თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალში 19 წლის ბიჭი თანასოფლელმა მოკლა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ სოფლის მეჩეთის წინ მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდას სასიკვდილო ჭრილობდა ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და ადგილობრივები. ყარაჯალელების ინფორმაციით, შემთხვევა შურისძიებას უკავშირდება. მათივე თქმით, მკვლელობის შემდეგ სავარაუდო ბრალდებული პოლიციას საკუთარი ნებით ჩაბარდა.