პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეალურად, რა აღმოჩნდა კვერცხი, რომლის ფოტოც "ინსტაგრამზე" 52 მილიონმა ადამიანმა დაალაიქა
რეალურად, რა აღმოჩნდა კვერცხი, რომლის ფოტოც "ინსტაგრამზე" 52 მილიონმა ადამიანმა დაალაიქა

გახ­სოვთ "ინ­სტაგ­რამ­ში" ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი კვერ­ცხის ფოტო, რო­მელ­მაც მსოფ­ლიო რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა და მი­ლი­ო­ნო­ბით მო­წო­ნე­ბა და­აგ­რო­ვა?

ცოტა ხნის წინ გა­ირ­კვა, რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კვერ­ცხის ფოტო, რო­მელ­საც ამ ეტაპ­ზე 52 მი­ლი­ონ­ზე მეტი მო­წო­ნე­ბა აქვს, ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ის ნა­წი­ლია.

კვერ­ცხის პირ­ვე­ლი ფო­ტოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­სას, პოს­ტის მი­ნა­წერ­ში ნათ­ქვა­მი იყო, რომ მათ უნდა შე­ეგ­რო­ვე­ბი­ნათ ყვე­ლა­ზე ბევ­რი მო­წო­ნე­ბა და გა­ე­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­ნათ მსოფ­ლიო რე­კორ­დი, რო­მე­ლიც კა­ი­ლი ჯე­ნერ­მა - "ინ­სტაგ­რა­მის დე­დო­ფალ­მა“ და­ამ­ყა­რა.

მას შემ­დეგ, რაც გვერ­დზე კვერ­ცხის პირ­ვე­ლი ფოტო გა­მოჩ­ნდა, ყვე­ლა ფიქ­რობ­და, რომ გვერ­დის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი „ინ­სტაგ­რა­მის დე­დოფ­ლის“ „ტახ­ტი­დან ჩა­მოგ­დე­ბა“ იყო, თუმ­ცა, შემ­დეგ კი­დევ 5 ფოტო გან­თავ­სდა, რომ­ლებ­შიც კვერ­ცხი გაბ­ზა­რუ­ლია.

იდეა ასე­თია - კვერ­ცხი, რო­მე­ლიც იუ­ჯი­ნის სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი ყუ­რა­დღე­ბის შემ­დეგ „ზე­წო­ლას გა­ნიც­დის“. გა­ტე­ხი­ლი კვერ­ცხის ფო­ტოს ერ­თვის მე­სი­ჯი, რო­მელ­შიც მომ­ხმა­რებ­ლებს მო­უ­წო­დე­ბენ, დახ­მა­რე­ბა მო­ი­თხო­ვონ, თუ იმა­ვეს გრძნო­ბენ.

world_record_egg-ის გვერ­დზე, მთლი­ა­ნო­ბა­ში 6 ფოტო და­ი­დო. ყო­ველ ფო­ტო­ზე კვერ­ცხის გარ­სი სხვა­დას­ხვაგ­ვა­რა­დაა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი.

"ოჰ, ახლა თავს გა­ცი­ლე­ბით უკეთ ვგრძნობ, თუ თქვენ გრძნობთ რა­ი­მე ზე­წო­ლას, ეწ­ვი­ეთ talkingegg.info-ს, რათა უფრო მეტი გა­ი­გოთ" - ამ­ბობს მო­ლა­პა­რა­კე კვერ­ცხი.

მო­ცე­მულ ვებ-გვერ­დზე აღ­მო­ა­ჩენთ სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში იმ ად­გი­ლე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, სო­ცი­ა­ლუ­რი რეკ­ლა­მის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, გა­ი­ზარ­დოს ეს სია და მათ, ვინც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რა­ი­მე სა­ხის ზე­წო­ლას გა­ნიც­დის, მი­ე­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა გა­უმკლავ­დეს პრობ­ლე­მას.

BBC.com-ის მი­ხედ­ვით მო­ამ­ზა­და ეკა გა­და­ხა­ბა­ძემ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

რეალურად, რა აღმოჩნდა კვერცხი, რომლის ფოტოც "ინსტაგრამზე" 52 მილიონმა ადამიანმა დაალაიქა

რეალურად, რა აღმოჩნდა კვერცხი, რომლის ფოტოც "ინსტაგრამზე" 52 მილიონმა ადამიანმა დაალაიქა

გახსოვთ "ინსტაგრამში" ძალიან პოპულარული კვერცხის ფოტო, რომელმაც მსოფლიო რეკორდი დაამყარა და მილიონობით მოწონება დააგროვა?

ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ ჩვეულებრივი კვერცხის ფოტო, რომელსაც ამ ეტაპზე 52 მილიონზე მეტი მოწონება აქვს, ფსიქიკური ჯანმრთელობის საინფორმაციო კამპანიის ნაწილია.

კვერცხის პირველი ფოტოს გამოქვეყნებისას, პოსტის მინაწერში ნათქვამი იყო, რომ მათ უნდა შეეგროვებინათ ყველაზე ბევრი მოწონება და გაეუმჯობესებინათ მსოფლიო რეკორდი, რომელიც კაილი ჯენერმა - "ინსტაგრამის დედოფალმა“ დაამყარა.

მას შემდეგ, რაც გვერდზე კვერცხის პირველი ფოტო გამოჩნდა, ყველა ფიქრობდა, რომ გვერდის მთავარი მიზანი „ინსტაგრამის დედოფლის“ „ტახტიდან ჩამოგდება“ იყო, თუმცა, შემდეგ კიდევ 5 ფოტო განთავსდა, რომლებშიც კვერცხი გაბზარულია.

იდეა ასეთია - კვერცხი, რომელიც იუჯინის სახელითაა ცნობილი, სოციალურ ქსელში დიდი ყურადღების შემდეგ „ზეწოლას განიცდის“. გატეხილი კვერცხის ფოტოს ერთვის მესიჯი, რომელშიც მომხმარებლებს მოუწოდებენ, დახმარება მოითხოვონ, თუ იმავეს გრძნობენ.

world_record_egg-ის გვერდზე, მთლიანობაში 6 ფოტო დაიდო. ყოველ ფოტოზე კვერცხის გარსი სხვადასხვაგვარადაა დაზიანებული.

"ოჰ, ახლა თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ, თუ თქვენ გრძნობთ რაიმე ზეწოლას, ეწვიეთ talkingegg.info-ს, რათა უფრო მეტი გაიგოთ" - ამბობს მოლაპარაკე კვერცხი.

მოცემულ ვებ-გვერდზე აღმოაჩენთ სხვადასხვა ქვეყანაში იმ ადგილების ჩამონათვალს, სადაც შეიძლება ფსიქიკური პრობლემების მკურნალობა.

როგორც ცნობილია, სოციალური რეკლამის მთავარი მიზანია, გაიზარდოს ეს სია და მათ, ვინც სოციალურ ქსელში რაიმე სახის ზეწოლას განიცდის, მიეცეს საშუალება გაუმკლავდეს პრობლემას.

BBC.com-ის მიხედვით მოამზადა ეკა გადახაბაძემ

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ