Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეჩვიდმეტე "საბა" დაიწყო!
მეჩვიდმეტე "საბა" დაიწყო!

ლი­ტე­რა­ტუ­რულ­მა პრე­მი­ამ "საბა" მეჩ­ვიდ­მე­ტე კონ­კურ­სი სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე­ე­ბით და­ი­წყო. წელს "სა­ბას" საპ­რი­ზო ფონ­დი გა­ი­ზარ­და, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ავ­ტო­რე­ბი 9 ნო­მი­ნა­ცი­ა­ში 4 000 ლა­რის ნაც­ვლად 6 000 ლარს მი­ი­ღე­ბენ, ხოლო ნო­მი­ნა­ცი­ა­ში "ლი­ტე­რა­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის­თვის" საპ­რი­ზო თან­ხა 8 000 ლა­რის ნაც­ვლად 10 000 ლარს იქ­ნე­ბა.

ცვლი­ლე­ბე­ბია ჟი­უ­რის შერ­ჩე­ვის წეს­შიც. ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბას "სა­ბას" სა­კონ­სულ­ტა­ციო საბ­ჭო და­ამ­ტკი­ცებს, რო­მელ­შიც შე­დი­ან „სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა", "ქარ­თუ­ლი წიგ­ნის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი", "სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი", "ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მი", „ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი“ და „ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი“. ჟი­უ­რის ვი­ნა­ო­ბა, ტრა­დი­ცი­უ­ლად, კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბა და და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ვი­ნა­ი­დან შარ­შან, ფრან­კფურ­ტის კონ­ტექ­სტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პრე­მია არ გა­ცე­მუ­ლა ნო­მი­ნა­ცი­ებ­ში "სა­უ­კე­თე­სო პი­ე­სა" და "სა­უ­კე­თე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კრი­ტი­კა", ჟი­უ­რი წელს გა­ნი­ხი­ლავს 2017 და 2018 წელს გა­მო­ცე­მულ პი­ე­სებ­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რულ კრი­ტი­კას.

კონ­კურ­სზე წიგ­ნე­ბის წარ­დგე­ნა ავ­ტო­რებ­სა და გა­მომ­ცემ­ლებს უკვე შე­უძ­ლი­ათ. ამი­სათ­ვის მათ უნდა შე­ავ­სონ ელექტრო­ნუ­ლი გა­ნა­ცხა­დი კონ­კურ­სის ვებგ­ვერ­დზე saba.com.ge გა­ნა­ცხა­დე­ბის მი­ღე­ბა 25 თე­ბერ­ვლამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა, რის შემ­დე­გაც "სა­ბას" ჟი­უ­რის წევ­რე­ბი წიგ­ნე­ბის გან­ხილ­ვას შე­უდ­გე­ბი­ან და გა­სუ­ლი წლის ლი­ტე­რა­ტუ­რულ მო­სა­ვალს შე­ა­ფა­სე­ბენ.

სა­უ­კე­თე­სო წიგ­ნებ­სა და ავ­ტო­რებს ჟი­უ­რი 10 ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­მო­ავ­ლენს:

1. სა­უ­კე­თე­სო რო­მა­ნი

2. სა­უ­კე­თე­სო პო­ე­ტუ­რი კრე­ბუ­ლი

3. სა­უ­კე­თე­სო პრო­ზა­უ­ლი კრე­ბუ­ლი

4. სა­უ­კე­თე­სო პი­ე­სა

5. სა­უ­კე­თე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი დე­ბი­უ­ტი

6. სა­უ­კე­თე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კრი­ტი­კა

7. სა­უ­კე­თე­სო ესე­ის­ტი­კა და დო­კუ­მენ­ტუ­რი პრო­ზა

8. უცხო­უ­რი ნა­წარ­მო­ე­ბის სა­უ­კე­თე­სო ქარ­თუ­ლი თარ­გმა­ნი

9. ქარ­თუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის სა­უ­კე­თე­სო უცხო­უ­რი თარ­გმა­ნი

10. ლი­ტე­რა­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლი.

სა­კონ­კურ­სო წიგ­ნე­ბის სია "სა­ბას" ვებგ­ვერ­დზე saba.com.ge გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა, სა­დაც, კონ­კურ­სის მსვლე­ლო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­კონ­კურ­სო წიგ­ნე­ბის ელექტრო­ნუ­ლი ვერ­სი­ე­ბი გან­თავ­სდე­ბა და მკი­თხველს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა, შე­ი­ძი­ნოს და გა­ეც­ნოს მათ.

ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სი "საბა" თი­ბი­სიმ 2002 წელს და­ა­ფუძნა. და­არ­სე­ბის დღი­დან "სა­ბამ" ბიძ­გი მის­ცა ლი­ტე­რა­ტუ­რულ პრო­ცე­სებს სა­ქარ­თვე­ლო­ში და არა­ერ­თი მწერ­ლის ნა­წარ­მო­ე­ბი თუ ღვაწ­ლი შე­ა­ფა­სა. 2018 წელს "საბა" გას­ცდა სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ, ის ფრან­კფურ­ტის წიგ­ნის ბაზ­რო­ბის ფარ­გლებ­ში გერ­მა­ნი­ა­ში ჩა­ტარ­და. და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ის გა­მარ­თვამ ფრან­კფურ­ტში კონ­კურსს სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბა შეს­ძი­ნა.

წელს კონ­კურ­სის ფი­ნა­ლის­ტე­ბის ვი­ნა­ო­ბა ივ­ლის­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, ხოლო სექ­ტემ­ბერ­ში და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

მეჩვიდმეტე "საბა" დაიწყო!

მეჩვიდმეტე "საბა" დაიწყო!

ლიტერატურულმა პრემიამ "საბა" მეჩვიდმეტე კონკურსი საინტერესო სიახლეებით დაიწყო. წელს "საბას" საპრიზო ფონდი გაიზარდა, გამარჯვებული ავტორები 9 ნომინაციაში 4 000 ლარის ნაცვლად 6 000 ლარს მიიღებენ, ხოლო ნომინაციაში "ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის" საპრიზო თანხა 8 000 ლარის ნაცვლად 10 000 ლარს იქნება.

ცვლილებებია ჟიურის შერჩევის წესშიც. ჟიურის შემადგენლობას "საბას" საკონსულტაციო საბჭო დაამტკიცებს, რომელშიც შედიან „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა", "ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი", "საქართველოს ეროვნული მუზეუმი", "ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი", „ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი“ და „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი“. ჟიურის ვინაობა, ტრადიციულად, კონფიდენციალური იქნება და დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ ვინაიდან შარშან, ფრანკფურტის კონტექსტიდან გამომდინარე, პრემია არ გაცემულა ნომინაციებში "საუკეთესო პიესა" და "საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა", ჟიური წელს განიხილავს 2017 და 2018 წელს გამოცემულ პიესებსა და ლიტერატურულ კრიტიკას.

კონკურსზე წიგნების წარდგენა ავტორებსა და გამომცემლებს უკვე შეუძლიათ. ამისათვის მათ უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი კონკურსის ვებგვერდზე saba.com.ge განაცხადების მიღება 25 თებერვლამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც "საბას" ჟიურის წევრები წიგნების განხილვას შეუდგებიან და გასული წლის ლიტერატურულ მოსავალს შეაფასებენ.

საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 10 ნომინაციაში გამოავლენს:

1. საუკეთესო რომანი

2. საუკეთესო პოეტური კრებული

3. საუკეთესო პროზაული კრებული

4. საუკეთესო პიესა

5. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

6. საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა

7. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

8. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი

9. ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი

10. ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.

საკონკურსო წიგნების სია "საბას" ვებგვერდზე saba.com.ge გამოქვეყნდება, სადაც, კონკურსის მსვლელობის პარალელურად, საკონკურსო წიგნების ელექტრონული ვერსიები განთავსდება და მკითხველს საშუალება ექნება, შეიძინოს და გაეცნოს მათ.

ლიტერატურული კონკურსი "საბა" თიბისიმ 2002 წელს დააფუძნა. დაარსების დღიდან "საბამ" ბიძგი მისცა ლიტერატურულ პროცესებს საქართველოში და არაერთი მწერლის ნაწარმოები თუ ღვაწლი შეაფასა. 2018 წელს "საბა" გასცდა საქართველოს ფარგლებს გარეთ, ის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში გერმანიაში ჩატარდა. დაჯილდოების ცერემონიის გამართვამ ფრანკფურტში კონკურსს საერთაშორისო მნიშვნელობა შესძინა.

წელს კონკურსის ფინალისტების ვინაობა ივლისში გახდება ცნობილი, ხოლო სექტემბერში დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება