პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბესელიამ ოპოზიციას იმდენი პრობლემები შეუქმნა, იმდენჯერ გაამწარა, რომ ისინი თუ აპირებდნენ, აქამდეც გაავრცელებდნენ - ფოფხაძე
ბესელიამ ოპოზიციას იმდენი პრობლემები შეუქმნა, იმდენჯერ გაამწარა, რომ ისინი თუ აპირებდნენ, აქამდეც გაავრცელებდნენ - ფოფხაძე

ეკა ბე­სე­ლი­ამ პო­ლი­ტი­კურ ოპო­ზი­ცი­ას იმ­დე­ნი უხერ­ხუ­ლო­ბა და პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნა, იმ­დენ­ჯერ გა­ამ­წა­რა, რომ ისი­ნი თუ აპი­რებ­დნენ, აქამ­დეც გა­ავ­რცე­ლებ­დნენ, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ცენ­ტრა­ლურ ოფის­ში უმ­რავ­ლე­სო­ბის სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რი­დან გა­მო­სულ­მა დე­პუ­ტატ­მა გე­დე­ვან ფო­ფხა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

ის გა­მო­ეხ­მა­უ­რა გი­ორ­გი ვა­შა­ძის გან­ცახ­დე­ბას, რო­მელ­მაც პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფა­რუ­ლი ვი­დეო-ჩა­ნა­წე­რის გავ­რცე­ლე­ბა­ში სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

„თუ ვინ­მე კა­ტე­გო­რი­უ­ლად ამ­ბობს, ვის­გან მო­დის ეს, იქ­ნებ, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბიც წარ­მო­ად­გი­ნოს. მე რო­გორ და­ვა­დო ვინ­მეს ხელი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე? მე შე­მიძ­ლია გი­თხრათ მხო­ლოდ ის, რომ ეკა ბე­სე­ლი­ას წი­ნა­აღ­მდეგ რამე მსგავ­სის გავ­რცე­ლე­ბის მო­ტი­ვა­ცია პო­ლი­ტი­კურ ოპო­ზი­ცი­ას ახლა ნაკ­ლე­ბად ჰქონ­და, იმი­ტომ რომ ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი მათ ჰქონ­დათ, ეს მათი შექ­მნი­ლია. ეკა ბე­სე­ლი­ამ­პო­ლი­ტი­კურ ოპო­ზი­ცი­ას იმ­დე­ნი უხერ­ხუ­ლო­ბა და პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნა, იმ­დენ­ჯერ გა­ამ­წა­რა, რომ თუ აპი­რებ­დნენ, აქამ­დეც გა­ავ­რცე­ლებ­დნენ. მე მგო­ნია, რომ ეს სა­კი­თხი უკავ­შირ­დე­ბა მის პო­ზი­ცი­ას სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მაგ­რამ ხელს ვე­რა­ვის და­ვა­დებ. ასე­თი მო­რა­ლის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ჩა­ნა­წე­რებს გა­ავ­რცე­ლებ­და, მე მგო­ნია, რომ მო­სა­მარ­თლე­ებ­შიც რთუ­ლად მო­ი­ძებ­ნე­ბა, თუმ­ცა, ვინც გა­ავ­რცე­ლა, იმის მო­ტი­ვა­ცია სწო­რედ ეს იყო. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე ამა­ზე მე­ტის თქმა არ შე­იძ­ლე­ბა. ვინც მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე სა­უბ­რობს და ხელს იშ­ვერს კონ­კრე­ტუ­ლი სუ­ბი­ექ­ტე­ბის­კენ, მე მა­თაც არ ვე­თან­ხმე­ბი. არ­სე­ბობს გა­მო­ძი­ე­ბის კომ­პე­ტენ­ცია და თუ გა­მო­ძი­ე­ბამ ვე­რა­ფე­რი და­ად­გი­ნა, შემ­დეგ არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ვი­ნა­ი­დან ეს პრო­ცე­სი ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა აღ­კვე­თოს. მხო­ლოდ იმის ძა­ხი­ლი, რომ ეს „ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა“ შექ­მნეს და გავ­რცე­ლე­ბაც მათი ბრა­ლია, ეს საკ­მა­რი­სი არაა“, - გა­ნა­ცხა­და ფო­ფხა­ძემ.

იხი­ლეთ ვი­დეო: ბე­სე­ლი­ამ იმ­დენ სა­კი­თხში გა­ამ­წა­რა ოპო­ზი­ცია, თუ აპი­რებ­დნენ აქამ­დე გა­მო­ი­ყე­ნებ­დნენ ამ ჩა­ნა­წე­რებს - რას უკავ­ში­რებს გე­დე­ვან ფო­ფხა­ძე ფა­რუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბას?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

ბესელიამ ოპოზიციას იმდენი პრობლემები შეუქმნა, იმდენჯერ გაამწარა, რომ ისინი თუ აპირებდნენ, აქამდეც გაავრცელებდნენ - ფოფხაძე

ბესელიამ ოპოზიციას იმდენი პრობლემები შეუქმნა, იმდენჯერ გაამწარა, რომ ისინი თუ აპირებდნენ, აქამდეც გაავრცელებდნენ - ფოფხაძე

ეკა ბესელიამ პოლიტიკურ ოპოზიციას იმდენი უხერხულობა და პრობლემები შეუქმნა, იმდენჯერ გაამწარა, რომ ისინი თუ აპირებდნენ, აქამდეც გაავრცელებდნენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სამუშაო შეხვედრიდან გამოსულმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განუცხადა.

ის გამოეხმაურა გიორგი ვაშაძის განცახდებას, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო-ჩანაწერის გავრცელებაში სპეცსამსახურები დაადანაშაულა.

„თუ ვინმე კატეგორიულად ამბობს, ვისგან მოდის ეს, იქნებ, მტკიცებულებებიც წარმოადგინოს. მე როგორ დავადო ვინმეს ხელი მტკიცებულებების გარეშე? მე შემიძლია გითხრათ მხოლოდ ის, რომ ეკა ბესელიას წინააღმდეგ რამე მსგავსის გავრცელების მოტივაცია პოლიტიკურ ოპოზიციას ახლა ნაკლებად ჰქონდა, იმიტომ რომ ეს ჩანაწერები მათ ჰქონდათ, ეს მათი შექმნილია. ეკა ბესელიამპოლიტიკურ ოპოზიციას იმდენი უხერხულობა და პრობლემები შეუქმნა, იმდენჯერ გაამწარა, რომ თუ აპირებდნენ, აქამდეც გაავრცელებდნენ. მე მგონია, რომ ეს საკითხი უკავშირდება მის პოზიციას სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, მაგრამ ხელს ვერავის დავადებ. ასეთი მორალის ადამიანი, რომელიც ჩანაწერებს გაავრცელებდა, მე მგონია, რომ მოსამართლეებშიც რთულად მოიძებნება, თუმცა, ვინც გაავრცელა, იმის მოტივაცია სწორედ ეს იყო. მტკიცებულებების გარეშე ამაზე მეტის თქმა არ შეიძლება. ვინც მტკიცებულებების გარეშე საუბრობს და ხელს იშვერს კონკრეტული სუბიექტებისკენ, მე მათაც არ ვეთანხმები. არსებობს გამოძიების კომპეტენცია და თუ გამოძიებამ ვერაფერი დაადგინა, შემდეგ არის ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ვინაიდან ეს პროცესი ხელისუფლებამ უნდა აღკვეთოს. მხოლოდ იმის ძახილი, რომ ეს „ნაციონალებმა“ შექმნეს და გავრცელებაც მათი ბრალია, ეს საკმარისი არაა“, - განაცხადა ფოფხაძემ.

იხილეთ ვიდეო: ბესელიამ იმდენ საკითხში გაამწარა ოპოზიცია, თუ აპირებდნენ აქამდე გამოიყენებდნენ ამ ჩანაწერებს - რას უკავშირებს გედევან ფოფხაძე ფარული ვიდეოების გავრცელებას?

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები