ავტორი:

რა იქნება მთავარი კონკურსანტისთვის, რომელიც "ევროვიზიაზე" წავა - ქეთათო "საქართველოს ვარსკვლავის" კონკურსანტებზე

რა იქნება მთავარი კონკურსანტისთვის, რომელიც "ევროვიზიაზე" წავა - ქეთათო "საქართველოს ვარსკვლავის" კონკურსანტებზე

"საქართველოს ვარსკვლავის" მეორე ტური გენიალურ მუსიკოს ირაკლი ჩარკვიანს, მეფეს მიეძღვნა. შესრულდა მისი არაერთი შესანიშნავი კომპოზიცია, რომლის ახლებური ვერსიები ნიკოლოზ რაჭველს ეკუთვნის. სცენაზე მუშაობდა ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიური ორკესტრი და ბენდი. კონკურსანტებმა დავალებას თავი მშვენივრად გაართვეს.

ჟიურის სპეციალური სტუმარი იყო ქეთათო ჩარკვიანი, რომელიც ჟიურის სხვა წევრებთან ერთად, მონაწილეების ნამღერს აფასებდა. კონცერტს ესწრებოდნენ ჩარკვიანების ოჯახის სხვა წევრებიც.

მეორე ტურის აუტსაიდერთა შორის - დიმა კობეშავიძე და იკაკო ალექსიძე აღმოჩდნენ. თუმცა მაყურებლის გადაწყვეტილებით, საბოლოოდ კონკურსს დიმა კობეშავიძე გამოეთიშა.

კონკურსის ლიდერი კვლავ ოთო ნემსაძე აღმოჩნდა სიმღერით "საქართველო".

იკაკო ალექსიძე:

- ძალიან ემოციური იყო დღევანდელი კონცერტი. გამიხარდა, რომ ირაკლი ჩარკვიანის სიმღერების შესრულება მოგვიხდა. პატარა-პატარა ხარვეზი კი მქონდა, თუმცა ვფიქრობ, მაყურებელს მაინც მოეწონა, ჟიურისაც. სამწუხაროდ, ბევრი ხმა ვერ მივიღე და ამის გამო აუტსაიდერებში მოვხვდი. რა თქმა უნდა, ამასაც ველოდი და ლიდერობასაც. ძალიან მეწყინა, დიმამ რომ დატოვა პროექტი, მოულოდნელი იყო, ყველას დაგვაკლდება. ის სიცოცხლით სავსე ადამიანია და ბევრ რაღაცას გვივსებდა კონკურსანტებს, ახლა ცოტა გაგვიჭირდება მის გარეშე გაგრძელება. ძალიან მიყვარს და მას წარმატებებს ვუსურვებ.

დიმა კობეშავიძე:

- ეს არის კონკურსი და თან, ჩემთვის პირველი კონკურსი არ არის, ასეთი სიტუაციები ადრეც ყოფილა, ვერაფერს განსაზღვრავ, რაც მოხდა, მოხდა. კონკურსის წესების მიხედვთ ასეა.

ყველაფრისთვის მზად ვიყავი და ყველაფრისთვის უნდა მოემზადოს ნებისმიერი მონაწილე. ამიტომაც შევხვდი აუღელვებლად.

ჩარკვიანის ტური დიდი გამოწვევა იყო და ის შეფასებები, რაც დღეს ჟიურისგან მივიღე, სასიამოვნოა და ამ შეფასებების მერე რომ ვტოვებ პროექტს, ჩემთვის ეს უკვე გამარჯვებაა! ამასთან, ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი შესრულებით. ხომ ნახეთ, სცენაზე თავს ვერ ვიკავებდი, შემიძლია ვთქვა, რომ მაქსიმუმი დავდე.

ოთო ნემსაძე:

- მეფის ტური და „მეფის კარზე“ სიმღერა ძალიან რთულია იმიტომ, რომ ეს ის ადამიანია, რომელმაც მუსიკა-მომავალი მომცა, ისეთი, რაც თაობებს დარჩება - როგორიც ჰქონდათ მამაჩემის თაობას, ჩემსას, ასევე ექნება ჩვენს შვილებს, მათ შვილებს და შვილიშვილებს, შვილთაშვილებს. ის მათ კიდევ მისცემს მომავალს. ირაკლი ჩარკვიანი მსოფლიო დონის, ტოპკლასის მუსიკოსია, ნინა სიმონესგან ვერ ვასხვავებ...

დიდი მადლობა ნიკოლოზ რაჭველს, მადლობა საოცარ ორკესტრს, არარეალურად მაგარ ბენდს, „საქართველოს ვარსკვლავს“, რომლის მეორე ტური შედგა და შედგა ისე, რომ ვერავინ ერთ ზედმეტ სიტყვას ვერ იტყვის. ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის - გულშემატკივრებით მოვდივარ აქამდე და მათ გარეშე ჩემს ცხოვრებას აზრი ნამდვილად არ ექნებოდა. მინდა დავამატო - ყოველი ტური ყოველი მონაწილისთვის დიდი სტრესია, მე ვარ ჩემს ძალიან მაგარ მუსიკოს მეგობრებთან ერთად. ჩვენთვის თითოეულის კონკურსიდან წასვლა ტკივილია. ამ ადამიანებთან ერთად, წლები გვაქვს გავლილი და სხვადასხვა სცენაზე ერთად გვიმღერია. დაე, ღირსეული წავიდეს „ევროვიზიაზე“ და ყველამ უგულშემატკივროს ღირსეულს.

ქეთათო ჩარკვიანი:

- კონკურსანტებზე არანაკლებად ვნერვიულობდი, განსაკუთრებით, კომპოზიციაზე „საქართველო“ და „გადმოვცურავ ზღვას“ - გაერთიანებული გახლდათ და ორივე რთულად შესასრულებელი კომპოზიცია იყო. ამიტომ ვღელავდი, მაგრამ თურმე არ უნდა მენერვიულა, ოთომ ძალიან შთამბეჭდავად შეასრულა, საკუთარ თავში დარწმუნებული იყო, რაც მნიშვნელოვანია.

არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ თითოეული კონკურსანტი თავისებურად საინტერესოა. არანჟირება ნიკოლოზ რაჭველის იყო, უდავოდ უმშვენიერესი და ძალიან დიდი გამოწვევა აღმოჩნდა თითოეული კონკურსანტისთვის, - ყველა გამარჯვებულია, როდესაც ამხელა სცენაზე ორკესტრთან და გენიალურ ბედნთან ერთად, ირაკლის რეპერტუარს ასრულებ. ეს უკვე სერიოზული განაცხადია, რასაც კონკურსანტებმა კარგად უპასუხეს.

იმდენად კარგად იყო გაორკესტრებული ძველი ვერსიები და თემები ისე საინტერესოდ იყო წამოწეული, სხვადასხვა სიმღერა გაერიანებიული, რომ უზომოდ მომეწონა. კარგი მუსიკოსების კარგ მუსიკაზე, კარგად ნამუშევარი ვიხილეთ. დანარჩენი ზოგი კონკურსანტი ღელავდა, ზოგი - არა, მაგრამ, დამიჯერეთ, ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა.

თუმცა ფავორიტების დასახელება გამიჭირდება. სამივე გოგონას ძალიან ვგულშემატკივრობ, სამივე ძალიან მომეწონა და ბიჭებშიც რამდენიმე ფავორიტი მყავს, ერთი არა.

„ევროვიზიაზე“ ვინ წავა, ჩვენი მაყურებელი მათგან ვის შარჩევს, არ ვიცი. მთავარია, ვინც გაიმარჯვებს, ზუსტად ჰქონდეს მორგებული სიმღერა, კარგი სიმღერა შურჩიონ.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს