კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
9 კლასდამთავრებულებს, ატესტატის ასაღებად, სკოლის გამოცდების ექსტერნად ჩაბარება აღარ მოუწევთ
9 კლასდამთავრებულებს, ატესტატის ასაღებად, სკოლის გამოცდების ექსტერნად ჩაბარება აღარ მოუწევთ

პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლის დიპ­ლო­მი მნიშ­ვნე­ლო­ბით სკო­ლის ატეს­ტატს გა­უ­თა­ნაბრდე­ბა. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, სკო­ლის სა­ბა­ზო გა­ნათ­ლე­ბის (9 კლა­სი) მქო­ნე პი­რებს, ატეს­ტა­ტის ასა­ღე­ბად, სკო­ლის გა­მოც­დე­ბის ექ­სტერ­ნად ჩა­ბა­რე­ბა აღარ მო­უ­წევთ და სრუ­ლი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის მსგავ­სად (12 კლა­სის), უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბის უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბათ.

ამის შე­სა­ხებ გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო­ში პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი პრე­ზენ­ტა­ცი­ი­სას გახ­და ცნო­ბი­ლი.

ამას­თან, და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, იმ პი­რებს, ვი­საც კონ­კრე­ტუ­ლი სპე­ცი­ა­ლო­ბა უკვე აქვთ, თუმ­ცა ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი ესა­ჭი­რო­ე­ბათ, მისი მი­ღე­ბა პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­ში ორ­წლი­ა­ნი უფა­სო კურ­სის გავ­ლის შემ­დეგ შე­ეძ­ლე­ბათ.

რო­გორც პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე აღი­ნიშ­ნა, 2019 წლის მარ­ტი­დან, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ზრდას­რუ­ლე­ბის­თვის სამ­შე­ნებ­ლო სფე­რო­ში მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი კურ­სე­ბი და­ი­წყე­ბა. მა­ის­ში კი სფე­რო­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბა.

ასე­ვე, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის, ირი­ნა წე­რი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2021 წლი­დან სტარ­ტა­პე­ბის ხელ­შე­წყო­ბის პროგ­რა­მე­ბის და­წყე­ბას გეგ­მა­ვენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

9 კლასდამთავრებულებს, ატესტატის ასაღებად, სკოლის გამოცდების ექსტერნად ჩაბარება აღარ მოუწევთ

9 კლასდამთავრებულებს, ატესტატის ასაღებად, სკოლის გამოცდების ექსტერნად ჩაბარება აღარ მოუწევთ

პროფესიული სასწავლებლის დიპლომი მნიშვნელობით სკოლის ატესტატს გაუთანაბრდება. უფრო კონკრეტულად, სკოლის საბაზო განათლების (9 კლასი) მქონე პირებს, ატესტატის ასაღებად, სკოლის გამოცდების ექსტერნად ჩაბარება აღარ მოუწევთ და სრული ზოგადი განათლების მქონე პირების მსგავსად (12 კლასის), უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება ექნებათ.

ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში პროფესიული განათლების მიმართულებით 3 წლის განმავლობაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ჩატარებული პრეზენტაციისას გახდა ცნობილი.

ამასთან, დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, იმ პირებს, ვისაც კონკრეტული სპეციალობა უკვე აქვთ, თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი ესაჭიროებათ, მისი მიღება პროფესიულ სასწავლებლებში ორწლიანი უფასო კურსის გავლის შემდეგ შეეძლებათ.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, 2019 წლის მარტიდან, პროფესიული განათლების მიმართულებით, ზრდასრულებისთვის სამშენებლო სფეროში მოკლევადიანი კურსები დაიწყება. მაისში კი სფეროების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

ასევე, პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსის, ირინა წერიძის ინფორმაციით, 2021 წლიდან სტარტაპების ხელშეწყობის პროგრამების დაწყებას გეგმავენ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ