბა და ამის შემ­დეგ პრო­ექ­ტი ფი­ნან­სუ­რად და­ი­ხუ­რე­ბა.

გერ­მა­ნი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კი (DEG) KfW-ის სა­ბან­კო ჯგუ­ფის წევ­რია. KfW არ­სე­ბო­ბის 70-წლი­ან ის­ტო­რი­ას ით­ვლის და სა­ხელ­მწი­ფო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პრო­ექ­ტებს ახორ­ცი­ე­ლებს, DEG-ს ამო­ცა­ნაა მნიშ­ვნე­ლო­ვან კერ­ძო ბიზ­ნე­სი­ნი­ცი­ა­ტი­ვებს შე­უ­წყოს ხელი რე­ფორ­მე­ბის გამ­ტა­რე­ბელ ქვეყ­ნებ­ში.

FMO ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტია, რო­მელ­საც 50-წლი­ა­ნი ის­ტო­რია აქვს 9.2 მი­ლი­არ­დი ევ­როს სა­ინ­ვეს­ტი­ციო პორ­ტფე­ლით. FMO კერ­ძო სექ­ტო­რის გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა მსოფ­ლი­ო­ში.

ნი­დერ­ლან­დე­ბის მთავ­რო­ბას­თან პარტნი­ო­რო­ბის გამო მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აქვს, ინ­ვეს­ტი­რე­ბას სხვა ქვეყ­ნე­ბის კომ­პა­ნი­ებ­სა და ფი­ნან­სურ ინ­სტი­ტუ­ტებ­ში ახ­დენს და წვლი­ლი შე­აქვს შე­სა­ბა­მი­სი ქვეყ­ნე­ბის მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის საქ­მე­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

DEG  და FMO-მ ანაკლიის პორტში ინვესტირების გადაწყვეტილება მიიღეს და პორტის კაპიტალი სრულად შეივსო

DEG  და FMO-მ ანაკლიის პორტში ინვესტირების გადაწყვეტილება მიიღეს და პორტის კაპიტალი სრულად შეივსო

გერმანიის განვითარების ბანკმა (DEG) და ნიდერლანდების განვითარების ბანკმა (FMO) ანაკლიის პორტში ინვესტირების გადაწყვეტილება მიიღეს.

5 თებერვალს ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის პირველად მოეწერა ხელი ოფიციალურ დოკუმენტს ანაკლიის პორტის მშენებლობაში ინვესტირებასთან დაკავშირებით. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ გერმანიისა და ნიდერლანდების სახელმწიფო ბანკების შემოსვლით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ანაკლიის პორტის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და პროექტის მშენებლობის კაპიტალიც სრულად შეივსო. როგორც ცნობილია, ანაკლიის პორტის პირველი ფაზის საინვესტიციო კაპიტალი 600 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

შეთანხმების თანახმად, DEG-სა და FMO-ს წარმომადგენლები „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები გახდებიან.

„დღეს ჩვენ კიდევ ერთ, ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიეთ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ასეთი ძლიერი ბანკების შემოსვლა ანაკლიის კონსორციუმში. ორივე მათგანი ევროპის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია. მათი მონაწილეობა კიდევ უფრო სწრაფად განავითარებს ანაკლიის პროექტს და ორი დიდი სახელმწიფოს - გერმანიისა და ნიდერლანდების მიერ ჩვენი ქვეყნისადმი მეტ მხარდაჭერას განაპირობებს“, - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა დაასრულეს ანაკლიის პორტის პროექტის დეტალური შესწავლის პროცესი. გამოიკვეთა საკითხები, რომელთა საბოლოო შეჯერება 8 თებერვალს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, მთავრობასა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის ერთობლივ შეხვედრაზე მოხდება და ამის შემდეგ პროექტი ფინანსურად დაიხურება.

გერმანიის განვითარების ბანკი (DEG) KfW-ის საბანკო ჯგუფის წევრია. KfW არსებობის 70-წლიან ისტორიას ითვლის და სახელმწიფო თანამშრომლობის პროექტებს ახორციელებს, DEG-ს ამოცანაა მნიშვნელოვან კერძო ბიზნესინიციატივებს შეუწყოს ხელი რეფორმების გამტარებელ ქვეყნებში.

FMO ნიდერლანდების საფინანსო ინსტიტუტია, რომელსაც 50-წლიანი ისტორია აქვს 9.2 მილიარდი ევროს საინვესტიციო პორტფელით. FMO კერძო სექტორის განმავითარებელი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ორგანიზაციაა მსოფლიოში.

ნიდერლანდების მთავრობასთან პარტნიორობის გამო მას განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვს, ინვესტირებას სხვა ქვეყნების კომპანიებსა და ფინანსურ ინსტიტუტებში ახდენს და წვლილი შეაქვს შესაბამისი ქვეყნების მდგრადი განვითარების და ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების საქმეში.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის