ავტორი:

რას საქმიანობდა მიხეილ ცაგარელი, ვიდრე ასტროლოგი გახდებოდა - ცნობილი ასტროლოგის ახალგაზრდობის ფოტოები

რას საქმიანობდა მიხეილ ცაგარელი, ვიდრე ასტროლოგი გახდებოდა - ცნობილი ასტროლოგის ახალგაზრდობის ფოტოები

მიხეილ ცაგარელს, როგორც ასტროლოგს, ყველა კარგად იცნობს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ის ყოფილი მუსიკოსია – სამგზის ლაურეატი და გიტარის დაკვრის ხელოვნებასაც კარგად ფლობს. წლების წინ, როცა საკუთარი მუსიკალური ჯგუფი შექმნა და ბიტლომანი გახდა, ჰიპობაც კარგად გამოსდიოდა, არც დროს ტარება აკლდა და თაყვანისმცემლებითაც განებივრებული იყო. თუმცა, ამის გამო, მკაცრად დაისაჯა და როგორც თავად ამბობს, დაავადება გახდა სწორედ მისი ასტროლოგიით დაინტერესების მიზეზი.

მიხეილ ცაგარელი:

- აფხაზეთში, სოხუმში დავიბადე და იმ მიწის ენერგეტიკა ჩემთან ძალიან ახლოსაა. ახლაც მენატრება. მახსოვს, ჩემი სახლი, პარკთან, ორჯონიკიძის ქუჩაზე იდგა და იქ, ენერგეტიკულად ყველაზე კარგად ვგრძნობდი თავს. იქ საოცარი ცა იყო, ვარსკვლავებით მოჭედილი. დავჯდებოდი და საათობით ვუყურებდი. სწორედ იქ გამიჩნდა კითხვები: ნეტავ, საიდან ამოდის მთვარე, რატომ დიდდება და მცირდება, რატომაა ამდენი ვარსკვლავი? მერე, მეზობელი გარდამეცვალა და ვერ გავიგე, რა მოხდა, სად წავიდა, რა ხდებოდა. ასე რომ, ეზოთერული თუ ასტროლოგიური კითხვები, სწორედ აფხაზეთში, ბავშვობაში დამებადა. მაგრამ, პასუხები არ მქონდა. სკოლამდე იქ ვცხოვრობდი, სკოლაში კი თბილისში შემიყვანეს. თუმცა, ყოველ ზამთარ-ზაფხულს, ბებია-ბაბუასთან ჩავდიოდი იქ. ომამდე, ხუთი წლით ადრე გაყიდეს ის სახლი და ისინიც თბილისში გადმოვიდნენ საცხოვრებლად.

- ახალგაზრდობაში ყველა როგორც მუსიკოსს, ისე გიცნობდათ და მაშინ, ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ეს გრძელთმიანი, მაღალი, მოდურად ჩაცმული და "შლაქსებში“ გამოწყობილი ბიჭი, ერთ დღესაც, ცნობილი ასტროლოგი გახდებოდა. ასეა?

- ნამდვილად (იცინის). სხვათა შორის, ჩემი მუსიკალური განათლებაც აფხაზეთში ცხოვრების პერიოდს უკავშირდება. ბაბუა გიტარაზე კარგად უკრავდა. ის და ბებია ხმებში საოცრად მღეროდნენ. დეიდაჩემი კარგად უკრავდა ფორტეპიანოზე და მღეროდა. ვოკალისტი იყო და ძალიან კარგად მღეროდა ჯაზს. მახსოვს, სოხუმში კარგად იჭერდა უცხოურ არხებს რადიო და იქ ვუსმენდი უცხოურ მუსიკას. რეი ჩარლზი იქ მოვისმინე და გავიცანი პირველად. როკ-ენ-როლს, ბლუზს და ჯაზს თბილისში ვერსად მოისმენდით. მე კი აფხაზეთში ვუსმენდი. მომეწონა, დავინტერესდი და ვიპოვე ჩემი სტილი ამ მუსიკაში. თან, ბაბუას პატეფონი ჰქონდა, დისკების კოლექცია და ხშირად ვუსმენდი. წაიკითხეთ სრულად

ქუთაისის აეროპორტიდან ინფექციურში გადაიყვანეს იტალიიდან ჩამოფრენილი 20 წლის გოგონა

"ქართველებმა მასწავლეს, რა არის ნამდვილი სიყვარული" - საქართველოზე შეყვარებული უცხოელი ტურისტების ემოციური ჩანაწერები

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" "პალიტრანიუსის" ეთერში