სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფა­რული ჩა­ნა­წე­რებ­ის საქმეზე დაკავებულთაგან ერთ-ერთი მომღერალი გიორგი გასვიანია
ფა­რული ჩა­ნა­წე­რებ­ის საქმეზე დაკავებულთაგან ერთ-ერთი მომღერალი გიორგი გასვიანია

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფა­რულ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით 16 პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის ერთ-ერთი მომ­ღე­რა­ლი გი­ორ­გი გას­ვი­ა­ნია, რო­მე­ლიც 2017 წელს მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტის "X ფაქ­ტო­რის" კონ­კურ­სან­ტი იყო.

"იქს-ფაქ­ტო­რის" მო­ნა­წი­ლე პრო­ექტს ოთხი სკა­მის ტუ­რი­დან გა­მო­ე­თი­შა. სან­დრო კურ­ცხა­ლი­ძის პრო­ექ­ტში და­სა­ტო­ვებ­ლად სოფო ნი­ჟა­რა­ძემ 4 ბი­ჭი­დან გი­ორ­გი გას­ვი­ან­ზე შე­ა­ჩე­რა არ­ჩე­ვა­ნი და სწო­რედ ის აა­ყე­ნა სკა­მი­დან.

"იქს-ფაქ­ტო­რამ­დე" გი­ორ­გი გას­ვი­ა­ნი კი­დევ ერთ მუ­სი­კა­ლურ შო­უ­ში "ახალ ხმა­ში" მო­ნა­წი­ლე­ობ­და, სა­დაც მერ­ვე­დფი­ნა­ლამ­დე მი­ვი­და.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ჯერ­ჯე­რო­ბით არ ასა­ჯა­რო­ვებს.

რო­გორც და­კა­ვე­ბუ­ლი მომ­ღერ­ლის ად­ვო­კატ­მა, კახა ხვის­ტან­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, გას­ვი­ა­ნი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა სამ­სა­ხურ­ში აიყ­ვა­ნეს და მას ბრალს დღეს, სა­ვა­რა­უ­დოდ, დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში წა­უ­ყე­ნე­ბენ.

„ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გი­ორ­გი გას­ვი­ანს სამ­სა­ხურ­ში გუ­შინ მი­ა­კი­თხეს და იქ მოხ­და მისი და­კა­ვე­ბა. დე­ტა­ლებს ვე­რა­ფერს გე­ტყვით, ჯერ ბრა­ლიც არ წა­უ­ყე­ნე­ბი­ათ, ჯერ­ჯე­რო­ბით, ჩემ­სა და გა­მომ­ძი­ე­ბელს შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცია არ ყო­ფი­ლა“, - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო-ჩა­ნა­წე­რის გავ­რცე­ლე­ბის ფაქ­ტზე. გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­დეო-ჩა­ნა­წე­რის შე­ნახ­ვის და გავ­რცე­ლე­ბის ბრალ­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 157-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ნა­წი­ლე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია 16 პირი.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის და მო­ბი­ლუ­რი ინ­ტერ­ნეტ აპ­ლი­კა­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით ინა­ხავ­დნენ და მა­სობ­რი­ვად ავ­რცე­ლებ­დნენ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ველ ვი­დეო-ჩა­ნა­წერს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ფა­რული ჩა­ნა­წე­რებ­ის საქმეზე დაკავებულთაგან ერთ-ერთი მომღერალი გიორგი გასვიანია

ფა­რული ჩა­ნა­წე­რებ­ის საქმეზე დაკავებულთაგან ერთ-ერთი მომღერალი გიორგი გასვიანია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით 16 პირია დაკავებული.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის ერთ-ერთი მომღერალი გიორგი გასვიანია, რომელიც 2017 წელს მუსიკალური პროექტის "X ფაქტორის" კონკურსანტი იყო.

"იქს-ფაქტორის" მონაწილე პროექტს ოთხი სკამის ტურიდან გამოეთიშა. სანდრო კურცხალიძის პროექტში დასატოვებლად სოფო ნიჟარაძემ 4 ბიჭიდან გიორგი გასვიანზე შეაჩერა არჩევანი და სწორედ ის ააყენა სკამიდან.

"იქს-ფაქტორამდე" გიორგი გასვიანი კიდევ ერთ მუსიკალურ შოუში "ახალ ხმაში" მონაწილეობდა, სადაც მერვედფინალამდე მივიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულთან დაკავშირებით, დამატებით ინფორმაციას ჯერჯერობით არ ასაჯაროვებს.

როგორც დაკავებული მომღერლის ადვოკატმა, კახა ხვისტანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გასვიანი სამართალდამცველებმა სამსახურში აიყვანეს და მას ბრალს დღეს, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში წაუყენებენ.

„ჩემი ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლებმა გიორგი გასვიანს სამსახურში გუშინ მიაკითხეს და იქ მოხდა მისი დაკავება. დეტალებს ვერაფერს გეტყვით, ჯერ ბრალიც არ წაუყენებიათ, ჯერჯერობით, ჩემსა და გამომძიებელს შორის კომუნიკაცია არ ყოფილა“, - აცხადებს ადვოკატი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-ჩანაწერის გავრცელების ფაქტზე. გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული ვიდეო-ჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაკავებულია 16 პირი.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს