საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აპირებენ, შემოიღონ დეტექტორები, გამათბობლები კი სერტიფიცირებულმა კომპანიებმა დაამონტაჟონ - კალაძე რეგულაციების გამკაცრებაზე
აპირებენ, შემოიღონ დეტექტორები, გამათბობლები კი სერტიფიცირებულმა კომპანიებმა დაამონტაჟონ - კალაძე რეგულაციების გამკაცრებაზე

აპი­რე­ბენ, რომ შე­მო­ი­ღონ დე­ტექ­ტო­რე­ბი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია და ჩვენ ამას მხო­ლოდ და მხო­ლოდ მი­ვე­სალ­მე­ბით, – ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ ქე­თე­ვან წა­მე­ბუ­ლის გამ­ზირ­ზე მომ­ხდარ უბე­დურ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და. მისი თქმით, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი გა­სამ­კაც­რე­ბე­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა გა­მათ­ბობ­ლე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბას, შე­საძ­ლოა, ეს სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ.

„რაც შე­ე­ხე­ბა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გამ­კაც­რე­ბას, სა­უ­ბა­რი იყო, რომ აპი­რე­ბენ, რომ შე­მო­ი­ღონ დე­ტექ­ტო­რე­ბი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია და ჩვენ ამას მხო­ლოდ და მხო­ლოდ მი­ვე­სალ­მე­ბით. მე­რი­ა­საც შე­უძ­ლია, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს ამ პრო­ექ­ტში, რათა ადა­მი­ა­ნებს შე­ვუმ­სუ­ბუ­ქოთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­სა­ხა­დე­ბი. სა­უ­ბა­რი იყო ასე­ვე, რომ წი­თელ ხა­ზებს შიგ­ნით იყოს ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი, სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ა­მონ­ტა­ჟე­ბენ იმ გა­მათ­ბობ­ლებს, რო­მელ­საც შე­ი­ძენს თვი­თონ აბო­ნენ­ტი,“ - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა მომ­ხდარ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რო­გორც დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა აღ­ნიშ­ნა, მას ახლა გა­უ­ჭირ­დე­ბა ვინ­მეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი.

„გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ CO-ს გა­ჟონ­ვით და­ი­ღუ­პა 7 ადა­მი­ა­ნი. კი­დევ ერთი უბე­დუ­რე­ბა დატ­რი­ალ­და. მინ­და, მი­ვუ­სამ­ძიმ­რო მათ ოჯა­ხებს, ახ­ლობ­ლებს, ნა­თე­სა­ვებს და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს. ძა­ლი­ან მძი­მეა, რა თქმა უნდა.

მე გა­მი­ჭირ­დე­ბა ვინ­მე­ზე რა­ღა­ცა ვთქვა, თუ ვინ არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. ცხა­დია, ზო­გა­დად პრობ­ლე­მა არ­სე­ბობს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. რამ­დე­ნი­მე დღის წინ მე­რი­ა­ში მქონ­და შეხ­ვედ­რა მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნელ­თან, ენერ­გე­ტი­კის სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნელ­თან, ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს­თან და მო­ვის­მი­ნეთ თუ რა ცვლი­ლე­ბებს აპი­რე­ბენ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­გორ აპი­რე­ბენ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გამ­კაც­რე­ბას იმი­ტომ, რომ ყვე­ლა ვხე­დავთ, რომ ამის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არის. არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც კომ­პა­ნი­ის და­უ­დევ­რო­ბით ხდე­ბა და არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც შიგ­ნით მხცოვ­რებ­ლე­ბის მხრი­დან ხდე­ბა გარ­კვე­უ­ლი და­უ­დევ­რო­ბე­ბი. ყვე­ლამ ვი­ცით, რომ გარე წვის გა­მათ­ბობ­ლე­ბი ზო­გა­დად აკ­რძა­ლუ­ლია და კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ შე­იძ­ლე­ბა და­ხუ­რულ სივ­რცე­ში მათი და­მონ­ტა­ჟე­ბა, მით უმე­ტეს კუს­ტა­რუ­ლად,“ - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

ავტორი:

აპირებენ, შემოიღონ დეტექტორები, გამათბობლები კი სერტიფიცირებულმა კომპანიებმა დაამონტაჟონ - კალაძე რეგულაციების გამკაცრებაზე

აპირებენ, შემოიღონ დეტექტორები, გამათბობლები კი სერტიფიცირებულმა კომპანიებმა დაამონტაჟონ - კალაძე რეგულაციების გამკაცრებაზე

აპირებენ, რომ შემოიღონ დეტექტორები, რომელიც აუცილებელია და ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, რეგულაციები გასამკაცრებელია. რაც შეეხება გამათბობლების დამონტაჟებას, შესაძლოა, ეს სერტიფიცირებულმა კომპანიებმა განახორციელონ.

„რაც შეეხება რეგულაციების გამკაცრებას, საუბარი იყო, რომ აპირებენ, რომ შემოიღონ დეტექტორები, რომელიც აუცილებელია და ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. მერიასაც შეუძლია, რომ მონაწილეობა მიიღოს ამ პროექტში, რათა ადამიანებს შევუმსუბუქოთ ამ მიმართულებით გადასახადები. საუბარი იყო ასევე, რომ წითელ ხაზებს შიგნით იყოს ლიცენზირებული, სერტიფიცირებული კომპანიები, რომლებიც დაამონტაჟებენ იმ გამათბობლებს, რომელსაც შეიძენს თვითონ აბონენტი,“ - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება მომხდარზე პასუხისმგებლობას, როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, მას ახლა გაუჭირდება ვინმეს პასუხისმგებლობაზე საუბარი.

„გვეუბნებიან, რომ CO-ს გაჟონვით დაიღუპა 7 ადამიანი. კიდევ ერთი უბედურება დატრიალდა. მინდა, მივუსამძიმრო მათ ოჯახებს, ახლობლებს, ნათესავებს და სრულიად საქართველოს. ძალიან მძიმეა, რა თქმა უნდა.

მე გამიჭირდება ვინმეზე რაღაცა ვთქვა, თუ ვინ არის პასუხისმგებელი. ცხადია, ზოგადად პრობლემა არსებობს ამ მიმართულებით. რამდენიმე დღის წინ მერიაში მქონდა შეხვედრა მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელთან, ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენელთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან და მოვისმინეთ თუ რა ცვლილებებს აპირებენ ამ მიმართულებით, როგორ აპირებენ რეგულაციების გამკაცრებას იმიტომ, რომ ყველა ვხედავთ, რომ ამის აუცილებლობა არის. არის შემთხვევები, როდესაც კომპანიის დაუდევრობით ხდება და არის შემთხვევები, როდესაც შიგნით მხცოვრებლების მხრიდან ხდება გარკვეული დაუდევრობები. ყველამ ვიცით, რომ გარე წვის გამათბობლები ზოგადად აკრძალულია და კატეგორიულად არ შეიძლება დახურულ სივრცეში მათი დამონტაჟება, მით უმეტეს კუსტარულად,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები