პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა იდეას ატარებს თბილისში გახსნილი ბედნიერების მონუმენტი - "სასაცილო თუა, იყოს სასაცილო, ვიდრე სატირალი!"
რა იდეას ატარებს თბილისში გახსნილი ბედნიერების მონუმენტი - "სასაცილო თუა, იყოს სასაცილო, ვიდრე სატირალი!"

პირ­ველ თე­ბერ­ვალს თბი­ლის­ში ბედ­ნი­ე­რე­ბის მო­ნუ­მენ­ტი გა­იხ­სნა. ფაქტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი მით­ქმა-მოთ­ქმა მოყ­ვა: ნა­წილ­მა ის ან­ტიქ­რის­ტეს თვალს შე­ა­და­რა, ზო­გი­ერ­თმა და­წე­რა, რომ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ამ­დე­ნი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლია, ბედ­ნი­ე­რე­ბის ძეგლის ად­გი­ლი არ არის, ბევ­რი კი პო­ზი­ტი­უ­რად შეხ­ვდა სი­ახ­ლეს.

ძეგლის გახ­სნა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში "ბედ­ნი­ე­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო აკა­დე­მი­ის" და­ფუძ­ნე­ბას და­ამ­თხვი­ეს. აკა­დე­მია 9 ქვეყ­ნის "ბედ­ნი­ერ თა­ნა­მო­აზ­რე­თა" მიერ სიმ­ბო­ლუ­რად და­ფუძნ­და და მას 52 ხელ­მომ­წე­რი ჰყავს. რო­გორც ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი გვე­უბ­ნე­ბი­ან, „ბედ­ნი­ე­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო აკა­დე­მი­ის“ მი­ზა­ნია ადა­მი­ა­ნი უფრო ბედ­ნი­ე­რი გა­ხა­დოს და ამით გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხი.

რაც შე­ე­ხე­ბა მო­ნუ­მენტს, სკულპ­ტუ­რუ­ლი კომ­პო­ზი­ცია "ბედ­ნი­ე­რე­ბა", წარ­მო­ად­გენს ბედ­ნი­ე­რე­ბის, რო­გორც ცნე­ბის გან­ზო­გა­დო­ე­ბას, რის­თვი­საც ქან­და­კე­ბა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია მსოფ­ლი­ოს ხუ­თი­ვე კონ­ტი­ნენ­ტის აღმნიშ­ვნე­ლი 5 ოლიმ­პი­უ­რი ფერი, სკულპ­ტუ­რის და­მაგ­ვირ­გვი­ნე­ბელ კომ­პო­ზი­ცი­ურ დო­მი­ნანტს კაშ­კა­შა მზის სიმ­ბო­ლო წარ­მო­ად­გენს, რო­გორც დე­და­მი­წა­ზე სი­ცო­ცხლის და ბედ­ნი­ე­რე­ბის უშ­რე­ტი წყა­რო.

"და­ბა­დე­ბა“, „აღ­მას­ვლა“, „გა­ნათ­ლე­ბა“ და „წარ­მა­ტე­ბა“ - ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რო­გორც ცალ­კე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის, ასე­ვე მთე­ლი სამ­ყა­როს­თვის, რად­გან ყვე­ლა ამ ცნე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა ადა­მი­ანს ანი­ჭებს ში­ნა­გან თა­ვი­სუფ­ლე­ბას - ბედ­ნი­ე­რე­ბას" - ამ­ბო­ბენ იდე­ის ავ­ტო­რე­ბი.

მო­ნუ­მენ­ტი მო­ქან­და­კე ლე­ვან ვარ­დო­სა­ნი­ძემ შექ­მნა, იდეა კი ექიმ არ­სენ გვე­ნე­ტა­ძეს ეკუთ­ვნის, რო­მე­ლიც AMBEBI.GE-ს დაწ­ვრი­ლე­ბით უამ­ბობს, რას გუ­ლის­ხმობს "ბედ­ნი­ე­რე­ბის" მო­ნუ­მენ­ტის იდეა:

"2017 წლის ზა­ფხულ­ში, შვე­ი­ცა­რი­ა­ში, კერ­ძოდ, ლო­ზა­ნა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად ჟე­ნე­ვი­დან ჩა­ვე­დი, რათა ოლიმ­პი­ურ მუ­ზე­უმ­ში მო­ქან­და­კე ლე­ვან ვარ­დო­სა­ნი­ძის სამი ნა­მუ­შე­ვა­რი მე­ნა­ხა. საქ­მე უნი­კა­ლურ შემ­თხვე­ვას­თან გვაქვს - ეს არ­ტი­სა და ოლიმ­პიზ­მის ის­ტო­რი­ა­ში იშ­ვი­ა­თო­ბაა - ერთი და იგი­ვე ქვეყ­ნის, ერთი და იგი­ვე წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ზე­დი­ზედ სამ­ჯერ ოლიმ­პიზ­მი­სა და არ­ტი­სად­მი მი­ძღვნილ კონ­კურ­სში გა­ი­მარ­ჯვა. სა­მი­ვე ქან­და­კე­ბა ლო­ზა­ნას იმ მუ­ზე­უმ­ში ინა­ხე­ბა.

სა­ცავ­ში ამ ყვე­ლაფ­რის სა­ნა­ხა­ვად სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩა­მიყ­ვა­ნეს. იმ ნა­მუ­შევ­რე­ბის ნახ­ვის შემ­დეგ გა­მიჩ­ნდა აზრი, ჩემს ქვე­ყა­ნა­ში ბედ­ნი­ე­რე­ბის აღ­ქმი­სათ­ვის, მე­გობ­რებ­თან ერ­თად, რა­ღაც გა­მე­კე­თე­ბი­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ადა­მი­ა­ნებ­თან ამ მო­საზ­რე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა და­ვი­წყე და ამ თე­მა­ზე აქ­ტი­უ­რი ფიქ­რიც. შემ­დეგ ლე­ვან­თა­ნაც მი­ვე­დი და ვუ­თხა­რი - ბედ­ნი­ე­რე­ბას იქ­ნებ ქან­და­კე­ბა მი­ვუ­ძღვნათ-მეთ­ქი. მა­საც მო­ე­წო­ნა აზრი და და­ი­წყო ფიქ­რი, ეს­კი­ზი შექ­მნა, რაც ჩემ­თვის შემ­დეგ ბედ­ნი­ე­რე­ბის სიმ­ბო­ლო გახ­და. სა­ბო­ლო­ოდ კი ეს იდეა სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა მო­ნუ­მენ­ტუ­რი პრო­ექ­ტის სა­ხით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

- სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეზო იმი­ტომ აირ­ჩი­ეთ, რომ ექი­მი ბრძან­დე­ბით?

- 1981 წლის 2 თე­ბერ­ვალს ტყი­ბუ­ლი­დან თბი­ლის­ში მე­ო­თხედ ჩა­მო­ვე­დი - აქე­დან ორ­ჯერ მხო­ლოდ ზო­ო­პარკში ვი­ყა­ვი ნამ­ყო­ფი და ერთხელ მა­შინ, როცა სკო­ლა და­ვამ­თავ­რე და ოქ­როს მე­და­ლი გად­მომ­ცეს. მე­ო­თხე ვი­ზი­ტი­სა­საც აქ არა­ვის ვიც­ნობ­დი. ინ­სტი­ტუ­ტი, სა­დაც სა­ბუ­თე­ბი ჩა­ვა­ბა­რე, სა­მე­დი­ცი­ნო იყო, რო­მელ­საც კი­თხვა-კი­თხვით მი­ვა­გე­ნი, იმი­ტომ კი არა, რომ პატ­რო­ნი არ მყავ­და ვინც მი­მიყ­ვან­და, უბ­რა­ლოდ, ვთქვი, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლად უნდა წა­ვი­დე-მეთ­ქი...

მოკ­ლედ, სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტი ჩემი ალმა მა­ტე­რია, რო­მელ­მაც ჩემს ცხოვ­რე­ბას მი­მარ­თუ­ლე­ბა მის­ცა, მით უმე­ტეს, კი­ბოს გა­და­ტა­ნის შემ­დეგ და როცა სიკ­ვდილს ორ-სამ­ჯერ თვა­ლებ­ში ჩავ­ხე­დე... უკვე ბოლო 8-9 წე­ლია, ცხოვ­რე­ბას სხვა­ნა­ი­რად ვუ­ყუ­რებ. ჩავ­თვა­ლე, რომ დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა იქ­ნე­ბო­და, თუ მო­ვა­ხერ­ხებ­დი ჩა­ნა­ფიქ­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას და ამ საქ­მე­ში რა­ღაც წვლილს შე­ვი­ტან­დი. და­ნარ­ჩე­ნი - უნი­ვერ­სი­ტეტ­მა თა­ვად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

მო­ნუ­მენ­ტის გახ­სნი­სას 8 ქვეყ­ნი­დან 19 წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის, 5-6 პრო­ფე­სო­რი ჩა­მო­ვი­და, გერ­მა­ნი­ი­დან კი­ნო­რე­ჟი­სო­რი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ზე ფილ­მს იღებს, იტა­ლი­ი­დან კულ­ტუ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ასე­ვე წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვერ­სა­ჩეს სახ­ლი­დან... თი­თო­ე­უ­ლი ჩემი მე­გო­ბა­რია. მათ­თან გა­სუ­ლი წლის აგ­ვის­ტო­დან ამ თე­მა­ზე ვსა­უბ­რობ­დი.

გერ­მა­ნი­ი­დან ჩა­მო­სულ­მა ქალ­ბა­ტონ­მა - ფრაუ სილ­ვამ, სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ დღის­თვის, მისი შვი­ლის მიერ, თა­ვის შო­კო­ფაბ­რი­კა­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი შო­კო­ლა­დი ჩა­მო­ი­ტა­ნა, რათა ხალ­ხის­თვის და­ე­რი­გე­ბი­ნა და ეს იყო მო­ნუ­მენ­ტის ფორ­მის შო­კო­ლა­დი. შემ­დეგ ერთ-ერთ ქარ­თველ გო­გო­ნას იმ შო­კო­ლა­დით ფოტო გა­და­უ­ღია, რომ­ლის­თვი­საც წა­უ­წე­რია - ბედ­ნი­ე­რე­ბა ჩვენს ხელ­შია! ბედ­ნი­ე­რე­ბა მარ­თლაც რომ ჩვენს ხელ­შია!

- სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი და­უნ­დო­ბე­ლია და არა­ერ­თი უსი­ა­მოვ­ნო კო­მენ­ტა­რი გა­კეთ­და... რას ეტყო­დით ამ ადა­მი­ა­ნებს?

- მი­უ­ხე­და­ვად ნე­ბის­მი­ე­რი კონ­ტექ­სტი­სა, უკვე ბედ­ნი­ე­რე­ბაა, როცა ადა­მი­ა­ნე­ბი ბედ­ნი­ე­რე­ბა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ. მი­მაჩ­ნია, რომ ბედ­ნი­ე­რე­ბის ხერ­ხე­მა­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბაა. ყვე­ლას აქვს სა­კუ­თა­რი აზ­რის გა­მოთ­ქმის, გა­მო­ხატ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა, თუნ­დაც რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლის. აბა, ყვე­ლა ერთ აზ­რზე ხომ არ იქ­ნე­ბა? ნე­ბის­მი­ერს აქვს უფ­ლე­ბა მო­ე­წო­ნოს, არ მო­ე­წო­ნოს, და­ი­წუ­ნოს, აღ­ფრთო­ვან­დეს და ეს არის ბედ­ნი­ე­რე­ბა. დიახ, ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში აზ­რის თა­ვი­სუფ­ლე­ბაა.

- ზოგს მი­აჩ­ნია, სო­ცი­ა­ლუ­რად შე­ჭირ­ვე­ბულ, ეკო­ნო­მი­კუ­რად მძი­მე ვი­თა­რე­ბა­ში, როცა ამ­დე­ნი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლია ქვე­ყა­ნა­ში, რა დროს ბედ­ნი­ე­რე­ბის ძეგლი­აო. ამა­ზე ეცი­ნე­ბათ...

- სა­სა­ცი­ლო თუა ბედ­ნი­ე­რე­ბის ძეგლი, იყოს სა­სა­ცი­ლო, ვიდ­რე სა­ტი­რა­ლი?! გა­გი­გო­ნი­ათ, ბედ­ნი­ე­რე­ბა, ან უბე­დუ­რე­ბა მარ­ტო არ­სე­ბობ­დეს?! ორი­ვე ადა­მი­ა­ნის გრძნო­ბე­ბია. ერ­თსა და იმა­ვე სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს უბე­დუ­რი და შე­იძ­ლე­ბა იყოს ბედ­ნი­ე­რიც. დიახ, ერ­თსა და იმა­ვე მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში, რა თქმა უნდა, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს აქვს უფ­ლე­ბა, იყოს ბედ­ნი­ე­რიც და პი­რი­ქით.

- ზო­გი­ერ­თმა პო­ლი­ტი­კუ­რი იარ­ლი­ყიც მი­ა­კე­რა „ბედ­ნი­ე­რე­ბის მო­ნუ­მენტს“... ზოგ­მა ის „ოც­ნე­ბას­თან“ გა­ა­ი­გი­ვა...

- ეს ყვე­ლა­ფე­რი პო­ლი­ტი­კას­თან არა­ნა­ირ კავ­ში­რი არაა, გარ­და იმი­სა, რომ ძეგლი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და­იდ­გა. ეს არის და ეს. არა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კა აქ არ არის.

ავტორი:

რა იდეას ატარებს თბილისში გახსნილი ბედნიერების მონუმენტი - "სასაცილო თუა, იყოს სასაცილო, ვიდრე სატირალი!"

რა იდეას ატარებს თბილისში გახსნილი ბედნიერების მონუმენტი - "სასაცილო თუა, იყოს სასაცილო, ვიდრე სატირალი!"

პირველ თებერვალს თბილისში ბედნიერების მონუმენტი გაიხსნა. ფაქტს სოციალურ ქსელში დიდი მითქმა-მოთქმა მოყვა: ნაწილმა ის ანტიქრისტეს თვალს შეადარა, ზოგიერთმა დაწერა, რომ ქვეყანაში, სადაც ამდენი სოციალურად დაუცველია, ბედნიერების ძეგლის ადგილი არ არის, ბევრი კი პოზიტიურად შეხვდა სიახლეს.

ძეგლის გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში "ბედნიერების საერთაშორისო აკადემიის" დაფუძნებას დაამთხვიეს. აკადემია 9 ქვეყნის "ბედნიერ თანამოაზრეთა" მიერ სიმბოლურად დაფუძნდა და მას 52 ხელმომწერი ჰყავს. როგორც ღონისძიების ორგანიზატორები გვეუბნებიან, „ბედნიერების საერთაშორისო აკადემიის“ მიზანია ადამიანი უფრო ბედნიერი გახადოს და ამით გააუმჯობესოს საზოგადოების ცხოვრების ხარისხი.

რაც შეეხება მონუმენტს, სკულპტურული კომპოზიცია "ბედნიერება", წარმოადგენს ბედნიერების, როგორც ცნების განზოგადოებას, რისთვისაც ქანდაკებაში გამოყენებულია მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის აღმნიშვნელი 5 ოლიმპიური ფერი, სკულპტურის დამაგვირგვინებელ კომპოზიციურ დომინანტს კაშკაშა მზის სიმბოლო წარმოადგენს, როგორც დედამიწაზე სიცოცხლის და ბედნიერების უშრეტი წყარო.

"დაბადება“, „აღმასვლა“, „განათლება“ და „წარმატება“ - ბედნიერებაა, როგორც ცალკეული ადამიანებისათვის, ასევე მთელი სამყაროსთვის, რადგან ყველა ამ ცნების ერთობლიობა ადამიანს ანიჭებს შინაგან თავისუფლებას - ბედნიერებას" - ამბობენ იდეის ავტორები.

მონუმენტი მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძემ შექმნა, იდეა კი ექიმ არსენ გვენეტაძეს ეკუთვნის, რომელიც AMBEBI.GE-ს დაწვრილებით უამბობს, რას გულისხმობს "ბედნიერების" მონუმენტის იდეა:

"2017 წლის ზაფხულში, შვეიცარიაში, კერძოდ, ლოზანაში სპეციალურად ჟენევიდან ჩავედი, რათა ოლიმპიურ მუზეუმში მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძის სამი ნამუშევარი მენახა. საქმე უნიკალურ შემთხვევასთან გვაქვს - ეს არტისა და ოლიმპიზმის ისტორიაში იშვიათობაა - ერთი და იგივე ქვეყნის, ერთი და იგივე წარმომადგენელმა ზედიზედ სამჯერ ოლიმპიზმისა და არტისადმი მიძღვნილ კონკურსში გაიმარჯვა. სამივე ქანდაკება ლოზანას იმ მუზეუმში ინახება.

საცავში ამ ყველაფრის სანახავად სპეციალურად ჩამიყვანეს. იმ ნამუშევრების ნახვის შემდეგ გამიჩნდა აზრი, ჩემს ქვეყანაში ბედნიერების აღქმისათვის, მეგობრებთან ერთად, რაღაც გამეკეთებინა. მოგვიანებით ადამიანებთან ამ მოსაზრების გაზიარება დავიწყე და ამ თემაზე აქტიური ფიქრიც. შემდეგ ლევანთანაც მივედი და ვუთხარი - ბედნიერებას იქნებ ქანდაკება მივუძღვნათ-მეთქი. მასაც მოეწონა აზრი და დაიწყო ფიქრი, ესკიზი შექმნა, რაც ჩემთვის შემდეგ ბედნიერების სიმბოლო გახდა. საბოლოოდ კი ეს იდეა სამედიცინო უნივერსიტეტმა მონუმენტური პროექტის სახით განახორციელა.

- სამედიცინო უნივერსიტეტის ეზო იმიტომ აირჩიეთ, რომ ექიმი ბრძანდებით?

- 1981 წლის 2 თებერვალს ტყიბულიდან თბილისში მეოთხედ ჩამოვედი - აქედან ორჯერ მხოლოდ ზოოპარკში ვიყავი ნამყოფი და ერთხელ მაშინ, როცა სკოლა დავამთავრე და ოქროს მედალი გადმომცეს. მეოთხე ვიზიტისასაც აქ არავის ვიცნობდი. ინსტიტუტი, სადაც საბუთები ჩავაბარე, სამედიცინო იყო, რომელსაც კითხვა-კითხვით მივაგენი, იმიტომ კი არა, რომ პატრონი არ მყავდა ვინც მიმიყვანდა, უბრალოდ, ვთქვი, რომ დამოუკიდებლად უნდა წავიდე-მეთქი...

მოკლედ, სამედიცინო უნივერსიტეტი ჩემი ალმა მატერია, რომელმაც ჩემს ცხოვრებას მიმართულება მისცა, მით უმეტეს, კიბოს გადატანის შემდეგ და როცა სიკვდილს ორ-სამჯერ თვალებში ჩავხედე... უკვე ბოლო 8-9 წელია, ცხოვრებას სხვანაირად ვუყურებ. ჩავთვალე, რომ დიდი ბედნიერება იქნებოდა, თუ მოვახერხებდი ჩანაფიქრის განხორციელებას და ამ საქმეში რაღაც წვლილს შევიტანდი. დანარჩენი - უნივერსიტეტმა თავად განახორციელა.

მონუმენტის გახსნისას 8 ქვეყნიდან 19 წარმატებული ადამიანი, მათ შორის, 5-6 პროფესორი ჩამოვიდა, გერმანიიდან კინორეჟისორი, რომელიც საქართველოზე ფილმს იღებს, იტალიიდან კულტურის წარმომადგენელი, ასევე წარმომადგენელი ვერსაჩეს სახლიდან... თითოეული ჩემი მეგობარია. მათთან გასული წლის აგვისტოდან ამ თემაზე ვსაუბრობდი.

გერმანიიდან ჩამოსულმა ქალბატონმა - ფრაუ სილვამ, სპეციალურად ამ დღისთვის, მისი შვილის მიერ, თავის შოკოფაბრიკაში დამზადებული შოკოლადი ჩამოიტანა, რათა ხალხისთვის დაერიგებინა და ეს იყო მონუმენტის ფორმის შოკოლადი. შემდეგ ერთ-ერთ ქართველ გოგონას იმ შოკოლადით ფოტო გადაუღია, რომლისთვისაც წაუწერია - ბედნიერება ჩვენს ხელშია! ბედნიერება მართლაც რომ ჩვენს ხელშია!

- სოციალური ქსელი დაუნდობელია და არაერთი უსიამოვნო კომენტარი გაკეთდა... რას ეტყოდით ამ ადამიანებს?

- მიუხედავად ნებისმიერი კონტექსტისა, უკვე ბედნიერებაა, როცა ადამიანები ბედნიერებაზე ლაპარაკობენ. მიმაჩნია, რომ ბედნიერების ხერხემალი თავისუფლებაა. ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის, გამოხატვის საშუალება, თუნდაც რადიკალურად განსხვავებულის. აბა, ყველა ერთ აზრზე ხომ არ იქნება? ნებისმიერს აქვს უფლება მოეწონოს, არ მოეწონოს, დაიწუნოს, აღფრთოვანდეს და ეს არის ბედნიერება. დიახ, ბედნიერებაა, რომ ჩვენს ქვეყანაში აზრის თავისუფლებაა.

- ზოგს მიაჩნია, სოციალურად შეჭირვებულ, ეკონომიკურად მძიმე ვითარებაში, როცა ამდენი სოციალურად დაუცველია ქვეყანაში, რა დროს ბედნიერების ძეგლიაო. ამაზე ეცინებათ...

- სასაცილო თუა ბედნიერების ძეგლი, იყოს სასაცილო, ვიდრე სატირალი?! გაგიგონიათ, ბედნიერება, ან უბედურება მარტო არსებობდეს?! ორივე ადამიანის გრძნობებია. ერთსა და იმავე სიტუაციაში ადამიანი შეიძლება იყოს უბედური და შეიძლება იყოს ბედნიერიც. დიახ, ერთსა და იმავე მოცემულობაში, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, იყოს ბედნიერიც და პირიქით.

- ზოგიერთმა პოლიტიკური იარლიყიც მიაკერა „ბედნიერების მონუმენტს“... ზოგმა ის „ოცნებასთან“ გააიგივა...

- ეს ყველაფერი პოლიტიკასთან არანაირ კავშირი არაა, გარდა იმისა, რომ ძეგლი ჩვენს ქვეყანაში დაიდგა. ეს არის და ეს. არანაირი პოლიტიკა აქ არ არის.