მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თუ ბავშვი ბაღში არ დადის - რა უნდა ასწავლოთ სახლში?
თუ ბავშვი ბაღში არ დადის - რა უნდა ასწავლოთ სახლში?

ძა­ლი­ან ბევ­რი ფსი­ქო­ლო­გი და პე­და­გო­გი და­გი­დას­ტუ­რებთ, რომ სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის კვა­ლი ბავ­შვს სკო­ლის სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რამ­დეც კი მიჰ­ყვე­ბა. არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, ბავ­შვი მა­ინც და მა­ინც ბაღ­ში და­დი­ო­დეს - სკო­ლამ­დე­ლი გან­ვი­თა­რე­ბა სახ­ლშიც სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია. რა თქმა უნდა, გან­ვი­თა­რე­ბა მე­ცა­დი­ნე­ო­ბას არ გუ­ლის­ხმობს - სკო­ლამ­დე­ლი ბავ­შვი პირ­ველ რიგ­ში, ბევ­რს უნდა თა­მა­შობ­დეს და სწო­რედ ამ თა­მა­შით ივი­თა­რებ­დეს სა­ჭი­რო უნა­რებს. ამის­თვის სა­ჭი­როა მო­უ­მა­რა­გოთ ისე­თი სა­თა­მა­შო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც გარ­თო­ბის გარ­და სარ­გე­ბელ­საც მო­უ­ტა­ნენ პა­ტა­რას. რა თქმა უნდა, სკო­ლამ­დე­ლი ბავ­შვის მხო­ლოდ მარ­ტო­ო­ბა­ში თა­მა­ში არ არის სა­სურ­ვე­ლი. ის ცო­ცხალ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში უნდა იმ­ყო­ფე­ბო­დე­სახ­ლობ­ლებ­თან და თა­ნა­ტო­ლებ­თან. ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია ბავ­შვის დრო­უ­ლად ამე­ტყვე­ლე­ბის­თვის, რად­გან ეკ­რა­ნი­დან მოს­მე­ნი­ლი სა­უ­ბა­რი ამ მი­ზანს ვერ შე­ას­რუ­ლებს. წარ­მო­გიდ­გენთ რამ­დე­ნი­მე ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ გა­სარ­თობს, რომ­ლე­ბიც ბავ­შვებს ძა­ლი­ან მოს­წონთ.ისი­ნი სას­წავ­ლო და შე­მოქ­მე­დე­ბით უნა­რებს, მე­ტყვე­ლე­ბას, აზ­როვ­ნე­ბა­სა და მსჯე­ლო­ბის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბას უწყობს ხელს.

ლექ­სე­ბი

ლექ­სე­ბი ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა მე­ტყვე­ლე­ბის, აზ­როვ­ნე­ბი­სა და წარ­მო­სახ­ვი­თი უნა­რის გაძ­ლი­ე­რე­ბის­თვის. ლექ­სე­ბი ბავ­შვებს ფან­ტა­ზი­ას უვი­თა­რე­ბენ, მათი ზე­პი­რად წარ­მოთ­ქმა კი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბას მა­ტებს პა­ტა­რებს. ფსი­ქო­ლო­გებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ ბავ­შვის ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­სა და მეხ­სი­ე­რე­ბას შო­რის მჭიდ­რო კავ­ში­რია. ამი­ტომ ბავ­შვის გო­ნე­ბას დიდ სამ­სა­ხურს გა­უ­წევთ, თუ ახალ-ახალ ლექ­სებს შე­ას­წავ­ლით და ამით მეხ­სი­ე­რე­ბა­საც გა­უ­ვარ­ჯი­შებთ. გარ­და ამი­სა, ლექ­სე­ბის თქმა ბავ­შვს თა­ვის წარ­მო­ჩე­ნა­საც ას­წავ­ლის - ამ უნა­რის გა­რე­შე ხომ ჩვენს სა­უ­კუ­ნე­ში წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

გა­სა­ფე­რა­დე­ბე­ლი

აქ­ტი­უ­რი დღის შემ­დეგ მო­დუ­ნე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. გა­სა­ფე­რა­დე­ბე­ლი კი ყვე­ლა­ზე მო­უს­ვე­ნარ ბავ­შვსაც კი "აი­ძუ­ლებს", მშვი­დად დაჯ­დეს და ფან­ტა­ზია აა­მუ­შა­ოს.გა­სა­ფე­რა­დებ­ლით არა მარ­ტო ფერ­თა გა­მის შერ­ჩე­ვას სწავ­ლობს, იმახ­სოვ­რებს ფორ­მებს, პერ­სო­ნა­ჟე­ბის ხა­სი­ათს. შემ­დეგ ცდი­ლობს გა­ა­ცო­ცხლოს ეს პერ­სო­ნა­ჟი თა­ვი­სი შერ­ჩე­უ­ლი და მო­ფიქ­რე­ბუ­ლი ფე­რე­ბით. ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც ხში­რად არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი "მო­ფიქ­რე­ბე­ბით", სხარ­ტი გო­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან და ნერ­ვუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბის­გა­ნაც და­ცულ­ნი არი­ან. უვარ­ჯიშ­დე­ბათ კონ­ცენ­ტრა­ცი­ის და ყუ­რა­დღე­ბის უნა­რიც.

სას­წავ­ლო ბა­რა­თე­ბი

ეს საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი გა­სარ­თო­ბია - ბა­რა­თებ­ზე და­ტა­ნი­ლია ლა­მაზ-ლა­მა­ზი ნა­ხა­ტე­ბი და ბავ­შვმა ყვე­ლა ნა­ხატს თა­ვი­სი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი უნდა უპო­ვოს.ეს ძი­ე­ბა ძა­ლი­ან ახა­ლი­სებს პა­ტა­რას და რაც მთა­ვა­რია, მის ტვინს ლო­გი­კუ­რი კავ­ში­რე­ბის ძებ­ნის­კენ უბიძ­გებს. ასე­თი ბა­რა­თე­ბი სხვა­დას­ხვა თე­მა­ტი­კი­საა - ან­ბა­ნი, ციფ­რე­ბი, ფე­რე­ბი, ფი­გუ­რე­ბი, მეხ­სი­ე­რე­ბის სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი და სხვა. ახ­ლა­ხან სა­ბავ­შვო ჟურ­ნალ­მა "პე­პე­ლამ" და­ი­წყო ასე­თი ბა­რა­თე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა. ფე­რა­დი ბა­რა­თე­ბი უნდა ამოჭ­რათ და ბავ­შვებს მისი მე­ო­რე ნა­ხევ­რის მო­ძებ­ნა უნდა სთხო­ვოთ. ბა­რათ­ზე ამ ნა­ხა­ტის სა­წყი­სი ასოც არის და­ტა­ნი­ლი, რი­თაც ბავ­შვი ასო­ე­ბის ვი­ზუ­ა­ლურ აღ­ქმა­საც მი­ეჩ­ვე­ვა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით მათ ცნო­ბას ად­ვი­ლად მო­ა­ხერ­ხებს. ეს ჟურ­ნა­ლი, რო­მე­ლიც ამ­გვარ ბა­რა­თებს გვთა­ვა­ზობს, 2-5 წლის პა­ტა­რე­ბის­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი. ლექ­სე­ბის, ზღაპ­რე­ბის, გა­სა­ფე­რა­დებ­ლე­ბის, ამო­საჭ­რე­ლის და ასა­წყო­ბი თა­მა­შე­ბის გარ­და, ჟურ­ნა­ლის ყო­ველ ნო­მერ­ში ბავ­შვებს ახა­ლი სას­წავ­ლო-გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი ბა­რა­თე­ბის კო­ლექ­ცია დახ­ვდე­ბათ.

ხელ­მარ­ჯვე­ო­ბა

ყვე­ლა ასა­კის ბავ­შვს მოს­წონს, როცა აქ­ტი­უ­რად იღებს პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და სა­კუ­თა­რი ხე­ლით ქმნის რა­მეს. ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი სკო­ლამ­დე­ლი ბავ­შვის­თვის პლას­ტი­ლი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბაა - შე­უძ­ლია სხვა­დას­ხვა ფე­რის ბურ­თუ­ლე­ბი ან ჩხი­რე­ბი. შე­იძ­ლე­ბა გა­მოჭ­რათ რა­ი­მე სა­ხის ფი­გუ­რე­ბი და აპ­ლი­კა­ცია ერ­თად აა­წყოთ.

რო­ლუ­რი თა­მა­შე­ბი

ეს თა­მა­შე­ბი პა­ტა­რამ ან თა­ნა­ტოლ­თან, ან უფ­როს­თან ერ­თად უნდა ითა­მა­შოს. ეს ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი დედა-შვი­ლო­ბა­ნა, ექი­მო­ბა­ნა, სკო­ლო­ბა­ნა და მსგავ­სი თა­მა­შე­ბია, რომ­ლე­ბიც ბავ­შვო­ბი­დან ყვე­ლას გვახ­სოვს. მო­ირ­გოს პა­ტა­რამ რო­მე­ლი­მე როლი, მა­გა­ლი­თად, ექი­მის, თქვენ კი პა­ცი­ენ­ტი იქ­ნე­ბით, ვის­თა­ნაც შე­სა­ბა­მის სა­უ­ბარს გა­ა­ბამს, და­უს­ვამთ კი­თხვებს და ა. შ. იგი­ვე­ნა­ი­რად შე­იძ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის გა­თა­მა­შე­ბა. რო­გორც წესი, ეს რო­ლე­ბი ბავ­შვე­ბის უსაყ­ვარ­ლეს თა­მა­შე­ბად იქ­ცე­ვა ხოლ­მე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

თუ ბავშვი ბაღში არ დადის - რა უნდა ასწავლოთ სახლში?

თუ ბავშვი ბაღში არ დადის - რა უნდა ასწავლოთ სახლში?

ძალიან ბევრი ფსიქოლოგი და პედაგოგი დაგიდასტურებთ, რომ სკოლამდელი განათლების კვალი ბავშვს სკოლის საბაზო საფეხურამდეც კი მიჰყვება. არ არის აუცილებელი, ბავშვი მაინც და მაინც ბაღში დადიოდეს - სკოლამდელი განვითარება სახლშიც სავსებით შესაძლებელია. რა თქმა უნდა, განვითარება მეცადინეობას არ გულისხმობს - სკოლამდელი ბავშვი პირველ რიგში, ბევრს უნდა თამაშობდეს და სწორედ ამ თამაშით ივითარებდეს საჭირო უნარებს. ამისთვის საჭიროა მოუმარაგოთ ისეთი სათამაშოები, რომლებიც გართობის გარდა სარგებელსაც მოუტანენ პატარას. რა თქმა უნდა, სკოლამდელი ბავშვის მხოლოდ მარტოობაში თამაში არ არის სასურველი. ის ცოცხალ კომუნიკაციაში უნდა იმყოფებოდესახლობლებთან და თანატოლებთან. ეს აუცილებელია ბავშვის დროულად ამეტყველებისთვის, რადგან ეკრანიდან მოსმენილი საუბარი ამ მიზანს ვერ შეასრულებს. წარმოგიდგენთ რამდენიმე ინტელექტუალურ გასართობს, რომლებიც ბავშვებს ძალიან მოსწონთ.ისინი სასწავლო და შემოქმედებით უნარებს, მეტყველებას, აზროვნებასა და მსჯელობის უნარის განვითარებას უწყობს ხელს.

ლექსები

ლექსები ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება მეტყველების, აზროვნებისა და წარმოსახვითი უნარის გაძლიერებისთვის. ლექსები ბავშვებს ფანტაზიას უვითარებენ, მათი ზეპირად წარმოთქმა კი თავდაჯერებულობას მატებს პატარებს. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ბავშვის ემოციურ მდგომარეობასა და მეხსიერებას შორის მჭიდრო კავშირია. ამიტომ ბავშვის გონებას დიდ სამსახურს გაუწევთ, თუ ახალ-ახალ ლექსებს შეასწავლით და ამით მეხსიერებასაც გაუვარჯიშებთ. გარდა ამისა, ლექსების თქმა ბავშვს თავის წარმოჩენასაც ასწავლის - ამ უნარის გარეშე ხომ ჩვენს საუკუნეში წარმატების მიღწევა შეუძლებელია.

გასაფერადებელი

აქტიური დღის შემდეგ მოდუნება აუცილებელია. გასაფერადებელი კი ყველაზე მოუსვენარ ბავშვსაც კი "აიძულებს", მშვიდად დაჯდეს და ფანტაზია აამუშაოს.გასაფერადებლით არა მარტო ფერთა გამის შერჩევას სწავლობს, იმახსოვრებს ფორმებს, პერსონაჟების ხასიათს. შემდეგ ცდილობს გააცოცხლოს ეს პერსონაჟი თავისი შერჩეული და მოფიქრებული ფერებით. ბავშვები, რომლებიც ხშირად არიან დაკავებული "მოფიქრებებით", სხარტი გონებით გამოირჩევიან და ნერვული დარღვევებისგანაც დაცულნი არიან. უვარჯიშდებათ კონცენტრაციის და ყურადღების უნარიც.

სასწავლო ბარათები

ეს საკმაოდ ცნობილი გასართობია - ბარათებზე დატანილია ლამაზ-ლამაზი ნახატები და ბავშვმა ყველა ნახატს თავისი მეორე ნახევარი უნდა უპოვოს.ეს ძიება ძალიან ახალისებს პატარას და რაც მთავარია, მის ტვინს ლოგიკური კავშირების ძებნისკენ უბიძგებს. ასეთი ბარათები სხვადასხვა თემატიკისაა - ანბანი, ციფრები, ფერები, ფიგურები, მეხსიერების სავარჯიშოები და სხვა. ახლახან საბავშვო ჟურნალმა "პეპელამ" დაიწყო ასეთი ბარათების გამოქვეყნება. ფერადი ბარათები უნდა ამოჭრათ და ბავშვებს მისი მეორე ნახევრის მოძებნა უნდა სთხოვოთ. ბარათზე ამ ნახატის საწყისი ასოც არის დატანილი, რითაც ბავშვი ასოების ვიზუალურ აღქმასაც მიეჩვევა და მოგვიანებით მათ ცნობას ადვილად მოახერხებს. ეს ჟურნალი, რომელიც ამგვარ ბარათებს გვთავაზობს, 2-5 წლის პატარებისთვისაა განკუთვნილი. ლექსების, ზღაპრების, გასაფერადებლების, ამოსაჭრელის და ასაწყობი თამაშების გარდა, ჟურნალის ყოველ ნომერში ბავშვებს ახალი სასწავლო-განმავითარებელი ბარათების კოლექცია დახვდებათ.

ხელმარჯვეობა

ყველა ასაკის ბავშვს მოსწონს, როცა აქტიურად იღებს პროცესში მონაწილეობას და საკუთარი ხელით ქმნის რამეს. ყველაზე მარტივი სკოლამდელი ბავშვისთვის პლასტილინის გამოყენებაა - შეუძლია სხვადასხვა ფერის ბურთულები ან ჩხირები. შეიძლება გამოჭრათ რაიმე სახის ფიგურები და აპლიკაცია ერთად ააწყოთ.

როლური თამაშები

ეს თამაშები პატარამ ან თანატოლთან, ან უფროსთან ერთად უნდა ითამაშოს. ეს ყველასთვის ცნობილი დედა-შვილობანა, ექიმობანა, სკოლობანა და მსგავსი თამაშებია, რომლებიც ბავშვობიდან ყველას გვახსოვს. მოირგოს პატარამ რომელიმე როლი, მაგალითად, ექიმის, თქვენ კი პაციენტი იქნებით, ვისთანაც შესაბამის საუბარს გააბამს, დაუსვამთ კითხვებს და ა. შ. იგივენაირად შეიძლება სხვადასხვა სიტუაციების გათამაშება. როგორც წესი, ეს როლები ბავშვების უსაყვარლეს თამაშებად იქცევა ხოლმე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი