პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გააგრძელებენ თუ არა ქეთი და ზაზა ერთად ცხოვრებას და როგორია "ჩცდ"-ს გმირის რეალური ოჯახი
გააგრძელებენ თუ არა ქეთი და ზაზა ერთად ცხოვრებას და როგორია "ჩცდ"-ს გმირის რეალური ოჯახი

მსა­ხი­ობ­მა სა­ლო­მე შარ­ვა­ძემ პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალ­ში - „ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი“ მე­თო­თხმე­ტე სე­ზო­ნი ფუ­რო­რით და­ას­რუ­ლა. მისი პერ­სო­ნა­ჟი ასე­თი აქ­ტუ­ა­ლუ­რი, რო­გორც წელს, არას­დროს ყო­ფი­ლა, რად­გა­ნაც ასე მო­ინ­დო­მა შე­მოქ­მე­დე­ბით­მა ჯგუფ­მა და რა თქმა უნდა, სე­რი­ა­ლის სცე­ნა­რის­ტმა.

არა­და, სა­ლო­მე „და­ქა­ლებ­ში“ პირ­ვე­ლი­ვე სე­ზო­ნი­დან მო­ნა­წი­ლე­ობს, თუმ­ცა მისი ცხოვ­რე­ბა ბოლო დროს უჩ­ვე­უ­ლოდ გან­ვი­თარ­და. მსა­ხი­ობ­მა და­კის­რე­ბულ ამო­ცა­ნას თავი მშვე­ნივ­რად გა­არ­თვა, თა­ვი­სი ოს­ტა­ტო­ბი­თაც მი­იქ­ცია ყუ­რა­დღე­ბა.

მა­ყუ­რე­ბელ­მა ქე­თის მდგო­მა­რე­ო­ბა გულ­თან ახ­ლოს მი­ი­ტა­ნა იმ­დე­ნად, რომ სე­რი­ა­ლი ზოგს რე­ა­ლო­ბა­შიც აე­რია... ყვე­ლა­ფე­რი კი იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ „ჩცდ“ ამ­დე­ნი წლის შემ­დეგ ცო­ცხა­ლი და მუდ­მი­ვად აქ­ტუ­ა­ლუ­რია, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი მუ­შა­ობს იმ პრობ­ლე­მურ თე­მებ­ზე, რომ­ლე­ბიც ქარ­თუ­ლი სი­ნამ­დვი­ლის­თვის უცხო არ არის...

აი, რო­გორ აფა­სებს მსა­ხი­ო­ბი სა­ლო­მე შარ­ვა­ძე სა­კუ­თარ როლს: "ქე­თის როლი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და საყ­ვა­რე­ლია ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში... ზო­გა­დად, "ჩცდ" ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლე­ბის­თვის უკვე სა­კულ­ტო სე­რი­ა­ლად იქცა. ამ­დე­ნი წე­ლია არ კარ­გავს აქ­ტუ­ა­ლო­ბას, ხა­რისხს, რე­ი­ტინგს... მა­ყუ­რე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ სე­ზონ­ზე მა­ტუ­ლობს... იზ­რდე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის ყუ­რა­დღე­ბა სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის მი­მართ... ბოლო სე­ზო­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო ჩემ­თვის, რად­გან ისე მოხ­და, რომ მთა­ვა­რი ხაზი ჩემი პერ­სო­ნა­ჟის და მისი ოჯა­ხის ირ­გვლივ ვი­თარ­დე­ბო­და...

ძა­ლი­ან ბევ­რი კომ­პლი­მენ­ტი მი­ვი­ღე ჩემ­თვის სა­ოც­რად ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან და ეს სი­ხა­რუ­ლი ალ­ბათ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გამ­ყვე­ბა... ამი­ტო­მაც ძა­ლი­ან მად­ლო­ბე­ლი ვარ სრუ­ლი­ად "ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტი­ვის", ჩემი გუნ­დის და უკვე ოჯა­ხის, რო­მელ­მაც ასე­თი შან­სი მომ­ცა... მსა­ხი­ო­ბის­თვის ასე­თი სა­ინ­ტე­რე­სო რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა დიდი ფუ­ფუ­ნე­ბაა და ძა­ლი­ან კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბა... იმე­დი მაქვს, რომ შევ­ძე­ლი და ეს შან­სი კარ­გად გა­მო­ვი­ყე­ნე...

ძა­ლი­ან თვითკრი­ტი­კუ­ლი ვარ, არას­დროს არა­ფე­რი მომ­წონს, რა­საც ვა­კე­თებ... სულ მეტი მინ­და და სულ მგო­ნია, რომ უკე­თე­სიც შე­საძ­ლე­ბე­ლია...

- ად­ვი­ლია ქე­თის რო­ლის თა­მა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო სე­რი­ებ­ში? ის მო­უ­ლოდ­ნე­ლად ერთ-ერთი ცენ­ტრა­ლუ­რი პერ­სო­ნა­ჟი და სე­რი­ა­ლის გმი­რე­ბის რის­ხვის ობი­ექ­ტი გახ­და...

- ად­ვი­ლი არ არის, თუმ­ცა ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა, რო­დე­საც იმ საქ­მით ხარ და­კა­ვე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან გიყ­ვარს... ქე­თის პერ­სო­ნა­ჟი ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა... ამ სე­ზონ­ზე მარ­თლაც მისი ცხოვ­რე­ბით ვი­ცხოვ­რე. მას­ზე ბევ­რს ვფიქ­რობ­დი, მაგ­რამ ძა­ლი­ან ად­ვი­ლია ყვე­ლა­ფე­რი, როცა შენი პარტნი­ო­რი გი­ორ­გი ბო­ჭო­რიშ­ვი­ლია - უზო­მოდ ნი­ჭი­ე­რი და შრო­მის­მოყ­ვა­რე მსა­ხი­ო­ბი... სა­ო­ცა­რი ბუ­ნებ­რი­ო­ბით და სი­ზუს­ტით ას­რუ­ლებს თა­ვის როლს... აქამ­დე არ ვი­ყა­ვი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი და ამ სე­ზო­ნის შემ­დეგ მგო­ნი, ჩვე­ნი სა­ტე­ლე­ვი­ზიო დუ­ე­ტი-წყვი­ლი შედ­გა. ძა­ლი­ან მიყ­ვარს გი­ორ­გი და მა­ხა­რებს ეს ამ­ბა­ვი. ასე­ვე არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვე­ბი არი­ან ეკა მჟა­ვა­ნა­ძე დ სოსო ხვე­დე­ლი­ძე. მათ­შიც ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა - სუ­პერ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი პარ­ტი­ო­რე­ბი მყავს გვერ­დით და მათ­თან ერ­თად, შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია!

ამას­თან, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სცე­ნა­რი, რე­ჟი­სო­რი, სხვა პარტნი­ო­რე­ბი... მე გა­თა­მა­მე­ბუ­ლი ვარ ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით, სუ­პერ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­ში მი­წევს მუ­შა­ო­ბა, რაც დიდი ფუ­ფუ­ნე­ბაა...

- ბევ­რს ვფიქ­რობ­დი ჩემს როლ­ზეო, - მთა­ვა­რი რა იყო ქე­თის როლი წარ­მო­სა­ჩე­ნად, რა "გა­სა­ღე­ბი" მო­არ­გე?

- მთა­ვა­რი ალ­ბათ ისაა, რომ ქეთი ბოლო დროს კარ­გად გა­ვი­ცა­ნი - რო­გო­რი ტი­პია, რა მოს­წონს, რა აწუ­ხებს, რა უქ­მნის დის­კომ­ფორ­ტს, რა უნდა... ანუ ქე­თის ხა­სი­ა­თის შტრი­ხე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა და აღ­მოჩ­ნდა, რომ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სო­ნა­ჟია... გა­მო­ვი­და, რომ თით­ქოს ამო­ცა­ნა მკა­ფი­ოდ და­ვი­ნა­ხე და მერე ამ გზით წა­ვე­დი... უფრო მე­ტად და­ვი­წყე ფიქ­რი და ალ­ბათ, შე­დე­გიც გა­მოჩ­ნდა, მაგ­რამ ჯერ ყვე­ლა­ფე­რი წინ არის...

- ბოლო სცე­ნა, ანუ მე­თო­თხმე­ტე სე­ზო­ნის ფი­ნა­ლი ხმა­უ­რი­ა­ნი, აქვე ბევ­რი კი­თხვის გამ­ჩე­ნი აღ­მოჩ­ნდა... რო­გორ ფიქ­რობ, ქეთი და ზაზა ერ­თად გა­აგ­რძე­ლე­ბენ ცხოვ­რე­ბას?

- წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს... ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა და მათი ბედი გო­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნის ხელ­შია (ქეთი დევ­და­რი­ანს ვგუ­ლის­ხმობ)... ამი­ტომ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მოვ­ლე­ნე­ბი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ გან­ვი­თარ­დე­ბა... ასე რომ, ერ­თად ვნა­ხოთ, ქე­თის და ზა­ზას ახალ სე­ზონ­ზე რა ბედი ეწე­ვათ...

- თა­ვად თუ ელო­დი ასეთ ფი­ნალს, რო­გორც დას­რულ­და მე­თო­თხმე­ტე სე­ზო­ნი?

- ამი­ტო­მაც არის ჩვე­ნი სა­მუ­შაო უზო­მოდ სა­ინ­ტე­რე­სო, რომ არას­დროს ვი­ცით, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი. ჩვენ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლია ხოლ­მე ჩვე­ნი­ვე პერ­სო­ნა­ჟე­ბის თავ­გა­და­სავ­ლე­ბი...

- ბოლო სე­რი­ის ქე­თის და ზა­ზას ბოლო სა­ტე­ლე­ფო­ნო მე­სი­ჯი - "მე უფრო გიყ­ვარ­დი, თუ ის?" - სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სხვა­დას­ხვა სა­ხუ­მა­რო ვერ­სი­ით "დატ­რი­ალ­და". შენ­ში რა ემო­ცი­ას იწ­ვევს?

- ბუ­ნებ­რი­ვია, ძა­ლი­ან ვერ­თო­ბი... ამა­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბევ­რი სა­სა­ცი­ლო პოს­ტი შე­მომ­ხვდა, თით­ქმის ყვე­ლა კომ­პა­ნია ჩვენს მი­მო­წე­რას სა­რეკ­ლა­მოდ იყე­ნებს. მოკ­ლედ, ეს სმს-იც სრუ­ლი სიმ­ძლავ­რით "გა­ჰიტ­და". კარ­გია, კარ­გი - ამას რა სჯო­ბია?!

- ერთ-ერთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნე, რომ შენი რე­ა­ლუ­რი დე­დამ­თი­ლი ერთ-ერთი სე­რი­ის ნახ­ვის შემ­დეგ, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვდა. რო­გორ არის ახლა და კონ­კრე­ტუ­ლად რა გა­ნი­ცა­და მან?

- ჩემი დე­დამ­თი­ლი ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნია, რო­გორც ჩანს, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად აღიქ­ვა ქე­თის ირ­გვლივ ამ­ტყდა­რი ამ­ბა­ვი და ძა­ლი­ან ინერ­ვი­უ­ლა... კონ­კრე­ტუ­ლად რამ აა­ღელ­ვა, ასე არ ვიცი... ალ­ბათ, ბო­ლომ­დე ჩა­ერ­თო ჩვენს ის­ტო­რი­ა­ში და გა­ნი­ცა­და... დიდი მად­ლო­ბა, ახლა ძა­ლი­ან კარ­გად გრძნობს თავს...

- ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბის აზ­რიც და ემო­ცი­ე­ბიც სა­ინ­ტე­რე­სოა - რას გე­უბ­ნე­ბი­ან?

- ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ბუ­ნებ­რი­ვია, ჩემ მი­მართ სუ­ბი­ექ­ტუ­რე­ბი არი­ან, ძა­ლი­ან მოს­წონთ, მამ­ხნე­ვე­ბენ და მგულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ... ამ სე­ზონ­ზე ყო­ველ­დღი­უ­რად, თით­ქმის 24-სა­ა­თი­ა­ნი გა­და­ღე­ბე­ბი გვქონ­და და ჩემს მე­უღ­ლეს ჩემ­თვის ხელი რომ არ შე­ე­წყო, ვე­რა­ფერს ვერ მო­ვა­ხერ­ხებ­დი...

მარ­თა - ჩემი შვი­ლი უკვე დიდი გო­გოა, ძა­ლინ ბევრ სწორ და აზ­რი­ან შე­კი­თხვას სვამს ჩვენს სე­რი­ალ­ზე, ჩემს პერ­სო­ნაჟ­ზე... ხან­და­ხან დიდ ხანს სრუ­ლი­ად სე­რი­ო­ზუ­ლად ვსა­უბ­რობთ, მის­გან რჩე­ვებ­საც ვი­ღებ და მისი აზრი ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია...

- და­ბო­ლოს, რას ეტყვი სე­რი­ა­ლის მა­ყუ­რე­ბელს, მათ, ვინც ერ­თგუ­ლად მოგ­ყვე­ბა პირ­ვე­ლი სე­რი­ე­ბი­დან და მა­თაც, ვინც, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ძი­რი­თა­დად, სა­ში­ნე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბის წე­რით არის გარ­თუ­ლი?

- ყვე­ლას დიდ მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დი, რომ პირ­ვე­ლი სე­რი­ი­დან დღემ­დე ჩვენ­თან ერ­თად არი­ან. მათ გა­რე­შე არა­ფე­რი გა­მო­ვი­დო­და... ჩვე­ნი სე­რი­ა­ლის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი ჭკუ­ას არა­ვის ას­წავ­ლის, არა­ვის მი­უ­თი­თებს პირ­და­პირ - ეს კარ­გია, თუ - ცუდი... ჩვე­ნი ყვე­ლას მი­ზა­ნია, რომ არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე და­ი­წყოს სა­უ­ბა­რი, გარ­ჩე­ვა, ფიქ­რი და ყვე­ლა თა­ვად მივა სწორ დას­კვნამ­დე... მთა­ვა­რია, გაგ­ვიჩ­ნდეს შე­კი­თხვე­ბი... ჩვე­ნი სე­რი­ა­ლი კი ამას ყო­ველ­თვის ახერ­ხებს, რომ მუდ­მი­ვად გან­სჯის სა­გა­ნი გახ­დეს... მა­ყუ­რე­ბელს კი დიდი მად­ლო­ბა ერ­თგუ­ლე­ბის­თვის!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

გააგრძელებენ თუ არა ქეთი და ზაზა ერთად ცხოვრებას და როგორია "ჩცდ"-ს გმირის რეალური ოჯახი

გააგრძელებენ თუ არა ქეთი და ზაზა ერთად ცხოვრებას და როგორია "ჩცდ"-ს გმირის რეალური ოჯახი

მსახიობმა სალომე შარვაძემ პოპულარულ სერიალში - „ჩემი ცოლის დაქალები“ მეთოთხმეტე სეზონი ფურორით დაასრულა. მისი პერსონაჟი ასეთი აქტუალური, როგორც წელს, არასდროს ყოფილა, რადგანაც ასე მოინდომა შემოქმედებითმა ჯგუფმა და რა თქმა უნდა, სერიალის სცენარისტმა.

არადა, სალომე „დაქალებში“ პირველივე სეზონიდან მონაწილეობს, თუმცა მისი ცხოვრება ბოლო დროს უჩვეულოდ განვითარდა. მსახიობმა დაკისრებულ ამოცანას თავი მშვენივრად გაართვა, თავისი ოსტატობითაც მიიქცია ყურადღება.

მაყურებელმა ქეთის მდგომარეობა გულთან ახლოს მიიტანა იმდენად, რომ სერიალი ზოგს რეალობაშიც აერია... ყველაფერი კი იმაზე მეტყველებს, რომ „ჩცდ“ ამდენი წლის შემდეგ ცოცხალი და მუდმივად აქტუალურია, შემოქმედებითი ჯგუფი მუშაობს იმ პრობლემურ თემებზე, რომლებიც ქართული სინამდვილისთვის უცხო არ არის...

აი, როგორ აფასებს მსახიობი სალომე შარვაძე საკუთარ როლს: "ქეთის როლი ძალიან მნიშვნელოვანი და საყვარელია ჩემს ცხოვრებაში... ზოგადად, "ჩცდ" ქართველი მაყურებლებისთვის უკვე საკულტო სერიალად იქცა. ამდენი წელია არ კარგავს აქტუალობას, ხარისხს, რეიტინგს... მაყურებელთა რაოდენობა ყოველ სეზონზე მატულობს... იზრდება ადამიანების ყურადღება სითბო და სიყვარული თითოეული ჩვენგანის მიმართ... ბოლო სეზონი განსაკუთრებული იყო ჩემთვის, რადგან ისე მოხდა, რომ მთავარი ხაზი ჩემი პერსონაჟის და მისი ოჯახის ირგვლივ ვითარდებოდა...

ძალიან ბევრი კომპლიმენტი მივიღე ჩემთვის საოცრად ავტორიტეტული ადამიანებისგან და ეს სიხარული ალბათ მთელი ცხოვრება გამყვება... ამიტომაც ძალიან მადლობელი ვარ სრულიად "ფორმულა კრეატივის", ჩემი გუნდის და უკვე ოჯახის, რომელმაც ასეთი შანსი მომცა... მსახიობისთვის ასეთი საინტერესო როლის შესრულება დიდი ფუფუნებაა და ძალიან კარგი შესაძლებლობა... იმედი მაქვს, რომ შევძელი და ეს შანსი კარგად გამოვიყენე...

ძალიან თვითკრიტიკული ვარ, არასდროს არაფერი მომწონს, რასაც ვაკეთებ... სულ მეტი მინდა და სულ მგონია, რომ უკეთესიც შესაძლებელია...

- ადვილია ქეთის როლის თამაში, განსაკუთრებით ბოლო სერიებში? ის მოულოდნელად ერთ-ერთი ცენტრალური პერსონაჟი და სერიალის გმირების რისხვის ობიექტი გახდა...

- ადვილი არ არის, თუმცა ძალიან სასიამოვნოა, როდესაც იმ საქმით ხარ დაკავებული, რომელიც ძალიან გიყვარს... ქეთის პერსონაჟი ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა... ამ სეზონზე მართლაც მისი ცხოვრებით ვიცხოვრე. მასზე ბევრს ვფიქრობდი, მაგრამ ძალიან ადვილია ყველაფერი, როცა შენი პარტნიორი გიორგი ბოჭორიშვილია - უზომოდ ნიჭიერი და შრომისმოყვარე მსახიობი... საოცარი ბუნებრიობით და სიზუსტით ასრულებს თავის როლს... აქამდე არ ვიყავი დარწმუნებული და ამ სეზონის შემდეგ მგონი, ჩვენი სატელევიზიო დუეტი-წყვილი შედგა. ძალიან მიყვარს გიორგი და მახარებს ეს ამბავი. ასევე არაჩვეულებრივები არიან ეკა მჟავანაძე დ სოსო ხვედელიძე. მათშიც ძალიან გამიმართლა - სუპერ პროფესიონალი პარტიორები მყავს გვერდით და მათთან ერთად, შეუძლებელი არაფერია!

ამასთან, მნიშვნელოვანია სცენარი, რეჟისორი, სხვა პარტნიორები... მე გათამამებული ვარ ყველა მიმართულებით, სუპერ პროფესიონალებში მიწევს მუშაობა, რაც დიდი ფუფუნებაა...

- ბევრს ვფიქრობდი ჩემს როლზეო, - მთავარი რა იყო ქეთის როლი წარმოსაჩენად, რა "გასაღები" მოარგე?

- მთავარი ალბათ ისაა, რომ ქეთი ბოლო დროს კარგად გავიცანი - როგორი ტიპია, რა მოსწონს, რა აწუხებს, რა უქმნის დისკომფორტს, რა უნდა... ანუ ქეთის ხასიათის შტრიხები გამოიკვეთა და აღმოჩნდა, რომ ძალიან საინტერესო პერსონაჟია... გამოვიდა, რომ თითქოს ამოცანა მკაფიოდ დავინახე და მერე ამ გზით წავედი... უფრო მეტად დავიწყე ფიქრი და ალბათ, შედეგიც გამოჩნდა, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინ არის...

- ბოლო სცენა, ანუ მეთოთხმეტე სეზონის ფინალი ხმაურიანი, აქვე ბევრი კითხვის გამჩენი აღმოჩნდა... როგორ ფიქრობ, ქეთი და ზაზა ერთად გააგრძელებენ ცხოვრებას?

- წარმოდგენა არ მაქვს... ძალიან საინტერესოა და მათი ბედი გონიერი ადამიანის ხელშია (ქეთი დევდარიანს ვგულისხმობ)... ამიტომ, დარწმუნებული ვარ, მოვლენები ძალიან საინტერესოდ განვითარდება... ასე რომ, ერთად ვნახოთ, ქეთის და ზაზას ახალ სეზონზე რა ბედი ეწევათ...

- თავად თუ ელოდი ასეთ ფინალს, როგორც დასრულდა მეთოთხმეტე სეზონი?

- ამიტომაც არის ჩვენი სამუშაო უზომოდ საინტერესო, რომ არასდროს ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენთვის მოულოდნელია ხოლმე ჩვენივე პერსონაჟების თავგადასავლები...

- ბოლო სერიის ქეთის და ზაზას ბოლო სატელეფონო მესიჯი - "მე უფრო გიყვარდი, თუ ის?" - სოციალურ ქსელში სხვადასხვა სახუმარო ვერსიით "დატრიალდა". შენში რა ემოციას იწვევს?

- ბუნებრივია, ძალიან ვერთობი... ამაზე სოციალურ ქსელში ბევრი სასაცილო პოსტი შემომხვდა, თითქმის ყველა კომპანია ჩვენს მიმოწერას სარეკლამოდ იყენებს. მოკლედ, ეს სმს-იც სრული სიმძლავრით "გაჰიტდა". კარგია, კარგი - ამას რა სჯობია?!

- ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში აღნიშნე, რომ შენი რეალური დედამთილი ერთ-ერთი სერიის ნახვის შემდეგ, საავადმყოფოში მოხვდა. როგორ არის ახლა და კონკრეტულად რა განიცადა მან?

- ჩემი დედამთილი ძალიან ემოციური ადამიანია, როგორც ჩანს, ძალიან სერიოზულად აღიქვა ქეთის ირგვლივ ამტყდარი ამბავი და ძალიან ინერვიულა... კონკრეტულად რამ ააღელვა, ასე არ ვიცი... ალბათ, ბოლომდე ჩაერთო ჩვენს ისტორიაში და განიცადა... დიდი მადლობა, ახლა ძალიან კარგად გრძნობს თავს...

- ოჯახის სხვა წევრების აზრიც და ემოციებიც საინტერესოა - რას გეუბნებიან?

- ჩემი ოჯახის წევრები ბუნებრივია, ჩემ მიმართ სუბიექტურები არიან, ძალიან მოსწონთ, მამხნევებენ და მგულშემატკივრობენ... ამ სეზონზე ყოველდღიურად, თითქმის 24-საათიანი გადაღებები გვქონდა და ჩემს მეუღლეს ჩემთვის ხელი რომ არ შეეწყო, ვერაფერს ვერ მოვახერხებდი...

მართა - ჩემი შვილი უკვე დიდი გოგოა, ძალინ ბევრ სწორ და აზრიან შეკითხვას სვამს ჩვენს სერიალზე, ჩემს პერსონაჟზე... ხანდახან დიდ ხანს სრულიად სერიოზულად ვსაუბრობთ, მისგან რჩევებსაც ვიღებ და მისი აზრი ჩემთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია...

- დაბოლოს, რას ეტყვი სერიალის მაყურებელს, მათ, ვინც ერთგულად მოგყვება პირველი სერიებიდან და მათაც, ვინც, სოციალურ ქსელში ძირითადად, საშინელი კომენტარების წერით არის გართული?

- ყველას დიდ მადლობას გადავუხდი, რომ პირველი სერიიდან დღემდე ჩვენთან ერთად არიან. მათ გარეშე არაფერი გამოვიდოდა... ჩვენი სერიალის შემოქმედებითი ჯგუფი ჭკუას არავის ასწავლის, არავის მიუთითებს პირდაპირ - ეს კარგია, თუ - ცუდი... ჩვენი ყველას მიზანია, რომ არსებულ პრობლემებზე დაიწყოს საუბარი, გარჩევა, ფიქრი და ყველა თავად მივა სწორ დასკვნამდე... მთავარია, გაგვიჩნდეს შეკითხვები... ჩვენი სერიალი კი ამას ყოველთვის ახერხებს, რომ მუდმივად განსჯის საგანი გახდეს... მაყურებელს კი დიდი მადლობა ერთგულებისთვის!

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს