პოლიტიკა
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვდგები ჩემთვის უმძიმესი არჩევანის წინაშე..." - ევროპის ჩემპიონი ზურა დათუნაშვილი განცხადებას ავრცელებს
"ვდგები ჩემთვის უმძიმესი არჩევანის წინაშე..." - ევროპის ჩემპიონი ზურა დათუნაშვილი განცხადებას ავრცელებს

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი ზურა და­თუ­ნაშ­ვი­ლი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და მთავ­რო­ბას, სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს, ოლიმ­პი­ურ კო­მი­ტეტ­სა და პარ­ლა­მენ­ტის სპორ­ტის კო­მი­ტეტს მისი პრობ­ლე­მით და­ინ­ტე­რე­სე­ბას სთხოვს.

რო­გორც და­თუ­ნაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, არ­სე­ბუ­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ის დგას არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე - ან და­ას­რუ­ლოს კა­რი­ე­რა, ან იფიქ­როს სხვა ქვეყ­ნის სა­ხე­ლით ას­პა­რე­ზო­ბა­ზე.

„რამ­დე­ნი­მე დღეა გან­ვა­ახ­ლე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ვარ­ჯი­ში, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვიცი კონ­კრე­ტუ­ლად რის­თვის ვემ­ზა­დე­ბი, რად­გან მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­მო­ტა­ნი­ლი აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის მი­ხედ­ვით ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი დარ­ჩა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, მე კი აქამ­დეც არა­ერ­თხელ აღ­ვნიშ­ნე, რომ ჩემი ამ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა არის შე­უძ­ლე­ბე­ლი. ამ მო­ცე­მუ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვდგე­ბი ჩემ­თვის უმ­ძი­მე­სი ორი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე - ან და­ვას­რუ­ლო კა­რი­ე­რა, ან ვი­ფიქ­რო სხვა ქვეყ­ნის სა­ხე­ლით ას­პა­რე­ზო­ბა­ზე. ჩემ­თვის ჭი­და­ო­ბა არის არა მხო­ლოდ საქ­მი­ა­ნო­ბა, არა­მედ ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი, 21 წელ­ზე მე­ტია ამ სპორ­ტით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი და მის გა­რე­შე არ­სე­ბო­ბა უბ­რა­ლოდ არ შე­მიძ­ლია. ასე­ვე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ვი­ას­პა­რე­ზო რო­მე­ლი­მე სხვა ქვეყ­ნის სა­ხე­ლით - გულ­ზე მქონ­დეს და ხელ­ში და­ვი­ჭი­რო სხვა ქვეყ­ნის დრო­შა, კვარ­ცხლბეკ­ზე დგო­მი­სას ვე­ღარ გა­ვი­გო­ნო ჩემი სამ­შობ­ლოს ჰიმ­ნი და თუკი ღმერ­თის წყა­ლო­ბით მო­ვი­პო­ვებ მე­დალს, ეკუთ­ვნო­დეს რო­მე­ლი­მე სხვა ერს და არა ქარ­თველ გულ­შე­მატ­კი­ვარს.

თუმ­ცა, რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, სამ­წუ­ხა­როდ, დღეს­დღე­ო­ბით სწო­რედ ამ ორი უმ­ძი­მე­სი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდი. მინ­და, ზემ­დგომ უწყე­ბებს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, უშუ­ა­ლოდ კი სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს, ოლიმ­პი­ურ კო­მი­ტეტ­სა და პარ­ლა­მენ­ტის სპორ­ტის კო­მი­ტეტს კი­დევ ერთხელ ვთხო­ვო, და­ინ­ტე­რეს­დნენ ჩემი პრობ­ლე­მით და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში მი­ი­ღონ შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. მთელ­მა ქვე­ყა­ნამ ნახა, რომ ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა სა­ჯა­როდ და­არ­ღვია წეს­დე­ბა და ჩა­ი­დი­ნა თა­ნამ­დე­ბო­ბის­თვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი საქ­ცი­ე­ლი, ასე­ვე, ბოლო პე­რი­ოდ­ში არა­ერ­თხელ ით­ქვა სხვა ტი­პის დარ­ღვე­ვებ­ზეც, თუმ­ცა გეგა გე­გე­ში­ძე ამ დრომ­დე აგ­რძე­ლებს პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე მუ­შა­ო­ბას.

მეს­მის, რომ ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბა, შე­საძ­ლოა, აღიქ­მე­ბა ისე, რო­გორც ერთი სპორ­ტსმე­ნის პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც მარ­ტო აღ­მოჩ­ნდა ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბის უსა­მარ­თლო მმარ­თვე­ლო­ბი­სა და ღიად გა­მო­ხა­ტუ­ლი ძა­ლა­დო­ბის პი­რის­პირ, თუმ­ცა მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ არც ისე მარ­ტო ვარ, რო­გორც ეს ერთი შე­ხედ­ვით ჩანს და პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც მე გა­ვაჟ­ღე­რე არა­ერთ სპორ­ტსმენს ეხე­ბა. ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი და პერ­სპექ­ტი­უ­ლი ახალ­გაზ­რდა უკვე წა­ვი­და ქვეყ­ნი­დან, ბევ­რიც იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ჭი­და­ო­ბის­თვის თავი და­ე­ნე­ბე­ბი­ნა და ეს პრო­ცე­სი კი­დევ უფრო გაღ­რმავ­დე­ბა, რაც მიგ­ვიყ­ვანს სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გე­ბამ­დე. რო­გორც იცით, ნაკ­რე­ბის ერ­თმა ნა­წილ­მა ღიად და­უ­ჭი­რა მხა­რი ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენტს, ამი­ტომ ამ ეტაპ­ზე არ მინ­და იმ სპორ­ტსმე­ნე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა, ვინც გან­სხვა­ვე­ბუ­ლად ფიქ­რობს, რად­გან ეს შე­საძ­ლოა აღ­ქმუ­ლი იყოს, რო­გორც ჭი­და­ო­ბის სამ­ყა­როს ორად გახ­ლეჩ­ვა, რაც რე­ა­ლუ­რად ასე არაა და სი­ნამ­დვი­ლე­ში პრობ­ლე­მე­ბი, რო­მელ­ზეც ვსა­უბ­რობ სა­ერ­თოა ყვე­ლას­თვის და მო­ჭი­და­ვე­ებს ერ­თმა­ნეთ­ში არა­ნა­ი­რი და­პი­რის­პი­რე­ბა არ გვაქვს.

შე­სა­ბა­მი­სად, მინ­და ყვე­ლას, ვი­საც ხე­ლე­წი­ფე­ბა ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის მოგ­ვა­რე­ბა, მი­ი­ღოს შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი და ფე­დე­რა­ცი­ას ჩა­მო­ა­ცი­ლოს გეგა გე­გე­ში­ძე და მისი გა­რე­მოც­ვა, ხოლო თუ მი­იჩ­ნე­ვა, რომ მას აქვს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა გა­აგ­რძე­ლოს თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნა, მა­შინ მირ­ჩი­ეთ - და­ვას­რუ­ლო კა­რი­ე­რა, თუ წა­ვი­დე ქვეყ­ნი­დან? ასე­ვე მინ­და ვთხო­ვო სა­ზო­გა­დო­ე­ბას მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ინ­ტე­რეს­დნენ მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სით, რად­გან ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცია არის სა­ჯა­რო უწყე­ბა, ფი­ნანსდე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან და თი­თო­ე­ულ ადა­მი­ა­ნის წი­ნა­შე არის ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლი“, - ნათ­ქვა­მია ზუ­რაბ და­თუ­ნაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

სპორ­ტსმე­ნი ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც მისი პრობ­ლე­მით და­ინ­ტე­რეს­და და სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია და­ა­ფიქ­სი­რა, მად­ლო­ბას უხ­დის.

00:00 / 00:00
ავტორი:

"ვდგები ჩემთვის უმძიმესი არჩევანის წინაშე..." - ევროპის ჩემპიონი ზურა დათუნაშვილი განცხადებას ავრცელებს

"ვდგები ჩემთვის უმძიმესი არჩევანის წინაშე..." - ევროპის ჩემპიონი ზურა დათუნაშვილი განცხადებას ავრცელებს

ევროპის ჩემპიონი ზურა დათუნაშვილი განცხადებას ავრცელებს და მთავრობას, სპორტის სამინისტროს, ოლიმპიურ კომიტეტსა და პარლამენტის სპორტის კომიტეტს მისი პრობლემით დაინტერესებას სთხოვს.

როგორც დათუნაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, არსებული მოცემულობიდან გამომდინარე ის დგას არჩევანის წინაშე - ან დაასრულოს კარიერა, ან იფიქროს სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობაზე.

„რამდენიმე დღეა განვაახლე ინდივიდუალური ვარჯიში, თუმცა ჯერჯერობით არ ვიცი კონკრეტულად რისთვის ვემზადები, რადგან მოგეხსენებათ, საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი აღკვეთი ღონისძიების მიხედვით ფედერაციის პრეზიდენტი დარჩა თანამდებობაზე, მე კი აქამდეც არაერთხელ აღვნიშნე, რომ ჩემი ამ ხელმძღვანელობასთან მუშაობის გაგრძელება არის შეუძლებელი. ამ მოცემულობიდან გამომდინარე ვდგები ჩემთვის უმძიმესი ორი არჩევანის წინაშე - ან დავასრულო კარიერა, ან ვიფიქრო სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობაზე. ჩემთვის ჭიდაობა არის არა მხოლოდ საქმიანობა, არამედ ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, 21 წელზე მეტია ამ სპორტით ვარ დაკავებული და მის გარეშე არსებობა უბრალოდ არ შემიძლია. ასევე წარმოუდგენელია, ვიასპარეზო რომელიმე სხვა ქვეყნის სახელით - გულზე მქონდეს და ხელში დავიჭირო სხვა ქვეყნის დროშა, კვარცხლბეკზე დგომისას ვეღარ გავიგონო ჩემი სამშობლოს ჰიმნი და თუკი ღმერთის წყალობით მოვიპოვებ მედალს, ეკუთვნოდეს რომელიმე სხვა ერს და არა ქართველ გულშემატკივარს.

თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, სამწუხაროდ, დღესდღეობით სწორედ ამ ორი უმძიმესი არჩევანის წინაშე აღმოვჩნდი. მინდა, ზემდგომ უწყებებს საქართველოს მთავრობას, უშუალოდ კი სპორტის სამინისტროს, ოლიმპიურ კომიტეტსა და პარლამენტის სპორტის კომიტეტს კიდევ ერთხელ ვთხოვო, დაინტერესდნენ ჩემი პრობლემით და უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება. მთელმა ქვეყანამ ნახა, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა საჯაროდ დაარღვია წესდება და ჩაიდინა თანამდებობისთვის შეუფერებელი საქციელი, ასევე, ბოლო პერიოდში არაერთხელ ითქვა სხვა ტიპის დარღვევებზეც, თუმცა გეგა გეგეშიძე ამ დრომდე აგრძელებს პრეზიდენტის პოსტზე მუშაობას.

მესმის, რომ ჩემი მდგომარეობა, შესაძლოა, აღიქმება ისე, როგორც ერთი სპორტსმენის პრობლემა, რომელიც მარტო აღმოჩნდა ხელმძღვანელი პირების უსამართლო მმართველობისა და ღიად გამოხატული ძალადობის პირისპირ, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ არც ისე მარტო ვარ, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს და პრობლემები, რომლებიც მე გავაჟღერე არაერთ სპორტსმენს ეხება. ბევრი ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდა უკვე წავიდა ქვეყნიდან, ბევრიც იძულებული გახდა ჭიდაობისთვის თავი დაენებებინა და ეს პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც მიგვიყვანს სავალალო შედეგებამდე. როგორც იცით, ნაკრების ერთმა ნაწილმა ღიად დაუჭირა მხარი ფედერაციის პრეზიდენტს, ამიტომ ამ ეტაპზე არ მინდა იმ სპორტსმენების დასახელება, ვინც განსხვავებულად ფიქრობს, რადგან ეს შესაძლოა აღქმული იყოს, როგორც ჭიდაობის სამყაროს ორად გახლეჩვა, რაც რეალურად ასე არაა და სინამდვილეში პრობლემები, რომელზეც ვსაუბრობ საერთოა ყველასთვის და მოჭიდავეებს ერთმანეთში არანაირი დაპირისპირება არ გვაქვს.

შესაბამისად, მინდა ყველას, ვისაც ხელეწიფება ჭიდაობის ფედერაციაში არსებული მდგომარეობის მოგვარება, მიიღოს შესაბამისი ზომები და ფედერაციას ჩამოაცილოს გეგა გეგეშიძე და მისი გარემოცვა, ხოლო თუ მიიჩნევა, რომ მას აქვს უფლებამოსილება გააგრძელოს თანამდებობაზე ყოფნა, მაშინ მირჩიეთ - დავასრულო კარიერა, თუ წავიდე ქვეყნიდან? ასევე მინდა ვთხოვო საზოგადოებას მაქსიმალურად დაინტერესდნენ მიმდინარე პროცესით, რადგან ჭიდაობის ფედერაცია არის საჯარო უწყება, ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და თითოეულ ადამიანის წინაშე არის ანგარიშვალდებული“, - ნათქვამია ზურაბ დათუნაშვილის განცხადებაში.

სპორტსმენი ყველა იმ ადამიანს, ვინც მისი პრობლემით დაინტერესდა და საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, მადლობას უხდის.

როგორ უნდა აღნიშნოს ქრისტიანმა ბზობის დღესასწაული

ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის სახელით ევროპის ჩემპიონი გახდა

"ჟურნალისტს, ფაქტობრივად ჩვენს ქვეყანაში საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელების საშუალება არ ეძლევა" - არასამთავრობოები ვახო სანაიაზე