პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს თვალში ნაცრის შეყრაც აღარაა" - მერაბ კვირიკაშვილის პროცესი გარდაცვლილი გიორგი პაპასკირის მამამ პროტესტის ნიშნად დატოვა
"ეს თვალში ნაცრის შეყრაც აღარაა" - მერაბ კვირიკაშვილის პროცესი გარდაცვლილი გიორგი პაპასკირის მამამ პროტესტის ნიშნად დატოვა

ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მო­რაგ­ბე მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლის დღე­ვან­დე­ლი პრო­ცე­სი დას­რულ­და. პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რის ექ­სპერ­ტე­ბი ემ­ზარ გავ­შე­ლაშ­ვი­ლი და ირაკ­ლი სად­რა­ძე და­ი­კი­თხნენ. სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს ექ­სპერ­ტის ემ­ზარ გა­ვა­შე­ლაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დას­კვნა ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის თვითმხილ­ვე­ლე­ბის ჩვე­ნებ­ზე და გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბით მომ­ზად­და, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ კვი­რი­კაშ­ვი­ლის ქმე­დე­ბა პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი იყო თეთ­რი ფე­რის ავ­ტო­მო­ბი­ლის მა­ნევ­რი­რე­ბით და კვი­რი­კაშ­ვილს შე­ჯა­ხე­ბის აცი­ლე­ბა არ შე­ეძ­ლო.

მი­სი­ვე თქმით, შე­ჯა­ხე­ბის დროს "ბე-ემ-ვეს" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი რა სიჩ­ქა­რით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, გა­მოთ­ვლა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. ბრალ­დე­ბის და დაც­ვის მხა­რის კი­თხვებს უპა­სუ­ხა ექ­სპერ­ტმა ირაკ­ლი სად­რა­ძემ. მისი თქმი­თაც, მო­ცე­მულ დროს მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლის მა­ნევ­რი­რე­ბა იყო მარ­თე­ბუ­ლი, რად­გან მას არ შე­ეძ­ლო შემ­თხვე­ვის აცი­ლე­ბა.

პრო­კუ­რორ ვა­ლე­რის კუ­ჭუ­ხი­ძის კი­თხვა­ზე, საკ­მა­რი­სი იყო თუ არა 50 მეტ­რი მა­ნევ­რის­თვის, უპა­სუ­ხა, რომ 50 მეტ­რი არის ოპ­ტი­მა­ლუ­რი მან­ძი­ლი მა­ნევ­რი­რე­ბის­თვის, მაგ­რამ არ იყო საკ­მა­რი­სი და­მუხ­რუ­ჭე­ბის და გა­ჩე­რე­ბის­თვის.

პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად სხდო­მა და­ტო­ვა გარ­დაც­ვლი­ლი გი­ორ­გი პა­პას­კი­რის მა­მამ მალ­ხაზ პა­პას­კირ­მა. მისი თქმით, შე­უძ­ლე­ბე­ლია იმის მოს­მე­ნაც, რაც პრო­ცე­სებ­ზე ხდე­ბა.

"ეს თვალ­ში ნაც­რის შეყ­რაც აღა­რაა. შე­უძ­ლე­ბე­ლია იმის მოს­მე­ნა, რაც პრო­ცე­სებ­ზე ხდე­ბა. დღეს მე­ტის­მე­ტი იყო, თით­ქოს ჩემი შვი­ლი მოძ­რა­ობ­და მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით. ამ საქ­მეს ასე არ დავ­ტო­ვებ და ბო­ლომ­დე გავ­ყვე­ბი", - გა­ნა­ცხა­და მალ­ხაზ პა­პას­კირ­მა.

მომ­დევ­ნო სხდო­მა 22 თე­ბერ­ვალს ჩა­ი­ნიშ­ნა. სხდო­მა­ზე გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი და­ი­კი­თხე­ბა. შე­გახ­სე­ნებთ, საქ­მე ეხე­ბა 2016 წელს მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას, რის შე­დე­გა­დაც ოთხი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვილს 6-დან 10 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ეს თვალში ნაცრის შეყრაც აღარაა" - მერაბ კვირიკაშვილის პროცესი გარდაცვლილი გიორგი პაპასკირის მამამ პროტესტის ნიშნად დატოვა

"ეს თვალში ნაცრის შეყრაც აღარაა" - მერაბ კვირიკაშვილის პროცესი გარდაცვლილი გიორგი პაპასკირის მამამ პროტესტის ნიშნად დატოვა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის დღევანდელი პროცესი დასრულდა. პროცესზე ბრალდების მხარის ექსპერტები ემზარ გავშელაშვილი და ირაკლი სადრაძე დაიკითხნენ. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის ემზარ გავაშელაშვილის ინფორმაციით, დასკვნა ავტოსაგზაო შემთხვევის თვითმხილველების ჩვენებზე და გამოძიების შედეგებით მომზადდა, რომლის მიხედვითაც, ცნობილი გახდა, რომ კვირიკაშვილის ქმედება პროვოცირებული იყო თეთრი ფერის ავტომობილის მანევრირებით და კვირიკაშვილს შეჯახების აცილება არ შეეძლო.

მისივე თქმით, შეჯახების დროს "ბე-ემ-ვეს" მარკის ავტომობილი რა სიჩქარით გადაადგილდებოდა, გამოთვლა შეუძლებელი იყო. ბრალდების და დაცვის მხარის კითხვებს უპასუხა ექსპერტმა ირაკლი სადრაძემ. მისი თქმითაც, მოცემულ დროს მერაბ კვირიკაშვილის მანევრირება იყო მართებული, რადგან მას არ შეეძლო შემთხვევის აცილება.

პროკურორ ვალერის კუჭუხიძის კითხვაზე, საკმარისი იყო თუ არა 50 მეტრი მანევრისთვის, უპასუხა, რომ 50 მეტრი არის ოპტიმალური მანძილი მანევრირებისთვის, მაგრამ არ იყო საკმარისი დამუხრუჭების და გაჩერებისთვის.

პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა გარდაცვლილი გიორგი პაპასკირის მამამ მალხაზ პაპასკირმა. მისი თქმით, შეუძლებელია იმის მოსმენაც, რაც პროცესებზე ხდება.

"ეს თვალში ნაცრის შეყრაც აღარაა. შეუძლებელია იმის მოსმენა, რაც პროცესებზე ხდება. დღეს მეტისმეტი იყო, თითქოს ჩემი შვილი მოძრაობდა მაღალი სიჩქარით. ამ საქმეს ასე არ დავტოვებ და ბოლომდე გავყვები", - განაცხადა მალხაზ პაპასკირმა.

მომდევნო სხდომა 22 თებერვალს ჩაინიშნა. სხდომაზე გამომძიებელი დაიკითხება. შეგახსენებთ, საქმე ეხება 2016 წელს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მერაბ კვირიკაშვილს 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს