ახალი ნათების პირველი მაღაზია-სალონი, დიდუბეში, დავით ყიფიანის 6 ნომერში, აუთლეთ სივრცედ გადაკეთდა.
ფილიალში წარმოდგენილია სანათების ფართო არჩევანი 70%-მდე ფასდაკლებით. მომხმარებელს საშუალება ეძლევა შეარჩიოს ჭაღები 18 ლარიდან, ბრები 19 ლარად, მაგიდის სანათები 10 ლარიდან.
აუთლეტის მეშვეობით ახალი ნათება მიზნად ისახავს ხარისხიანი პროდუქცია მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადოს მასობრივი მომხმარებლისთვის; ერთ სივრცეში დაბალ-ბიუჯეტიანი სანათების წარმოდგენით გაუმარტივოს დამთვალიერებელს შერჩევის პროცესი.
ახალი ნათების პირველი ფილიალი 1999 წელს გაიხსნა. ამჟამად კომპანია წარმოდგენილია 15 მაღაზია სალონით თბილისსა და რეგიონებში.
2013 წელს, ახალმა ნათებამ თავისი შესაძლებლობების საზღვრები გააფართოვა; თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე ახალი ნათების ცენტრალურ მაღაზია–სალონს მიემატა ავეჯის სალონი ფორუმი ახალი ნათებისგან.
2 წელიწადში კი ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, გაიხსნა ფორუმის ფილიალი. ფორუმში წარმოდგენილია დახვეწილი და გემოვნებიანი ავეჯი, განათება, აქსესუარები. 2017 იანვარში აღმაშენებლის ხეივანზე ფრანგული ბრენდი გოტიეს/ Gautier ფრენჩაიზიც გაიხსნა.
ახალი ნათების პროდუქციის შერჩევა და შეძენა ვებ-გვერდიდანაც შეგიძლიათ.
R