პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ცხოვრობს ქართველი სამხედრო, რომელმაც წლების წინ ავღანეთში აფეთქებისას ორივე ფეხი დაკარგა - "მივხვდი, ეს განაჩენი არ არის"
როგორ ცხოვრობს ქართველი სამხედრო, რომელმაც წლების წინ ავღანეთში აფეთქებისას ორივე ფეხი დაკარგა - "მივხვდი, ეს განაჩენი არ არის"

რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ავ­ღა­ნეთ­ში, სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ა­ში ყოფ­ნი­სას, ნაღ­მზე აფეთ­ქდა და ორი­ვე ფეხი და­კარ­გა... სტრე­სი დიდი იყო, თუმ­ცა, ძა­ლი­ან მალე სა­კუ­თარ თავ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა ძალა, ცხოვ­რე­ბა გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა. ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო, პა­რა­ო­ლიმ­პი­ე­ლი თე­მურ და­დი­ა­ნი, შე­საძ­ლოა ბევ­რის­თვის სა­მა­გა­ლი­თო გახ­დეს. რო­გორც ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, უამ­რა­ვი გეგ­მა აქვს, რო­მელ­საც აუ­ცი­ლებ­ლად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს...

- თა­ვი­დან ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, რომ ვე­ღარ გა­ვივ­ლი­დი, მერე კი მივ­ხვდი, ეს გა­ნა­ჩე­ნი არ არის. წლე­ბის წინ, არ­ჩე­ვა­ნი თა­ვად გა­ვა­კე­თე, სამ­ხედ­რო ფორ­მა ნე­ბით მო­ვირ­გე, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­მე­აზ­რე­ბი­ნა, ალ­ბათ ასე­თი შე­დე­გიც. 2011 წლის 3 აგ­ვის­ტოს შე­მო­ვი­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ერთ-ერთ და­სახ­ლე­ბა­ში სა­ეჭ­ვო სახ­ლი უნდა შეგ­ვე­მოწ­მე­ბი­ნა. თით­ქმის ყვე­ლა მშვი­დო­ბი­ა­ნად მო­ვი­ა­რეთ, ბო­ლოს კი გა­ლავ­ნის შე­სას­ვლელ­თან ხელ­ნა­კე­თი ნაღ­მი აფეთ­ქდა, რო­მე­ლიც კარ­თან ყო­ფი­ლა და­მაგ­რე­ბუ­ლი. აფეთ­ქე­ბის წნე­ვამ სა­დღაც მო­მის­რო­ლა. მა­შინ დავ­კარ­გე ორი­ვე ქვე­და კი­დუ­რი და მარ­ჯვე­ნა ხე­ლიც ცო­ტა­თი და­მი­ზი­ან­და. გა­მი­უ­ა­რეს­და მხედ­ვე­ლო­ბაც...

ტრავ­მის შემ­დეგ, რო­დე­საც რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურსს კა­ლი­ფორ­ნი­ის შტატ­ში გავ­დი­ო­დი, უამ­რა­ვი ჩემ­ნა­ი­რი და უა­რეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნი ვნა­ხე, რომ­ლე­ბიც ისე­თი მონ­დო­მე­ბით ვარ­ჯი­შობ­დნენ, გა­ვი­ფიქ­რე, - ეს მეც შე­მიძ­ლია-მეთ­ქი. აზიდ­ვე­ბით და­ვი­წყე და მალე ე.წ. ამ­პუ­ტი­რე­ბუ­ლი აზიდ­ვე­ბის შეს­რუ­ლე­ბით (მოძ­რა­ო­ბა ტან­ვარ­ჯი­შის ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი ელე­მენ­ტის, "ფლენ­ჩის" სა­ხეს­ხვა­ო­ბაა) მსოფ­ლიო რე­კორ­დი და­ვამ­ყა­რე. სპორ­ტსმე­ნი ამ დროს მხო­ლოდ ხე­ლებს ეყ­რდნო­ბა, სხე­უ­ლის და­ნარ­ჩე­ნი ნა­წი­ლით კი დამ­ხმა­რე სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­რე­შე ჰო­რი­ზონ­ტა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას ინარ­ჩუ­ნებს. ასე­ვე საკ­მაო წარ­მა­ტე­ბე­ბი მაქვს ფა­რი­კა­ო­ბა­სა და ვე­ლორ­ბო­ლა­ში. მუდ­მი­ვად რა­ღა­ცას ვა­კე­თებ, რაც იმა­ში მეხ­მა­რე­ბა, რომ ჩემს მე­გობ­რებს და სხვა ტრავ­მი­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებს და­ვა­ნა­ხო, რომ ბრძო­ლას ყო­ველ­თვის აქვს აზრი და ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა... უამ­რა­ვი გა­მოწ­ვე­ვის შემ­დეგ, გა­დავ­წყვი­ტე, პა­რა­ო­ლიმ­პი­ე­ლე­ბის ზამ­თრის ოლიმ­პი­ა­და­ზეც მე­ცა­და ბედი.

კა­ნა­და­ში თხი­ლა­მუ­რე­ბით კროს­ში 2019 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გამ­გზავ­რე­ბამ­დე მო­სამ­ზა­დე­ბელ ეტაპს გუ­და­უ­რის სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორტზე გავ­დი­ვართ. ჩემ­თან ერ­თად არი­ან მწვრთნე­ლე­ბი, თა­მაზ მო­საშ­ვი­ლი და ნი­კო­ლოზ იაშ­ვი­ლი... მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი 15-დან 24 თე­ბერ­ვლის ჩათ­ვლით არის და­გეგ­მი­ლი, სა­დაც ზამ­თრის ამ სპორ­ტის სა­ხე­ო­ბა­ში, პა­რა­ო­ლიმ­პი­ე­ლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით პირ­ვე­ლად გა­ვალ. ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ, მაგ­რამ იმე­დია, გა­მო­მი­ვა...

- ამავდრო­უ­ლად, მუ­შა­ობთ, ხომ?

- დიახ, ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის ინ­სტრუქ­ტო­რი ვარ თავ­დაც­ვის აკა­დე­მი­ა­ში არ­სე­ბულ სი­მუ­ლა­ცი­ის ცენ­ტრში. სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ფე­სი­აა და თან ახალ თა­ო­ბას­თან მაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა. 2014 წლი­დან ვარ აქ და ვხე­დავ ახალ­გაზ­რდე­ბი რო­გო­რი მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი არი­ან გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად. ეს მხო­ლოდ ია­რა­ღის მოხ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლით მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ არის, მათ სურთ, იცოდ­ნენ სხვა ქვეყ­ნე­ბის არ­მი­ე­ბის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა, წარ­სუ­ლი, ია­რა­ღის ის­ტო­რია, სტრა­ტე­გია... ანუ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, იმ­სა­ხუ­რონ სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში მათ იმ­პულ­სუ­რად კი არ მი­ი­ღეს, არა­მედ გა­აზ­რე­ბუ­ლად და რაც მთა­ვა­რია, ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო თა­ო­ბა წი­ნა­ზე პატ­რი­ო­ტუ­ლია. ბოლო ხა­ნებ­ში ძა­ლი­ან ბევრ გო­გო­ნას გა­უჩ­ნდა სურ­ვი­ლი, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში იმ­სა­ხუ­როს, რაც ძალ­ზე სა­სი­ხა­რუ­ლოა...

- სამ­სა­ხუ­რი­სა და სპორ­ტის გარ­და, კი­დევ ბევრ რა­მეს აკე­თებთ?

- დიახ, შარ­შან და­ვამ­თავ­რე უნი­ვერ­სი­ტე­ტი და ძა­ლი­ან მი­ხა­რია. სწავ­ლა არას­დროს არის გვი­ან, რაც მეტს ის­წავ­ლი, უკე­თე­სია... მიყ­ვარს სირ­თუ­ლე­ე­ბი და მი­ხა­რია, რომ სპორ­ტშიც აქ­ტი­უ­რი ვარ. ამ ეტაპ­ზე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე, ისე, რომ ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლიო დო­ნის შე­ჯიბ­რე­ბა­ზე გა­ვი­დე, თხი­ლა­მუ­რე­ბით ვსრი­ა­ლებ. ეს არის თხი­ლა­მუ­რე­ბის ერთ-ერთი სა­ხე­ო­ბა - კრო­სი.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში პა­რა­თხი­ლა­მუ­რე­ბით სრი­ა­ლი რამ­დე­ნა­დაა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი?

- შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სპორ­ტის ეს სა­ხე­ო­ბა ახლა იღებს სა­თა­ვეს და ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­დე­ბა, თუ მის დამ­კვიდ­რე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ვი­ტან წვლილს. აქამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერც ვვარ­ჯი­შობ­დი, არ იყო შე­სა­ბა­მი­სი პი­რო­ბე­ბი, ერთი კვი­რით ადრე მივ­დი­ო­დი რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­ში და იქ ვსრი­ა­ლებ­დი, რომ რა­ღაც დო­ნე­ზე მოვმზა­დე­ბუ­ლი­ყა­ვი, და ასე მცი­რედ მომ­ზა­დე­ბუ­ლი გავ­დი­ო­დი შე­ჯიბ­რე­ბა­ზე... ასე გა­ვე­დი შარ­შან, სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში, პი­ან­ჩან­გში ზამ­თრის პა­რა­ო­ლიმ­პი­ურ შე­ჯიბ­რე­ბა­ზე და საკ­მა­ოდ კარ­გი შე­დე­გი ვაჩ­ვე­ნე, რა­მაც მო­ტი­ვა­ცია გა­მი­ჩი­ნა, უფრო კარ­გად მოვმზა­დე­ბუ­ლი­ყა­ვი.

- სამ­ხრეთ კო­რეა სა­ინ­ტე­რე­სო ქვე­ყა­ნაა?

- დიახ, ამ ოლიმ­პი­ა­და­ზე ორი ჩრდი­ლო­კო­რე­ე­ლიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და, თი­თოს 30-კა­ცი­ა­ნი დაც­ვა დაჰ­ყვე­ბო­და, არა­ვის­თან კონ­ტაქ­ტის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­დათ, ვარ­ჯი­შის შემ­დეგ, პირ­და­პირ ნო­მერ­ში ადი­ოდ­ნენ და გა­რეთ აღარ გა­მო­დი­ოდ­ნენ. მხო­ლოდ თა­ვის დაკ­ვრით ვე­სალ­მე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს. რო­გორც კი ოლიმ­პი­ა­და დას­რულ­და, მა­შინ­ვე წა­იყ­ვა­ნეს, და­ხურ­ვის ცე­რე­მო­ნი­ალ­საც არ დას­წრე­ბი­ან... ჩრდი­ლო და სამ­ხრეთ­კო­რე­ე­ლებს ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ. მათ შემ­ხედ­ვა­რეს ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გა­მახ­სენ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა სამ­ხრეთ კო­რე­ას, ძა­ლი­ან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ხალ­ხია, არა­სო­დეს იტყუ­ე­ბი­ან. ვხუმ­რობ­დით, ყო­ველ­თვის სწორ ხაზ­ზე და­დი­ან, გა­დახ­ვე­ვა არ შე­უძ­ლი­ა­თო... სა­ინ­ტე­რე­სო სამ­ზა­რე­უ­ლოც აქვთ. უც­ნა­უ­რია ის, რომ ქა­ლე­ბი უფრო სვა­მენ, ვიდ­რე მა­მა­კა­ცე­ბი. ლუდი უყ­ვართ ძა­ლი­ან, თუმ­ცა სხვა ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბიც აქვთ... თუ სხვა ქვეყ­ნებ­ში მა­მა­კა­ცე­ბის ალ­კოჰოლ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა პრობ­ლე­მა, აქ ქა­ლე­ბი აქ­ტი­უ­რო­ბე­ნო...

- პა­რა­ო­ლიმ­პი­ურ სპორ­ტში დის­ტან­ცია რო­გორ არის გან­სა­ზღვრუ­ლი?

- სულ სამი დის­ტან­ცია არ­სე­ბობს: სპრინ­ტი - 1 კმ და 100 მეტ­რი; შუა - 7 კმ და 500 მეტ­რი, მე­სა­მე - 15 ან ზოგ­ჯერ - 20 კმ-ია. შარ­შან­დელ ოლიმ­პი­ა­და­ზე სა­მი­ვე დის­ტან­ცი­ა­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი და პირ­ველ შე­ჯიბ­რე­ბა­ზე შუა დის­ტან­ცი­ა­ში გა­ვე­დი, 100-ზე მეტ მო­ნა­წი­ლეს შო­რის 30-ე ვი­ყა­ვი... შემ­დეგ გრძელ მან­ძილ­ზეც ვცა­დე, მაგ­რამ თხი­ლა­მუ­რე­ბი გა­მი­ტყდა და დავ­ზი­ან­დი. თხი­ლა­მურ­ზე ზე­მო­დან მაგრდე­ბა "ბობი", რო­მელ­საც თა­ვად ვმარ­თავ და მისი სა­შუ­ა­ლე­ბით ვსრი­ა­ლებთ. ის, რომ წელს გუ­და­ურ­ში სრი­ა­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვე­ცა, ძა­ლი­ან მი­ხა­რია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევ­რი რამ გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლია. მთა­ვა­რია, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ძვრე­ბი და­ი­წყო და ჩვე­ნი ძა­ლე­ბით რა­ღა­ცებს ვა­ხერ­ხებთ...

- ავ­ღა­ნე­თის სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ა­ზეც გკი­თხავთ: ძველ მე­გობ­რებ­თან გაქვთ ურ­თი­ერ­თო­ბა?

- დიახ, რო­გორც ქარ­თვე­ლებ­თან, ასე­ვე - უცხო­ე­ლებ­თა­ნაც, რად­გან შე­ჯიბ­რე­ბა­ზეც ვხვდე­ბით ერ­თმა­ნეთს. სამ­წუ­ხა­როდ, უცხო­ე­ლე­ბი უფრო მე­ტად რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლი და ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი არი­ან, რაც ბევ­რი რა­მით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, მათ შო­რის - მენ­ტა­ლი­ტე­ტი­თაც...

- რო­გორც ვიცი, ამ მხრივ სა­ქარ­თვე­ლო­შიც შე­იც­ვა­ლა ვი­თა­რე­ბა...

- დიახ, ბევ­რი რამ გა­კეთ­და, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს აქვს პროგ­რა­მე­ბი, რაც დაჭ­რი­ლე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას გუ­ლის­ხმობს. ჩვე­ნი დაჭ­რი­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ყო­ველ­წლი­უ­რად პრინც ჰა­რის მიერ დამ­კვიდ­რე­ბულ "ძლი­ერ­თა თა­მა­შებ­ში", რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს გარ­და, ავ­ღა­ნე­თი, ავ­სტრა­ლია, კა­ნა­და, და­ნია, ეს­ტო­ნე­თი, საფ­რან­გე­თი, გერ­მა­ნია, ერა­ყი, იტა­ლია, იორ­და­ნია, ნი­დერ­ლან­დე­ბი, ახა­ლი ზე­ლან­დია, რუ­მი­ნე­თი, უკ­რა­ი­ნა, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო და ამე­რი­კა მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. ამ თა­მა­შე­ბის ფარ­გლებ­ში, 2017 წელს, ტო­რონ­ტო­ში, ბოლო რბო­ლა­ში მეც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, მაგ­რამ სა­თა­ნა­დოდ არ ვი­ყა­ვი მომ­ზა­დე­ბუ­ლი და მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­ვე­დი. თუმ­ცა, რა შე­დე­გიც უნდა იყოს, ეს სამ­ხედ­რო­ე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია... მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ძა­ლი­ან ში­ნა­უ­რი, თბი­ლი და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი გა­რე­მოა შექ­მნი­ლი, სა­დაც პა­რას­პორ­ტსმე­ნებს ერ­თმა­ნე­თის გაც­ნო­ბი­სა და ურ­თი­ერ­თო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა გვაქვს. ეს კი სტი­მუ­ლია, რომ შენს თავ­ში არ ჩა­ი­კე­ტო, იბ­რძო­ლო, იცხოვ­რო და არ მო­დუნ­დე.

- რო­გორც ვიცი, მკლავ­ჭი­დე­ლიც ხართ...

- დიახ, შარ­შან მსოფ­ლიო ვიცე-ჩემ­პი­ო­ნი გავ­ხდი. ასე­ვე, მოყ­ვა­რუ­ლის დო­ნე­ზე ცურ­ვა­შიც ვვარ­ჯი­შობ... ასე რომ, ბევ­რი რა­მეა, რა­შიც შე­იძ­ლე­ბა თავი გა­მო­ცა­დო, იბ­რძო­ლო და შენს თავს და­უმ­ტკი­ცო, რომ ეს შე­გიძ­ლია... ყვე­ლას ვე­უბ­ნე­ბი, არ მო­დუნ­დნენ, ია­რონ ყველ­გან, გა­იც­ნონ ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ივარ­ჯი­შონ და ცხოვ­რე­ბა გა­აგ­რძე­ლონ. მერე რა, თუ ჩემ­პი­ო­ნე­ბი ვერ გახ­დე­ბი­ან? მთა­ვა­რია, რომ სახ­ლი­დან გავ­ლენ... ამის­თვის სა­ხელ­მწი­ფოს თა­ნად­გო­მა ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მე სპორ­ტმა გა­და­მარ­ჩი­ნა და მთლი­ა­ნად მას ვუ­მად­ლი, რომ ჩემს თავ­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნე ძალა ცხოვ­რე­ბის გა­საგ­რძე­ლებ­ლად.

- პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე რას გვე­ტყვი?

- მალე ოჯა­ხის შექ­მნას ვა­პი­რებ, უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, რჩე­უ­ლი მყავს და აქამ­დე ვერ მო­ვა­ბი თავი... იმე­დია, მალე მი­ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

როგორ ცხოვრობს ქართველი სამხედრო, რომელმაც წლების წინ ავღანეთში აფეთქებისას ორივე ფეხი დაკარგა - "მივხვდი, ეს განაჩენი არ არის"

როგორ ცხოვრობს ქართველი სამხედრო, რომელმაც წლების წინ ავღანეთში აფეთქებისას ორივე ფეხი დაკარგა - "მივხვდი, ეს განაჩენი არ არის"

რამდენიმე წლის წინ, ავღანეთში, სამშვიდობო მისიაში ყოფნისას, ნაღმზე აფეთქდა და ორივე ფეხი დაკარგა... სტრესი დიდი იყო, თუმცა, ძალიან მალე საკუთარ თავში აღმოაჩინა ძალა, ცხოვრება გაეგრძელებინა. ქართველი სამხედრო, პარაოლიმპიელი თემურ დადიანი, შესაძლოა ბევრისთვის სამაგალითო გახდეს. როგორც ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, უამრავი გეგმა აქვს, რომელსაც აუცილებლად განახორციელებს...

- თავიდან ძალიან გამიჭირდა იმის გაცნობიერება, რომ ვეღარ გავივლიდი, მერე კი მივხვდი, ეს განაჩენი არ არის. წლების წინ, არჩევანი თავად გავაკეთე, სამხედრო ფორმა ნებით მოვირგე, მაგრამ ყველაფერი უნდა გამეაზრებინა, ალბათ ასეთი შედეგიც. 2011 წლის 3 აგვისტოს შემოვიდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ დასახლებაში საეჭვო სახლი უნდა შეგვემოწმებინა. თითქმის ყველა მშვიდობიანად მოვიარეთ, ბოლოს კი გალავნის შესასვლელთან ხელნაკეთი ნაღმი აფეთქდა, რომელიც კართან ყოფილა დამაგრებული. აფეთქების წნევამ სადღაც მომისროლა. მაშინ დავკარგე ორივე ქვედა კიდური და მარჯვენა ხელიც ცოტათი დამიზიანდა. გამიუარესდა მხედველობაც...

ტრავმის შემდეგ, როდესაც რეაბილიტაციის კურსს კალიფორნიის შტატში გავდიოდი, უამრავი ჩემნაირი და უარეს მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ვნახე, რომლებიც ისეთი მონდომებით ვარჯიშობდნენ, გავიფიქრე, - ეს მეც შემიძლია-მეთქი. აზიდვებით დავიწყე და მალე ე.წ. ამპუტირებული აზიდვების შესრულებით (მოძრაობა ტანვარჯიშის ერთ-ერთი ცნობილი ელემენტის, "ფლენჩის" სახესხვაობაა) მსოფლიო რეკორდი დავამყარე. სპორტსმენი ამ დროს მხოლოდ ხელებს ეყრდნობა, სხეულის დანარჩენი ნაწილით კი დამხმარე საშუალებების გარეშე ჰორიზონტალურ მდგომარეობას ინარჩუნებს. ასევე საკმაო წარმატებები მაქვს ფარიკაობასა და ველორბოლაში. მუდმივად რაღაცას ვაკეთებ, რაც იმაში მეხმარება, რომ ჩემს მეგობრებს და სხვა ტრავმირებულ ადამიანებს დავანახო, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ცხოვრება გრძელდება... უამრავი გამოწვევის შემდეგ, გადავწყვიტე, პარაოლიმპიელების ზამთრის ოლიმპიადაზეც მეცადა ბედი.

კანადაში თხილამურებით კროსში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებამდე მოსამზადებელ ეტაპს გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტზე გავდივართ. ჩემთან ერთად არიან მწვრთნელები, თამაზ მოსაშვილი და ნიკოლოზ იაშვილი... მსოფლიო ჩემპიონატი 15-დან 24 თებერვლის ჩათვლით არის დაგეგმილი, სადაც ზამთრის ამ სპორტის სახეობაში, პარაოლიმპიელებში, საქართველოს სახელით პირველად გავალ. ძალიან ვნერვიულობ, მაგრამ იმედია, გამომივა...

- ამავდროულად, მუშაობთ, ხომ?

- დიახ, იარაღის გამოყენების ინსტრუქტორი ვარ თავდაცვის აკადემიაში არსებულ სიმულაციის ცენტრში. საინტერესო პროფესიაა და თან ახალ თაობასთან მაქვს ურთიერთობა. 2014 წლიდან ვარ აქ და ვხედავ ახალგაზრდები როგორი მოტივირებული არიან განათლების მისაღებად. ეს მხოლოდ იარაღის მოხმარების სურვილით მიღებული გადაწყვეტილება არ არის, მათ სურთ, იცოდნენ სხვა ქვეყნების არმიების სამხედრო ძალების გამოცდილება, წარსული, იარაღის ისტორია, სტრატეგია... ანუ გადაწყვეტილება, იმსახურონ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მათ იმპულსურად კი არ მიიღეს, არამედ გააზრებულად და რაც მთავარია, ყოველი მომდევნო თაობა წინაზე პატრიოტულია. ბოლო ხანებში ძალიან ბევრ გოგონას გაუჩნდა სურვილი, შეიარაღებულ ძალებში იმსახუროს, რაც ძალზე სასიხარულოა...

- სამსახურისა და სპორტის გარდა, კიდევ ბევრ რამეს აკეთებთ?

- დიახ, შარშან დავამთავრე უნივერსიტეტი და ძალიან მიხარია. სწავლა არასდროს არის გვიან, რაც მეტს ისწავლი, უკეთესია... მიყვარს სირთულეები და მიხარია, რომ სპორტშიც აქტიური ვარ. ამ ეტაპზე პროფესიონალურ დონეზე, ისე, რომ ევროპისა და მსოფლიო დონის შეჯიბრებაზე გავიდე, თხილამურებით ვსრიალებ. ეს არის თხილამურების ერთ-ერთი სახეობა - კროსი.

- საქართველოში პარათხილამურებით სრიალი რამდენადაა განვითარებული?

- შეიძლება ითქვას, რომ სპორტის ეს სახეობა ახლა იღებს სათავეს და ძალიან გამიხარდება, თუ მის დამკვიდრებასა და განვითარებაში შევიტან წვლილს. აქამდე საქართველოში ვერც ვვარჯიშობდი, არ იყო შესაბამისი პირობები, ერთი კვირით ადრე მივდიოდი რომელიმე ქვეყანაში და იქ ვსრიალებდი, რომ რაღაც დონეზე მოვმზადებულიყავი, და ასე მცირედ მომზადებული გავდიოდი შეჯიბრებაზე... ასე გავედი შარშან, სამხრეთ კორეაში, პიანჩანგში ზამთრის პარაოლიმპიურ შეჯიბრებაზე და საკმაოდ კარგი შედეგი ვაჩვენე, რამაც მოტივაცია გამიჩინა, უფრო კარგად მოვმზადებულიყავი.

- სამხრეთ კორეა საინტერესო ქვეყანაა?

- დიახ, ამ ოლიმპიადაზე ორი ჩრდილოკორეელიც მონაწილეობდა, თითოს 30-კაციანი დაცვა დაჰყვებოდა, არავისთან კონტაქტის უფლება არ ჰქონდათ, ვარჯიშის შემდეგ, პირდაპირ ნომერში ადიოდნენ და გარეთ აღარ გამოდიოდნენ. მხოლოდ თავის დაკვრით ვესალმებოდით ერთმანეთს. როგორც კი ოლიმპიადა დასრულდა, მაშინვე წაიყვანეს, დახურვის ცერემონიალსაც არ დასწრებიან... ჩრდილო და სამხრეთკორეელებს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. მათ შემხედვარეს ქართულ-აფხაზური ურთიერთობები გამახსენდა.

რაც შეეხება სამხრეთ კორეას, ძალიან განვითარებული ქვეყანა და მოწესრიგებული ხალხია, არასოდეს იტყუებიან. ვხუმრობდით, ყოველთვის სწორ ხაზზე დადიან, გადახვევა არ შეუძლიათო... საინტერესო სამზარეულოც აქვთ. უცნაურია ის, რომ ქალები უფრო სვამენ, ვიდრე მამაკაცები. ლუდი უყვართ ძალიან, თუმცა სხვა ალკოჰოლური სასმელებიც აქვთ... თუ სხვა ქვეყნებში მამაკაცების ალკოჰოლდამოკიდებულებაა პრობლემა, აქ ქალები აქტიურობენო...

- პარაოლიმპიურ სპორტში დისტანცია როგორ არის განსაზღვრული?

- სულ სამი დისტანცია არსებობს: სპრინტი - 1 კმ და 100 მეტრი; შუა - 7 კმ და 500 მეტრი, მესამე - 15 ან ზოგჯერ - 20 კმ-ია. შარშანდელ ოლიმპიადაზე სამივე დისტანციაში ვმონაწილეობდი და პირველ შეჯიბრებაზე შუა დისტანციაში გავედი, 100-ზე მეტ მონაწილეს შორის 30-ე ვიყავი... შემდეგ გრძელ მანძილზეც ვცადე, მაგრამ თხილამურები გამიტყდა და დავზიანდი. თხილამურზე ზემოდან მაგრდება "ბობი", რომელსაც თავად ვმართავ და მისი საშუალებით ვსრიალებთ. ის, რომ წელს გუდაურში სრიალის შესაძლებლობა მოგვეცა, ძალიან მიხარია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ გამოსასწორებელია. მთავარია, ამ მიმართულებით ძვრები დაიწყო და ჩვენი ძალებით რაღაცებს ვახერხებთ...

- ავღანეთის სამშვიდობო მისიაზეც გკითხავთ: ძველ მეგობრებთან გაქვთ ურთიერთობა?

- დიახ, როგორც ქართველებთან, ასევე - უცხოელებთანაც, რადგან შეჯიბრებაზეც ვხვდებით ერთმანეთს. სამწუხაროდ, უცხოელები უფრო მეტად რეაბილიტირებული და ინტეგრირებული არიან, რაც ბევრი რამით არის განპირობებული, მათ შორის - მენტალიტეტითაც...

- როგორც ვიცი, ამ მხრივ საქართველოშიც შეიცვალა ვითარება...

- დიახ, ბევრი რამ გაკეთდა, თავდაცვის სამინისტროს აქვს პროგრამები, რაც დაჭრილების რეაბილიტაციას გულისხმობს. ჩვენი დაჭრილები მონაწილეობენ ყოველწლიურად პრინც ჰარის მიერ დამკვიდრებულ "ძლიერთა თამაშებში", რომელშიც საქართველოს გარდა, ავღანეთი, ავსტრალია, კანადა, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, ერაყი, იტალია, იორდანია, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, რუმინეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და ამერიკა მონაწილეობენ. ამ თამაშების ფარგლებში, 2017 წელს, ტორონტოში, ბოლო რბოლაში მეც ვმონაწილეობდი, მაგრამ სათანადოდ არ ვიყავი მომზადებული და მეორე ადგილზე გავედი. თუმცა, რა შედეგიც უნდა იყოს, ეს სამხედროების რეაბილიტაციისთვის ძალზე მნიშვნელოვანია... მნიშვნელოვანია, რომ ძალიან შინაური, თბილი და მოწესრიგებული გარემოა შექმნილი, სადაც პარასპორტსმენებს ერთმანეთის გაცნობისა და ურთიერთობის საშუალება გვაქვს. ეს კი სტიმულია, რომ შენს თავში არ ჩაიკეტო, იბრძოლო, იცხოვრო და არ მოდუნდე.

- როგორც ვიცი, მკლავჭიდელიც ხართ...

- დიახ, შარშან მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი გავხდი. ასევე, მოყვარულის დონეზე ცურვაშიც ვვარჯიშობ... ასე რომ, ბევრი რამეა, რაშიც შეიძლება თავი გამოცადო, იბრძოლო და შენს თავს დაუმტკიცო, რომ ეს შეგიძლია... ყველას ვეუბნები, არ მოდუნდნენ, იარონ ყველგან, გაიცნონ ახალი ადამიანები, ივარჯიშონ და ცხოვრება გააგრძელონ. მერე რა, თუ ჩემპიონები ვერ გახდებიან? მთავარია, რომ სახლიდან გავლენ... ამისთვის სახელმწიფოს თანადგომა ძალზე მნიშვნელოვანია. შეიძლება ითქვას, მე სპორტმა გადამარჩინა და მთლიანად მას ვუმადლი, რომ ჩემს თავში აღმოვაჩინე ძალა ცხოვრების გასაგრძელებლად.

- პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვი?

- მალე ოჯახის შექმნას ვაპირებ, უკვე რამდენიმე წელია, რჩეული მყავს და აქამდე ვერ მოვაბი თავი... იმედია, მალე მივიღებთ გადაწყვეტილებას.

"მიუხედავად იმისა, რომ გადამდები ვარ, ღამე ახალქალაქის შუა ქუჩაში დავდივარ" - როგორ ებრძვის მეუფე ნიკოლოზი კორონავირუსს

პროკურორი ფრიდონ ქარცივაძე კორონავირუსით გარდაიცვალა - "ჰქონდა თანმდევი დაავადებები"

"ყველაზე მეტად, რაც ხელს უწყობს ეპიდემიის გავრცელებას, ეს არის ღამის პერიოდში რესტორნებსა და კაფეებში თავშეყრა" - თამარ გაბუნია