პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ორ დღეში ციხე უნდა დაეტოვებინა, თუმცა, დილით ქალებს ლოგინში უნახავთ გარდაცვლილი...” - რუსეთი დეპორტირებულებს 10 მლნ ევროს გადაუხდის
“ორ დღეში ციხე უნდა დაეტოვებინა, თუმცა, დილით ქალებს ლოგინში უნახავთ გარდაცვლილი...” - რუსეთი დეპორტირებულებს 10 მლნ ევროს გადაუხდის

12 წლი­ა­ნი ბრძო­ლის შემ­დეგ, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს დიდ­მა პა­ლა­ტამ, 2006 წელს ქარ­თვე­ლე­ბის მა­სობ­რი­ვი დე­პორ­ტა­ცი­ის­თვის რუ­სეთს 10 მი­ლი­ო­ნი ევ­როს გა­დახ­და და­ა­კის­რა. მო­რა­ლუ­რი კომ­პენ­სა­ცია რუ­სე­თი­დან გა­მო­ძე­ვე­ბულ სულ მცი­რე 1500 ადა­მი­ან­ზე უნდა გა­ნა­წილ­დეს.

21 და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლის სა­ჩი­ვა­რი “სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ამ” და “კონ­სტი­ტუ­ცი­ის 42-ე მუხ­ლმა” ევ­რო­პის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­სა­მარ­თლო­ში 2007 წლის მარ­ტში შე­ი­ტა­ნეს. 2016 წლის 20 დე­კემ­ბერს, ქარ­თვე­ლე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სარ­ჩე­ლებ­ზე რუ­სე­თის გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი ვერ­დიქ­ტი დად­გა.

დე­პორ­ტი­რე­ბუ­ლე­ბის საქ­მე­ზე, სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო­თა­შო­რი­სი სარ­ჩე­ლის კომ­პენ­სა­ცი­ის ნა­წი­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ გავ­რცელ­დე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მო­სარ­ჩე­ლე­ე­ბის იმ ნა­წილ­ზეც, რო­მე­ლიც არ დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლა.

რუ­სე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მა­სობ­რი­ვი გა­მო­ძე­ვე­ბი­სას 2006 წელს სამი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, ერთ-ერთი მათ­გა­ნი აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი მა­ნა­ნა ჯა­ნე­ლია იყო, რო­მელ­მაც პა­ტირ­მო­ბა­ში­ვე მო­უ­გო რუ­სეთს, თუმ­ცა, სუს­ტი ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და მძი­მე ემო­ცი­უ­რი ფო­ნის გამო, თა­ვი­სუფ­ლე­ბას ვერ მო­ეს­წრო, - ის თა­ნა­საკ­ნე­ლებ­მა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბამ­დე ორი დღით ადრე, ლო­გინ­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

ამის შე­სა­ხებ ბუ­ტირ­კის სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბის ყო­ფი­ლი უკა­ნო­ნო პა­ტი­მა­რი მზია სა­ლა­ყა­ია გვიყ­ვე­ბა, რო­მე­ლიც ერთ-ერ­თია, ვინც მა­შინ ცი­ხის ჯო­ჯო­ხეთს გა­უძ­ლო და 12 წლის შემ­დეგ რუ­სეთს საქ­მე მო­უ­გო.

„ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­ვი­გეთ, რომ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ზე ძა­ლი­ან იყო გაბ­რა­ზე­ბუ­ლი, ქარ­თვე­ლებს პან­ტა-პუნ­ტით იჭერ­დნენ, სამ­შობ­ლო­ში სატ­ვირ­თო თვითმფრი­ნა­ვით უშ­ვებ­დნენ... შე­მე­შინ­და და თით­ქმის ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სახ­ლი­დან არ გა­მოვ­სულ­ვარ, მაგ­რამ რო­დემ­დე და­ვი­მა­ლე­ბო­დი?! არა­და, ვი­ცო­დი, რომ სა­დარ­ბა­ზო­ში, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში კი, კა­რებ­თა­ნაც იყ­ვნენ რუსი მი­ლი­ცი­ე­ლე­ბი ჩა­საფ­რე­ბუ­ლი.

ერთ დღე­საც, ერთ-ერთი მეტ­როს შე­სას­ვლელ­თან და­მავ­ლეს ხელი და ისე ჩა­მაგ­დეს მან­ქა­ნა­ში, არც უთ­ქვამთ ვინ იყ­ვნენ, არც ჩემ­თვის მო­უ­თხო­ვი­ათ სა­ბუ­თი... მი­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მი­მიყ­ვა­ნეს, გა­მა­შიშ­ვლეს და თავი მო­მი­ხი­ლეს, რაც ძა­ლი­ან შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი იყო... მა­შინ ჩე­მით მივ­ხვდი, რომ სა­კან­ში უნდა გა­და­ვეყ­ვა­ნეთ და ასეც მოხ­და, - ბუ­ტირ­კის ქალ­თა სპე­ცგან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს.

- რა ვი­თა­რე­ბა დაგ­ხვდათ იქ?

- იქ თვე­ზე მეტ ხანს მო­მი­წია ყოფ­ნა და უმ­ძი­მე­სი პი­რო­ბე­ბი იყო... ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, ისე­თი სა­ში­ნე­ლი საჭ­მე­ლი იყო, ახ­ლაც მიკ­ვირს ცო­ცხა­ლი რო­გორ გა­დავ­რჩი, - ყვე­ლა­ზე ია­ფი­ა­ნი თევ­ზის კონ­სერ­ვის­გან გა­კე­თე­ბუ­ლი რა­ღაც წვნი­ა­ნი­ვით ჰქონ­დათ, შე­სა­ხე­და­დაც კი შეგძრავ­და...

რაც შე­ე­ხე­ბა ცი­ხის თა­ნამ­შრომ­ლებს, - ლო­ი­ა­ლუ­რო­ბით არც ერთი გა­მო­ირ­ჩე­ო­და, მაგ­რამ ერთ-ერთი იყო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თა­ვი­სი არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი ქცე­ვე­ბით, რის გა­მოც “ანა­კონ­და” შე­ვარ­ქვით, - სა­პირ­ფა­რე­შო­ში შეს­ვლას, წყლის და­ლე­ვა­სა და ბა­ნა­ო­ბა­საც კი გვიშ­ლი­და. იმ პი­რო­ბებ­ში მეტი რაღა უნდა მოგ­ვე­თხო­ვა და ელე­მენ­ტა­რულ რა­ღა­ცებ­საც კი გვიკ­რძა­ლავ­და...

- თქვენს გარ­და კი­დევ იყ­ვნენ ქარ­თვე­ლე­ბი?

- დიახ, სულ 6 ქარ­თვე­ლი ვი­ყა­ვით, ჩემს გარ­და კი­დევ ერთი იყო აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი. მათ­გან ერთი ქუ­თა­ი­სე­ლი იყო და ერთი წყალ­ტუ­ბო­ე­ლი... ყვე­ლას ერთი და იგი­ვე “და­ნა­შა­უ­ლი” გვქონ­და, სა­ბუ­თე­ბის არ­ქო­ნა. ჩვენ­თან ერ­თად იყო კი­დევ ერთი ქალი, მა­ნა­ნა ჯა­ნე­ლია, რო­მე­ლიც ამ­ტკი­ცებ­და, რომ სა­ბუ­თე­ბი წეს­რიგ­ში ჰქონ­და. შვი­ლი და ად­გი­ლობ­რი­ვი, რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ჟურ­ნა­ლის­ტი ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, გვა­რი არ მახ­სოვს... ამის ნი­ა­დაგ­ზე, მა­ნა­ნამ შიმ­ში­ლო­ბა და­ი­წყო. მეც ვა­პი­რებ­დი, მაგ­რამ მა­ღა­ლი არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა მქონ­და და ერთ დღე­ზე მეტ ხანს ვერ შევ­ძე­ლი... ვთხო­ვე კი­დეც, - მა­ნა­ნა, ჩვენ არ გვი­წყობს ხელს ჯან­მრთე­ლო­ბა და შეძ­ლებ ამის გა­კე­თე­ბას-მეთ­ქი? – უნდა შევ­ძლოო, მი­თხრა.

მე სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სულს ვი­თხოვ­დი, - მო­მიყ­ვა­ნეს ბა­ტო­ნი პა­ტა­რა­ძე, ვუ­ამ­ბე ჩემი გა­სა­ჭი­რის შე­სა­ხებ, თუმ­ცა, მა­ნამ­დე იმ ქუ­თა­ი­სელ­მა ერთ-ერთი მნახ­ვე­ლის დახ­მა­რე­ბით სა­კან­ში ჩუ­მად ტე­ლე­ფო­ნი შე­მო­ი­ტა­ნა და ერ­თთვი­ა­ნი ჯო­ჯო­ხე­თუ­რი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, ჩემს ოჯახ­ში, ჩემს ქა­ლიშ­ვილ­თან დავ­რე­კე და ვაც­ნო­ბე, რომ ცო­ცხა­ლი ვი­ყა­ვი... ასე მო­იქ­ცნენ სხვე­ბიც... ჩემ­მა შვილ­მა არ იცო­და, მე ცო­ცხა­ლი ვი­ყა­ვი თუ მკვდა­რი და ისე გა­ნი­ცა­და, მე­გო­ნა, ემო­ცი­ის­გან გული გა­უს­კდე­ბო­და. ავუხ­სე­ნი რაც და­მე­მარ­თა. მას ცალ­კე და­უ­წყია გზე­ბის პოვ­ნა ჩემს გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად. ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რა ნიკა გვა­რა­მია, რო­მე­ლიც სო­ხუმ­ში მისი სკო­ლე­ლი და რა­ღაც პე­რი­ო­დი, ჩემი მოს­წავ­ლეც იყო...

პა­ტა­რა­ძემ შე­ი­ძი­ნა ჩემ­თვის ბი­ლე­თი, მე ფუ­ლიც არ მქონ­და. ტან­ზე რაც მეც­ვა, იმით ამიყ­ვა­ნეს. ერთი სი­ტყვით, - მოს­კო­ვი­დან ბა­ქო­ში ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სით ჩავფრინ­დი და იქი­დან, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვე­დი.

მა­ნა­ნა შიმ­ში­ლო­ბას გა­ნაგ­რძობ­და. მას შემ­დეგ რაც მე ციხე დავ­ტო­ვე, მისი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი ყო­ფი­ლა, სა­დაც გა­ი­მარ­ჯვეს, მაგ­რამ პირ­და­პირ დარ­ბა­ზი­დან არ გა­უ­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ათ, სა­ბუ­თე­ბია გა­სა­ფორ­მე­ბე­ლიო და სა­კან­ში შე­უბ­რუ­ნე­ბი­ათ. ორ დღე­ში ციხე უნდა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა, თუმ­ცა, იმ­დე­ნად სტრე­სუ­ლი ემო­ცი­უ­რი ფონი ჰქონ­და, ვერ გა­და­ი­ტა­ნა და დი­ლით, 6 სა­ათ­ზე ქა­ლებს ლო­გინ­ში უპოვ­ნი­ათ გარ­დაც­ვლი­ლი, ცი­ხე­ში­ვე და­ი­ღუ­პა... მას შემ­დეგ 12 წელი გა­ვი­და და მის ტკი­ვილს გუ­ლით ვა­ტა­რებ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ასე იქ­ნე­ბა...

- ელო­დით, რომ ერთ დღე­საც რუ­სეთს მო­უ­გებ­დით?

- არა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­დან მუდ­მი­ვად მეხ­მი­ა­ნე­ბოდ­ნენ, ზოგ­ჯერ მეც ვკი­თხუ­ლობ­დი, - რა ხდე­ბა ჩვენს საქ­მე­ზე-მეთ­ქი. ეს არის პა­ტა­რა სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბა დიდ და ბო­როტ რუ­სეთ­ზე, რომ­ლის­თვი­საც უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბე­ბი არა­ფერს ნიშ­ნავს.

ცნო­ბის­თვის, სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­სა­მარ­თლოს დიდი პა­ლა­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, რუ­სეთ­მა კომ­პენ­სა­ცი­ის გა­დახ­და 31 იან­ვრი­დან სამი თვის პე­რი­ოდ­ში უნდა და­ას­რუ­ლოს, ყო­ველ გა­და­ცი­ლე­ბულ დღე­ზე მას შე­სა­ბა­მი­სი ჯა­რი­მა ეკის­რე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

“ორ დღეში ციხე უნდა დაეტოვებინა, თუმცა, დილით ქალებს ლოგინში უნახავთ გარდაცვლილი...” - რუსეთი დეპორტირებულებს 10 მლნ ევროს გადაუხდის

“ორ დღეში ციხე უნდა დაეტოვებინა, თუმცა, დილით ქალებს ლოგინში უნახავთ გარდაცვლილი...” - რუსეთი დეპორტირებულებს 10 მლნ ევროს გადაუხდის

12 წლიანი ბრძოლის შემდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ, 2006 წელს ქართველების მასობრივი დეპორტაციისთვის რუსეთს 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. მორალური კომპენსაცია რუსეთიდან გამოძევებულ სულ მცირე 1500 ადამიანზე უნდა განაწილდეს.

21 დაზარალებული ქართველის საჩივარი “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” და “კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში 2007 წლის მარტში შეიტანეს. 2016 წლის 20 დეკემბერს, ქართველების ინდივიდუალურ სარჩელებზე რუსეთის გამამტყუნებელი ვერდიქტი დადგა.

დეპორტირებულების საქმეზე, საქართველო-რუსეთის სახელმწიფოთაშორისი სარჩელის კომპენსაციის ნაწილი, სავარაუდოდ გავრცელდება ინდივიდუალური მოსარჩელეების იმ ნაწილზეც, რომელიც არ დაკმაყოფილებულა.

რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივი გამოძევებისას 2006 წელს სამი ადამიანი დაიღუპა, ერთ-ერთი მათგანი აფხაზეთიდან დევნილი მანანა ჯანელია იყო, რომელმაც პატირმობაშივე მოუგო რუსეთს, თუმცა, სუსტი ჯანმრთელობისა და მძიმე ემოციური ფონის გამო, თავისუფლებას ვერ მოესწრო, - ის თანასაკნელებმა გათავისუფლებამდე ორი დღით ადრე, ლოგინში გარდაცვლილი იპოვეს.

ამის შესახებ ბუტირკის სპეციალური განყოფილების ყოფილი უკანონო პატიმარი მზია სალაყაია გვიყვება, რომელიც ერთ-ერთია, ვინც მაშინ ციხის ჯოჯოხეთს გაუძლო და 12 წლის შემდეგ რუსეთს საქმე მოუგო.

„ტელევიზიით გავიგეთ, რომ რუსეთის ხელისუფლება საქართველოზე ძალიან იყო გაბრაზებული, ქართველებს პანტა-პუნტით იჭერდნენ, სამშობლოში სატვირთო თვითმფრინავით უშვებდნენ... შემეშინდა და თითქმის ერთი თვის განმავლობაში სახლიდან არ გამოვსულვარ, მაგრამ როდემდე დავიმალებოდი?! არადა, ვიცოდი, რომ სადარბაზოში, ზოგ შემთხვევაში კი, კარებთანაც იყვნენ რუსი მილიციელები ჩასაფრებული.

ერთ დღესაც, ერთ-ერთი მეტროს შესასვლელთან დამავლეს ხელი და ისე ჩამაგდეს მანქანაში, არც უთქვამთ ვინ იყვნენ, არც ჩემთვის მოუთხოვიათ საბუთი... მილიციის განყოფილებაში მიმიყვანეს, გამაშიშვლეს და თავი მომიხილეს, რაც ძალიან შეურაცხმყოფელი იყო... მაშინ ჩემით მივხვდი, რომ საკანში უნდა გადავეყვანეთ და ასეც მოხდა, - ბუტირკის ქალთა სპეცგანყოფილებაში გადამიყვანეს.

- რა ვითარება დაგხვდათ იქ?

- იქ თვეზე მეტ ხანს მომიწია ყოფნა და უმძიმესი პირობები იყო... ყველაფერთან ერთად, ისეთი საშინელი საჭმელი იყო, ახლაც მიკვირს ცოცხალი როგორ გადავრჩი, - ყველაზე იაფიანი თევზის კონსერვისგან გაკეთებული რაღაც წვნიანივით ჰქონდათ, შესახედადაც კი შეგძრავდა...

რაც შეეხება ციხის თანამშრომლებს, - ლოიალურობით არც ერთი გამოირჩეოდა, მაგრამ ერთ-ერთი იყო განსაკუთრებული თავისი არაადამიანური ქცევებით, რის გამოც “ანაკონდა” შევარქვით, - საპირფარეშოში შესვლას, წყლის დალევასა და ბანაობასაც კი გვიშლიდა. იმ პირობებში მეტი რაღა უნდა მოგვეთხოვა და ელემენტარულ რაღაცებსაც კი გვიკრძალავდა...

- თქვენს გარდა კიდევ იყვნენ ქართველები?

- დიახ, სულ 6 ქართველი ვიყავით, ჩემს გარდა კიდევ ერთი იყო აფხაზეთიდან დევნილი. მათგან ერთი ქუთაისელი იყო და ერთი წყალტუბოელი... ყველას ერთი და იგივე “დანაშაული” გვქონდა, საბუთების არქონა. ჩვენთან ერთად იყო კიდევ ერთი ქალი, მანანა ჯანელია, რომელიც ამტკიცებდა, რომ საბუთები წესრიგში ჰქონდა. შვილი და ადგილობრივი, რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი ეხმარებოდნენ, გვარი არ მახსოვს... ამის ნიადაგზე, მანანამ შიმშილობა დაიწყო. მეც ვაპირებდი, მაგრამ მაღალი არტერიული წნევა მქონდა და ერთ დღეზე მეტ ხანს ვერ შევძელი... ვთხოვე კიდეც, - მანანა, ჩვენ არ გვიწყობს ხელს ჯანმრთელობა და შეძლებ ამის გაკეთებას-მეთქი? – უნდა შევძლოო, მითხრა.

მე საქართველოს კონსულს ვითხოვდი, - მომიყვანეს ბატონი პატარაძე, ვუამბე ჩემი გასაჭირის შესახებ, თუმცა, მანამდე იმ ქუთაისელმა ერთ-ერთი მნახველის დახმარებით საკანში ჩუმად ტელეფონი შემოიტანა და ერთთვიანი ჯოჯოხეთური პერიოდის შემდეგ, ჩემს ოჯახში, ჩემს ქალიშვილთან დავრეკე და ვაცნობე, რომ ცოცხალი ვიყავი... ასე მოიქცნენ სხვებიც... ჩემმა შვილმა არ იცოდა, მე ცოცხალი ვიყავი თუ მკვდარი და ისე განიცადა, მეგონა, ემოციისგან გული გაუსკდებოდა. ავუხსენი რაც დამემართა. მას ცალკე დაუწყია გზების პოვნა ჩემს გასათავისუფლებლად. ძალიან დაეხმარა ნიკა გვარამია, რომელიც სოხუმში მისი სკოლელი და რაღაც პერიოდი, ჩემი მოსწავლეც იყო...

პატარაძემ შეიძინა ჩემთვის ბილეთი, მე ფულიც არ მქონდა. ტანზე რაც მეცვა, იმით ამიყვანეს. ერთი სიტყვით, - მოსკოვიდან ბაქოში ჩარტერული რეისით ჩავფრინდი და იქიდან, საქართველოში ჩამოვედი.

მანანა შიმშილობას განაგრძობდა. მას შემდეგ რაც მე ციხე დავტოვე, მისი სასამართლო პროცესი ყოფილა, სადაც გაიმარჯვეს, მაგრამ პირდაპირ დარბაზიდან არ გაუთავისუფლებიათ, საბუთებია გასაფორმებელიო და საკანში შეუბრუნებიათ. ორ დღეში ციხე უნდა დაეტოვებინა, თუმცა, იმდენად სტრესული ემოციური ფონი ჰქონდა, ვერ გადაიტანა და დილით, 6 საათზე ქალებს ლოგინში უპოვნიათ გარდაცვლილი, ციხეშივე დაიღუპა... მას შემდეგ 12 წელი გავიდა და მის ტკივილს გულით ვატარებ, მთელი ცხოვრება ასე იქნება...

- ელოდით, რომ ერთ დღესაც რუსეთს მოუგებდით?

- არა, მიუხედავად იმისა, რომ ამ 12 წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროდან მუდმივად მეხმიანებოდნენ, ზოგჯერ მეც ვკითხულობდი, - რა ხდება ჩვენს საქმეზე-მეთქი. ეს არის პატარა საქართველოს გამარჯვება დიდ და ბოროტ რუსეთზე, რომლისთვისაც უდანაშაულო ადამიანების უფლებები არაფერს ნიშნავს.

ცნობისთვის, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, რუსეთმა კომპენსაციის გადახდა 31 იანვრიდან სამი თვის პერიოდში უნდა დაასრულოს, ყოველ გადაცილებულ დღეზე მას შესაბამისი ჯარიმა ეკისრება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ