პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან გორში მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდები - 18 წლის ბიჭი დღეს გარდაიცვალა
ვინ არიან გორში მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდები - 18 წლის ბიჭი დღეს გარდაიცვალა

2000 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა, რო­მე­ლიც გო­რის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ ქიწ­ნის­თან მომ­ხდა­რი ავა­რი­ის შე­დე­გად კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, გარ­და­იც­ვა­ლა. და­ღუ­პუ­ლი 18 წლი­საა.

სო­ფელ ქიწ­ნის­თან გუ­შინ "ოპე­ლის" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა ვაშ­ლით დატ­ვირ­თულ სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბილს შე­ე­ჯა­ხა. ავა­რი­ის შე­დე­გად ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა 19 და 23 წლის ორი მა­მა­კა­ცი.

ავა­რი­ის დროს გარ­დაც­ვლი­ლი სა­მი­ვე ახალ­გაზ­რდა გო­რის რა­ი­ო­ნის, სო­ფელ ტყვი­ა­ვის მკვიდ­რი იყო. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან თორ­ნი­კე გი­გუ­აშ­ვი­ლი (სა­ჭეს­თან), გი­ორ­გი მე­რე­ბაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც შარ­შან და­ამ­თავ­რა სკო­ლა და ტყვი­ა­ვის სა­ჯა­რო სკო­ლის მე­თერ­თმე­ტეკ­ლა­სე­ლი და­ვით ცოტ­ნი­აშ­ვი­ლი.

გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სის, და­ვით ცოტ­ნი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი პა­ტა­რა ლი­ახ­ვის ხე­ო­ბი­დან, სო­ფელ ერედ­ვი­და­ნაა დევ­ნი­ლი. რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხი მე­ზობ­ლე­ბი და სკო­ლე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, "დათო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა იყო... ძა­ლი­ან თბი­ლი, ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი, კარ­გი მოს­წავ­ლე, ქარ­თუ­ლი ენის, ლი­ტე­რა­ტუ­რის და ის­ტო­რი­ის მე­ტის­მე­ტად მოყ­ვა­რუ­ლი".

რაც შე­ე­ხე­ბა თორ­ნი­კე გი­გუ­აშ­ვილს, მან გა­სულ წელს და­ამ­თავ­რა ტყვი­ა­ვის სა­ჯა­რო სკო­ლა. თორ­ნი­კეს დედა, რამ­დე­ნი­მე წე­ლია, ემიგ­რა­ცი­ა­შია წა­სუ­ლი სა­მუ­შა­ოდ, ბი­ჭის მამა კი და­ღუ­პუ­ლია. რო­გორც AMBEBI.GE-ს გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლებ­მა უთხრეს, თორ­ნი­კე უმ­ცროს ძმას მშობ­ლე­ბის მა­გივ­რო­ბას უწევ­და და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ზრუ­ნავ­და მას­ზე.

მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა 276-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ilona
0

უნდა გაიზარდოს მართვის აღების ასაკი,სულ ასეთი ახალგაზრდები იღუპებიან,ამ წელს უკვე მერამდენედ,სიფრთხილე დაკარგა ყველამ,სად ეჩქარებათ,

Gia
1

უნიჭო, უნამუსო , უვარგისი ერი ვართ. ვერ ვიცავთ ჩვენ შვილებს და პირიქით ყველანაირად ხელს ვუწყობთ მათ თვითლიკვიდაციას

sponsored by ContentRoom
ავტორი:

ვინ არიან გორში მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდები - 18 წლის ბიჭი დღეს გარდაიცვალა

ვინ არიან გორში მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდები - 18 წლის ბიჭი დღეს გარდაიცვალა

2000 წელს დაბადებული ახალგაზრდა, რომელიც გორის რაიონში, სოფელ ქიწნისთან მომხდარი ავარიის შედეგად კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, გარდაიცვალა. დაღუპული 18 წლისაა.

სოფელ ქიწნისთან გუშინ "ოპელის" მარკის ავტომანქანა ვაშლით დატვირთულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა 19 და 23 წლის ორი მამაკაცი.

ავარიის დროს გარდაცვლილი სამივე ახალგაზრდა გორის რაიონის, სოფელ ტყვიავის მკვიდრი იყო. გარდაცვლილები არიან თორნიკე გიგუაშვილი (საჭესთან), გიორგი მერებაშვილი, რომელმაც შარშან დაამთავრა სკოლა და ტყვიავის საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელი დავით ცოტნიაშვილი.

გარდაცვლილებს შორის ყველაზე უმცროსის, დავით ცოტნიაშვილის ოჯახი ოკუპირებული პატარა ლიახვის ხეობიდან, სოფელ ერედვიდანაა დევნილი. როგორც გარდაცვლილის ოჯახი მეზობლები და სკოლელები ამბობენ, "დათო განსაკუთრებული ახალგაზრდა იყო... ძალიან თბილი, ყურადღებიანი, კარგი მოსწავლე, ქართული ენის, ლიტერატურის და ისტორიის მეტისმეტად მოყვარული".

რაც შეეხება თორნიკე გიგუაშვილს, მან გასულ წელს დაამთავრა ტყვიავის საჯარო სკოლა. თორნიკეს დედა, რამდენიმე წელია, ემიგრაციაშია წასული სამუშაოდ, ბიჭის მამა კი დაღუპულია. როგორც AMBEBI.GE-ს გარდაცვლილის ახლობლებმა უთხრეს, თორნიკე უმცროს ძმას მშობლების მაგივრობას უწევდა და განსაკუთრებულად ზრუნავდა მასზე.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

"ელვარდის ცოლ-შვილიც აქციაზე იყო, ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე სხვა მიკროავტობუსში გადაუსვამს" - რას ჰყვებიან უმძიმეს ავარიაზე გარდაცვლილთა ახლობლები

LIVE - ეთერშია გადაცემა "მკურნალი"

ესპანური კერამოგრანიტის ბრენდი - მხოლოდ მიჰაუსში