საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის ბაგა-ბაღების კვების მენიუში ცვლილებები განხორციელდა
თბილისის ბაგა-ბაღების კვების მენიუში ცვლილებები განხორციელდა

თბი­ლი­სის ბაგა-ბა­ღე­ბის კვე­ბის მე­ნი­უ­ში გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თბი­ლი­სის ბაგა-ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელ­მა კა­ხა­ბერ გვან­ცე­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, თბი­ლი­სის სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ში აღ­საზ­რდე­ლებს 2019 წლის იან­ვრი­დან გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მე­ნიუ აქვთ. კვე­ბის რა­ცი­ო­ნი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არის გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბუ­ლი. კერ­ძოდ, გა­ი­ზარ­და რძის პრო­დუქ­ტე­ბის ულუ­ფე­ბი: რძე, ყვე­ლი, ხაჭო, მა­წო­ნი და არა­ჟა­ნი. და­ე­მა­ტა ბოსტნე­უ­ლის სა­ხე­ო­ბე­ბი, ბრო­კო­ლი, მჟა­უ­ნა, ის­პა­ნა­ხი, მწვა­ნე ხახ­ვი, რე­ჰა­ნი, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლი ვი­ტა­მი­ნე­ბით და მი­ნე­რა­ლე­ბით ამ­დიდ­რებს ბავ­შვთა კვე­ბას.

სა­უზ­მე გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არის შეც­ვლი­ლი. ბა­ღებ­ში კვე­ბა არის სამ­კომ­პო­ნენ­ტი­ა­ნი, რაც ბავ­შვს არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს. კერ­ძოდ, თუ მა­ნამ­დე სა­უზ­მე­ზე იყო მხო­ლოდ ფაფა, ან მხო­ლოდ კა­რა­ქი­ა­ნი პური, ახლა სამ კომ­პო­ნენტს შო­რის არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლია ბავ­შვს და შე­სა­ბა­მი­სად, სა­უზ­მე ყვე­ლა­სათ­ვის მი­სა­ღე­ბია.

მი­სი­ვე თქმით, რაც შე­ე­ხე­ბა სა­დი­ლის კომ­პო­ნენტს, აქაც გან­ხორ­ცი­ელ­და ცვლი­ლე­ბა, მშობ­ლე­ბის მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე რა­ცი­ო­ნი­დან ამო­ღე­ბუ­ლია რიგი კერ­ძე­ბი: სი­მინ­დის ფქვი­ლის პრო­დუქ­ტი, კერ­ძოდ, ფაფა და ღომი, ამო­ღე­ბუ­ლია ასე­ვე ჩი­ხირ­თმის წვნი­ა­ნი.

"ჩვენ მუდ­მივ ინ­ტე­რაქ­ცი­ა­ში ვართ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან, მშობ­ლებ­თან, თა­ვის­თა­ვად ბა­ღე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ებ­თან, ვსწავ­ლობთ და ვით­ვა­ლის­წი­ნებთ მათ სა­ჭი­რო­ე­ბებს, შე­ფა­სე­ბებ­სა და შე­ნიშ­ვნებს. სწო­რედ ამ მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, ჩავ­თვა­ლეთ, რომ უნდა შეგ­ვე­ტა­ნა გარ­კვე­უ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბი კვე­ბით რა­ი­ონ­ში და მე­ნი­უ­ში. ჩვენ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ვართ სი­ახ­ლე­ებ­ზე, ახალ ინი­ცი­ა­ტი­ვებ­ზე არ­სე­ბუ­ლის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე და სწო­რედ ამი­ტომ, 2019 წლი­დან გა­დავ­წყვი­ტეთ გაგ­ვე­ახ­ლე­ბი­ნა მე­ნიუ. ამ მე­ნი­უს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მოხ­და მომ­სა­ხუ­რე­ბის შეს­ყიდ­ვა", - გა­ნა­ცხა­და გვან­ცე­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, სა­ჯა­რო ბა­ღე­ბის კვე­ბის­თვის ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შეს­ყი­დუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა შე­ად­გენს 38 109 000 ლარს. აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ მომ­სა­ხუ­რე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა ხდე­ბა ფაქ­ტობ­რი­ვი მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვის შე­სა­ბა­მი­სად, ანუ რა რა­ო­დე­ნო­ბი­თაც მი­ე­წო­დე­ბა მომ­სა­ხუ­რე­ბა ბა­ღებს, იმის შე­სა­ბა­მი­სად ხდე­ბა ანა­ზღა­უ­რე­ბა მიმ­წო­დე­ბელ კომ­პა­ნი­ას­თან.

ავტორი:

თბილისის ბაგა-ბაღების კვების მენიუში ცვლილებები განხორციელდა

თბილისის ბაგა-ბაღების კვების მენიუში ცვლილებები განხორციელდა

თბილისის ბაგა-ბაღების კვების მენიუში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განუცხადა, თბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებს 2019 წლის იანვრიდან განახლებული მენიუ აქვთ. კვების რაციონი მნიშვნელოვნად არის გამრავალფეროვნებული. კერძოდ, გაიზარდა რძის პროდუქტების ულუფები: რძე, ყველი, ხაჭო, მაწონი და არაჟანი. დაემატა ბოსტნეულის სახეობები, ბროკოლი, მჟაუნა, ისპანახი, მწვანე ხახვი, რეჰანი, რაც აუცილებელი ვიტამინებით და მინერალებით ამდიდრებს ბავშვთა კვებას.

საუზმე გასულ წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად არის შეცვლილი. ბაღებში კვება არის სამკომპონენტიანი, რაც ბავშვს არჩევანის საშუალებას აძლევს. კერძოდ, თუ მანამდე საუზმეზე იყო მხოლოდ ფაფა, ან მხოლოდ კარაქიანი პური, ახლა სამ კომპონენტს შორის არჩევანის გაკეთება შეუძლია ბავშვს და შესაბამისად, საუზმე ყველასათვის მისაღებია.

მისივე თქმით, რაც შეეხება სადილის კომპონენტს, აქაც განხორციელდა ცვლილება, მშობლების მოთხოვნის საფუძველზე რაციონიდან ამოღებულია რიგი კერძები: სიმინდის ფქვილის პროდუქტი, კერძოდ, ფაფა და ღომი, ამოღებულია ასევე ჩიხირთმის წვნიანი.

"ჩვენ მუდმივ ინტერაქციაში ვართ საზოგადოებასთან, მშობლებთან, თავისთავად ბაღების ადმინისტრაციებთან, ვსწავლობთ და ვითვალისწინებთ მათ საჭიროებებს, შეფასებებსა და შენიშვნებს. სწორედ ამ მუშაობის შედეგად, ჩავთვალეთ, რომ უნდა შეგვეტანა გარკვეული სიახლეები კვებით რაიონში და მენიუში. ჩვენ ორიენტირებული ვართ სიახლეებზე, ახალ ინიციატივებზე არსებულის გაუმჯობესებაზე და სწორედ ამიტომ, 2019 წლიდან გადავწყვიტეთ გაგვეახლებინა მენიუ. ამ მენიუს გათვალისწინებით მოხდა მომსახურების შესყიდვა", - განაცხადა გვანცელაძემ.

მისივე თქმით, საჯარო ბაღების კვებისთვის ერთი წლის განმავლობაში შესყიდული მომსახურების ღირებულება შეადგენს 38 109 000 ლარს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მომსახურების ანაზღაურება ხდება ფაქტობრივი მომსახურების გაწევის შესაბამისად, ანუ რა რაოდენობითაც მიეწოდება მომსახურება ბაღებს, იმის შესაბამისად ხდება ანაზღაურება მიმწოდებელ კომპანიასთან.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ