საზოგადოება

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინფორმაცია უგზო-უკვლოდ დაკარგულ ქართველ მეომრებზე, რომელიც AMBEBI.GE-ს მკითხველის თხოვნით მოვიძიეთ
ინფორმაცია უგზო-უკვლოდ დაკარგულ ქართველ მეომრებზე, რომელიც AMBEBI.GE-ს მკითხველის თხოვნით მოვიძიეთ

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში და­კარ­გუ­ლი ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის შე­სა­ხებ ყო­ვე­ლი სტა­ტი­ის შემ­დეგ, AMBEBI.GE-ს მკი­თხვე­ლე­ბი კო­მენ­ტა­რებ­ში წე­რენ სა­კუ­თა­რი წი­ნაპ­რის ან ნა­თე­სა­ვის შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მებს და მათ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას ითხო­ვენ.

ამ­ჯე­რად, ჩვე­ნი მკი­თხვე­ლის­თვის ქერ­ჩის კო­მი­სი­ის წევ­რებ­მა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გვარ-სა­ხე­ლე­ბი მო­ი­ძი­ეს, რომ­ლე­ბიც აქამ­დე უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბოდ­ნენ...

ასე­ვე, კო­მი­სი­ის წევ­რის თქმით, ქერ­ჩის სა­ერ­თო სა­საფ­ლა­ო­ზე ახა­ლი და­ფის გან­თავ­სე­ბა იგეგ­მე­ბა, რის­თვი­საც სა­ჭი­როა ნა­თე­სა­ვებ­თან და ოჯა­ხის წევ­რებ­თან მე­ომ­რე­ბის გვარ-სა­ხე­ლე­ბი­სა და და­ბა­დე­ბის წლე­ბის და­ზუს­ტე­ბა, რად­გან ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მათ პი­რად მო­ნა­ცე­მებ­ში შეც­დო­მე­ბი იყო.

მაშ ასე, გთა­ვა­ზობთ იმ ქარ­თვე­ლი მე­ომ­რე­ბის მო­ნა­ცე­მებს, რომ­ლებ­საც ახ­ლობ­ლე­ბი აქამ­დე უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად თვლიდ­ნენ:

გი­ორ­გი მი­ხე­ი­ლის ძე მა­ი­სუ­რა­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1907 წელს, ბორ­ჯო­მის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჩო­ბის­ხევ­ში. მე­უღ­ლე თა­მა­რა. დღემ­დე ით­ვლე­ბო­და უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად, სი­ნამ­დვი­ლე­ში დაკ­რძა­ლუ­ლია ქერჩში, სა­ერ­თო სა­საფ­ლა­ო­ზე.

ვა­სი­ლი ვარ­ლა­მის ძე კა­ვე­ლა­ძე - (შე­საძ­ლოა, ყა­ვე­ლა­ძე ან ყო­ვე­ლა­ძე), და­ბა­დე­ბუ­ლი ხა­რა­გა­უ­ლის რა­ი­ონ­ში, მე­უღ­ლე - ვერა.

ამი­რან პრო­კო­ფის ძე ლა­ტა­რია - და­ბა­დე­ბუ­ლი ხო­ბის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ხე­თა­ში, 1922 წელს. გარ­და­იც­ვა­ლა სამ­ხედ­რო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მი­ღე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის­გან.

სერ­გეი ბაღ­და­რის ძე მურ­დო­ი­ა­ნი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1921 წელს თბი­ლის­ში, პლე­ხა­ნო­ვის (მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის) პროს­პექ­ტზე, #88. დედა - მარ­გა­რი­ტა სარ­ქი­სის ასუ­ლი მურ­დო­ი­ა­ნი. მო­წი­ნა­აღ­მდე­გის მიერ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი თვითმფრი­ნა­ვი ყი­რი­მის თავ­ზე ჩა­მო­აგ­დეს. დაჭ­რი­ლი მურ­დო­ი­ა­ნი პა­რა­შუ­ტით გად­მოხ­ტა, საბ­ჭო­თა ფრონ­ტის ხა­ზამ­დე მი­აღ­წია და სან­გარ­ში და­ი­ღუ­პა.

სუ­ლი­კო სო­სოს ძე ოთი­აშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1913 წელს თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მა­ტან­ში. მე­უღ­ლე ვერა ლე­ვა­ნის ასუ­ლი. დღემ­დე ით­ვლე­ბო­და უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად. დაკ­რძა­ლუ­ლია ქერ­ჩის სა­ერ­თო სა­საფ­ლა­ო­ზე.

ვა­სი­ლი მი­ლო­შე­ვის ძე რეხ­ვი­აშ­ვი­ლი - დღემ­დე უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა, გერ­მა­ნე­ლებ­მა ტყვედ აიყ­ვა­ნეს და 1945 წლამ­დე გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ ცერბსტში, იქი­დან კი, ეშე­ლო­ნით გროზ­ნო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ი­ღუ­პა მა­ტა­რე­ბელ­ში და დაკ­რძა­ლუ­ლია ამა­ვე ქა­ლაქ­ში.

ნი­კო­ლოზ ზა­ხა­რის ძე ონოფ­რიშ­ვი­ლი - უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბო­და 1945 წლი­დან, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ი­კარ­გა ბოლო ბრძო­ლე­ბი­სას, გერ­მა­ნი­ა­ში, ქა­ლაქ ლუ­კენ­ვალ­დის მიმ­დე­ბა­რე ტყე­ებ­ში და­ი­კარ­გა. მის შე­სა­ხებ მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა შე­უძ­ლი­ათ ოჯა­ხის წევ­რებს ან შთა­მო­მავ­ლებს - ამის­თვის ბერ­ლინ­ში არ­სე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სუ­ლოს უნდა და­უ­კავ­შირ­დნენ, რომ­ლის დახ­მა­რე­ბი­თაც წე­რი­ლო­ბით უნდა მი­მარ­თონ ლუ­კენ­ვალ­დის არ­ქივს.

ცნო­ბის­თვის, შე­საძ­ლოა, ონოფ­რიშ­ვი­ლი, ლუ­კენ­ვალ­დში დაკ­რძა­ლუ­ლი იყოს, რო­გორც “უც­ნო­ბი ჯა­რის­კა­ცი.” და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­თი­თე­ბა შე­საძ­ლოა, ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ქი­ვი­დან.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ok
0

ვეძებ ჩემ დიდ პაპას შალა გიორგის-ძე წიკლაური სოფელ ახატნიდად 1943 წელს უგზო-უკვალოდ დაიკარგა ქერჩში თუ ვინმემ რამე იცით შეგვეხმიანეთ ნომერი 557646895

ზაირა
0

ვეძებ ბიძას. აბელა ან აბესალომი იაძე. კასპის რაიონი სოფელი მეტეხი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

ინფორმაცია უგზო-უკვლოდ დაკარგულ ქართველ მეომრებზე, რომელიც AMBEBI.GE-ს მკითხველის თხოვნით მოვიძიეთ

ინფორმაცია უგზო-უკვლოდ დაკარგულ ქართველ მეომრებზე, რომელიც AMBEBI.GE-ს მკითხველის თხოვნით მოვიძიეთ

მეორე მსოფლიო ომში დაკარგული ქართველი ჯარისკაცების შესახებ ყოველი სტატიის შემდეგ, AMBEBI.GE-ს მკითხველები კომენტარებში წერენ საკუთარი წინაპრის ან ნათესავის შესახებ მონაცემებს და მათზე ინფორმაციას ითხოვენ.

ამჯერად, ჩვენი მკითხველისთვის ქერჩის კომისიის წევრებმა იმ ადამიანების გვარ-სახელები მოიძიეს, რომლებიც აქამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ...

ასევე, კომისიის წევრის თქმით, ქერჩის საერთო სასაფლაოზე ახალი დაფის განთავსება იგეგმება, რისთვისაც საჭიროა ნათესავებთან და ოჯახის წევრებთან მეომრების გვარ-სახელებისა და დაბადების წლების დაზუსტება, რადგან ხშირ შემთხვევაში მათ პირად მონაცემებში შეცდომები იყო.

მაშ ასე, გთავაზობთ იმ ქართველი მეომრების მონაცემებს, რომლებსაც ახლობლები აქამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად თვლიდნენ:

გიორგი მიხეილის ძე მაისურაძე - დაბადებული 1907 წელს, ბორჯომის რაიონის სოფელ ჩობისხევში. მეუღლე თამარა. დღემდე ითვლებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად, სინამდვილეში დაკრძალულია ქერჩში, საერთო სასაფლაოზე.

ვასილი ვარლამის ძე კაველაძე - (შესაძლოა, ყაველაძე ან ყოველაძე), დაბადებული ხარაგაულის რაიონში, მეუღლე - ვერა.

ამირან პროკოფის ძე ლატარია - დაბადებული ხობის რაიონის სოფელ ხეთაში, 1922 წელს. გარდაიცვალა სამხედრო საავადმყოფოში, მიღებული ჭრილობებისგან.

სერგეი ბაღდარის ძე მურდოიანი - დაბადებული 1921 წელს თბილისში, პლეხანოვის (მარჯანიშვილის) პროსპექტზე, #88. დედა - მარგარიტა სარქისის ასული მურდოიანი. მოწინააღმდეგის მიერ დაზიანებული თვითმფრინავი ყირიმის თავზე ჩამოაგდეს. დაჭრილი მურდოიანი პარაშუტით გადმოხტა, საბჭოთა ფრონტის ხაზამდე მიაღწია და სანგარში დაიღუპა.

სულიკო სოსოს ძე ოთიაშვილი - დაბადებული 1913 წელს თელავის რაიონის სოფელ მატანში. მეუღლე ვერა ლევანის ასული. დღემდე ითვლებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად. დაკრძალულია ქერჩის საერთო სასაფლაოზე.

ვასილი მილოშევის ძე რეხვიაშვილი - დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, გერმანელებმა ტყვედ აიყვანეს და 1945 წლამდე გერმანიის ქალაქ ცერბსტში, იქიდან კი, ეშელონით გროზნოში გადაიყვანეს. სავარაუდოდ, დაიღუპა მატარებელში და დაკრძალულია ამავე ქალაქში.

ნიკოლოზ ზახარის ძე ონოფრიშვილი - უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა 1945 წლიდან, სავარაუდოდ, დაიკარგა ბოლო ბრძოლებისას, გერმანიაში, ქალაქ ლუკენვალდის მიმდებარე ტყეებში დაიკარგა. მის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ოჯახის წევრებს ან შთამომავლებს - ამისთვის ბერლინში არსებულ საქართველოს საკონსულოს უნდა დაუკავშირდნენ, რომლის დახმარებითაც წერილობით უნდა მიმართონ ლუკენვალდის არქივს.

ცნობისთვის, შესაძლოა, ონოფრიშვილი, ლუკენვალდში დაკრძალული იყოს, როგორც “უცნობი ჯარისკაცი.” დამატებითი ინფორმაციის მითითება შესაძლოა, ადგილობრივი არქივიდან.

რა საფრთხეს შეიცავს ტორტზე ყუნწიანი მარწყვი - ინფექციონისტი მოსახლეობას აფრთხილებს

რატომ დაასახლეს თბილისის ზოოპარკში დათვები და მგლები ერთად - ადმინისტრაცია განმარტებას აკეთებს

"ნიღბები და სოციალური დისტანცირება..." - პაატა იმნაძე განმარტავს, რა მოეთხოვებათ მოქალაქეებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში