ავტორი:

ყველაზე გემოვნებიანი დედოფალი ქართველი დიზაინერის კაბით - ნახეთ მშვენიერი რანიას ფოტოები

ყველაზე გემოვნებიანი დედოფალი ქართველი დიზაინერის კაბით - ნახეთ მშვენიერი რანიას ფოტოები

იორდანიის დედოფალი რანია ოფიციალურ მიღებაზე ქართული მოდის ბრენდის Dalood-ის კაბით გამოცხადდა. დედოფალი და მეფე აბდულა მეორე ტუნისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან და მაღალი დონის შეხვედრებს მართავენ.

რანია ულამაზეს ცისფერ კაბაში თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა. თავდაპირველად სამეფო წყვილი ტუნისის პრეზიდენტსა და პირველ ლედის შეხვდა, შემდეგ კი ახალგაზრდა ბიზნესმენებს.

როგორც დედოფალმა "ინსტაგრამზე" დაწერა, ის შეხვდა ტუნისელ სტარტაპერებსა და ბიზნესმენებს, რომელთაც ბევრი საერთო აქვთ იორდანელებთან და მათ ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ უნდა იზრუნონ პატარა ქვეყნებმა, რომ მცირე მეწარმეობით გაზარდონ სამუშაო ადგილები ქვეყანაში.

დედოფალი რანია მუდმივად გემოვნებიანად იმოსება, მის გარდერობში Dior-ის, Bottega Veneta-ს და სხვა ცნობილი ბრენდების ძვირადღირებული სამოსი მოიპოვება. ქართულ ბრენდზე მან უკვე მეორედ შეაჩერა არჩევანი. გასული წლის ზამთარში დედოფალი რანია მაკედონიის პრეზიდენტის და პირველი ლედის ოფიციალურ მიღებაზე Materiel Tbilisi-ის ელეგანტური კაბით გამოცხადდა.

კაბა ბრენდის უახლესი კოლექციიდან იყო, რომელიც Materiel Tbilisi-მა "მერსედეს ბენცის" მოდის კვირეულზე წარმოადგინა და როგორც ჩანს, პოდიუმიდან პირდაპირ დედოფლის ტანზე მოხვდა.

48 წლის რანია ალ-აბდულა მეფე აბდულა მეორეზე 1993 წლიდან არის დაქორწინებული. დედოფალი აქტიურად არის ჩაბმული განათლების, ჯანმრთელობის, ახალგაზრდობის პრობლემების მოსაგვარებელ პროექტებში. რანია აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს - „ფეისბუქს“, „იუთუბს“, „ინსტაგრამს“ და „ტვიტერს“.

რაც შეეხება დიზაინერ მაკა კვიციანის მოდის სახლ Dalood-ს, 2014 წელს გაიხსნა და საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც პოპულარობით სარგებლობს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე