საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ნაცმოძრაობის" ინფორმაციით, ფარული კადრების გავრცელების საქმეზე პარტიის ორი წევრი დააკავეს
„ნაცმოძრაობის" ინფორმაციით, ფარული კადრების გავრცელების საქმეზე პარტიის ორი წევრი დააკავეს

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფა­რუ­ლი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის საქ­მე­ზე, პარ­ტი­ის აჭა­რის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ორი წევ­რი, დები - ირმა და ინგა ხო­რო­იშ­ვი­ლე­ბი და­ა­კა­ვეს.

ამის შე­სა­ხებ "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" იმ წევ­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ­ლე­ბიც მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში აჭა­რის პო­ლი­ცი­ის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში გა­მო­კი­თხვა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი სა­ვა­რა­უ­დოდ, თბი­ლის­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და მათი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­დაგ­ზავ­ნეს.

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აქ­ტი­ვის­ტე­ბის და­კი­თხვის გამო, მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში პარ­ტი­ის წევ­რე­ბი პო­ლი­ცი­ის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლოს­თან იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, სა­დაც ხმა­უ­რი იყო, ისი­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ან­გა­რიშს­წო­რე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რის, მირ­დატ ქა­მა­და­ძის გან­ცხა­დე­ბით, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის გამო სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ოთხი აქ­ტი­ვის­ტი მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში გა­მო­კი­თხვა­ზე და­ი­ბა­რა, მათ­გან ორმა წევ­რმა გა­მო­კი­თხვის შემ­დეგ პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს შე­ნო­ბა და­ტო­ვა.

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს, რომ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა ოპო­ზი­ცი­ას გა­და­აბ­რა­ლოს და ამის­თვის ყვე­ლა­ფერს აკე­თებს",- გა­ნა­ცხა­და მირ­დატ ქა­მა­და­ძემ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ამ ეტაპ­ზე არ აკე­თებს კო­მენ­ტარს, და­კა­ვე­ბუ­ლია თუ არა ფა­რუ­ლი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ორი წევ­რი.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ უწყე­ბა­ში გა­ნუ­მარ­ტეს, შსს დე­ტა­ლე­ბის და­ზუს­ტე­ბას ცდი­ლობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

„ნაცმოძრაობის" ინფორმაციით, ფარული კადრების გავრცელების საქმეზე პარტიის ორი წევრი დააკავეს

„ნაცმოძრაობის" ინფორმაციით, ფარული კადრების გავრცელების საქმეზე პარტიის ორი წევრი დააკავეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ფარული კადრების გავრცელების საქმეზე, პარტიის აჭარის ორგანიზაციის ორი წევრი, დები - ირმა და ინგა ხოროიშვილები დააკავეს.

ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" იმ წევრებმა განაცხადეს, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. მათი ინფორმაციით, დაკავებულები სავარაუდოდ, თბილისში გადაიყვანეს და მათი მობილური ტელეფონები ექსპერტიზაზე გადაგზავნეს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების დაკითხვის გამო, მთელი ღამის განმავლობაში პარტიის წევრები პოლიციის მთავარ სამმართველოსთან იმყოფებოდნენ, სადაც ხმაური იყო, ისინი ხელისუფლებას ანგარიშსწორებაში ადანაშაულებენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, მირდატ ქამადაძის განცხადებით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების გამო სამართალდამცავებმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოთხი აქტივისტი მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე დაიბარა, მათგან ორმა წევრმა გამოკითხვის შემდეგ პოლიციის სამმართველოს შენობა დატოვა.

"ხელისუფლება ცდილობს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება ოპოზიციას გადააბრალოს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს",- განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე არ აკეთებს კომენტარს, დაკავებულია თუ არა ფარული კადრების გავრცელების საქმესთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორი წევრი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუმარტეს, შსს დეტალების დაზუსტებას ცდილობს.

კახეთისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტებს ახალი დირექტორები ჰყავს

სენაკში დააკავეს პირი, რომელმაც სანადირო თოფით 4 ადამიანი დაჭრა

მარტვილში მამაკაცმა საკუთარი დედა მუცლის არეში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა - ბრალდებული დაკავებულია