მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით შსს-მ 16 პირი დააკავა
ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით შსს-მ 16 პირი დააკავა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფა­რულ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით 16 პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე გან­ცხა­დე­ბა შსს-ში რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­კეთ­და.

“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო-ჩა­ნა­წე­რის გავ­რცე­ლე­ბის ფაქ­ტზე.

გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­დეო-ჩა­ნა­წე­რის შე­ნახ­ვის და გავ­რცე­ლე­ბის ბრალ­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 157-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ნა­წი­ლე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია 16 პირი.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის და მო­ბი­ლუ­რი ინ­ტერ­ნეტ აპ­ლი­კა­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით ინა­ხავ­დნენ და მა­სობ­რი­ვად ავ­რცე­ლებ­დნენ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ველ ვი­დეო-ჩა­ნა­წერს.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლის უკა­ნო­ნო მო­პო­ვე­ბა, შე­ნახ­ვა და გავ­რცე­ლე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლია. სის­ხლის სა­მარ­თლის წე­სით ის­ჯე­ბა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლის რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი სა­შუ­ა­ლე­ბით გავ­რცე­ლე­ბა (მათ შო­რის მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით გა­დაგ­ზავ­ნა), ისე მისი შე­ნახ­ვა, რაც ის­ჯე­ბა 4-დან 8 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით.

მო­ვუ­წო­დებთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, არ ჩა­ერ­თონ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და შე­წყვი­ტონ მსგავ­სი ვი­დეო-ჩა­ნა­წე­რის ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხით გავ­რცე­ლე­ბა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის მხრი­დან მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ზო­მე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო-ჩა­ნა­წე­რის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სხვა პი­რე­ბის და­სად­გე­ნად.

ყვე­ლა იმ პი­რის მი­მართ, ვინც გა­მიზ­ნუ­ლად ან სხვაგ­ვა­რად ახ­დენს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლე­ბის გავ­რცე­ლე­ბას, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო იძუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა გა­ა­ტა­როს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ზო­მე­ბი“, - გა­ნა­ცხა­დეს უწყე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით შსს-მ 16 პირი დააკავა

ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით შსს-მ 16 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით 16 პირია დაკავებული. აღნიშნულ საქმეზე განცხადება შსს-ში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-ჩანაწერის გავრცელების ფაქტზე.

გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული ვიდეო-ჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაკავებულია 16 პირი.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა), ისე მისი შენახვა, რაც ისჯება 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

მოვუწოდებთ საზოგადოებას, არ ჩაერთონ დანაშაულებრივ საქმიანობაში და შეწყვიტონ მსგავსი ვიდეო-ჩანაწერის ნებისმიერი სახით გავრცელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები.

გამოძიება გრძელდება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-ჩანაწერის გამავრცელებელი სხვა პირების დასადგენად.

ყველა იმ პირის მიმართ, ვინც გამიზნულად ან სხვაგვარად ახდენს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული იქნება გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები“, - განაცხადეს უწყებაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს