ავტორი:

"გვყავს პატარა ბიჭი, ვზრდით მხოლოდ ჩვენ ორნი" - როგორ ცხოვრობენ სამორი ბალდე და სოფო ბარნოვი ამერიკაში

"გვყავს პატარა ბიჭი, ვზრდით მხოლოდ ჩვენ ორნი" - როგორ ცხოვრობენ სამორი ბალდე და სოფო ბარნოვი ამერიკაში

ცნობილი ქართველი ტელეწამყვანი და მუსიკოსი სამორი ბალდე რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს. ოკეანის გადაღმა საცხოვრებლად ის ცოლთან, დიზაინერ სოფო ბარნოვთან ერთად წავიდა. „რეიტინგი“ სამორის მეუღლეს, სოფო ბარნოვს ამერიკაში დაუკავშირდა და შეეცადა, გაერკვია როგორ მიდის ცნობილი წყვილის ამერიკული ცხოვრება.

- სოფო, პირველ რიგში მოგვიყევით როგორ აუღეთ ალღო ამერიკულ რიტმს და რა სირთულეებს წააწყდით?

- ამერიკაში კერძოდ ნიუ-იორში 4 წელია, რაც ვცხოვრობ ოჯახთან ერთად. როცა ჩამოვედით, პირველი თვეები სისტემაზე გადასართავად დაგვჭირდა, გავერკვიე უამრავ ჩემთვის უცხო საკითხში ბიუროკრატიულსა თუ ყოფითში, ბუნებრივად ჩავჯექი იმ რიტმში, რომელშიც ვართ.

- რას საქმიანობთ თქვენ და სამორი ამერიკაში?

- მე ჩემი პროფესიით ვმუშაობ ორ კომპანიაში, პირველში როგორც დეკორატორი, ე.წ decorative painter - ინტერიერში შეგვაქვს ცვლილებები, ფაქტურული და დეკორატიული მოტივის სახით, რაც ცხადია ხელით მოხატვას გულისხმობს. ხოლო მეორე კომპანიაში ვმუშაობ როგორც სამკაულების დიზაინერი. ასევე საკუთარ შემოქმედებას ვუთმობ დროს. რაც შეეხება სამორის, მანაც ბევრ სამსახურში გამოსცადა თავი, მათ შორის რთულ სამსახურებშიც, აქვს საინტერესო პროექტი და პარალელურად მუდმივად აკეთებს მუსიკას.

- როგორია საქართველოს გარეთ ცხოვრება?

- ვერ ვიტყოდი, რომ მარტივია სახლიდან შორს ყოფნა, პირველ რიგში ოჯახის წევრების და მეგობრებისგან, თუმცა მიღებული გამოცდილება ვფიქრობ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თვითგანვითარებისთვის, როგორც პროფესიული ასევე პიროვნული, რაც საკუთარი თავის გაცნობაში გვეხმარება. სრულიად უცხო გარემოში ამას უკეთესად ახერხებ, რადგან სირთულეები ყოველ ფეხის ნაბიჯზე გხვდება.

- რა სირთულეებს წააწყდით ემიგრაციაში ყოფნისას და საერთოდ რატომ გადაწყვიტეთ ემიგრაციაში წასვლა?

- ყველაზე რთული მაინც გადაწყვეტილების მიღება იყო, თუმცა როგორც აღვნიშნე, გარემოს შეცვლა, ახალი ცოდნის მიღება და შემდგომ იმ ადამიანებისთვის გაზიარება, ვისაც აქვს ინტერესი, ასევე პრიორიტეტულია.

- მოგვიყევით თქვენს შვილზე, როგორ ახერხებთ თქვენ და სამორი მშობლებისგან შორს ერთდროულად საქმის წარმატებით გაკეთებას და ბავშვის აღზრდას?

- გვყავს პატარა ბიჭი, ვზრდით მხოლოდ მე და სამორი, ვფიქრობ დროის სწორი გადანაწილებაა უმნიშვნელოვანესი და მაშინ ყველაფრის მოსწრებაა შესაძლებელი წაიკითხეთ სრულად

"საპროექტო ბიჭი აღმოვჩნდი..." - გაიცანით ირაკლი კაპანაძე "დიდი სცენიდან", რომელიც მეორე ლაივკონცერტის ლიდერია

აჩი ფურცელაძემ სტამბოლში ოპერაცია გაიკეთა - "ვერ ვსუნთქავდი..."

"სანდრო მრევლიშვილის თეატრი თითოეულ ჩვენგანშია" - რას იხსენებს მოწაფე რეჟისორზე, რომელიც მეუღლესთან ერთად, ერთ დღეს გარდაიცვალა