პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. ვითხოვთ მის ზიარებას" - გიორგი მამალაძის ოჯახის აქცია საპატრიარქოსთან
"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. ვითხოვთ მის ზიარებას" - გიორგი მამალაძის ოჯახის აქცია საპატრიარქოსთან

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს­თან ე.წ. „ცი­ა­ნი­დის საქ­მე­ზე“ მსჯავ­რდე­ბულ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი აქ­ცი­ას მარ­თა­ვენ.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნაა, მოხ­დეს დე­კა­ნო­ზის ზი­ა­რე­ბა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის ძმამ გა­ნუ­ცხა­და, გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლია მსჯავ­რდე­ბუ­ლი დე­კა­ნო­ზის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. კონ­კრე­ტუ­ლად კი, მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს გულ­თან და­კავ­ში­რე­ბით აქვს პრობ­ლე­მე­ბი. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, მძი­მეა მისი სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბა.

„უკვე ორი წე­ლია, ჩემი ძმა, დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე სა­პატ­რი­არ­ქოს გარ­კვე­უ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბი­სა და მთავ­რო­ბის ხელ­შე­წყო­ბით უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბა­შია. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა დღი­თი­დღე უა­რეს­დე­ბა. ვი­თხოვთ მის თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან ერ­თად ზი­ა­რე­ბას სა­კურ­ნებ­ლად სუ­ლი­სა და ხორ­ცი­სა. მის მძი­მე სუ­ლი­ერ მდგო­მა­რე­ო­ბას ემა­ტე­ბა ის, რომ მამა გი­ორ­გის აწუ­ხებს გული. და­ე­მარ­თა დი­ა­ბე­ტიც და ჯან­მრთე­ლო­ბის სხვა პრობ­ლე­მე­ბიც აღე­ნიშ­ნე­ბა, რო­მელ­ზეც სა­უ­ბა­რი არ მსურს. ჩვენ ვე­ლო­დე­ბო­დით და გვინ­დო­და, რომ შიგ­ნი­დან მოგ­ვეგ­ვა­რე­ბია ეს პრობ­ლე­მა, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, არა­ნა­ი­რი და­დე­ბი­თი ნა­ბი­ჯი არ გა­დად­გმუ­ლა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამ აქ­ცი­ის მო­წყო­ბა ისევ სა­პატ­რი­არ­ქომ გვი­ბიძ­გა.

ჩემი ძმა არის სა­სუ­ლი­ე­რო პირი. ჩემს ძმას აქვს მხო­ლოდ უფ­ლის მო­წყა­ლე­ბის იმე­დი. იგი დღემ­დე იმე­დი­ა­ნა­დაა, მაგ­რამ მე ვარ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ერის­კა­ცი, ოჯა­ხის წევ­რი, ძმა და რა­დი­კა­ლუ­რი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დავ­დგი აქ­ცი­ის მო­წყო­ბის სა­ხით“, – გა­ნა­ცხა­და თორ­ნი­კე მა­მა­ლა­ძემ.

აქ­ცი­ას ასე­ვე შე­უ­ერ­თდა ად­ვო­კა­ტი მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო მი­ი­ღებს სა­მარ­თლი­ან და ობი­ექ­ტურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, „რაც კი­დევ ერთი დას­ტუ­რი იქ­ნე­ბა იმის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და რო­მე­ლიც და­ამ­ტკი­ცებს დე­კა­ნო­ზის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბას“.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. ვითხოვთ მის ზიარებას" - გიორგი მამალაძის ოჯახის აქცია საპატრიარქოსთან

"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. ვითხოვთ მის ზიარებას" - გიორგი მამალაძის ოჯახის აქცია საპატრიარქოსთან

საქართველოს საპატრიარქოსთან ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები და ახლობლები აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, მოხდეს დეკანოზის ზიარება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გიორგი მამალაძის ძმამ განუცხადა, გაუარესებულია მსჯავრდებული დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა. კონკრეტულად კი, მისი ინფორმაციით, გიორგი მამალაძეს გულთან დაკავშირებით აქვს პრობლემები. მისივე განცხადებით, მძიმეა მისი სულიერი მდგომარეობა.

„უკვე ორი წელია, ჩემი ძმა, დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოს გარკვეული დაჯგუფებისა და მთავრობის ხელშეწყობით უკანონო პატიმრობაშია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. ვითხოვთ მის თავისუფლებასთან ერთად ზიარებას საკურნებლად სულისა და ხორცისა. მის მძიმე სულიერ მდგომარეობას ემატება ის, რომ მამა გიორგის აწუხებს გული. დაემართა დიაბეტიც და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც აღენიშნება, რომელზეც საუბარი არ მსურს. ჩვენ ველოდებოდით და გვინდოდა, რომ შიგნიდან მოგვეგვარებია ეს პრობლემა, მაგრამ, სამწუხაროდ, არანაირი დადებითი ნაბიჯი არ გადადგმულა ამასთან დაკავშირებით. ამ აქციის მოწყობა ისევ საპატრიარქომ გვიბიძგა.

ჩემი ძმა არის სასულიერო პირი. ჩემს ძმას აქვს მხოლოდ უფლის მოწყალების იმედი. იგი დღემდე იმედიანადაა, მაგრამ მე ვარ ჩვეულებრივი ერისკაცი, ოჯახის წევრი, ძმა და რადიკალური ნაბიჯები გადავდგი აქციის მოწყობის სახით“, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

აქციას ასევე შეუერთდა ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, რომელიც იმედს გამოთქვამს, რომ სტრასბურგის სასამართლო მიიღებს სამართლიან და ობიექტურ გადაწყვეტილებას, „რაც კიდევ ერთი დასტური იქნება იმის, რომ საქართველოში არ არსებობს სასამართლო ხელისუფლება და რომელიც დაამტკიცებს დეკანოზის უდანაშაულობას“.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ