პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შვიდივე მამაკაცია..." - გაზით გარდაცვლილებს, ქეთევან წამებულის გამზირზე ბინა ნაქირავები ჰქონდათ
"შვიდივე მამაკაცია..." - გაზით გარდაცვლილებს, ქეთევან წამებულის გამზირზე ბინა ნაქირავები ჰქონდათ

თბი­ლის­ში, ქე­თე­ვან წა­მე­ბუ­ლის გამ­ზირ­ზე სა­ვა­რა­უ­დოდ გა­ზით გარ­დაც­ვლი­ლი შვი­დი ადა­მი­ა­ნი ნა­ქი­რა­ვებ­ში ცხოვ­რობ­და. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ის­ნის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ბელ­მა კახა ლა­ბუ­ჩი­ძემ გა­ნუ­ცხა­და. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ჯერ­ჯე­რო­ბით გარ­დაც­ვლი­ლე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა არ მომ­ხდა­რა.

„ერ­თა­დერ­თი, რაც ამ ეტაპ­ზე შე­მიძ­ლია გი­თხრათ, ბინა იყო ნა­ქი­რა­ვე­ბი. გარ­დაც­ვლი­ლია 7 ადა­მი­ა­ნი, შვი­დი­ვე მა­მა­კა­ცი. ჯერ­ჯე­რო­ბით არ მომ­ხდა­რა მათი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, ასე­ვე მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შე­სა­ხებ არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ გვაქვს. სა­ვა­რა­უ­დო მი­ზეზ­ზე ვე­რა­ფერს გე­ტყვით, ამა­ზე მუ­შა­ო­ბენ შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი. ასეთ დროს ყვე­ლა ამ­ბობს, რომ CO-თი მოხ­და გარ­დაც­ვა­ლე­ბა, მაგ­რამ და­ვე­ლო­დოთ გა­მო­ძი­ე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და ლა­ბუ­ჩი­ძემ.

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის, და­ვით სერ­გე­ენ­კოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოხ­და მხუ­თა­ვი აი­რით, CO-თი გარ­დაც­ვა­ლე­ბა.

„ჩემ ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქე­თე­ვან წა­მე­ბუ­ლის ქუ­ჩა­ზე მოხ­და უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა, რის შე­დე­გა­დაც გარ­დაც­ვლი­ლია 7 ადა­მი­ა­ნი. წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ეს არის მხუ­თა­ვი აი­რით, CO-თი გარ­დაც­ვა­ლე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სხვა დე­ტა­ლებს, ად­გილ­ზე უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა და იმე­დია, მალე გვექ­ნე­ბა შე­დე­გე­ბი. ამ 7 ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია. და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ გვაქვს. და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი არ არი­ან, სამ­წუ­ხა­როდ, 7 ადა­მი­ა­ნი გვყავს გარ­დაც­ვლი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და სერ­გე­ენ­კომ.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი თბი­ლის­ში ერთ-ერთ მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მუ­შა­ობ­დნენ და რე­გი­ო­ნე­ბი­დან ჩა­მო­სუ­ლებს ბინა ქე­თე­ვან წა­მე­ბუ­ლის გამ­ზირ­ზე ჰქონ­დათ ნა­ქი­რა­ვე­ბი.

"მას შემ­დეგ რაც სამ­სა­ხურ­ში არ მი­ვიდ­ნენ, უფ­რო­სი მი­ვი­და სახ­ლში და სა­ვა­რა­უ­დოდ, მან აღ­მო­ა­ჩი­ნა გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ცხედ­რე­ბი", - აცხა­დე­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

ამ წუ­თებ­ში ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი არი­ან სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

იხი­ლეთ ვი­დეო: უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა თბი­ლის­ში: გა­ზის გა­ჟონ­ვით 7 ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი გარ­და­იც­ვა­ლა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

"შვიდივე მამაკაცია..." - გაზით გარდაცვლილებს, ქეთევან წამებულის გამზირზე ბინა ნაქირავები ჰქონდათ

"შვიდივე მამაკაცია..." - გაზით გარდაცვლილებს, ქეთევან წამებულის გამზირზე ბინა ნაქირავები ჰქონდათ

თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე სავარაუდოდ გაზით გარდაცვლილი შვიდი ადამიანი ნაქირავებში ცხოვრობდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ჯერჯერობით გარდაცვლილების იდენტიფიცირება არ მომხდარა.

„ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, ბინა იყო ნაქირავები. გარდაცვლილია 7 ადამიანი, შვიდივე მამაკაცი. ჯერჯერობით არ მომხდარა მათი იდენტიფიცირება, ასევე მოქალაქეობის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. სავარაუდო მიზეზზე ვერაფერს გეტყვით, ამაზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები. ასეთ დროს ყველა ამბობს, რომ CO-თი მოხდა გარდაცვალება, მაგრამ დაველოდოთ გამოძიებას“, - განაცხადა ლაბუჩიძემ.

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, პირველადი ინფორმაციით, მოხდა მხუთავი აირით, CO-თი გარდაცვალება.

„ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მოხდა უბედური შემთხვევა, რის შედეგადაც გარდაცვლილია 7 ადამიანი. წინასწარი მონაცემებით, ეს არის მხუთავი აირით, CO-თი გარდაცვალება. რაც შეეხება სხვა დეტალებს, ადგილზე უკვე მიმდინარეობს გამოძიება და იმედია, მალე გვექნება შედეგები. ამ 7 ადამიანის გარდაცვალება დადასტურებულია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. დაშავებულები არ არიან, სამწუხაროდ, 7 ადამიანი გვყავს გარდაცვლილი“, - განაცხადა სერგეენკომ.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები თბილისში ერთ-ერთ მშენებლობაზე მუშაობდნენ და რეგიონებიდან ჩამოსულებს ბინა ქეთევან წამებულის გამზირზე ჰქონდათ ნაქირავები.

"მას შემდეგ რაც სამსახურში არ მივიდნენ, უფროსი მივიდა სახლში და სავარაუდოდ, მან აღმოაჩინა გარდაცვლილების ცხედრები", - აცხადებენ ადგილობრივები.

ამ წუთებში ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.

იხილეთ ვიდეო: უბედური შემთხვევა თბილისში: გაზის გაჟონვით 7 ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო