საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები, რომლებმაც ხუან გუაიდო ვენესუელას დროებით პრეზიდენტად აღიარეს
მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები, რომლებმაც ხუან გუაიდო ვენესუელას დროებით პრეზიდენტად აღიარეს

ეს­პა­ნეთ­მა, შვე­დეთ­მა, და­ნი­ამ, დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა, პო­ლო­ნეთ­მა და ავ­სტრი­ამ ხუან გუ­ა­ი­დო ვე­ნე­სუ­ე­ლას დრო­ე­ბით პრე­ზი­დენ­ტად აღი­ა­რა.

ეს­პა­ნე­თის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რემ პედ­რო სან­ჩეს­მა ვე­ნე­სუ­ე­ლას თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით დღეს სპე­ცი­ა­ლუ­რი ბრი­ფინ­გი გა­მარ­თა, რო­მელ­ზეც გა­ნა­ცხა­და, რომ „ეს­პა­ნე­თის მთავ­რო­ბა დრო­ე­ბით პრე­ზი­დენ­ტად ხუან გუ­ა­ი­დოს სცნობს“.

პედ­რო სან­ჩე­სის გან­ცხა­დე­ბით, „ხუან გუ­ა­ი­დომ რაც შე­იძ­ლე­ბა მალე უნდა და­ნიშ­ნოს თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, რათა ვე­ნე­სუ­ე­ლელ­მა ხალ­ხმა სა­კუ­თა­რი მო­მა­ვა­ლი გან­სა­ზღვროს“.

შვე­დე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა მარ­გოტ ვალ­სტრი­ომ­მა „შვე­დურ რა­დი­ოს­თვის“ მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტოკ­ჰოლ­მი ვე­ნე­სუ­ე­ლას ლე­გი­ტი­მურ დრო­ე­ბით პრე­ზი­დენ­ტად ხუან გუ­ა­ი­დოს გა­ნი­ხი­ლავს.

„ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ჩვენ მხარს ვუ­ჭერთ ხუან გუ­ა­ი­დოს და მას, რო­გორც კა­ნო­ნი­ერ დრო­ე­ბით პრე­ზი­დენ­ტად გან­ვი­ხი­ლავთ. ვე­ნე­სუ­ე­ლა ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა, საკ­ვე­ბი და მე­დი­კა­მენ­ტე­ბი არ აქვთ, ეკო­ნო­მი­კა თა­ვი­სუ­ფა­ლი ვარ­დნის რე­ჟიმ­შია, ჰი­პე­რინფლა­ცია უზარ­მა­ზა­რია“, - გა­ნა­ცხა­და მან.

ავ­სტრი­ის კან­ცლერ­მა სე­ბას­ტი­ან კურცმა ასე­ვე გა­მო­უ­ცხა­და მხარ­და­ჭე­რა ხუან გუ­ა­ი­დოს.

„ნი­კო­ლას მა­დუ­როს რე­ჟი­მი უარს ამ­ბობს თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ზე. ამის გამო ამი­ე­რი­დან ჩვენ ხუან გუ­ა­ი­დოს ვე­ნე­სუ­ე­ლას კონ­სტი­ტუ­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად, პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შემ­სრუ­ლებ­ლად ვა­ღი­ა­რებთ“, - გა­ნა­ცხა­და მან.

ხუან გუ­ა­ი­დო დრო­ე­ბით პრე­ზი­დენ­ტად ასე­ვე აღი­ა­რა დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა.

„ნი­კო­ლას მა­დუ­როს არ გა­მო­უ­ცხა­დე­ბია საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. ამი­ტო­მაც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო ევ­რო­პელ მო­კავ­ში­რე­ებ­თან ერ­თად ხუან გუ­ა­ი­დოს აღი­ა­რებს დრო­ე­ბით პრე­ზი­დენ­ტად იმ მო­მენ­ტამ­დე, ვიდ­რე ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი არ ჩა­ტარ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა.

მსგავ­სი მხარ­და­ჭე­რა და აღი­ა­რე­ბა ხუან გუ­ა­ი­დოს პო­ლო­ნეთ­მა და და­ნი­ა­მაც გა­მო­უ­ცხა­და.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები, რომლებმაც ხუან გუაიდო ვენესუელას დროებით პრეზიდენტად აღიარეს

მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები, რომლებმაც ხუან გუაიდო ვენესუელას დროებით პრეზიდენტად აღიარეს

ესპანეთმა, შვედეთმა, დანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, პოლონეთმა და ავსტრიამ ხუან გუაიდო ვენესუელას დროებით პრეზიდენტად აღიარა.

ესპანეთის მთავრობის თავმჯდომარემ პედრო სანჩესმა ვენესუელას თემასთან დაკავშირებით დღეს სპეციალური ბრიფინგი გამართა, რომელზეც განაცხადა, რომ „ესპანეთის მთავრობა დროებით პრეზიდენტად ხუან გუაიდოს სცნობს“.

პედრო სანჩესის განცხადებით, „ხუან გუაიდომ რაც შეიძლება მალე უნდა დანიშნოს თავისუფალი არჩევნები, რათა ვენესუელელმა ხალხმა საკუთარი მომავალი განსაზღვროს“.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგოტ ვალსტრიომმა „შვედურ რადიოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ოფიციალური სტოკჰოლმი ვენესუელას ლეგიტიმურ დროებით პრეზიდენტად ხუან გუაიდოს განიხილავს.

„ამ სიტუაციაში ჩვენ მხარს ვუჭერთ ხუან გუაიდოს და მას, როგორც კანონიერ დროებით პრეზიდენტად განვიხილავთ. ვენესუელა ცუდ მდგომარეობაში იმყოფება, საკვები და მედიკამენტები არ აქვთ, ეკონომიკა თავისუფალი ვარდნის რეჟიმშია, ჰიპერინფლაცია უზარმაზარია“, - განაცხადა მან.

ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა ასევე გამოუცხადა მხარდაჭერა ხუან გუაიდოს.

„ნიკოლას მადუროს რეჟიმი უარს ამბობს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე. ამის გამო ამიერიდან ჩვენ ხუან გუაიდოს ვენესუელას კონსტიტუციის შესაბამისად, პრეზიდენტის მოვალეობების შემსრულებლად ვაღიარებთ“, - განაცხადა მან.

ხუან გუაიდო დროებით პრეზიდენტად ასევე აღიარა დიდმა ბრიტანეთმა.

„ნიკოლას მადუროს არ გამოუცხადებია საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. ამიტომაც გაერთიანებული სამეფო ევროპელ მოკავშირეებთან ერთად ხუან გუაიდოს აღიარებს დროებით პრეზიდენტად იმ მომენტამდე, ვიდრე ახალი არჩევნები არ ჩატარდება“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი მხარდაჭერა და აღიარება ხუან გუაიდოს პოლონეთმა და დანიამაც გამოუცხადა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე