ავტორი:

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სტარტაპერ აბიტურიენტებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სტარტაპერ აბიტურიენტებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აბიტურიენტებს განსაკუთრებულ შესაძლებლობებს სთავაზობს. უნივერსიტეტი, რომლის სტუდენტებსაც არაერთი სტარტაპი აქვთ შექმნილი, ამჯერად აბიტურიენტებს სთავაზობს, რომ გახდნენ სტარტაპერები და BTU-ში სწავლის ერთწლიანი დაფინანსება მოიგონ.

კონკურსში მონაწილეობა საქართველოში მცხოვრებ ყველა აბიტურიენტს შეუძლია, რომელსაც ინოვაციური და საინტერესო სტარტაპ იდეა აქვს. კონკურსის თემა ბიზნესის ტექნოლოგიებთან ინტეგრაციაა და სწორედ ესაა გამარჯვებული აბიტურიენტის გამოვლენის მთავარი კრიტერიუმი. მარტივ აპლიკაციის ფორმაში, აბიტურიენტმა უნდა გააზიაროს საკუთარი სტარტაპ იდეა, რომელიც ბიზნესს ტექნოლოგიებთან აკავშირებს, მიიღოს მონაწილეობა "Startup Demo Day"-ზე, გაიმარჯვოს და დაჯილდოვდეს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სწავლის ფინანსირების 100%-იანი გრანტით პირველ წელიწადს.

ღონისძიება სილიკონ ველი თბილისის სივრცეში, 2019 წლის ივნისში ჩატარდება.

ყველა შერჩეული აბიტურიენტისთვის საჩუქრად გაიხსნება ინგლისური ენის შემსწავლელი ელექტრონული პლატფორმა, აგრეთვე უნივერსიტეტი უზრუნველყოფს დემო დღისთვის მოსამზადებელი ვორკშოპის ჩატარებას.

სტარტაპების დემო დღეს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ინდუსტრიაში არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოტენციური პარტნიორები დაესწრებიან.

როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში განმარტავენ, კონკურსის მიზანი ახალგაზრდების ინოვაციური იდეების მხარდაჭერაა და მათთვის სილიკონ ველი თბილისის ფარგლებში არსებული მასშტაბური შესაძლებლობებისა და პოტენციალის გაზიარება.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სტარტაპების დემო დღე პირველკურსელთათვის უკვე ტრადიციად იქცა და ყოველი სემესტრის ბოლოს ტარდება. BTU-ს სტუდენტებმა უკვე 80-მდე ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური სტარტაპი შექმნეს და ეს რიცხვი ყოველი სემესტრის შემდგომ იზრდება.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი