შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით 16 პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს. დაკავებულებს შორის ერთ-ერთი მომღერალი გიორგი გასვიანია, რომელიც 2017 წელს მუსიკალური პროექტის "X ფაქტორის" კონკურსანტი იყო. ასევე დაკავებულები არიან "ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრები, დები - ირმა და ინგა ხოროიშვილები. ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულებს 4-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
16 პირის დაკავების ფაქტს სოციალურ ქსელში აქტიურად ეხმაურებიან: