სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს შეეხებათ მნიშვნელოვანი ცვლილებები წელს და როგორია კვირის ასტროლოგიური პროგნოზი
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს შეეხებათ მნიშვნელოვანი ცვლილებები წელს და როგორია კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კვი­რის ას­ტრო­ლო­გი­ურ პროგ­ნოზს აქ­ვეყ­ნებს:

"თა­მა­მად და დარ­წმუ­ნე­ბით შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ის გა­ცი­ლე­ბით უფრო მშვი­დი და და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე იან­ვა­რი, რო­მე­ლიც სხვა თუ არა­ფე­რი, მზი­სა და მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბებს მო­ი­ცავ­და... ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და და­დე­ბი­თი ტენ­დენ­ცი­აა, რაღა თქმა უნდა, ისიც, რომ თე­ბერ­ვალ­ში არ­ცერ­თი პლა­ნე­ტა უკუს­ვლით ფა­ზას არ გა­დის.

რო­გო­რი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი ტენ­დენ­ცი­ე­ბი გვექ­ნე­ბა 4 თე­ბერ­ვლი­დან 10 თე­ბერ­ვლის ჩათ­ვლით?

4-ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი ხდე­ბა, ძი­რი­თა­დად შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია წინა დღე­ე­ბის ტენ­დენ­ცი­ე­ბი. უბ­რა­ლოდ შე­გახ­სე­ნებთ, რომ ლა­პა­რა­კია მარ­სი­სა და პუ­ლო­ტო­ნის კვად­რატ­ზე, რო­მე­ლიც სირ­თუ­ლე­ებ­თან ერ­თად წინსვლის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც იძ­ლე­ვა, თუ მო­ზღვა­ვე­ბულ ენერ­გი­ას სწორ კა­ლა­პოტს მი­ვუ­ჩენთ. სულ ცოტა ხნით ადრე, 3-ში გვი­ან ღა­მით, ვე­ნე­რამ და­ტო­ვა მშვილ­დოს­ნის ზონა და თხის რქის სტუ­მა­რი გახ­და. აქე­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, 1 მარ­ტამ­დე, ანუ ვიდ­რე ვე­ნე­რა სა­ტურ­ნის სამ­ფლო­ბე­ლო­ში იმოძ­რა­ვებს, ჩვე­ნი ემო­ცი­უ­რი ფონი გა­ცი­ლე­ბით უფრო სტა­ბი­ლუ­რი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე წინა პე­რი­ოდ­ში. შე­საძ­ლოა, რომ გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბი შე­და­რე­ბით უფრო ცი­ვე­ბი, გულ­გრი­ლე­ბი და დის­ტან­ცი­უ­რე­ბი გვეჩ­ვე­ნონ ჩვენს მი­მართ. თუმ­ცა ეს იმის ბრა­ლია, რომ მი­წის სტი­ქია ვე­ნე­რას თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლო­ბას ჰმა­ტებს. ფი­ნან­სუ­რი კუ­თხით ვე­ნე­რას თხის რქის ზო­დი­ა­ქო­ში მოძ­რა­ო­ბა ასე­ვე თა­ვის გავ­ლე­ნას ამ­ჩნევს ჩვენს ხარ­ჯებს და აქაც, უფრო მომ­ჭირ­ნე­ე­ბი, ან­გა­რი­ში­ა­ნე­ბი და სტა­ბი­ლუ­რო­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი ვხდე­ბით.

მოვ­ლე­ნე­ბით დატ­ვირ­თუ­ლია 5 თე­ბერ­ვა­ლი - გარ­და იმი­სა, რომ მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქოს მე-16 გრა­დუს­ზე მზი­სა და მთვა­რის შე­ერ­თე­ბა გვაქვს, რაც ფაქ­ტი­უ­რად ახალმთვა­რე­ო­ბას მო­ას­წა­ვებს, ამ დღი­დან შე­დის ძა­ლა­ში ჩი­ნუ­რი ახა­ლი წე­ლიც, და პლი­უს ამას ყვე­ლა­ფერს-ცაზე ურა­ნი­სა და მარ­სის შე­ერ­თე­ბაც გვაქვს. მინ­და გი­თხრათ, რომ ეს ას­პექ­ტი თა­ვი­სე­ბურ ელ­ფერს ანი­ჭებს არა მხო­ლოდ 5 თე­ბერ­ვალს, არა­მედ მთლი­ა­ნად ამ ანუ ყვი­თე­ლი ღო­რის წე­ლი­წადსაც. აქე­დან­ვე შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ მომ­დევ­ნო 12 თვე საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, სი­ახ­ლე­ე­ბით სავ­სე, თუმ­ცა ამავდრო­უ­ლად იმ­პულ­სუ­რი ქმე­დე­ბე­ბით იქ­ნე­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლი.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ე­ხე­ბათ ვერ­ძებს, სას­წო­რებს, თხის რქებს და კირჩხი­ბებს

და­ნარ­ჩე­ნი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბი­სათ­ვის წე­ლი­წა­დი იქ­ნე­ბა შე­და­რე­ბით ნე­იტ­რა­ლუ­რი. თუმ­ცა რა თქმა უნდა, ეს გახ­ლავთ ზო­გა­დი შე­ფა­სე­ბა და უფრო დე­ტა­ლუ­რი ანა­ლი­ზი­სათ­ვის პი­რა­დი რუ­კის უფრო ვრცე­ლი ანა­ლი­ზია სა­ჭი­რო...

და­ვუბ­რუნ­დეთ ამ კვი­რას-ოთხშა­ბათ­სა და ხუთ­შა­ბათს გა­სუ­ლი კვი­რი­დან გად­მო­ყო­ლი­ლი ჰარ­მო­ნი­უ­ლი ას­პექ­ტე­ბი იმუ­შა­ვე­ბენ მთე­ლი დატ­ვირ­თვით. რაც იძ­ლე­ვა საკ­მა­ოდ კარგ შე­საძ­ლებ­ლო­ბას ჩვენც მაქ­სი­მა­ლუ­რი დატ­ვირ­თვით ვი­აქ­ტი­უ­როთ და მა­ღა­ლი რე­ზულ­ტა­ტე­ბი მი­ვი­ღოთ. ამა­ზეც, ალ­ბათ გახ­სოვთ, გა­სულ კვი­რა­ში უკვე გვქონ­და ვრცლად სა­უ­ბა­რი და თავს აღარ შე­გა­წყენთ. უბ­რა­ლოდ შე­გახ­სე­ნებთ, რო­მე­ლი თე­მე­ბის წა­მო­წე­ვა იქ­ნე­ბა უფრო უპ­რი­ა­ნი - ეს გახ­ლავთ ახლო თუ შო­რე­ულ გზებ­ზე მი­მოს­ვლის სა­კი­თხე­ბი, ხელ­საყ­რე­ლი დროა გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის­თვი­საც და უფ­რო­სო­ბას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­თვი­საც.

ახა­ლი ჰარ­მო­ნი­უ­ლი ას­პექ­ტე­ბი ირ­თვე­ბა 7 და 8 თე­ბერ­ვალს - ურა­ნი­სა და მერ­კუ­რის და ასე­ვე მზი­სა და მარ­სის, თუმ­ცა ძა­ლე­ბის სრუ­ლად ასაკ­რე­ფად მათ რამ­დე­ნი­მე დღე მა­ინც დას­ჭირ­დე­ბათ და ამი­ტო­მაც კვი­რის ბო­ლოს უფრო გა­მოკ­ვე­თი­ლი ზე­გავ­ლე­ნა ექ­ნე­ბათ. რაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ხა­ტოს რო­გორც ფი­ზი­კუ­რი ძა­ლე­ბის მო­ჭარ­ბე­ბით, ისე გო­ნე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბით.

თუმ­ცა კვი­რას, 10 თე­ბერ­ვალს მერ­კუ­რი ნი­შანს იც­ვლის და თევ­ზე­ბის ზო­დი­ა­ქო­ში გა­და­დის. ეს მის­თვის დი­დად სა­ხარ­ბი­ე­ლო ზონა არაა, ლო­გი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი აქ მკვეთ­რად ეცე­მა. გარ­თუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, მო­ი­მა­ტებს გა­უ­გებ­რო­ბე­ბის, გა­ურ­კვევ­ლო­ბე­ბის რი­ცხვი. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი ჩვე­ნი შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის მო­სურ­ნე­თა რი­ცხვმაც იმა­ტოს. იმის გამო, რომ მერ­კუ­რის თევ­ზებ­ში რეტ­როგ­რა­დუ­ლო­ბის პე­რი­ო­დიც უწევს, ის აქ საკ­მა­ოდ დიდ­ხანს, 17 აპ­რი­ლის ჩათ­ვლით იმოძ­რა­ვებს. გა­სა­გე­ბია, რომ მო­ტყუ­ე­ბის ან გა­უ­გებ­რო­ბე­ბის ში­შით ყვე­ლა მო­ლა­პა­რა­კე­ბას ასე შორს ვერ გა­დავ­დებთ. ამი­ტომ უნდა მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვე­ცა­დოთ ვი­ყოთ ფხიზ­ლად, დაკ­ვირ­ვე­ბით შე­ვის­წავ­ლოთ ყვე­ლა დე­ტა­ლი და რომ იტყვი­ან - ასი თვა­ლი და ასი ყური გა­მო­ვი­ბათ...

სა­მა­გი­ე­როდ, სწო­რედ ახლა, გა­სა­ქა­ნი ეძ­ლე­ვა ფან­ტა­ზი­ას, გა­მომ­გო­ნებ­ლო­ბას, შე­მოქ­მე­დე­ბას. სწო­რედ ამი­ტომ ეს პე­რი­ო­დი შთა­გო­ნე­ბის ხანა იქ­ნე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. აგ­რეთ­ვე მათ­თვის, ვი­საც მე­დი­ტი­რე­ბა ან ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის პრაქ­ტი­კე­ბი აინ­ტე­რე­სებს. ძალ­ზე კარ­გი დროა ძვე­ლი ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრე­ბის, ტაძ­რე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბის­თვის, ლოც­ვის­თვის, მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი­სა თუ წი­ნა­პარ­თა სუ­ლე­ბი­სათ­ვის მი­მარ­თვი­სათ­ვის... აი, ასე­თი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას საკ­მა­ოდ პო­ზი­ტი­უ­რი კვი­რა გვე­ლის წინ. ვი­სურ­ვებ, რომ ჩვენ ყვე­ლას სა­სი­კე­თოდ გა­მოგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნოს სამ­ყა­რო­სა­გან გა­მო­მე­ტე­ბუ­ლი შან­სე­ბი!"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

ზოდიაქოს რომელ ნიშნებს შეეხებათ მნიშვნელოვანი ცვლილებები წელს და როგორია კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

ზოდიაქოს რომელ ნიშნებს შეეხებათ მნიშვნელოვანი ცვლილებები წელს და როგორია კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს:

"თამამად და დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ის გაცილებით უფრო მშვიდი და დაბალანსებული იქნება, ვიდრე იანვარი, რომელიც სხვა თუ არაფერი, მზისა და მთვარის დაბნელებებს მოიცავდა... ასევე მნიშვნელოვანი და დადებითი ტენდენციაა, რაღა თქმა უნდა, ისიც, რომ თებერვალში არცერთი პლანეტა უკუსვლით ფაზას არ გადის.

როგორი ასტროლოგიური ტენდენციები გვექნება 4 თებერვლიდან 10 თებერვლის ჩათვლით?

4-ში განსაკუთრებული არაფერი ხდება, ძირითადად შენარჩუნებულია წინა დღეების ტენდენციები. უბრალოდ შეგახსენებთ, რომ ლაპარაკია მარსისა და პულოტონის კვადრატზე, რომელიც სირთულეებთან ერთად წინსვლის საშუალებასაც იძლევა, თუ მოზღვავებულ ენერგიას სწორ კალაპოტს მივუჩენთ. სულ ცოტა ხნით ადრე, 3-ში გვიან ღამით, ვენერამ დატოვა მშვილდოსნის ზონა და თხის რქის სტუმარი გახდა. აქედან მოყოლებული, 1 მარტამდე, ანუ ვიდრე ვენერა სატურნის სამფლობელოში იმოძრავებს, ჩვენი ემოციური ფონი გაცილებით უფრო სტაბილური იქნება, ვიდრე წინა პერიოდში. შესაძლოა, რომ გარშემომყოფები შედარებით უფრო ცივები, გულგრილები და დისტანციურები გვეჩვენონ ჩვენს მიმართ. თუმცა ეს იმის ბრალია, რომ მიწის სტიქია ვენერას თავშეკავებულობას ჰმატებს. ფინანსური კუთხით ვენერას თხის რქის ზოდიაქოში მოძრაობა ასევე თავის გავლენას ამჩნევს ჩვენს ხარჯებს და აქაც, უფრო მომჭირნეები, ანგარიშიანები და სტაბილურობაზე ორიენტირებულები ვხდებით.

მოვლენებით დატვირთულია 5 თებერვალი - გარდა იმისა, რომ მერწყულის ზოდიაქოს მე-16 გრადუსზე მზისა და მთვარის შეერთება გვაქვს, რაც ფაქტიურად ახალმთვარეობას მოასწავებს, ამ დღიდან შედის ძალაში ჩინური ახალი წელიც, და პლიუს ამას ყველაფერს-ცაზე ურანისა და მარსის შეერთებაც გვაქვს. მინდა გითხრათ, რომ ეს ასპექტი თავისებურ ელფერს ანიჭებს არა მხოლოდ 5 თებერვალს, არამედ მთლიანად ამ ანუ ყვითელი ღორის წელიწადსაც. აქედანვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მომდევნო 12 თვე საკმაოდ მრავალფეროვანი, სიახლეებით სავსე, თუმცა ამავდროულად იმპულსური ქმედებებით იქნება გამორჩეული.

მნიშვნელოვანი ცვლილებები შეეხებათ ვერძებს, სასწორებს, თხის რქებს და კირჩხიბებს

დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისათვის წელიწადი იქნება შედარებით ნეიტრალური. თუმცა რა თქმა უნდა, ეს გახლავთ ზოგადი შეფასება და უფრო დეტალური ანალიზისათვის პირადი რუკის უფრო ვრცელი ანალიზია საჭირო...

დავუბრუნდეთ ამ კვირას-ოთხშაბათსა და ხუთშაბათს გასული კვირიდან გადმოყოლილი ჰარმონიული ასპექტები იმუშავებენ მთელი დატვირთვით. რაც იძლევა საკმაოდ კარგ შესაძლებლობას ჩვენც მაქსიმალური დატვირთვით ვიაქტიუროთ და მაღალი რეზულტატები მივიღოთ. ამაზეც, ალბათ გახსოვთ, გასულ კვირაში უკვე გვქონდა ვრცლად საუბარი და თავს აღარ შეგაწყენთ. უბრალოდ შეგახსენებთ, რომელი თემების წამოწევა იქნება უფრო უპრიანი - ეს გახლავთ ახლო თუ შორეულ გზებზე მიმოსვლის საკითხები, ხელსაყრელი დროა განათლების მიღებისთვისაც და უფროსობასთან მოლაპარაკებებისთვისაც.

ახალი ჰარმონიული ასპექტები ირთვება 7 და 8 თებერვალს - ურანისა და მერკურის და ასევე მზისა და მარსის, თუმცა ძალების სრულად ასაკრეფად მათ რამდენიმე დღე მაინც დასჭირდებათ და ამიტომაც კვირის ბოლოს უფრო გამოკვეთილი ზეგავლენა ექნებათ. რაც შეიძლება გამოიხატოს როგორც ფიზიკური ძალების მოჭარბებით, ისე გონების გააქტიურებით.

თუმცა კვირას, 10 თებერვალს მერკური ნიშანს იცვლის და თევზების ზოდიაქოში გადადის. ეს მისთვის დიდად სახარბიელო ზონა არაა, ლოგიკური აზროვნების უნარი აქ მკვეთრად ეცემა. გართულებული იქნება მოლაპარაკებები, მოიმატებს გაუგებრობების, გაურკვევლობების რიცხვი. არაა გამორიცხული ჩვენი შეცდომაში შეყვანის მოსურნეთა რიცხვმაც იმატოს. იმის გამო, რომ მერკურის თევზებში რეტროგრადულობის პერიოდიც უწევს, ის აქ საკმაოდ დიდხანს, 17 აპრილის ჩათვლით იმოძრავებს. გასაგებია, რომ მოტყუების ან გაუგებრობების შიშით ყველა მოლაპარაკებას ასე შორს ვერ გადავდებთ. ამიტომ უნდა მაქსიმალურად შევეცადოთ ვიყოთ ფხიზლად, დაკვირვებით შევისწავლოთ ყველა დეტალი და რომ იტყვიან - ასი თვალი და ასი ყური გამოვიბათ...

სამაგიეროდ, სწორედ ახლა, გასაქანი ეძლევა ფანტაზიას, გამომგონებლობას, შემოქმედებას. სწორედ ამიტომ ეს პერიოდი შთაგონების ხანა იქნება ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის. აგრეთვე მათთვის, ვისაც მედიტირება ან ლუციდური სიზმრების პრაქტიკები აინტერესებს. ძალზე კარგი დროა ძველი ეკლესია-მონასტრების, ტაძრების მონახულებისთვის, ლოცვისთვის, მფარველი ანგელოზისა თუ წინაპართა სულებისათვის მიმართვისათვის... აი, ასეთი, შეიძლება ითქვას საკმაოდ პოზიტიური კვირა გველის წინ. ვისურვებ, რომ ჩვენ ყველას სასიკეთოდ გამოგვეყენებინოს სამყაროსაგან გამომეტებული შანსები!"

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ