სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქ მასზე ღირსეული არავინაა" - როგორ დანათესავდნენ ანა მარგველაშვილი და "საქართველოს ვარსკვლავის" კონკურსანტი ოთო ნემსაძე
"აქ მასზე ღირსეული არავინაა" - როგორ დანათესავდნენ ანა მარგველაშვილი და "საქართველოს ვარსკვლავის" კონკურსანტი ოთო ნემსაძე

"სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი" კონ­კურსს 8 მო­ნა­წი­ლით აგ­რძე­ლებს. კონ­კურ­სან­ტებს წინ კი­დევ ეტა­პე­ბი აქვთ გა­სავ­ლე­ლი და გა­და­სა­ლა­ხი. ჩვენ რამ­დე­ნი­მე ცნო­ბილ ადა­მი­ანს ვე­სა­უბ­რეთ, რომ­ლე­ბიც გა­სულ ლა­ივ­ზე სა­კუ­თა­რი კონ­კურ­სან­ტე­ბის სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ იყ­ვნენ მო­სუ­ლე­ბი. მათი უმე­ტე­სო­ბა მომ­ღე­რალ ოთო ნემ­სა­ძის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი აღ­მოჩ­ნდა.

ნეკა სე­ბის­კვე­რა­ძე:

- "ევ­რო­ვი­ზი­ის" კონ­კურ­სის მი­მართ ჭრე­ლი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი აზრი მუდ­მი­ვად არ­სე­ბობს, ამას­თან, მით­ქმა-მოთ­ქმა სულ არის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან წარ­დგე­ნი­ლი კონ­კურ­სან­ტი ზოგს მოს­წონს და ზოგს - არა... ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა რამ­დე­ნი­მე წე­ლია, ამ კონ­კურ­სის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლეა და სწო­რია, ყვე­ლას უნდა გვა­ღელ­ვებ­დეს, რომ ღირ­სე­უ­ლი კან­დი­და­ტით წარვსდგეთ ამ მას­შტა­ბურ კონ­კურ­სზე. ამი­ტომ, ჟი­უ­რიმ ნამ­დვი­ლად ნი­ჭი­ე­რი მუ­სი­კო­სე­ბი აარ­ჩია, მაგ­რამ "ევ­რო­ვი­ზი­ას" სჭირ­დე­ბა უკვე გა­მოც­დი­ლი, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც იქა­ურ სტრესს კარ­გად გა­უმკლავ­დე­ბა, თა­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. ასე­თი ოთო ნემ­სა­ძე მგო­ნია.

რა­ტომ­ღაც მჯე­რა, რომ ოთო ასე­თია. მას აქვს ენერ­გე­ტი­კა, მუხ­ტი არა­ნორ­მა­ლუ­რად უყ­ვარს თა­ვი­სი პრო­ფე­სია, მგო­ნია, რომ ძა­ლი­ან კარ­გი კან­დი­და­ტი იქ­ნე­ბა, სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი სიმ­ღე­რით. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მომ­ღერ­ლის­თვის. მხო­ლოდ ნიჭი და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა არ კმა­რა, არა­მედ უმ­ნიშ­ვე­ლო­ვა­ნე­სია, რას შე­ას­რუ­ლებს კონ­კურ­სან­ტი. სა­ბო­ლო­ოდ კი, ყვე­ლა­ფე­რი კომ­პლექ­ტში იფუ­თე­ბა - სიმ­ღე­რა, ვი­ზუ­ა­ლი, ნამ­ღე­რი - თუ სწო­რად შე­ირ­ჩა, აუ­ცი­ლებ­ლად წარ­მა­ტე­ბა ექ­ნე­ბა.

ანა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი:

- მე ოთოს მე­გო­ბა­რი ვარ სო­ფოს, ანუ მისი ცო­ლის მხრი­დან. სოფო ჩემი ბავ­შვის ნათ­ლი­აა და ძა­ლი­ან მიყ­ვარს, დიდი ხა­ნია, ვმე­გობ­რობთ და ახლა უკვე ოთოს­თა­ნაც დავ­მე­გობ­რდით. მარ­თლა წარ­მა­ტე­ბუ­ლი, ნი­ჭი­ე­რი მომ­ღე­რა­ლია და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ კონ­კურ­სში მას­ზე ღირ­სე­უ­ლი არა­ვინ იქ­ნე­ბა, ამი­ტომ, ცალ­სა­ხად ვგულ­შე­მატ­კივ­რობ ოთოს გა­მარ­ჯვე­ბას.

- ცოტა ხნის წინ ოთოს და სო­ფოს სა­ერ­თო კლი­პის კად­რებ­ში გი­ხი­ლეთ...

- კი, მე­გობ­რე­ბი ოთოს და სო­ფოს სა­ერ­თო კლი­პის გა­და­ღე­ბა­ზე ბა­კუ­რი­ან­ში ვი­ყა­ვით. დი­ლის შვიდ სა­ა­თამ­დე გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ვი­ყა­ვით, კი­ნა­ღამ თავი მი­ვა­კა­ლით - სცე­ნა იყო ასე­თი: სა­ა­ხალ­წლოდ რო­გორ ატა­რე­ბენ დროს.

- სა­ნამ სო­ფოს მე­უღ­ლე გახ­დე­ბო­და, ოთოს არ იც­ნობ­დით?

- სამ­წუ­ხა­როდ მა­ნამ­დე ოთოს შე­მოქ­მე­დე­ბას თვალ-ყურს არ ვა­დევ­ნებ­დი და ახ­ლო­საც არ ვიც­ნობ­დი. რომ გა­ვი­ცა­ნი, დავ­რწმუნ­დი, რომ ძლი­ე­რი მომ­ღე­რა­ლია და „ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“ წას­ვლა მას მო­უ­წევს. ოთო­ზე ღირ­სე­უ­ლი იქ ვე­რა­ვინ წავა.

მარ­კუს მეტ­რე­ვე­ლი:

- ყვე­ლას ვუ­ლო­ცავ, რომ პრო­ექ­ტი „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი“ ასეთ გრან­დი­ო­ზულ მას­შტა­ბებ­ზე გა­ვი­და, რა­საც „ევ­რო­ვი­ზია“ ჰქვია და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სპე­ცი­ა­ლუ­რი, გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გვე­ყო­ლე­ბა და მისი ხმა „ევ­რო­ვი­ზი­ის“ გრან­დი­ო­ზულ სცე­ნა­ზე გა­ის­მე­ბა. რაც შე­ხე­ბა გულ­შე­მატ­კივ­რო­ბას, ვგულ­შე­მატ­კივ­რობ ჩემ­თვის ძა­ლი­ან საყ­ვა­რელ მომ­ღერ­ლებს - ნინი ცნო­ბი­ლა­ძე­სა და ოთო ნემ­სა­ძეს. იმე­დი მაქვს, ღირ­სე­უ­ლი გა­ი­მარ­ჯვებს.

- რა­ტომ მოგ­წონს თი­თო­ე­უ­ლი?

- რაც შე­ე­ხე­ბა ნი­ნის, მას ხმა­ში აქვს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი, ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია. გა­ი­გე­ბენ თუ არა მის ხმას, ეგ­რე­ვე მიხ­ვდე­ბი­ან, საქ­მე ვის­თან აქვთ, არა­ვის­ში აე­რე­ვათ. ასე­ვე შე­მიძ­ლია იგი­ვე ვთქვა ოთო­ზე. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხმა აქვს და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი. არა­ვის ჰგავს. ჩემ­გან რჩე­ვა - უნდა ჰქონ­დეს ძა­ლი­ან კარ­გი სას­ცე­ნო იმი­ჯი. ეს სრუ­ლი პა­კე­ტი უნდა შე­იკ­რას და მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე ასე წარ­სდგეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"აქ მასზე ღირსეული არავინაა" - როგორ დანათესავდნენ ანა მარგველაშვილი და "საქართველოს ვარსკვლავის" კონკურსანტი ოთო ნემსაძე

"აქ მასზე ღირსეული არავინაა" - როგორ დანათესავდნენ ანა მარგველაშვილი და "საქართველოს ვარსკვლავის" კონკურსანტი ოთო ნემსაძე

"საქართველოს ვარსკვლავი" კონკურსს 8 მონაწილით აგრძელებს. კონკურსანტებს წინ კიდევ ეტაპები აქვთ გასავლელი და გადასალახი. ჩვენ რამდენიმე ცნობილ ადამიანს ვესაუბრეთ, რომლებიც გასულ ლაივზე საკუთარი კონკურსანტების საგულშემატკივროდ იყვნენ მოსულები. მათი უმეტესობა მომღერალ ოთო ნემსაძის გულშემატკივარი აღმოჩნდა.

ნეკა სებისკვერაძე:

- "ევროვიზიის" კონკურსის მიმართ ჭრელი და მრავალფეროვანი აზრი მუდმივად არსებობს, ამასთან, მითქმა-მოთქმა სულ არის, რომ საქართველოდან წარდგენილი კონკურსანტი ზოგს მოსწონს და ზოგს - არა... ჩვენი ქვეყანა რამდენიმე წელია, ამ კონკურსის აქტიური მონაწილეა და სწორია, ყველას უნდა გვაღელვებდეს, რომ ღირსეული კანდიდატით წარვსდგეთ ამ მასშტაბურ კონკურსზე. ამიტომ, ჟიურიმ ნამდვილად ნიჭიერი მუსიკოსები აარჩია, მაგრამ "ევროვიზიას" სჭირდება უკვე გამოცდილი, თავდაჯერებული შემსრულებელი, რომელიც იქაურ სტრესს კარგად გაუმკლავდება, თავის შესაძლებლობებში დარწმუნებული იქნება. ასეთი ოთო ნემსაძე მგონია.

რატომღაც მჯერა, რომ ოთო ასეთია. მას აქვს ენერგეტიკა, მუხტი არანორმალურად უყვარს თავისი პროფესია, მგონია, რომ ძალიან კარგი კანდიდატი იქნება, სწორად შერჩეული სიმღერით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მომღერლისთვის. მხოლოდ ნიჭი და თავდაჯერებულობა არ კმარა, არამედ უმნიშველოვანესია, რას შეასრულებს კონკურსანტი. საბოლოოდ კი, ყველაფერი კომპლექტში იფუთება - სიმღერა, ვიზუალი, ნამღერი - თუ სწორად შეირჩა, აუცილებლად წარმატება ექნება.

ანა მარგველაშვილი:

- მე ოთოს მეგობარი ვარ სოფოს, ანუ მისი ცოლის მხრიდან. სოფო ჩემი ბავშვის ნათლიაა და ძალიან მიყვარს, დიდი ხანია, ვმეგობრობთ და ახლა უკვე ოთოსთანაც დავმეგობრდით. მართლა წარმატებული, ნიჭიერი მომღერალია და დარწმუნებული ვარ, ამ კონკურსში მასზე ღირსეული არავინ იქნება, ამიტომ, ცალსახად ვგულშემატკივრობ ოთოს გამარჯვებას.

- ცოტა ხნის წინ ოთოს და სოფოს საერთო კლიპის კადრებში გიხილეთ...

- კი, მეგობრები ოთოს და სოფოს საერთო კლიპის გადაღებაზე ბაკურიანში ვიყავით. დილის შვიდ საათამდე გადასაღებ მოედანზე ვიყავით, კინაღამ თავი მივაკალით - სცენა იყო ასეთი: საახალწლოდ როგორ ატარებენ დროს.

- სანამ სოფოს მეუღლე გახდებოდა, ოთოს არ იცნობდით?

- სამწუხაროდ მანამდე ოთოს შემოქმედებას თვალ-ყურს არ ვადევნებდი და ახლოსაც არ ვიცნობდი. რომ გავიცანი, დავრწმუნდი, რომ ძლიერი მომღერალია და „ევროვიზიაზე“ წასვლა მას მოუწევს. ოთოზე ღირსეული იქ ვერავინ წავა.

მარკუს მეტრეველი:

- ყველას ვულოცავ, რომ პროექტი „საქართველოს ვარსკვლავი“ ასეთ გრანდიოზულ მასშტაბებზე გავიდა, რასაც „ევროვიზია“ ჰქვია და დარწმუნებული ვარ, სპეციალური, გამორჩეული გამარჯვებული გვეყოლება და მისი ხმა „ევროვიზიის“ გრანდიოზულ სცენაზე გაისმება. რაც შეხება გულშემატკივრობას, ვგულშემატკივრობ ჩემთვის ძალიან საყვარელ მომღერლებს - ნინი ცნობილაძესა და ოთო ნემსაძეს. იმედი მაქვს, ღირსეული გაიმარჯვებს.

- რატომ მოგწონს თითოეული?

- რაც შეეხება ნინის, მას ხმაში აქვს ინდივიდუალიზმი, ეს აუცილებელია. გაიგებენ თუ არა მის ხმას, ეგრევე მიხვდებიან, საქმე ვისთან აქვთ, არავისში აერევათ. ასევე შემიძლია იგივე ვთქვა ოთოზე. განსხვავებული ხმა აქვს დასამახსოვრებელი. არავის ჰგავს. ჩემგან რჩევა - უნდა ჰქონდეს ძალიან კარგი სასცენო იმიჯი. ეს სრული პაკეტი უნდა შეიკრას და მაყურებლის წინაშე ასე წარსდგეს.