მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაზქურის მუშაობის ვადა 12 წელია, ათასობით აბონენტის გაზქურები შესამოწმებელია" - რას ჰყვება ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი
"გაზქურის მუშაობის ვადა 12 წელია, ათასობით აბონენტის გაზქურები შესამოწმებელია" - რას ჰყვება ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი

„ამ­დე­ნი ავა­რია მოხ­და, ეს ხომ არ არის პირ­ვე­ლი წე­ლი­წა­დი, როცა გა­ზის გა­ჟონ­ვით­ ადა­მი­ა­ნე­ბი გვე­ღუ­პე­ბი­ან - 1 კუბ­მეტ­რი ბუ­ნებ­რი­ვი გაზი გან­სა­ზღვრულ პი­რო­ბებ­ში­ შე­საძ­ლოა რამ­დე­ნი­მე კი­ლოგ­რა­მი ტრო­ტი­ლის ეკ­ვი­ვა­ლენ­ტი იყოს“.

ამის შე­სა­ხებ ენერ­გე­ტი­კის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა და­ვით მირ­ცხუ­ლა­ვამ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

„ამი­ტომ იმ 466 000 აბო­ნენ­ტის ყვე­ლა გა­ზ­ქუ­რაც შე­სა­მოწ­მე­ბე­ლია. ჩვენ ღა­რი­ბი ქვე­ყა­ნა ვართ, გა­ზ­ქუ­რის მუ­შა­ო­ბის ვადა 10-12 წე­ლია, მე კი ვიცი ქუ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც 30 წე­ლიც კი მუ­შა­ობს. სტა­ტის­ტი­კით, გა­ჟონ­ვე­ბი­სა და ავა­რი­ე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 90% აბო­ნენ­ტე­ბის შიდა ქსე­ლებ­ზე მო­დის და მხო­ლოდ და­ნარ­ჩე­ნი 10% - გაზ­გაყ­ვა­ნი­ლო­ბებ­სა და მილ­სა­დე­ნებ­ზე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შიდა ქსე­ლე­ბის ტექ­ნი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შეს­წავ­ლა, ხარ­ვე­ზე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა, დე­ტექ­ტო­რე­ბის არ­სე­ბო­ბა მიგ­ვიყ­ვანს ავა­რი­ე­ბის ალ­ბა­თო­ბის შემ­ცი­რე­ბამ­დე. შე­მოწ­მე­ბა სჭირ­დე­ბა იმ დე­ტექ­ტო­რებ­საც, რო­მელ­თაც მო­სახ­ლე­ო­ბა ყი­დუ­ლობს და აყე­ნებს, აგ­რეთ­ვე იმ აპა­რა­ტუ­რა­საც, რო­მე­ლიც გა­ზის კომ­პა­ნი­ებ­ში აქვთ და რომ­ლი­თაც გა­ზის გა­ჟონ­ვის ად­გი­ლებს ამოწ­მე­ბენ. აუ­ცი­ლე­ბე­ლია პე­დან­ტუ­რი, სის­ტე­მუ­რი მუ­შა­ო­ბა. სა­შიშ, საფრ­თხის შემ­ცველ მა­ღა­ლი წნე­ვის სის­ტე­მებ­თან გვაქვს საქ­მე რო­გორც გა­ზის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა­ში, ისე გა­მა­ნა­წი­ლე­ბელ ქსელ­ში. თით­ქმის მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გა­ზის ქსე­ლით არის და­ფა­რუ­ლი,“-აცხა­დებს მირ­ცხუ­ლა­ვა „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“.

მი­სი­ვე თქმით, როცა რე­გუ­ლა­ცი­ებ­ზეა ლა­პა­რა­კი, არას­წო­რად და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ან სა­ხი­ფა­თო ხელ­სა­წყოს მხო­ლოდ ჩახ­სნა კი არა, აბო­ნენ­ტის­თვის გაზ­მო­მა­რა­გე­ბის სა­ერ­თოდ შე­წყვე­ტაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი. ამას­თან, მირ­ცხუ­ლა­ვას თქმით, სა­ერ­თოდ, ბა­ზარ­ზე ღია წვის ხელ­სა­წყო­ე­ბის გა­ყიდ­ვაც უნდა აიკ­რძა­ლოს. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ავტორი:

"გაზქურის მუშაობის ვადა 12 წელია, ათასობით აბონენტის გაზქურები შესამოწმებელია" - რას ჰყვება ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი

"გაზქურის მუშაობის ვადა 12 წელია, ათასობით აბონენტის გაზქურები შესამოწმებელია" - რას ჰყვება ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი

„ამდენი ავარია მოხდა, ეს ხომ არ არის პირველი წელიწადი, როცა გაზის გაჟონვით ადამიანები გვეღუპებიან - 1 კუბმეტრი ბუნებრივი გაზი განსაზღვრულ პირობებში შესაძლოა რამდენიმე კილოგრამი ტროტილის ეკვივალენტი იყოს“.

ამის შესახებ ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა დავით მირცხულავამ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას განაცხადა.

„ამიტომ იმ 466 000 აბონენტის ყველა გაზქურაც შესამოწმებელია. ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ, გაზქურის მუშაობის ვადა 10-12 წელია, მე კი ვიცი ქურები, რომლებიც 30 წელიც კი მუშაობს. სტატისტიკით, გაჟონვებისა და ავარიების დაახლოებით 90% აბონენტების შიდა ქსელებზე მოდის და მხოლოდ დანარჩენი 10% - გაზგაყვანილობებსა და მილსადენებზე. აქედან გამომდინარე, შიდა ქსელების ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა, ხარვეზების გამოსწორება, დეტექტორების არსებობა მიგვიყვანს ავარიების ალბათობის შემცირებამდე. შემოწმება სჭირდება იმ დეტექტორებსაც, რომელთაც მოსახლეობა ყიდულობს და აყენებს, აგრეთვე იმ აპარატურასაც, რომელიც გაზის კომპანიებში აქვთ და რომლითაც გაზის გაჟონვის ადგილებს ამოწმებენ. აუცილებელია პედანტური, სისტემური მუშაობა. საშიშ, საფრთხის შემცველ მაღალი წნევის სისტემებთან გვაქვს საქმე როგორც გაზის ტრანსპორტირებაში, ისე გამანაწილებელ ქსელში. თითქმის მთელი საქართველო გაზის ქსელით არის დაფარული,“-აცხადებს მირცხულავა „კვირის პალიტრასთან“.

მისივე თქმით, როცა რეგულაციებზეა ლაპარაკი, არასწორად დამონტაჟებული ან სახიფათო ხელსაწყოს მხოლოდ ჩახსნა კი არა, აბონენტისთვის გაზმომარაგების საერთოდ შეწყვეტაა აუცილებელი. ამასთან, მირცხულავას თქმით, საერთოდ, ბაზარზე ღია წვის ხელსაწყოების გაყიდვაც უნდა აიკრძალოს. წაიკითხეთ სრულად

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო