კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიდეო ღამის 2 საათზე გაუგზავნეს, დილის 8 საათზე კი დააკავეს, ლოგინში იწვა" - ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულის ბიძა
"ვიდეო ღამის 2 საათზე გაუგზავნეს, დილის 8 საათზე კი დააკავეს, ლოგინში იწვა" - ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულის ბიძა

ჩემი ძმის­შვი­ლი გუ­შინ დი­ლით 8 სა­ათ­ზე და­ა­კა­ვეს, ლო­გინ­ში იწვა, 7-8 შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი მო­ვი­და, წა­მო­ა­ყე­ნეს ლო­გი­ნი­დან თა­ვი­სი ტე­ლე­ფო­ნით, კომ­პი­უ­ტე­რით და თბი­ლის­ში წა­მო­იყ­ვა­ნეს, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ფა­რუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის საქ­მე­ზე ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლის, 23 წლის ირაკ­ლი ქას­რაშ­ვი­ლის ბი­ძამ კახა ქას­რაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და. რო­გორც ის გან­მარ­ტავს, მის ახ­ლო­ბელს ვი­დეო ღა­მის 2 სა­ათ­ზე გა­უგ­ზავ­ნეს, დი­ლით კი და­ა­კა­ვეს.

„კად­რე­ბის მი­ღე­ბა-შე­ნახ­ვას ედა­ვე­ბი­ან, ახ­ლო­ბელ­მა გა­მო­უგ­ზავ­ნა. ეს ვი­დეო ბო­ლომ­დეც არ უნა­ხავს, მე­ზღვა­უ­რი ბავ­შვია და არ აინ­ტე­რე­სებს ასე­თი რა­ღა­ცე­ე­ბი, არც არა­ვის­თვის გა­უგ­ზავ­ნია. დი­ლით შე­იძ­ლე­ბა წა­ე­შა­ლა, ღა­მის 2 სა­ა­თი იყო, ბავ­შვმა და­ი­ძი­ნა. დი­ლით 8-ზე ესე­ნი მო­ვიდ­ნენ და წა­მო­იყ­ვა­ნეს. რა უნდა აღი­ა­როს? ვი­დეო შე­უგ­ნებ­ლად მე­გო­ბარს რომ გა­ვუგ­ზავ­ნო, ეს რამე ბრა­ლია? მა­შინ ასე­თი რა­ღაც ხელ­მი­უწ­ვდო­მე­ლი უნდა იყოს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ნა­ხე­ვარ­მა სა­ქარ­თვე­ლომ არ იცის ამის მნიშ­ვნე­ლო­ბა", - გა­ნა­ცხა­და ქას­რაშ­ვილ­მა.

ფა­რულ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი 17 პი­რი­დან 9 პი­რის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო დღეს იმ­სჯე­ლებს.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის და მო­ბი­ლუ­რი ინ­ტერ­ნეტ აპ­ლი­კა­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით ინა­ხავ­დნენ და მა­სობ­რი­ვად ავ­რცე­ლებ­დნენ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ველ ვი­დეო-ჩა­ნა­წერს.

ადა­მი­ა­ნე­ბის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლის უკა­ნო­ნო მო­პო­ვე­ბა, შე­ნახ­ვა და გავ­რცე­ლე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლია. სის­ხლის სა­მარ­თლის წე­სით ის­ჯე­ბა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლის რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი სა­შუ­ა­ლე­ბით გავ­რცე­ლე­ბა (მათ შო­რის მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით გა­დაგ­ზავ­ნა), ისე მისი შე­ნახ­ვა, რაც ის­ჯე­ბა 4-დან 8 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით.

იხი­ლეთ ვი­დეო: "ნა­ნა­ხიც არ აქვს ბო­ლომ­დე, არ აინ­ტე­რე­სებს ეგე­თი რა­ღა­ცე­ე­ბი" - კად­რე­ბი და კო­მენ­ტა­რე­ბი ფა­რუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი­დან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ვიდეო ღამის 2 საათზე გაუგზავნეს, დილის 8 საათზე კი დააკავეს, ლოგინში იწვა" - ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულის ბიძა

"ვიდეო ღამის 2 საათზე გაუგზავნეს, დილის 8 საათზე კი დააკავეს, ლოგინში იწვა" - ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულის ბიძა

ჩემი ძმისშვილი გუშინ დილით 8 საათზე დააკავეს, ლოგინში იწვა, 7-8 შეიარაღებული პირი მოვიდა, წამოაყენეს ლოგინიდან თავისი ტელეფონით, კომპიუტერით და თბილისში წამოიყვანეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის, 23 წლის ირაკლი ქასრაშვილის ბიძამ კახა ქასრაშვილმა განუცხადა. როგორც ის განმარტავს, მის ახლობელს ვიდეო ღამის 2 საათზე გაუგზავნეს, დილით კი დააკავეს.

„კადრების მიღება-შენახვას ედავებიან, ახლობელმა გამოუგზავნა. ეს ვიდეო ბოლომდეც არ უნახავს, მეზღვაური ბავშვია და არ აინტერესებს ასეთი რაღაცეები, არც არავისთვის გაუგზავნია. დილით შეიძლება წაეშალა, ღამის 2 საათი იყო, ბავშვმა დაიძინა. დილით 8-ზე ესენი მოვიდნენ და წამოიყვანეს. რა უნდა აღიაროს? ვიდეო შეუგნებლად მეგობარს რომ გავუგზავნო, ეს რამე ბრალია? მაშინ ასეთი რაღაც ხელმიუწვდომელი უნდა იყოს. დარწმუნებული ვარ, ნახევარმა საქართველომ არ იცის ამის მნიშვნელობა", - განაცხადა ქასრაშვილმა.

ფარულ ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 9 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.

გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს.

ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა), ისე მისი შენახვა, რაც ისჯება 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

იხილეთ ვიდეო: "ნანახიც არ აქვს ბოლომდე, არ აინტერესებს ეგეთი რაღაცეები" - კადრები და კომენტარები ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესიდან

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"