მსოფლიო
სამართალი

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველა ერთმანეთის ნათესავი იყო და ერთადაც წავიდნენ ამ ქვეყნიდან" - CO-თი გარდაცვლილი 7 მამაკაცის ვინაობა ცნობილია
"ყველა ერთმანეთის ნათესავი იყო და ერთადაც წავიდნენ ამ ქვეყნიდან" - CO-თი გარდაცვლილი 7 მამაკაცის ვინაობა ცნობილია

სა­ზა­რე­ლი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და თბი­ლის­ში, ქე­თე­ვან წა­მე­ბუ­ლის ქუ­ჩა­ზე, სა­დაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, კუს­ტა­რუ­ლად და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ხელ­სა­წყოს ნამ­წვით დაგ­რო­ვი­ლი CO-თი 7 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა.

მათ­გან ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი, ბათო სუ­თი­ძე 54 წლის არის, ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი, ლაშა კო­ბა­ხი­ძე კი - 20-ის. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან ასე­ვე ბათო სუ­თი­ძის შვი­ლი 29 წლის ან­ზორ (კუსა) სუ­თი­ძე, მისი დის­შვი­ლი 28 წლის ნიკა კა­პა­ნა­ძე, ძმე­ბი - 32 წლის ვახ­ტანგ და 39 წლის ჯონ­დო ყა­ზიშ­ვი­ლე­ბი, ასე­ვე 24 წლის ნუკ­რი ჩუ­ბი­ნი­ძე.

ლაშა კო­ბა­ხი­ძე

"ყა­ზტრანსგა­ზის" ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბით, კომ­პა­ნი­ას ხელ­სა­წყო - ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის წყლის გა­მა­ცხე­ლე­ბე­ლი ჩახ­სნი­ლი ჰქონ­და, თუმ­ცა ბი­ნის მე­პატ­რო­ნე­ებ­მა ის თვით­ნე­ბუ­რად კვლავ მი­უ­ერ­თეს ბუ­ნებ­რივ აირს, რის შემ­დე­გაც ბინა გა­ა­ქი­რა­ვეს. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი ზეს­ტა­ფო­ნის, თერ­ჯო­ლის, გო­რის, ას­პინ­ძის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან იყ­ვნენ და დე­და­ქა­ლა­ქის ერთ-ერთ მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მუ­შე­ბად მუ­შობ­დნენ. გარ­დაც­ვლი­ლი მამა-შვი­ლი ბათო და ან­ზორ სუ­თი­ძე­ე­ბი თერ­ჯო­ლი­დან იყ­ვნენ, გო­რის რა­ი­ო­ნი­დან იყ­ვნენ ძმე­ბი ყა­ზიშ­ვი­ლე­ბი.

ვახო და ჯონი ყა­ზიშ­ვი­ლე­ბი

ბათუ სუ­თი­ძის ახ­ლო­ბე­ლი ოჯა­ხის ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს: - ბათუ ტრა­გი­კუ­ლი ბე­დის კაცი გა­მოდ­გა. ის თერ­ჯო­ლა­ში ცხოვ­რობს, სხვა სახლ-კარი მას არ ჰქო­ნია და ვერც ექ­ნე­ბო­და, - მისი მე­უღ­ლე წლე­ბია მძი­მე და­ა­ვა­დე­ბას ებ­რძვის, ამას იმ­დე­ნი ფი­ნან­სე­ბი სჭირ­დე­ბო­და, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და და­ე­ტო­ვე­ბი­ნა სახ­ლი და სა­მუ­შაო ეძებ­ნა. პირ­ვე­ლად ცო­ლის ნა­თე­სა­ვებ­თან ცხოვ­რობ­და თეთ­რი­წყა­რო­ში, მაგ­რამ იქე­დან რომ ვერ იარა, თბი­ლის­ში ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში გა­და­ვი­და...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მთა­ვარ ფო­ტო­ზე: ვახო და ჯონი ყა­ზიშ­ვი­ლე­ბი, ლაშა კო­ბა­ხი­ძე, ნიკა კა­პა­ნა­ძე, ბათო სუ­თი­ზე, ან­ზორ (კუსა) სუ­თი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

"ყველა ერთმანეთის ნათესავი იყო და ერთადაც წავიდნენ ამ ქვეყნიდან" - CO-თი გარდაცვლილი 7 მამაკაცის ვინაობა ცნობილია

"ყველა ერთმანეთის ნათესავი იყო და ერთადაც წავიდნენ ამ ქვეყნიდან" - CO-თი გარდაცვლილი 7 მამაკაცის ვინაობა ცნობილია

საზარელი ტრაგედია დატრიალდა თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, სადაც, სავარაუდოდ, კუსტარულად დამონტაჟებული ბუნებრივი აირის ხელსაწყოს ნამწვით დაგროვილი CO-თი 7 ადამიანი გარდაიცვალა.

მათგან ყველაზე უფროსი, ბათო სუთიძე 54 წლის არის, ყველაზე უმცროსი, ლაშა კობახიძე კი - 20-ის. გარდაცვლილები არიან ასევე ბათო სუთიძის შვილი 29 წლის ანზორ (კუსა) სუთიძე, მისი დისშვილი 28 წლის ნიკა კაპანაძე, ძმები - 32 წლის ვახტანგ და 39 წლის ჯონდო ყაზიშვილები, ასევე 24 წლის ნუკრი ჩუბინიძე.

ლაშა კობახიძე

"ყაზტრანსგაზის" ოფიციალური განცხადებით, კომპანიას ხელსაწყო - ბუნებრივი აირის წყლის გამაცხელებელი ჩახსნილი ჰქონდა, თუმცა ბინის მეპატრონეებმა ის თვითნებურად კვლავ მიუერთეს ბუნებრივ აირს, რის შემდეგაც ბინა გააქირავეს. გარდაცვლილები ზესტაფონის, თერჯოლის, გორის, ასპინძის მუნიციპალიტეტიდან იყვნენ და დედაქალაქის ერთ-ერთ მშენებლობაზე მუშებად მუშობდნენ. გარდაცვლილი მამა-შვილი ბათო და ანზორ სუთიძეები თერჯოლიდან იყვნენ, გორის რაიონიდან იყვნენ ძმები ყაზიშვილები.

ვახო და ჯონი ყაზიშვილები

ბათუ სუთიძის ახლობელი ოჯახის ტრაგედიის შესახებ საუბრობს: - ბათუ ტრაგიკული ბედის კაცი გამოდგა. ის თერჯოლაში ცხოვრობს, სხვა სახლ-კარი მას არ ჰქონია და ვერც ექნებოდა, - მისი მეუღლე წლებია მძიმე დაავადებას ებრძვის, ამას იმდენი ფინანსები სჭირდებოდა, იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლი და სამუშაო ეძებნა. პირველად ცოლის ნათესავებთან ცხოვრობდა თეთრიწყაროში, მაგრამ იქედან რომ ვერ იარა, თბილისში ნაქირავებ ბინაში გადავიდა...წაიკითხეთ სრულად

მთავარ ფოტოზე: ვახო და ჯონი ყაზიშვილები, ლაშა კობახიძე, ნიკა კაპანაძე, ბათო სუთიზე, ანზორ (კუსა) სუთიძე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ