ავტორი:

"ქუთაისმა კოლორიტი დაკარგა, მე ბავშვობის მეგობარი..." - "შავი პრინცის" გარდაცვალებას "ფეისბუქში"ეხმაურებიან

"ქუთაისმა კოლორიტი დაკარგა, მე ბავშვობის მეგობარი..." - "შავი პრინცის" გარდაცვალებას "ფეისბუქში"ეხმაურებიან

ქართველი რეპერი აკაკი ბაბუნაშვილი, იგივე "შავი პრინცი" (იგივე პრინცი P) 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. შემთხვევა 4 თებერვალს ბათუმში მოხდა. ბოლო წლებში ხელოვანი ზღვისპირა ქალაქში ცხოვრობდა.

"ჩემთვის ჰიპ-ჰოპი გახდა ცხოვრების ნაწილი. გამათეთრა, გამაშავა, გამაწითლა... ყველაფერში მამოძრავა. მე ჰიპ-ჰოპს აღარ ვეძახი გართობას - მინდა სიამოვნებას გამოვხატავ ამით, მინდა პროტესტს. უბრალოდ, ამის გარეშე ჩემი არც ერთი ნაბიჯი აღარ იქნება" - ამბობდა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ჰიპ-ჰოპ არტისტი.

რეპერის გარდაცვალებას "ფეისბუქზე" ეხმაურებიან მეგობრები, კოლეგები და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები. მეგობრები "შავი პრინცს" შურიკას სახელითაც იცნობდნენ:

დათო ლიკლიკაძე, ჟურნალისტი:

"ნამდვილი რეპერი გარდაიცვალა. წავიდა ჩვენი უწესიერესი შურიკა. უნიჭიერესი მუსიკოსი და ქუთაისზე უზომოდ შეყვარებული კაცი. მშვიდობით "შავო პრინცო"...

ერეკლე დეისაძე, მუსიკოსი, მწერალი:

"ჩემი ბავშვობა დამთავრდა RIP "შავი პრინცი". მშვიდობით მეგობარო!"

სოფია სებისკვერაძე, მსახიობი:

"ალბათ რომ წაეკითხა ეს პოსტი გაეღიმებოდა და რამეს მეტყოდა თავისნაირი კეთილი იუმორით. იმიტომ ვწერ რომ იქნებ მართლა წაიკითხოს. იმის მეოთხედსაც კი არ ახმაურებდა რასაც აკეთებდა. ჩუმი, კეთილი და ნიჭიერი მუსიკოსი და არა არამარტო მუსიკოსი. ალბათ ვერც წარმოიდგენთ მაგრამ კლასიკურ ნაწარმოებებსაც წერდა. ჰიპ-ჰოპის და კორდებალეტის ელემენტებით ქორეოგრაფიული სპექტაკლს დგამდა, "დასასრული" ერქვა. მაშინ გავიცანი პირველად. მონაწილეობა შემომთავაზა. სკოლის მოსწავლე ვიყავი და სულ იქ მინდოდა ყოფნა რეპეტიციებზე. ბევრი კონცერტი, ბევრი რეივი, მოკლედ ჩემი თინეიჯერობის ყველაზე თბილი და ახლობელი ადამიანი დავკარგე.

ერთი თვის წინ დამირეკა, კლიპს იღებდა და თუ ჩამოხვალო და ვერ ჩავედი... ვაიმე როგორ ვნანობ... ძალიან მიყვარს! ჩემი ბავშვობის ყველაზე მეამბოხე წლები წაიღო თან... "შავი პრინცი" დაირქვა, მაგრამ ჩემთვის სულ შურიკა იყო და ასე დარჩება ბოლომდე. კეთილ და ნათელ შურიკად. ქუთაისმა კოლორიტი დაკარგა მე ბავშვობის მეგობარი..."

ლაშა გაბუნია, მუსიკის ბლოგერი:

იმდენად მოულოდნელი ამბავია, ბოლომდე კიდევ არ მჯერა... ღმერთმა შენი სული გაანათლოს შურა, მეგობარო!

მირიან ჯეჯელავა, დიჯეი, ტელეწამყვანი:

"ხანგრძლივი პაუზის მერე, ახალი სიმღერით მოგვადგა რადიოში. რეზო კაკულიას უდიდსი ხელშეწყობით მოხდა მისი რეინკარნაცია. ფაქტობრივად დააძალა სტუდიაში შესვლა და სიმღერის ჩაწერა. ეთერში რომ ვკითხე, ამდენი ხანი რატომ არ ჩანდი, სად გაქრითქო, დეპრესია მქონდაო. ვერ გავუძელი ცხოვრების დარტყმებსო. ძალიან სევდიანი იყო, გულჩათხრობილი, თან ნერვიულობდა, მაგრამ პატარა ბავშვივით უხაროდა ახალი სიმღერის პრემიერა. რაღაცებზე ვიცინეთ კიდეც და პირობა დადო, მოვიხოდები და ახალი სიმღერებით გავანებივრებ მსმენელსო. შეასრულა კიდეც. დღეს კი გაფრინდა. RIP შავი პრინცი"

"10 წლის ბავშვს წყევლიან და წერენ, რომ არაფერი შეერგება, რადგან ედუარდ შევარდნაძეა" - თათია შარანგია შვილის კრიტიკას პასუხობს

"ყველას აშორდება მოკრუხება და ღიპის დადება... არავინ არავის არ ღალატობს" - რატომ ემხრობა ნათია ფანჯიკიძე ქორწინების გაუქმებას

"ჰაერის გამოცვლა" ხალხმრავალ კურორტებზე წასვლის საფუძველი არ უნდა გახდეს" - ინფექციონისტი მშობლებს ურჩევს, პატარები სოფელში წაიყვანონ