საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
CO-თი გარდაცვლილებს შორის მამა-შვილი და ძმები არიან
CO-თი გარდაცვლილებს შორის მამა-შვილი და ძმები არიან

თბი­ლის­ში, ქე­თე­ვან წა­მე­ბუ­ლის გამ­ზირ­ზე მომ­ხდა­რი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი მა­მა­კა­ცე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნი­დან არი­ან, მათ შო­რის გო­რი­დან, თერ­ჯო­ლი­დან და ჭი­ა­თუ­რი­დან. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი 54 წლის ბათო სუ­თი­ძეა (ფო­ტო­ზე).

ბათო სუ­თი­ძე წარ­მო­შო­ბით თერ­ჯო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ღვან­კი­თი­დან იყო. ის 1965 წელს იყო და­ბა­დე­ბუ­ლი. სუ­თი­ძე ოჯახ­თან ერ­თად თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­და და მუ­შა­ობ­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, გარ­დაც­ვლილ­თა შო­რის არი­ან მისი შვი­ლი და დის­შვი­ლი. ღვან­კით­ში მცხოვ­რებ­თა ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ შე­ი­ტყვეს მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ და ოჯა­ხის წევ­რე­ბი ცხედ­რე­ბის ამო­საც­ნო­ბად თბი­ლის­ში გა­ემ­გზავრნენ.

უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე შე­იკ­რიბ­ნენ გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ახ­ლობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს სთხო­ვენ, ამო­საც­ნო­ბად გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ფო­ტო­ე­ბი და პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბი გა­დას­ცენ.

"ავ­ტო­მო­ბი­ლი ვი­ცა­ნით კად­რებ­ში და გა­მო­ვი­ქე­ცით ამო­საც­ნო­ბად... ამ­დე­ნი ხა­ნია ვდგა­ვართ და რა­ღა­ცა მოგ­ვა­წო­დეთ... გვა­ნა­ხონ სუ­რა­თე­ბი, ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან თუ არა. ახ­ლობ­ლე­ბი არი­ან ჩვე­ნი და რო­გორც ვიცი მეშ­ვი­დე­ზე ცხოვ­რობ­დნენ, შვი­დი კაცი" - ამ­ბობს ერთ-ერთი მა­მა­კა­ცი.

ერთ-ერთი მე­ზობ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მუ­შე­ბის ნა­წი­ლი ქა­ლაქ გო­რი­დან იყო და ქი­რით ცხოვ­რობ­დნენ თბი­ლის­ში. შვი­დი­ვე გარ­დაც­ვლი­ლი დე­და­ქა­ლაქ­ში მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მუ­შე­ბად მუ­შა­ობ­და.

"შვი­დი კაცი იყ­ვნენ, მამა-შვი­ლი, ორი ძმა და სამი კი­დევ სხვა მუშა. და­დი­ოდ­ნენ და "მა­ლი­არ­კა­ზე" მუ­შა­ობ­დნენ. რო­გორც ჩანს, მო­ვიდ­ნენ დაღ­ლი­ლე­ბი, ჩარ­თეს "კა­ლონ­კა", ამ­ბო­ბენ ერთ-ერთი ბა­ნა­ობ­დაო... გა­ჟო­ნა გაზ­მა და და­ი­ხო­ცა ყვე­ლა, ახალ­გაზ­რდა, ჯან­სა­ღი ბი­ჭე­ბი" - ამ­ბობს ქე­თე­ვან წა­მე­ბუ­ლის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე კორ­პუ­სის ბი­ნა­და­რი.

უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა ქე­თე­ვან წა­მე­ბუ­ლის გამ­ზირ­ზე, სა­ვა­რა­უ­დოდ გუ­შინ გვი­ან ღა­მით მოხ­და. გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ცხედ­რე­ბი ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში დღეს დი­ლით აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

"ყა­ზტრანსგა­ზის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვა­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია კუს­ტა­რუ­ლად და­მონ­ტა­ჟე­ბულ­მა ღია კა­მე­რის ტი­პის წყლის გა­მათ­ბო­ბელ­მა, რის შე­დე­გა­დაც ბი­ნა­ში CO დაგ­როვ­და.

00:00 / 00:00
sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

CO-თი გარდაცვლილებს შორის მამა-შვილი და ძმები არიან

CO-თი გარდაცვლილებს შორის მამა-შვილი და ძმები არიან

თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მამაკაცები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან არიან, მათ შორის გორიდან, თერჯოლიდან და ჭიათურიდან. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის ყველაზე უფროსი 54 წლის ბათო სუთიძეა (ფოტოზე).

ბათო სუთიძე წარმოშობით თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითიდან იყო. ის 1965 წელს იყო დაბადებული. სუთიძე ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა და მუშაობდა. სავარაუდოდ, გარდაცვლილთა შორის არიან მისი შვილი და დისშვილი. ღვანკითში მცხოვრებთა ინფორმაციით, მათ რამდენიმე საათის წინ შეიტყვეს მომხდარის შესახებ და ოჯახის წევრები ცხედრების ამოსაცნობად თბილისში გაემგზავრნენ.

უბედური შემთხვევის ადგილზე შეიკრიბნენ გარდაცვლილების ახლობლები, რომლებიც სამართალდამცველებს სთხოვენ, ამოსაცნობად გარდაცვლილების ფოტოები და პირადობის მოწმობები გადასცენ.

"ავტომობილი ვიცანით კადრებში და გამოვიქეცით ამოსაცნობად... ამდენი ხანია ვდგავართ და რაღაცა მოგვაწოდეთ... გვანახონ სურათები, ჩვენი ოჯახის წევრები არიან თუ არა. ახლობლები არიან ჩვენი და როგორც ვიცი მეშვიდეზე ცხოვრობდნენ, შვიდი კაცი" - ამბობს ერთ-ერთი მამაკაცი.

ერთ-ერთი მეზობლის ინფორმაციით, მუშების ნაწილი ქალაქ გორიდან იყო და ქირით ცხოვრობდნენ თბილისში. შვიდივე გარდაცვლილი დედაქალაქში მშენებლობაზე მუშებად მუშაობდა.

"შვიდი კაცი იყვნენ, მამა-შვილი, ორი ძმა და სამი კიდევ სხვა მუშა. დადიოდნენ და "მალიარკაზე" მუშაობდნენ. როგორც ჩანს, მოვიდნენ დაღლილები, ჩართეს "კალონკა", ამბობენ ერთ-ერთი ბანაობდაო... გაჟონა გაზმა და დაიხოცა ყველა, ახალგაზრდა, ჯანსაღი ბიჭები" - ამბობს ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე კორპუსის ბინადარი.

უბედური შემთხვევა ქეთევან წამებულის გამზირზე, სავარაუდოდ გუშინ გვიან ღამით მოხდა. გარდაცვლილების ცხედრები ნაქირავებ ბინაში დღეს დილით აღმოაჩინეს.

"ყაზტრანსგაზის" ინფორმაციით, გარდაცვალება გამოიწვია კუსტარულად დამონტაჟებულმა ღია კამერის ტიპის წყლის გამათბობელმა, რის შედეგადაც ბინაში CO დაგროვდა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ