პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უბრალო კომენტარიც არ ყოფილა - ქართველს გერმანულ კონკურსში რა უნდაო" - რას ჰყვება ნათია თოდუას გერმანელი მენეჯერი
"უბრალო კომენტარიც არ ყოფილა - ქართველს გერმანულ კონკურსში რა უნდაო" - რას ჰყვება ნათია თოდუას გერმანელი მენეჯერი

"მე ვარ რა­ი­ნერ შმი­დტი, ვცხოვ­რობ გერ­მა­ნი­ა­ში, ქა­ლაქ ბრუქ­სელ­ში, სამი თვის წინ ავი­ღე ჩემს თავ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ნა­თი­ას მე­ნე­ჯე­რი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი", - გვე­უბ­ნე­ბა "გერ­მა­ნი­ის ხმის", ნა­თია თო­დუ­ას გერ­მა­ნე­ლი პრო­დი­უ­სე­რი, რო­მე­ლიც ნა­თი­ას „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ზე“ და­სას­წრე­ბად თბი­ლის­ში ჩა­მოჰ­ყვა. რო­გორც მა­ყუ­რებ­ლის­თვის უკვე კარ­გად არის ცნო­ბი­ლი, ნა­თია თო­დუა, „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის“ ჟი­უ­რის წევ­რია.

AMBEBI.GE რა­ი­ნერ შმი­დტს ნა­თი­ას შე­სა­ხებ გა­ე­სა­უბ­რა:

"ისე­დაც ჩვენს ოჯახ­ში ცხოვ­რობ­და და შემ­დეგ კი უკვე მისი მე­ნე­ჯე­რიც გავ­ხდი. ჩვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი ნა­თი­ას ალ­ბო­მია, და­გეგ­მი­ლია ამ საქ­მის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნა. დიახ, ეს სა­მუ­შა­ო­ე­ბია ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი. ალ­ბო­მი სექ­ტემ­ბრის ბო­ლომ­დე გვინ­და და­ვას­რუ­ლოთ, რომ ნო­ემ­ბრის და­სა­წყის­ში ტურ­ნე და­ვი­წყოთ. ამას­თან, ახლა გერ­მა­ნი­ის მას­შტა­ბით ბევ­რი კონ­ცერ­ტი გვაქვს“, - გვე­უბ­ნე­ბა სტუ­მა­რი, რო­მელ­საც მე­გაპ­რო­ექ­ტი „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი“ ძა­ლი­ან მოს­წონს.

„ბედ­მა გა­მი­ღი­მა და ჟი­უ­რის ყვე­ლა წევ­რი გა­ვი­ცა­ნი, სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა ჟი­უ­რის წევ­რებს ერ­თმა­ნეთ­თან ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ. ასე­ვე მათ შიდა სამ­ზა­რე­უ­ლო­საც გა­ვე­ცა­ნი,“ - დას­ძენს რა­ი­ნერ შმი­დტი. თა­ვად ნა­თი­ას კი ასე გვი­ხა­სი­ა­თებს: „ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა მას­თან მუ­შა­ო­ბა, ვი­ნა­ი­დან სულ ახალ-ახალ რა­ღა­ცებს იგო­ნებს. მუდ­მი­ვად აქვს იდე­ე­ბი და პი­როვ­ნუ­ლად ბევ­რი კარ­გი თვი­სე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სოა მას­თან ერ­თად საქ­მი­ა­ნო­ბა“, - აღ­ნიშ­ნავს მე­ნე­ჯე­რი.

- პი­რა­დად თქვენ­თვის რას ნიშ­ნავს, რომ ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა გერ­მა­ნი­ის ხმაა?

- ეროვ­ნე­ბას რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს? ძა­ლი­ან ამა­ყე­ბი ვი­ყა­ვით, რომ გა­ი­მარ­ჯვა, ვი­ნა­ი­დან მისი ნი­ჭით მი­ვაღ­წი­ეთ იმას, რომ სწო­რედ ის გახ­და გერ­მა­ნი­ის ხმა. დიახ, უსა­ზღვროდ ბევ­რი ხმა მის­მა ნიჭ­მა მი­ი­ღო და არა სხვა რა­მემ. უბ­რა­ლო კო­მენ­ტა­რიც კი არ ყო­ფი­ლა - ქარ­თველს გერ­მა­ნულ კონ­კურ­სში რა უნ­დაო და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად ვა­ღი­ა­რეთ. ამა­ზე და მის კან­დი­დატ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბა ერ­თხმად შე­თან­ხმდა.

- „ევ­რო­ვი­ზია“ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ყბა­და­ღე­ბუ­ლი კონ­კურ­სია, სა­დაც ქარ­თვე­ლებს დი­დად არ გვი­მარ­თლებს. რა „ჯა­დოს­ნუ­რი“ ბა­რი­ე­რია ასე­თი, რო­მე­ლიც ვერ გა­დავ­ლა­ხეთ?

- ჩემი აზ­რით, შე­იძ­ლე­ბა ქარ­თვე­ლე­ბი უკე­თე­სე­ბი ხართ, ვიდ­რე ეს კონ­კურ­სია... მე­ო­რე ალ­ბათ ის არის, რომ კონ­კურ­სან­ტე­ბი ძა­ლი­ან სპე­ცი­ფი­კურ მუ­სი­კას ირ­ჩე­ვენ ხოლ­მე, რაც ევ­რო­პას არ უხ­დე­ბა...

- ანუ პო­ლი­ტი­კა არა­ფერ შუ­ა­შია?

- ნაკ­ლე­ბად.

- ხმა გავ­რცელ­და, რომ ნა­თი­ამ უარი თქვა გერ­მა­ნი­ის სა­ხე­ლით „ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“ გას­ვლა­ზე. მარ­თლაც ასე იყო?

- ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რომ ჯერ ალ­ბომ­ზე დაგ­ვეს­რუ­ლე­ბი­ნა მუ­შო­ბა. რე­ა­ლუ­რად კი ევ­რო­პა­ში ამ კონ­კურ­სზე სხვა წარ­მოდ­გე­ნა არ­სე­ბობს. იქ მას დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას არ ანი­ჭე­ბენ.

ჩვენ­თვის ამ ეტაპ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მისი ალ­ბო­მი და სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც ნა­თი­ამ და­წე­რა. ასე­თი იყო „ჩემი გზა“ და ის ახლა ამ გზას გა­დის და მო­მა­ვალ­შიც გა­ივ­ლის.

ავტორი:

"უბრალო კომენტარიც არ ყოფილა - ქართველს გერმანულ კონკურსში რა უნდაო" - რას ჰყვება ნათია თოდუას გერმანელი მენეჯერი

"უბრალო კომენტარიც არ ყოფილა - ქართველს გერმანულ კონკურსში რა უნდაო" - რას ჰყვება ნათია თოდუას გერმანელი მენეჯერი

"მე ვარ რაინერ შმიდტი, ვცხოვრობ გერმანიაში, ქალაქ ბრუქსელში, სამი თვის წინ ავიღე ჩემს თავზე პასუხისმგებლობა, ნათიას მენეჯერი ვყოფილიყავი", - გვეუბნება "გერმანიის ხმის", ნათია თოდუას გერმანელი პროდიუსერი, რომელიც ნათიას „საქართველოს ვარსკვლავზე“ დასასწრებად თბილისში ჩამოჰყვა. როგორც მაყურებლისთვის უკვე კარგად არის ცნობილი, ნათია თოდუა, „საქართველოს ვარსკვლავის“ ჟიურის წევრია.

AMBEBI.GE რაინერ შმიდტს ნათიას შესახებ გაესაუბრა:

"ისედაც ჩვენს ოჯახში ცხოვრობდა და შემდეგ კი უკვე მისი მენეჯერიც გავხდი. ჩვენი სამომავლო გეგმები ნათიას ალბომია, დაგეგმილია ამ საქმის ბოლომდე მიყვანა. დიახ, ეს სამუშაოებია ჩასატარებელი. ალბომი სექტემბრის ბოლომდე გვინდა დავასრულოთ, რომ ნოემბრის დასაწყისში ტურნე დავიწყოთ. ამასთან, ახლა გერმანიის მასშტაბით ბევრი კონცერტი გვაქვს“, - გვეუბნება სტუმარი, რომელსაც მეგაპროექტი „საქართველოს ვარსკვლავი“ ძალიან მოსწონს.

„ბედმა გამიღიმა და ჟიურის ყველა წევრი გავიცანი, სასიამოვნოა, როცა ჟიურის წევრებს ერთმანეთთან ასეთი ურთიერთობა აქვთ. ასევე მათ შიდა სამზარეულოსაც გავეცანი,“ - დასძენს რაინერ შმიდტი. თავად ნათიას კი ასე გვიხასიათებს: „ძალიან საინტერესოა მასთან მუშაობა, ვინაიდან სულ ახალ-ახალ რაღაცებს იგონებს. მუდმივად აქვს იდეები და პიროვნულად ბევრი კარგი თვისება. საინტერესოა მასთან ერთად საქმიანობა“, - აღნიშნავს მენეჯერი.

- პირადად თქვენთვის რას ნიშნავს, რომ ქართველი გოგონა გერმანიის ხმაა?

- ეროვნებას რა მნიშვნელობა აქვს? ძალიან ამაყები ვიყავით, რომ გაიმარჯვა, ვინაიდან მისი ნიჭით მივაღწიეთ იმას, რომ სწორედ ის გახდა გერმანიის ხმა. დიახ, უსაზღვროდ ბევრი ხმა მისმა ნიჭმა მიიღო და არა სხვა რამემ. უბრალო კომენტარიც კი არ ყოფილა - ქართველს გერმანულ კონკურსში რა უნდაო და გამარჯვებულად ვაღიარეთ. ამაზე და მის კანდიდატზე საზოგადოება ერთხმად შეთანხმდა.

- „ევროვიზია“ საქართველოსთვის ყბადაღებული კონკურსია, სადაც ქართველებს დიდად არ გვიმართლებს. რა „ჯადოსნური“ ბარიერია ასეთი, რომელიც ვერ გადავლახეთ?

- ჩემი აზრით, შეიძლება ქართველები უკეთესები ხართ, ვიდრე ეს კონკურსია... მეორე ალბათ ის არის, რომ კონკურსანტები ძალიან სპეციფიკურ მუსიკას ირჩევენ ხოლმე, რაც ევროპას არ უხდება...

- ანუ პოლიტიკა არაფერ შუაშია?

- ნაკლებად.

- ხმა გავრცელდა, რომ ნათიამ უარი თქვა გერმანიის სახელით „ევროვიზიაზე“ გასვლაზე. მართლაც ასე იყო?

- ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ჯერ ალბომზე დაგვესრულებინა მუშობა. რეალურად კი ევროპაში ამ კონკურსზე სხვა წარმოდგენა არსებობს. იქ მას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ.

ჩვენთვის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია მისი ალბომი და სიმღერა, რომელიც ნათიამ დაწერა. ასეთი იყო „ჩემი გზა“ და ის ახლა ამ გზას გადის და მომავალშიც გაივლის.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს