პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოსკოვის ელიტურ სახლში ხანძარმა 8 ადამიანი იმსხვერპლა - "ვერ პოულობენ ოჯახს, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი ჰყავს"
მოსკოვის ელიტურ სახლში ხანძარმა 8 ადამიანი იმსხვერპლა - "ვერ პოულობენ ოჯახს, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი ჰყავს"

4 თე­ბერ­ვალს, მოს­კოვ­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში გა­ჩე­ნილ ხან­ძარს 8 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. და­ღუ­პუ­ლებს შო­რის ორი ბავ­შვია. მაშ­ვე­ლებ­მა დღეს დი­ლით იპოვ­ნეს ერთ-ერთი მცი­რე­წლოვ­ნის ცხე­და­რი, რო­მელ­საც მთე­ლი ღამე ეძებ­დნენ. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, და­ღუ­პუ­ლი ბავ­შვე­ბი­დან ერთ-ერთი 6 წლის არის, მე­ო­რეს ასა­კის დად­გე­ნა ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ხერ­ხდე­ბა.

მოს­კო­ვის სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პირ­ვე­ლა­დი ცნო­ბით, სა­ვა­რა­უ­დოდ, ერთ ოჯახ­ში ყვე­ლა წევ­რი და­ი­ღუ­პა.

პრეს­ტი­ჟულ ად­გი­ლას, ნი­კიტსკის ბულ­ვარ­ში მდე­ბა­რე ე.წ. ვარ­სკვლა­ვე­ბის სახ­ლში ცე­ცხლი 4 თე­ბერ­ვალს, სა­ღა­მოს გაჩ­ნდა. შე­ნო­ბა აგუ­რით არის ნა­შე­ნი და ხის მა­სა­ლით გა­და­ხუ­რუ­ლი, რა­მაც ცე­ცხლის ელ­ვი­სე­ბუ­რი გავ­რცე­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია. ცე­ცხლი სწრა­ფად მო­ე­დო ორი ათას კვად­რა­ტულ მეტ­რამ­დე ფარ­თობს, 300 კვად­რა­ტულ მეტ­რის სა­ხუ­რა­ვი ჩა­ინ­გრა. შე­ნო­ბა აგე­ბუ­ლია 1912 წელს და კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ობი­ექ­ტებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა. მას­ში ასამ­დე ბი­ნაა.

Комсомольская Правда-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცე­ცხლი პირ­ვე­ლად რუ­სე­თის სა­ხალ­ხო არ­ტის­ტის, ცნო­ბი­ლი მუ­სი­კო­სის და დი­რი­ჟო­რის იური ბაშ­მე­ტის ქა­ლიშ­ვი­ლის სახ­ლში გაჩ­ნდა. ამა­ვე შე­ნო­ბა­ში მსა­ხი­ობ ინ­დე­ბორ­გა და­ბკუ­ნა­ი­ტეს სახ­ლი მდე­ბა­რე­ობს, კორ­პუს­ში ცხოვ­რობს რამ­დე­ნი­მე ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი და მხატ­ვა­რი.

rbc.ru-ს ცნო­ბით, ხან­ძრის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი­დან ოთხის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა. მოს­კო­ვის მე­რის, სერ­გეი სო­ბი­ა­ნი­ნის თქმით, შე­ნო­ბა ისე­დაც ძვე­ლია და ამ ხან­ძრის შემ­დეგ, მისი ბო­ლომ­დე ჩა­მონ­გრე­ვის სა­შიშ­რო­ე­ბა არ­სე­ბობს.

ად­გი­ლობ­რი­ვი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ტე­რაქტს გა­მო­რი­ცხა­ვენ და ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ხან­ძა­რი გა­უ­მარ­თავ­მა ელექტრო­გაყ­ვა­ნი­ლო­ბამ გა­მო­იწ­ვია. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მცხოვ­რებ­ლე­ბის თქმით, მათ არა­ერ­თელ მი­მარ­თეს თხოვ­ნით მე­რი­ას შე­ნო­ბის გა­მაგ­რე­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა, უშე­დე­გოდ...

“ჩემი ამე­რი­კე­ლი მე­გო­ბა­რი ტომი, მე-6 სარ­თულ­ზე, მე­უღ­ლე­სა და ორ შვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობს, მას რუ­სეთ­ში ბიზ­ნე­სი აქვს. ძლივს მო­ას­წრეს გაქ­ცე­ვა. ყვე­ლა­ფე­რი და­ეწ­ვათ... ამ­ჟა­მად ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში არი­ან... მე­ზობ­ლე­ბი ერთ ოჯახს ვერ პო­უ­ლო­ბენ, რო­მელ­საც მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი ჰყავ­და", - აცხა­დებს რუ­სულ მე­დი­ას­თან სა­უბ­რი­სას ად­გი­ლობ­რი­ვი გი­ორ­გი მას­ლო­ვი.

რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი წე­რენ, რომ მოს­კო­ვის ცენ­ტრში და მის გარ­შე­მო, უამ­რა­ვი ავა­რი­უ­ლი შე­ნო­ბაა, სა­დაც ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან სა­ში­შია, მაგ­რამ ამით არა­ვინ ინ­ტე­რეს­დე­ბა.

"ოც­და­მე­ერ­თე სა­უ­კუ­ნის მოს­კო­ვის ცენ­ტრში, რო­მელ­საც მე­გა­პო­ლი­სის ამ­ბი­ცია აქვს, ხალ­ხი აგუ­რის სახ­ლებ­ში ცხოვ­რობს, სა­დაც რუ­სე­თის მე­ფის­დრო­ინ­დე­ლი გაყ­ვა­ნი­ლო­ბაა და შეც­ვლა, უბ­რა­ლოდ, შე­უძ­ლე­ბე­ლია. არა­და, საკ­მა­რი­სია, ერთ-ერთ ბი­ნა­ში მოხ­დეს ინ­ცი­დენ­ტი და მთლი­ა­ნი შე­ნო­ბა რამ­დე­ნი­მე წუთ­ში და­ი­ფერ­ფლე­ბა,” - წერს კა­ტე­რი­ნა კას­ლიც­კა.

დღეს­ვე gazeta.ru-მ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მოს­კოვ­ში 50-ზე მეტი სკო­ლის, სა­ბავ­შვო ბა­ღი­სა და უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის ევა­კუ­ა­ცია მოხ­და. ყვე­ლა მათ­გან­ში ანო­ნი­მუ­რი ზარი შე­ვი­და, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც შე­ნო­ბებ­ში ბომ­ბი იყო.

ავტორი:

მოსკოვის ელიტურ სახლში ხანძარმა 8 ადამიანი იმსხვერპლა - "ვერ პოულობენ ოჯახს, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი ჰყავს"

მოსკოვის ელიტურ სახლში ხანძარმა 8 ადამიანი იმსხვერპლა - "ვერ პოულობენ ოჯახს, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი ჰყავს"

4 თებერვალს, მოსკოვში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 8 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის ორი ბავშვია. მაშველებმა დღეს დილით იპოვნეს ერთ-ერთი მცირეწლოვნის ცხედარი, რომელსაც მთელი ღამე ეძებდნენ. რუსული მედიის ცნობით, დაღუპული ბავშვებიდან ერთ-ერთი 6 წლის არის, მეორეს ასაკის დადგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

მოსკოვის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, პირველადი ცნობით, სავარაუდოდ, ერთ ოჯახში ყველა წევრი დაიღუპა.

პრესტიჟულ ადგილას, ნიკიტსკის ბულვარში მდებარე ე.წ. ვარსკვლავების სახლში ცეცხლი 4 თებერვალს, საღამოს გაჩნდა. შენობა აგურით არის ნაშენი და ხის მასალით გადახურული, რამაც ცეცხლის ელვისებური გავრცელება გამოიწვია. ცეცხლი სწრაფად მოედო ორი ათას კვადრატულ მეტრამდე ფართობს, 300 კვადრატულ მეტრის სახურავი ჩაინგრა. შენობა აგებულია 1912 წელს და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს მიეკუთვნება. მასში ასამდე ბინაა.

Комсомольская Правда-ს ინფორმაციით, ცეცხლი პირველად რუსეთის სახალხო არტისტის, ცნობილი მუსიკოსის და დირიჟორის იური ბაშმეტის ქალიშვილის სახლში გაჩნდა. ამავე შენობაში მსახიობ ინდებორგა დაბკუნაიტეს სახლი მდებარეობს, კორპუსში ცხოვრობს რამდენიმე ცნობილი მსახიობი და მხატვარი.

rbc.ru-ს ცნობით, ხანძრის შედეგად დაშავებულებიდან ოთხის მდგომარეობა მძიმეა. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, შენობა ისედაც ძველია და ამ ხანძრის შემდეგ, მისი ბოლომდე ჩამონგრევის საშიშროება არსებობს.

ადგილობრივი სამართალდამცავები ტერაქტს გამორიცხავენ და ვარაუდობენ, რომ ხანძარი გაუმართავმა ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია. საცხოვრებელი სახლის მცხოვრებლების თქმით, მათ არაერთელ მიმართეს თხოვნით მერიას შენობის გამაგრების შესახებ, თუმცა, უშედეგოდ...

“ჩემი ამერიკელი მეგობარი ტომი, მე-6 სართულზე, მეუღლესა და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს, მას რუსეთში ბიზნესი აქვს. ძლივს მოასწრეს გაქცევა. ყველაფერი დაეწვათ... ამჟამად ერთ-ერთ სასტუმროში არიან... მეზობლები ერთ ოჯახს ვერ პოულობენ, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა", - აცხადებს რუსულ მედიასთან საუბრისას ადგილობრივი გიორგი მასლოვი.

რუსი ინტერნეტმომხმარებლები წერენ, რომ მოსკოვის ცენტრში და მის გარშემო, უამრავი ავარიული შენობაა, სადაც ცხოვრება ძალიან საშიშია, მაგრამ ამით არავინ ინტერესდება.

"ოცდამეერთე საუკუნის მოსკოვის ცენტრში, რომელსაც მეგაპოლისის ამბიცია აქვს, ხალხი აგურის სახლებში ცხოვრობს, სადაც რუსეთის მეფისდროინდელი გაყვანილობაა და შეცვლა, უბრალოდ, შეუძლებელია. არადა, საკმარისია, ერთ-ერთ ბინაში მოხდეს ინციდენტი და მთლიანი შენობა რამდენიმე წუთში დაიფერფლება,” - წერს კატერინა კასლიცკა.

დღესვე gazeta.ru-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვში 50-ზე მეტი სკოლის, საბავშვო ბაღისა და უმაღლესი სასწავლებლის ევაკუაცია მოხდა. ყველა მათგანში ანონიმური ზარი შევიდა, რომლის თანახმადაც შენობებში ბომბი იყო.

"სომხეთი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის საკითხს არ გამორიცხავს", - ნიკოლ ფაშინიანი

ფოტო და ვიდეოკადრები მთიანი ყარაბაღიდან, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს

როგორ ეხმაურებიან მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს მოსკოვში, თურქეთსა და ევროპაში