„მონა ლიზას ღიმილი“, „ჯოკონდას იდუმალება“ - ეს ის ფრაზებია, რომელიც ლეონარდო და ვინჩის ნახატმა დაამკვიდრა. ცივილიზებული ქვეყნების ვერც ერთ წერტილში ვერ ნახავთ ადამიანს, რომელსაც ის გაგონილი მაინც არ ჰქონდეს, არათუ არ იცოდეს მისი შექმნის ისტორიის ერთი ვერსია მაინც.
არც ერთი ფლორენციელი ვაჭრის ცოლზე იმდენი ფილმი არ გადაღებულა, არც იმდენი წიგნი დაწერილა და არც ცნობილი ჟურნალების ყდებზე მოხვედრილან, რამდენჯერაც ეს მონა (იტალიაში ქალბატონს ნიშნავდა) ლიზა გერარდინმა შეძლო.
მისი პორტრეტი, თურმე, ქალის მეუღლეს - ფრანცისკო დელ ჯოკონდის შეუკვეთია. ლეონარდო მას 4 წელი ხატავდა, თუმცა, როგორც იტალიელი მხატვრების მემატიანე, ჯორჯიო ვაზარი გვიყვება, ტილო მაინც დაუსრულებელი დატოვა. ის ქალის იდუმალი ღიმილის საიდუმლოსაც ხსნის. ვაზარის თქმით, პოზირებით დაღლილ მანდილოსანს მხატვარმა მომღერლები და მოცეკვავეები მოუყვანა, უჩვეულო ღიმილიც ამან გამოიწვია.
მონა ლიზა ლეონარდომ მსოფლიოს აჩუქა არა მხოლოდ როგორც ნახატი, არამედ როგორც გამოცანა, რომლის ამოხსნაც წლებია არაერთი მკვლევარი ამაოდ ცდილობს და ბევრი მათგანი პასუხს სიკვდილამდე ეძებს, ზოგიერთი კი სიგიჟემდე და თვითმკვლელობამდე მიდის. 1852 წლის ივნისში, ახალგაზრდა ფრანგი ხელოვანი ლუკ მასპერო, პარიზის სასტუმროს მეოთხე სართულის ფანჯრიდან გადახტა, მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ შეძლო მონა ლიზას ღიმილის მიზეზი გაეგო... თვითმკვლელობამდე დაწერილ მის წერილში ვკითხულობთ: "წლების განმავლობაში სასოწარკვეთილი ვეჭიდებოდი მის ღიმილს... მირჩევნია მოვკვდე".
სინამდვილეში, იდუმალი - „მონა ლიზა“ კი არა, მისი შემქმნელია, რადგან ამ მხატვრის ყველა ტილოში რაღაც იმალება წაიკითხეთ ვრცლად