პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჰოსპიტალიზაცია სტრესული არ იყოს
რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჰოსპიტალიზაცია სტრესული არ იყოს

გეგ­მი­უ­რი ოპე­რა­ცია და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია, პა­ცი­ენ­ტის­თვის თით­ქმის ყო­ველ­თვის სტრე­სის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. უამ­რა­ვი სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო სა­ხის კი­თხვა, რო­მე­ლიც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­წო­ლას­თან ასო­ცირ­დე­ბა, ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ შიშს და და­ძა­ბუ­ლო­ბას კი­დევ უფრო ამ­ძაფ­რებს.

„ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კორ­ძა­ხია პა­ცი­ენ­ტებს წი­ნა­სა­ო­პე­რა­ციო სტრე­სის დაძ­ლე­ვა­ში რჩე­ვე­ბით და­ეხ­მა­რე­ბა და ასე­ვე, გა­ნუ­მარ­ტავს თუ რაზე უნდა გა­ა­მახ­ვი­ლონ ყუ­რა­დღე­ბა ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის სამ­ზა­დი­სის დროს, რომ პრო­ცეს­მა პრო­დუქ­ტი­უ­ლად, მკურ­ნა­ლო­ბამ კი - წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­როს.

რით უნდა და­ვი­წყოთ ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის­თვის სამ­ზა­დი­სი?

და­ი­წყეთ კი­თხვე­ბის დას­მით თქვე­ნი ექი­მი­სა და ექთ­ნის მი­სა­მარ­თით. პა­ცი­ენ­ტე­ბის ნა­წილს კი­თხვე­ბის დას­მა ერი­დე­ბა, რად­გან ფიქ­რო­ბენ, რომ ექი­მი და­კა­ვე­ბუ­ლია. მან კი ისე­თი კი­თხვა უნდა და­უს­ვას, მა­გა­ლი­თად რო­გო­რი­ცაა - მექ­ნე­ბა თუ არა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში Wi-Fi ან რო­გო­რია კვე­ბის მე­ნიუ. აუ­ცი­ლებ­ლად იკი­თხეთ ყვე­ლა­ფე­რი, რაც თქვენ­თვის მნიშნ­ვე­ლო­ვა­ნია, რად­გან ასეთ შემ­თხვე­ვა­ში თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბით. პა­ცი­ენ­ტის პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბა კი მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში ექი­მის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

რა უნდა ჰკი­თხოს პა­ცი­ენ­ტმა ექიმს პირ­ველ რიგ­ში?

ჰკი­თხეთ ყვე­ლაფ­რის შე­სა­ხებ, რაც სტა­ცი­ო­ნარ­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდსა და რე­ჟიმს ეხე­ბა - რამ­დე­ნი ხანი გაგ­რძელ­დე­ბა ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია, რა მოხ­დე­ბა გა­წე­რის შემ­დეგ, შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სამ­სა­ხურ­ში და­უ­ყოვ­ნებ­ლივ დაბ­რუ­ნე­ბა თუ სა­ჭი­როა სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პე­რი­ო­დი, რა შე­ზღუდ­ვე­ბი და­გი­წეს­დე­ბათ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის დროს, უნდა და­იც­ვათ თუ არა დი­ე­ტა, სხვ.

აუ­ცი­ლე­ბე­ლია, იცო­დეთ, იქ­ნე­ბა თუ არა სა­ჭი­რო ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ რა­ი­მე სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბა. მა­გა­ლი­თად - თუ პა­ცი­ენტს ტრავ­მა­ტო­ლო­გი­უ­რი ოპე­რა­ცია უტარ­დე­ბა მუხ­ლზე, მას დას­ჭირ­დე­ბა ხელ­ჯო­ხი ან ყა­ვარ­ჯე­ნი. ექი­მის­თვის ეს ცხა­დია, პა­ცი­ენ­ტმა კი, შე­საძ­ლოა, არ იცო­დეს. ამი­ტომ, უმ­ჯო­ბე­სია ად­რე­ვე იზ­რუ­ნოს, ვიდ­რე გა­წე­რის დღეს და­ურ­ე­კოს ახ­ლობ­ლებს, სას­წრა­ფოდ მო­უ­ტა­ნონ ყა­ვარ­ჯნე­ბი. და­ა­ზუს­ტეთ, ასე­ვე, უნდა წა­ი­ღოთ თუ არა თან კბი­ლის ჯაგ­რი­სი, პას­ტა, სა­ვარ­ცხე­ლი, ჩუს­ტე­ბი, ხა­ლა­თი და სხვა პი­რა­დი ნივ­თე­ბი, თუ ამ ყვე­ლა­ფერს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოგ­ცე­მენ.

უნდა გა­ვაფრ­თხი­ლოთ თუ არა ექი­მი, თუ რამე მე­დი­კა­მენტს ვი­ღებთ?

ექიმს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა უთხრათ თქვე­ნი გეგ­მი­უ­რი მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის შე­სა­ხებ. უნდა მო­უყ­ვეთ, რა წამ­ლებს სვამთ ყო­ველ­დღი­უ­რად. თუ ჰი­პერ­ტო­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი ან ბრონ­ქუ­ლი ას­თმა გაქვთ, წი­ნას­წარ და­წე­რეთ ყვე­ლა პრე­პა­რა­ტის და­სა­ხე­ლე­ბა, დოზა, მი­ღე­ბის დრო.

ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ზოგი პრე­პა­რა­ტი შე­საძ­ლოა იყოს მო­სახ­სნე­ლი წი­ნა­სა­ო­პე­რა­ციო პე­რი­ოდ­ში. ამ პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში ოპე­რა­ცია გა­და­ვად­დე­ბა.

კი­დევ რა უნდა ვუ­თხრათ ექიმს?

ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ამ­დე მკურ­ნა­ლი ექი­მი ან ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი გკი­თხავთ, რა და­ა­ვა­დე­ბე­ბი გაქვთ გა­და­ტა­ნი­ლი, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი თუ გაქვთ რა­ი­მე ოპე­რა­ცია, რო­გო­რი იყო ანეს­თე­ზია, სხვ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ექი­მის ყვე­ლა კი­თხვას უპა­სუ­ხოთ.

რა ნი­უ­ან­სე­ბია გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი სტა­ცი­ო­ნარ­ში მკურ­ნა­ლო­ბის თან­ხის გა­დახ­დის დროს?

უმ­ჯო­ბე­სია წი­ნას­წარ იცო­დეთ, გა­დახ­დის რა პი­რო­ბე­ბი მოქ­მე­დებს კლი­ნი­კა­ში, მა­გა­ლი­თად შე­გიძ­ლი­ათ თუ არა ბა­რა­თით ან გა­და­რი­ცხვით გა­დახ­და, რო­დის უნდა გა­და­ი­ხა­დოთ თან­ხა - ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ამ­დე თუ გა­წე­რის შემ­დეგ.

რა­ტომ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში დრო­უ­ლად მის­ვლა?

სა­ბუ­თე­ბის გა­ფორ­მე­ბის პრო­ცე­სი ხში­რად დროს მო­ი­თხოვს, ამი­ტომ ყვე­ლას ვურ­ჩევ, და­გეგ­მილ დრო­ზე ადრე მი­ვიდ­ნენ კლი­ნი­კა­ში. დრო რომ არ და­კარ­გოთ, გა­არ­კვი­ეთ, რო­გორ მიხ­ვი­დეთ სა­ა­ვად­მყო­ფომ­დე, არის თუ არა სა­ცო­ბე­ბი, შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა კლი­ნი­კას­თან ახ­ლოს მან­ქა­ნის პარ­კი­რე­ბა.

ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ დრო, რო­დე­საც ოპე­რა­ცია ინიშ­ნე­ბა, პი­რო­ბი­თია. შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ რო­მე­ლი­მე სხვა პრო­ცე­დუ­რა ან ოპე­რა­ცია და­ნიშ­ნულ დროს არ დას­რულ­დეს და შემ­დე­გი ოპე­რა­ცი­ის დრომ გა­და­ი­წი­ოს. ასე­თი რამ ყველ­გან ხდე­ბა, ამი­ტომ უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბა თუ ამ სა­კითხს მოთ­მი­ნე­ბით მი­უდ­გე­ბით.

რა უნდა იცოდ­ნენ ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ პა­ცი­ენ­ტის ოჯა­ხის წევ­რებ­მა?

ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია არა მხო­ლოდ პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვი­საა სტრე­სუ­ლი, არა­მედ მისი ახ­ლობ­ლე­ბის­თვი­საც. ამი­ტომ, უნდა უთხრათ, რამ­დენ ხანს დაჰ­ყოფთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, რო­მელ სა­ა­თებ­ში შეძ­ლე­ბენ თქვენს ნახ­ვას, ან ტე­ლე­ფო­ნით და­რეკ­ვას. ჩვენ­თან, „ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ პა­ცი­ენ­ტის ახ­ლობ­ლე­ბის­თვის გან­სა­ზღვრუ­ლია მო­ნა­ხუ­ლე­ბის სა­ა­თე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა ბავ­შვე­ბის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას, ჩვენ­თან უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას იწყებს ბავ­შვთა ჯან­მრთე­ლო­ბის ცენ­ტრი. ცენ­ტრში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა პა­ლა­ტა აღ­ჭურ­ვი­ლია ავე­ჯით, სა­დაც მშობ­ლის გან­თავ­სე­ბა არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ შე­საძ­ლოა პა­ცი­ენ­ტი მო­თავ­სდეს ისეთ სივ­რცე­ში სა­დაც მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბით სარ­გებ­ლო­ბა აკ­რძა­ლუ­ლია, მაგ. პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლი პა­ლა­ტა ან ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა, ამი­ტომ, უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბა, და­ა­ზუს­ტოთ ექიმ­თან, რო­დის შეძ­ლებთ ახ­ლობ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბას, ან სთხო­ვოთ, თა­ვად და­უ­კავ­შირ­დეს მათ და აც­ნო­ბონ თქვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ.

„ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ არ­სე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სე­ბის და მედ­პერ­სო­ნა­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ჰოს­პი­ტა­ლის სა­იტ­ზე www.newhospitals.ge ან ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე 2 190 190.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჰოსპიტალიზაცია სტრესული არ იყოს

რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჰოსპიტალიზაცია სტრესული არ იყოს

გეგმიური ოპერაცია და მასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია, პაციენტისთვის თითქმის ყოველთვის სტრესის ფონზე მიმდინარეობს. უამრავი საორგანიზაციო სახის კითხვა, რომელიც საავადმყოფოში დაწოლასთან ასოცირდება, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ შიშს და დაძაბულობას კიდევ უფრო ამძაფრებს.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ სამედიცინო დირექტორი გიორგი კორძახია პაციენტებს წინასაოპერაციო სტრესის დაძლევაში რჩევებით დაეხმარება და ასევე, განუმარტავს თუ რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება ჰოსპიტალიზაციის სამზადისის დროს, რომ პროცესმა პროდუქტიულად, მკურნალობამ კი - წარმატებით ჩაიაროს.

რით უნდა დავიწყოთ ჰოსპიტალიზაციისთვის სამზადისი?

დაიწყეთ კითხვების დასმით თქვენი ექიმისა და ექთნის მისამართით. პაციენტების ნაწილს კითხვების დასმა ერიდება, რადგან ფიქრობენ, რომ ექიმი დაკავებულია. მან კი ისეთი კითხვა უნდა დაუსვას, მაგალითად როგორიცაა - მექნება თუ არა საავადმყოფოში Wi-Fi ან როგორია კვების მენიუ. აუცილებლად იკითხეთ ყველაფერი, რაც თქვენთვის მნიშნველოვანია, რადგან ასეთ შემთხვევაში თავდაჯერებული იქნებით. პაციენტის პოზიტიური განწყობა კი მკურნალობის პროცესში ექიმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

რა უნდა ჰკითხოს პაციენტმა ექიმს პირველ რიგში?

ჰკითხეთ ყველაფრის შესახებ, რაც სტაციონარში ყოფნის პერიოდსა და რეჟიმს ეხება - რამდენი ხანი გაგრძელდება ჰოსპიტალიზაცია, რა მოხდება გაწერის შემდეგ, შესაძლებელი იქნება სამსახურში დაუყოვნებლივ დაბრუნება თუ საჭიროა სარეაბილიტაციო პერიოდი, რა შეზღუდვები დაგიწესდებათ რეაბილიტაციის დროს, უნდა დაიცვათ თუ არა დიეტა, სხვ.

აუცილებელია, იცოდეთ, იქნება თუ არა საჭირო ოპერაციის შემდეგ რაიმე სპეციალური მოწყობილობა. მაგალითად - თუ პაციენტს ტრავმატოლოგიური ოპერაცია უტარდება მუხლზე, მას დასჭირდება ხელჯოხი ან ყავარჯენი. ექიმისთვის ეს ცხადია, პაციენტმა კი, შესაძლოა, არ იცოდეს. ამიტომ, უმჯობესია ადრევე იზრუნოს, ვიდრე გაწერის დღეს დაურეკოს ახლობლებს, სასწრაფოდ მოუტანონ ყავარჯნები. დააზუსტეთ, ასევე, უნდა წაიღოთ თუ არა თან კბილის ჯაგრისი, პასტა, სავარცხელი, ჩუსტები, ხალათი და სხვა პირადი ნივთები, თუ ამ ყველაფერს საავადმყოფოში მოგცემენ.

უნდა გავაფრთხილოთ თუ არა ექიმი, თუ რამე მედიკამენტს ვიღებთ?

ექიმს აუცილებლად უნდა უთხრათ თქვენი გეგმიური მედიკამენტოზური მკურნალობის შესახებ. უნდა მოუყვეთ, რა წამლებს სვამთ ყოველდღიურად. თუ ჰიპერტონული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი ან ბრონქული ასთმა გაქვთ, წინასწარ დაწერეთ ყველა პრეპარატის დასახელება, დოზა, მიღების დრო.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ზოგი პრეპარატი შესაძლოა იყოს მოსახსნელი წინასაოპერაციო პერიოდში. ამ პირობების დარღვევის შემთხვევაში ოპერაცია გადავადდება.

კიდევ რა უნდა ვუთხრათ ექიმს?

ჰოსპიტალიზაციამდე მკურნალი ექიმი ან ანესთეზიოლოგი გკითხავთ, რა დაავადებები გაქვთ გადატანილი, ჩატარებული თუ გაქვთ რაიმე ოპერაცია, როგორი იყო ანესთეზია, სხვ. მნიშვნელოვანია ექიმის ყველა კითხვას უპასუხოთ.

რა ნიუანსებია გასათვალისწინებელი სტაციონარში მკურნალობის თანხის გადახდის დროს?

უმჯობესია წინასწარ იცოდეთ, გადახდის რა პირობები მოქმედებს კლინიკაში, მაგალითად შეგიძლიათ თუ არა ბარათით ან გადარიცხვით გადახდა, როდის უნდა გადაიხადოთ თანხა - ჰოსპიტალიზაციამდე თუ გაწერის შემდეგ.

რატომ არის აუცილებელი საავადმყოფოში დროულად მისვლა?

საბუთების გაფორმების პროცესი ხშირად დროს მოითხოვს, ამიტომ ყველას ვურჩევ, დაგეგმილ დროზე ადრე მივიდნენ კლინიკაში. დრო რომ არ დაკარგოთ, გაარკვიეთ, როგორ მიხვიდეთ საავადმყოფომდე, არის თუ არა საცობები, შესაძლებელია თუ არა კლინიკასთან ახლოს მანქანის პარკირება.

ასევე, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ დრო, როდესაც ოპერაცია ინიშნება, პირობითია. შესაძლებელია, რომ რომელიმე სხვა პროცედურა ან ოპერაცია დანიშნულ დროს არ დასრულდეს და შემდეგი ოპერაციის დრომ გადაიწიოს. ასეთი რამ ყველგან ხდება, ამიტომ უმჯობესი იქნება თუ ამ საკითხს მოთმინებით მიუდგებით.

რა უნდა იცოდნენ ჰოსპიტალიზაციის შესახებ პაციენტის ოჯახის წევრებმა?

ჰოსპიტალიზაცია არა მხოლოდ პაციენტებისთვისაა სტრესული, არამედ მისი ახლობლებისთვისაც. ამიტომ, უნდა უთხრათ, რამდენ ხანს დაჰყოფთ საავადმყოფოში, რომელ საათებში შეძლებენ თქვენს ნახვას, ან ტელეფონით დარეკვას. ჩვენთან, „ნიუ ჰოსპიტალსში“ პაციენტის ახლობლებისთვის განსაზღვრულია მონახულების საათები. რაც შეეხება ბავშვების ჰოსპიტალიზაციას, ჩვენთან უახლოეს დღეებში ფუნქციონირებას იწყებს ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი. ცენტრში არსებული ყველა პალატა აღჭურვილია ავეჯით, სადაც მშობლის განთავსება არის შესაძლებელი.

ოპერაციის შემდეგ შესაძლოა პაციენტი მოთავსდეს ისეთ სივრცეში სადაც მობილური ტელეფონებით სარგებლობა აკრძალულია, მაგ. პოსტოპერაციული პალატა ან ინტენსიური თერაპიის განყოფილება, ამიტომ, უმჯობესი იქნება, დააზუსტოთ ექიმთან, როდის შეძლებთ ახლობლებთან დაკავშირებას, ან სთხოვოთ, თავად დაუკავშირდეს მათ და აცნობონ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

„ნიუ ჰოსპიტალსში“ არსებული სამედიცინო სერვისების და მედპერსონალის შესახებ ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ჰოსპიტალის საიტზე www.newhospitals.ge ან ტელეფონის ნომერზე 2 190 190.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის