ავტორი:

კომპანია, რომელმაც 3-წლიანი პრობლემები დაძლია და წარმატებას მიაღწია - "ჩაიმანიას" ისტორია

კომპანია, რომელმაც 3-წლიანი პრობლემები დაძლია და წარმატებას მიაღწია - "ჩაიმანიას" ისტორია

ჩაის მოყვარულებმა მის შესახებ უკვე კარგად იციან და ხშირი მომხმარებლებიც არიან, თუმცა ვისაც საუკეთესო ფოთლებისგან დამზადებული ჩაი თბილისში ჯერ კიდევ არ აღმოუჩენია, ამაში „ჩაიმანია“ და მისი დამფუძნებელი, ეკა ვერულაშვილი დაეხმარება.

„ჩაიმანია“ 2006 წელს გაიხსნა და განვითარების მრავალი ეტაპი გაიარა. გახსნის პირველ წლებში, ბიზნესი წამგებიანი იყო, რადგან ფართო საზოგადოებას მის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა, თუმცა, სწორი მენეჯმენტის წყალობით, კომპანია აქტიურად განვითარდა და ბევრის საყვარელ ბრენდადაც იქცა.

„ჩაიმანიას“ ისტორიისა და განვითარების ახალი ეტაპის შესახებ AMBEBI.GE-ს დეტალურად ეკა ვერულაშვილი ესაუბრა.

- როგორ დაგებადათ, „ჩაიმანია”-ს შეიქმნის იდეა და როგორია მისი განვითარების ისტორია?

- მე და ჩემი მეგობარი მარიკა ბიბილეიშვილი, საბანკო სფეროში ვსაქმიანობდით, თუმცა გვინდოდა ჩვენი ბიზნესი გაგვეკეთებინა. არ გვინდოდა, ჩვენი ბიზნესი მარტივი ყოფილიყო. მარიკა ბიბილეიშვილი სანქტ-პეტერბურგში იმყოფებოდა, როდესაც ჩაის მაღაზია Untsia აღმოაჩინა. დაუკავშირდა Untsia-ს წარმომადგენლებს, შეხვდა და მოისმინა მათი მოსაზრება, თუ რას ფიქრობდნენ, იმის შესახებ, რომ საქართველოში მსგავსი ტიპის მაღაზია გაგვეხსნა.

ისინი ჩვენს წინადადებას დათანხმდნენ. ასე დაიწყო ჩვენი ისტორია და მე და მარიკა ჩაის ბიზნესში შევედით. ჩვენი პარტნიორების რეკომენდაციით, პირველი მაღაზიისთვის შარდენის ქუჩა ავირჩიეთ. როდესაც პროდუქციის პირველი პარტია უნდა ჩამოგვეტანა, სწორედ, ეს პერიოდი საქართველო-რუსეთის კონფლიქტს დაემთხვა და საზღვრები ჩაიკეტა. პროდუქცია, რომელიც ერთ კვირაში უნდა ჩამოგვეტანა, აღმოჩნდა, რომ ვეღარ ჩამოდიოდა და იძულებული გავხდით, ალტერნატიული გზა გვეპოვნა.

სხვა გამოსავალი არ გვქონდა და გავაგრძელეთ Untsia-სთან თანამშრომლობა. პირველი სამი წლის განმავლობაში, კომპანია წამგებიანი იყო, რადგან თვითონ ჩაის ღირებულება ტრანსპორტირების გამო ძვირი გვიჯდებოდა და თან ჩაი საქართველოში არ არსებობდა. მესამე ფაქტორი იყო ის, რომ შარდენი უფრო გასართობ ქუჩას წარმოადგენდა და იქ სპეციალურად, ჩაის შესაძენად არ დადიოდა მყიდველი.

3 წლის თავზე, უკვე ვფიქრობდით - მაღაზია დაგვეხურა, თუ როგორ განგვევითარებინა ჩვენი სამომავლო გეგმები. ეს პერიოდი პირველი ჰიპერმარკეტის - „გუდვილის“ გახსნას დაემთხვა. გადავწყვიტეთ, კიდევ გაგვერისკა და გუდვილში მაღაზია გაგვეხსნა, რაც მაშინ საკმაოდ ძვირი ჯდებოდა, თუმცა ეს რისკი წარმატების საწინდარი აღმოჩნდა. დავხურეთ შარდენის მაღაზია და მივხვდით, რომ ჩვენი შემდგომი სტრატეგია უნდა ყოფილიყო სავაჭრო ცენტრებში და სუპერტმარკეტებსა და ჰიპერმარკეტებში მაღაზიების გახსნა.

ამასთანავე, ზუსტად ვიცოდით, რომ ალტერნატიული მომწოდებელი უნდა გვეპოვნა და Untsia ჩაგვენაცვლებინა. კომპანია, რომელიც ჩაის რეალიზაციას ჰამბურგში ახორციელებდა, დათანხმდა, ისინი დაინტერესდნენ, მიუხედავად იმისა, რომ გერმანული კომპანიისთვის საქართველო საკმაოდ მცირე ბაზარია. კომპანიის მფლობელი ჩვენს გასაცნობად ჩამოვიდა. ამის შემდეგ ხდება არაჩვეულებრივი რამ: გერმანული კომპანიის წარმომადგენლები სპეციალურ ფასებს გვთავაზობენ, ასევე, გვთავაზობენ ექსკლუზივს ამიერკავკასიაში და ხელს გვიწყობენ, რომ განვვითარდეთ.

სიამაყით შემიძლია, ვთქვა, რომ „ჩაიმანია“ არის მსოფლიოში წამყვანი კომპანიის Dethlefsen & Balk (since 1836) პარტნიორი და წარმომადგენელი რეგიონში. რაც შეეხება ამ ეტაპზე პარტნიორებთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას, კომპანიის წილი ჩვენმა ერთმა პარტნიორმა გაყიდა და „სინერჯი კაპიტალმა“ შეისყიდა, შესაბამისად, ჩვენ მათთან წარმატებულად თანამშრომლობას ჩავუყარეთ საფუძველი.

- როგორ შეძლო კომპანიამ, რომ 3-წლიანი პრობლემების მიუხედავად, წარმატებისთვის მიეღწია და ერთგული მომხმარებელი შეეძინა?

- ვფიქრობ, რომ ჩვენი წარმატების საიდუმლო პროდუქციის ხარისხი და Shop in a shop კონცეპტია. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ 10 წლის განმავლობაში პროდუქციაზე ფასები არ შეგვიცვლია.

ასევე, ჩვენს მაღაზიებში ჩაის იმპორტი ისევ გერმანიიდან ხორციელდება, თუმცა ეს გერმანული წარმომავლობის ჩაი არ არის. ის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან არის ჰამბურგში ჩატანილი, სადაც მხოლოდ შეფუთვა და ბრენდირება უკეთდება. რაც შეეხება ყავას, რომელიც „ჩაიმანია”-ს ქსელშია წარმოდგენილი, ის სამხრეთ ამერიკიდან და სამხრეთ აფრიკიდან ასევე, ჰამბურგის გავლით მოდის. ჩაის და ყავის არომატიზაციას Dethlefsen & Balk-ის როსტმასტერები ახორციელებენ თავიანთი საიდუმლო რეცეპტების მიხედვით.

შემიძლია, ვთქვა, რომ როგორც ჩვენი მომხმარებლები, ისე თანამშრომლები ოჯახის წევრებივით არიან. ჩვენს მაღაზიებში თანამშრომლების 50% კომპანიის დაარსების დღიდან მუშაობს. „ჩაიმანია“-ს მომხმარებელი იმდენად მიჩვეულია ჩვენი ყავისა და ჩაის გემოს, რომ მუდმივად ჩვენი ერთგული რჩება და მათი მეშვეობით, ფაქტობრივად, ახალი მომხმარებლები გვემატება. რადგან ერთგული მომხმარებლები გვყავს, არ გვინდა, რომ ერთფეროვნები ვიყოთ, ამიტომ სამ თვეში ერთხელ ახალი პროდუქცია ჩამოგვაქვს და ვცდილობთ, რომ მინიმუმ 5 ახალი სახეობის ჩაი ან ყავა წარმოვადგინოთ.

რასაკვირველია, გვაქვს რამდენიმე სახეობის ჩაი და ყავა, რომელიც უცვლელი და ბესტსერელერია, მაგრამ სულ ვცდილობთ, რომ რაღაცები, რაც ჩვენს მომხმარებელს არ მოსწონს, ქსელიდან ამოვიღოთ და ახლით ჩავანაცვლოთ.

- რა არის „ჩაიმანია-ს“ მთავარი მახასიათებელი, რის გამოც თქვენი მომხმარებლები კომპანიასთან კომუნიკაციისას თავს კომფორტულად გრძნობენ?

- მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის დამოკიდებულება. მაგალითად, „ჩაიმანია“-ს მომხმარებლებს შეუძლიათ, მხოლოდ 30 გრამი ჩაი შეიძინონ და არა მთლიანი შეფუთვა, რათა კონკრეტული პროდუქტი უბრალოდ დააგემოვნონ. ასევე, ჩვენი ჩაი მოთავსებულია ქილებში, შესაბამისად, მომხმარებელს შეუძლია, დაინახოს, დაყნოსოს, იცოდეს, რას ყიდულობს. ეს პრინციპი ძალიან ხელსაყრელია და ძალიან მოსწონთ. ბოლოს, პროდუქციის ხარისხი არის უცვლელი უკვე მე-13 წელია, რაც საკმაოდ იშვიათია საქართველოში!

- ჩაისთან დაკავშირებით თქვენ უკვე საკმაოდ გათვითცნობიერებული ხართ და მისი თვისებების შესახებ კარგად იცით. კონკრეტულად, ჩაის რა სასარგებლო თვისებების შესახებ შეგიძლიათ ინფორმაცია გაგვიზიაროთ?

- ვაპირებთ, რომ საქართველოში ჩაის პოპულარიზაცია სოციალური მედიის მეშვეობით განვახორციელოთ. გარკვეული ნაბიჯები უკვე გადავდგით. მაგალითად, ჩვენს ფეისბუქგვერდსა და „ინტაგრამზე“ სხვადასხვა ჩაის თვისებების შესახებ ყოველდღიურად ვწერთ. ასევე, გვაქვს გლუტენის გარეშე დამზადებული შოკოლადი და ტკბილეული როგორც იმპორტული, ასევე ადგილობრივი მწარმოებლების.

აღსანიშნავია, რომ შავი ჩაი შეიძლება, ყავაზე მეტ კოფეინს შეიცავდეს, ამიტომ ის დილით უნდა მიირთვა, რათა გამამხნევებელი ეფექტი ჰქონდეს. ყველა სახეობის ჩაის, მიღებისთვის განკუთვნილი დრო აქვს. მწვანე ჩაის ერთ-ერთი ყველაზე დადებითი თვისება არის ის, რომ ანტიოქსიდანტია, ორგანიზმს შლაკებისგან წმენდს. თავდაპირველად, შეიძლება, მწვანე ჩაი არ მოგეწონოთ, თუმცა, თუ მას აქტიურად მიიღებთ, თქვენს ერთ-ერთ საყვარელ პროდუქტად იქცევა.

- როგორც ვიცით, „სინერჯი კაპიტალთან“ ერთად, სიახლეების დანერგვას გეგმავთ. კონკრეტულად, როგორ გეგმავთ „ჩაიმანიას“ განვითარებას?

- „სინერჯი კაპიტალთან“ ერთად ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ საქართველოში მცხოვრებ მოსახლეობას ჩაის შესახებ ბევრი ინფორმაცია მივაწოდოთ. უფრო კონკრეტულად, რა სარგებელი აქვს ჩაის, როგორი ჩაი არსებობს, დღის კონკრეტულ პერიოდებში რა ტიპის პროდუქტი უნდა მიიღო და ა.შ.

გვინდა რომ ჩაი ძალიან პოპულარული, ტრენდული და ხელმისაწვდომი გავხადოთ. გარდა ამისა, შარშან „ჩაიმანია“-მ გერმანიაში ქართული ჩაის ექსპორტი დაიწყო. ანუ, ვისგანაც ჩვენი პროდუქციის 95%-ს ვყიდულობთ, ქართული ჩაით დაინტერესდა და თავის კატალოგში (რომელშიც ძალიან რთულია მოხვედრა) უკვე 4 ქართული პროდუქტია წარმოდგენილი. უფრო კონკრეტულად, მწვანე და შავი ჩაი, მოცვისა და მაყვლის ფოთლები.

გარდა ჩაისა, ქართული მანდარინის ჩირით ხდება სხვადასხვა ხილის ნარევების და არომატიზირებული ჩაის დამზადება. ახლა ვგეგმავთ, რომ სხვა ქართული პროდუქტებითაც დავაინტერესოთ და ამ საკითხზე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ამჟამად, 7 ფილიალი გვაქვს და რადგან საზოგადოება ჩვენს შესახებ უკვე ინფორმირებულია, ქსელის კიდევ უფრო გაფართოებაზე ვფიქრობთ, მათ შორის განვიხილავთ რეგიონებსაც.

აღსანიშნავია, რომ გეგმები გვაქვს განახლებულ რესტორან Downtown თბილისთან დაკავშირებითაც, რომლის იდეაც, „ჩაიმანია”-დან წამოვიდა. თავდაპირველად, Downtown-ში დაახლოებით, 25 სახეობის ჩაი და 8 სახეობის არომატიზირებული ყავა გვქონდა და მომხმარებლებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ახლა ვაპირებთ, რომ Downtown-ი ძველ ასორტიმენტზე დავაბრუნოთ და ჩვენს სტუმრებს ჩაისთან ერთად ჯანსაღი და ამავდროულად, გემრიელი კერძები შევთავაზოთ.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის