სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსახიობი გურანდა გაბუნია გარდაიცვალა
მსახიობი გურანდა გაბუნია გარდაიცვალა

თე­ატ­რი­სა და კი­ნოს მსა­ხი­ო­ბი გუ­რან­და გა­ბუ­ნია გარ­და­იც­ვა­ლა. მსა­ხი­ო­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბა Ambebi.ge-ს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურ­ში და­უ­დას­ტუ­რეს. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­ბუ­ნია 80 წლის ასაკ­ში, მძი­მე ავად­მყო­ფო­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა.

გუ­რან­და გა­ბუ­ნი­ამ 1960 წელს და­ამ­თავ­რა სა­ქარ­თვე­ლოს შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტე­ტი. ინ­სტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ჩა­ი­რი­ცხა თბი­ლი­სის შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რის დას­ში; 1961–1963 წწ. მუ­შა­ობ­და თბი­ლი­სის სა­ნი­ტა­რუ­ლი კულ­ტუ­რის, 1967–1970 წწ. შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის, 1970–1975 წწ. რუს­თა­ვის დრა­მა­ტულ თე­ატ­რებ­ში; 1975 წლი­დან იყო კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი.

კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი აქვს შემ­დე­გი რო­ლე­ბი: მარ­გა­რი­ტა (ვა­დიმ კო­როს­ტი­ლე­ვი "მარ­ტო­ო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი"), ას­მა­თი (რე­ვაზ თა­ბუ­კაშ­ვი­ლი "რას იტყვის ხალ­ხი"), დოლი (ლევ ტოლსტოი "ანა კა­რე­ნი­ნა"), ცე­ლია პი­ჩე­მი (ბერ­ტოლდ ბრეხ­ტი "სამ­გრო­ში­ა­ნი ოპე­რა"), და სხვ. შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი აქვს შემ­დე­გი რო­ლე­ბი: ირი­ნე (სერ­გო კლდი­აშ­ვი­ლი "ქა­რიშ­ხა­ლი"), ის­მე­ნე (ჟან ანუი "ან­ტი­გო­ნე") და სხვ. რუს­თა­ვის დრა­მა­ტულ თე­ატ­რში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი აქვს შემ­დე­გი რო­ლე­ბი: ჟოზე (ოტია იო­სე­ლი­ა­ნი "ექ­ვსი ში­ნა­ბე­რა და ერთი მა­მა­კა­ცი"), რო­ქ­სა­ნა (როს­ტა­ნი "სი­რა­ნო დე ბერ­ჟე­რა­კი"), ელის ჩე­რე­მი­სო­ვა (ვა­დიმ კო­როს­ტი­ლო­ვი "ასი წლის შემ­დეგ"). შეს­რუ­ლე­ბუ­ლი აქვს კინო რო­ლე­ბი: ირი­ნე ("დათა თუ­თაშ­ხია", 1978), ჯუ­ლი­ე­ტა ("მზე შე­მოდ­გო­მი­სა", 1973), ლა­უ­რა ("ორომ­ტრი­ა­ლი", 1986), და­რე­ჯა­ნი ("დღეს ღამე უთე­ნე­ბია", 1983), ჭო­რი­კა­ნა ("აურ­ზა­უ­რი სალ­ხი­ნეთ­ში", 1975), რუ­სუ­და­ნი ("ერთი ცის ქვეშ", 1961), ლი­ლის ბი­ცო­ლა ("თბი­ლი­სი ჩემი სახ­ლია", 1994) და სხვ.

ნა­ხეთ ვი­დეო

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

მსახიობი გურანდა გაბუნია გარდაიცვალა

მსახიობი გურანდა გაბუნია გარდაიცვალა

თეატრისა და კინოს მსახიობი გურანდა გაბუნია გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალება Ambebi.ge-ს კულტურის სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, გაბუნია 80 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

გურანდა გაბუნიამ 1960 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დასში; 1961–1963 წწ. მუშაობდა თბილისის სანიტარული კულტურის, 1967–1970 წწ. შოთა რუსთაველის სახელობის, 1970–1975 წწ. რუსთავის დრამატულ თეატრებში; 1975 წლიდან იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი.

კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: მარგარიტა (ვადიმ კოროსტილევი "მარტოობის დღესასწაული"), ასმათი (რევაზ თაბუკაშვილი "რას იტყვის ხალხი"), დოლი (ლევ ტოლსტოი "ანა კარენინა"), ცელია პიჩემი (ბერტოლდ ბრეხტი "სამგროშიანი ოპერა"), და სხვ. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ირინე (სერგო კლდიაშვილი "ქარიშხალი"), ისმენე (ჟან ანუი "ანტიგონე") და სხვ. რუსთავის დრამატულ თეატრში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ჟოზე (ოტია იოსელიანი "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი"), როქსანა (როსტანი "სირანო დე ბერჟერაკი"), ელის ჩერემისოვა (ვადიმ კოროსტილოვი "ასი წლის შემდეგ"). შესრულებული აქვს კინო როლები: ირინე ("დათა თუთაშხია", 1978), ჯულიეტა ("მზე შემოდგომისა", 1973), ლაურა ("ორომტრიალი", 1986), დარეჯანი ("დღეს ღამე უთენებია", 1983), ჭორიკანა ("აურზაური სალხინეთში", 1975), რუსუდანი ("ერთი ცის ქვეშ", 1961), ლილის ბიცოლა ("თბილისი ჩემი სახლია", 1994) და სხვ.

ნახეთ ვიდეო

"უახლოესი ერთი კვირა, შეიძლება, კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატოს - გემუდარებით, დავრჩეთ სახლში!" - თენგიზ ცერცვაძე

"ახლა ჯანმო არ იტყვის კახური ღვინო შველისო, მაგრამ..." - როგორ ხსნის ცნობილი თელაველი კახეთის მწვანე ზონად დარჩენის ფაქტს

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მედდას COVID-19 დაუდასტურდა