პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულებს 4-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულებს 4-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფა­რულ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით 16 პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლებს 4-დან 8 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბათ.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ვი­დეო-ჩა­ნა­წე­რის შე­ნახ­ვის და გავ­რცე­ლე­ბის ბრალ­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 157-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ნა­წი­ლე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია 16 პირი.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის და მო­ბი­ლუ­რი ინ­ტერ­ნეტ აპ­ლი­კა­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით ინა­ხავ­დნენ და მა­სობ­რი­ვად ავ­რცე­ლებ­დნენ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ველ ვი­დეო-ჩა­ნა­წერს.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლის უკა­ნო­ნო მო­პო­ვე­ბა, შე­ნახ­ვა და გავ­რცე­ლე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლია. სის­ხლის სა­მარ­თლის წე­სით ის­ჯე­ბა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლის რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი სა­შუ­ა­ლე­ბით გავ­რცე­ლე­ბა (მათ შო­რის მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით გა­დაგ­ზავ­ნა), ისე მისი შე­ნახ­ვა, რაც ის­ჯე­ბა 4-დან 8 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით.

მო­ვუ­წო­დებთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, არ ჩა­ერ­თონ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და შე­წყვი­ტონ მსგავ­სი ვი­დეო-ჩა­ნა­წე­რის ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხით გავ­რცე­ლე­ბა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის მხრი­დან მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ზო­მე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო-ჩა­ნა­წე­რის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სხვა პი­რე­ბის და­სად­გე­ნად.

ყვე­ლა იმ პი­რის მი­მართ, ვინც გა­მიზ­ნუ­ლად ან სხვაგ­ვა­რად ახ­დენს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლე­ბის გავ­რცე­ლე­ბას, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო იძუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა გა­ა­ტა­როს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ზო­მე­ბი“, - გა­ნა­ცხა­დეს უწყე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულებს 4-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულებს 4-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით 16 პირია დაკავებული. უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

შსს-ს ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვიდეო-ჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაკავებულია 16 პირი.

"გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა), ისე მისი შენახვა, რაც ისჯება 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

მოვუწოდებთ საზოგადოებას, არ ჩაერთონ დანაშაულებრივ საქმიანობაში და შეწყვიტონ მსგავსი ვიდეო-ჩანაწერის ნებისმიერი სახით გავრცელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები.

გამოძიება გრძელდება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-ჩანაწერის გამავრცელებელი სხვა პირების დასადგენად.

ყველა იმ პირის მიმართ, ვინც გამიზნულად ან სხვაგვარად ახდენს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული იქნება გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები“, - განაცხადეს უწყებაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს