ავტორი:

რატომ არის საშიში მხუთავი აირი და როგორ შეიძლება რისკების შემცირება?

რატომ არის საშიში მხუთავი აირი და როგორ შეიძლება რისკების შემცირება?

ზამთრის სეზონის მოახლოვებასთან ერთად კვლავ აქტუალური ხდება ბუნებერივ და მხუთავ აირთან დაკავშრებული უსაფრთხოების საკითხები. სამწუხარო რეალობაა ის ფაქტი, რომ ყოველწლიურად საქართველოში ბუნებრივი და მხუთავი აირისგან მოწამვლის შემთხვევები იზრდება. ასევე სამწუხაროა ისიც, რომ მხოლოდ ლეტალური შემთხვევების დაფიქსირებისას გვახსენდება ამ საფრთხეების შესახებ.


არსებული მოძველებული ინფრასტრუქტურის, მონტაჟის ხარვეზების, კუსტარული თუ გაუმართავი მოწყობილობებებიდან გამომდინარე საფრთხეების გაანალიზებასთან ერთად, კომპეტენტური ორგანოებისაგან საჭიროა მოსახლეობის დაკვალიანება, თუ როგორ უნდა მოხდეს არსებული რისკ-ფაქტორების შემცირება.

რა არის მხუთავი აირი (CO) და რა საფრთხეს შეიცავს?

მხუთავი აირი (CO) ბუნებრივი აირის წვის შედეგად წარმოიქმნება და წარმოადგენს სიცოცხლისთვის საშიშ, შხამიან ნაერთს. ფერის, სუნისა და გემოს უქონლობის გამო, მხუთავი აირი ოთახში შეუმჩნევლად გროვდება, რაც გამწოვი სისტემის ხარვეზების და არასაკმარისი ვენტილაციის გამო ხდება.


ჰაერში მხუთავი აირის დაბალი კონცენტრაციაც კი ორგანიზმის ნელ მოწამვლას იწვევს და დროული რეაგირების გარეშე, დაახლოებით 7 საათში, შესაძლოა სავალალო შედეგით დასრულდეს.


CO-ს მკვეთრად საშიში კონცენტრაცია იწყება 100 PPM-დან და კონცენტრაციის მატებასთან ერთად, ჯანმრთელობისთვის სულ უფრო საზიანო ხდება:


  • 100 PPM - 1-2 საათის ინტერვალში იწვევს მცირე თავის ტკივილს
  • 400 PPM - 1-2 საათის ინტერვალით იწვევს გულისრევას; 3 საათში ხდება სიცოცხლისთვის საშიში
  • 800 PPM - 45 წუთის ინტერვალში იწვევს თავის ტკივილს, 1 საათის ინტერვალში თავბრუსხვევას და გულისრევას, გონების დაკარგვას; 2-3 საათის ინტერვალში სიკვდილს
  • 3200 PPM - 5-10 წუთში იწვევს თავის ტკივილს; 30 წუთში თავბრუსხვევას და გულისრევას, გონების დაკარგვას; 1 საათში სიკვდილს
  • 6400 PPM - 30 წუთში იწვევს სიკვდილს
  • 12000 PPM - იწვევს წამიერ ფსიქიკურ აშლილობას; 1-3 წუთის ინტერვალში იწვევს სიკვდილს

მხუთავი და ბუნებრივი აირების დაგროვების პრევენციისთვის, მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები:

  • არ გამოიყენოთ საეჭვო წარმოშობის გამათბობლები და წყალგამაცხელებლები;
  • ყურადღებით გაეცანით დანადგარის ინსტრუქციას და უსაფრთხოების წესებს;
  • მოერიდეთ ისეთ გამათბობლებს და გამაცხელებლებს, რომლებიც წვისთვის მოიხმარენ ოთახში არსებულ ჟანგბადს ან არ გააჩნიათ გამწოვი სისტემა
  • არ დატოვოთ ანთებული გაზქურა ყურადღების გარეშე;
  • პერიოდულად ჩაუტარეთ პროფილაქტიკური შემოწმება გაზის დანადგარებს და გაზიფიცირებული ფართის საკვამლე-სავენტილაციო სისტემებს;
  • ყურადღება მიაქციეთ ხელოსნის კვალიფიკაციასა და შესრულებული სამუშაოს ხარისხს;

როგორ მივიღოთ დამატებითი უსაფრთხოების ზომები?

კომპლექსური დეტექტორი მხუთავი და ბუნებრივი აირის გაჟონვის გამოვლენის საუკეთესო საშუალებაა. ის თანამედროვე ნახევარგამტარი სენსორების მეშვეობით აფიქსირებს ბუნებრივი და/ან მხუთავი აირის დაგროვებას და მიგვანიშნებს საფრთხეზე მანამდე, სანამ აირის კონცენტრაცია სიცოცხლისთვის საშიში გახდება.


რიგ ქვეყნებში დეტექტორის დამონტაჟება უსაფრთხოების აუცილებელ ზომად არის მიჩნეული და აქტიურად გამოიყენება ყველგან, სადაც ბუნებრივი აირის წვა ხდება; მათ შორის, საცხოვრებელ ბინებსა და კომერციულ ფართებში - გაზქურასა თუ გამათბობლებთან.




დეტექტორის გამოყენება მარტივია - საჭიროა, მხოლოდ დენის წყაროში შეერთება და ოთახში ბუნებრივი ან მხუთავი აირის დაგროვების შემთხვევაში, აპარატი ხმოვანი სიგნალით გვამცნობს საფრთხეს.


კომპანია “ქებული კლიმატი”, როგორც სექტორის კვალიფიციური და პასუხისმგებლიანი მონაწილე, ათვითცნობიერებს რა მოსახლეობის წინაშე არსებულ საფრთხეებს, უკვე რამდენიმე წელია თავის მომხმარებლებს სთავაზობს ბუნებრივი და მხუთავი აირის დეტექტორებს. მის ასორტიმენტშია, როგორც ბუნებრივი აირის, ასევე კომპლექსური (ბუნებრივი+მხუთავი) აირიების დეტექტორი.


ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომპანიის გადაწყვეტილებით, დეტექტორებზე დაწესდა ერთგვარი “სოციალური”, ხელმისაწვდომი ფასი, რომელიც ფიქსირებულია მიუხედავად ლარის კურსის ცვლილებებისა. ბუნებრივი აირის დეტექტორის ფასი 28,65 ლარიდან იწყება, ხოლო კომპლექსური დეტექტორის (ბუნებრივი+მხუთავი აირები) - 49 ლარია. დეტექტორის მონტაჟი სპეციალისტის დახმარებას არ საჭიროებს.


ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად “ქებული კლიმატი” გათბობის სეზონის დაწყებამდე გაცილებით ადრე იწყებს მოსახლეობაში უსაფრთხოების საკითხისადმი ცნობიერების ამაღლების კამპანიებს, ატარებს პრევენციული ზომების აქტიურ აგიტაციას კლიენტებთან და სექტორში მომუშავე ხელოსნებთან. 2016 წელს, კომპანიის ინიციატივით, ყაზტრანსგაზის თბილისის 400 000 აბონენტს მიეწოდა ბროშურა ბუნებრივი აირის მოხმარებისას უსაფრთხოების წესების და პრევენციის მეთოდების შესახებ.



რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს არ არის საკმარისი სიტუაციის შესაცვლელად. ვიმედოვნებთ, რომ ყველა კომპანია, ვინც ოპერირებს ამ სეგმენტში, გაათვითცნობიერებს თავის როლს და გამოიჩენს მეტ ინიციატივას ამ საფრთხეების შემცირებაში.


ამასთან ერთად აუცილებელია ცვლილებები საკანონმდებლო დონეზე, რათა ბუნებრივი აირის მოწყობილობების გავრცელებასთან ერთად, სათანადო კვალიფიკაცია და პრევენციული ზომების მიღება გახდეს ყველასათვის სავალდებულო.


ფინკა ბანკში 2020 წლის ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო

საქართველოში წამყვანი ამერიკული უნივერისტეტი, ვებსტერი შემოდის - 2021 წლიდან სტუდენტებს შეეძლებათ, ამერიკული განათლება და დიპლომი საქართველოში, ქვეყნის დატოვების გარეშე მიიღონ

კომპანია Avon-ი კოსმეტიკურმა გიგანტმა Natura & Co-მ შეისყიდა