მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამხედრო
კონფლიქტები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეშინია, რომ ბავშვებს ფიზიკურად გაუსწორდება..." - ყოფილი ცოლ-ქმარი ორ შვილს ვერ იყოფს და ერთმანეთს ბავშვებზე ძალადობაში ადანაშაულებს
"მეშინია, რომ ბავშვებს ფიზიკურად გაუსწორდება..." - ყოფილი ცოლ-ქმარი ორ შვილს ვერ იყოფს და ერთმანეთს ბავშვებზე ძალადობაში ადანაშაულებს

5 წლის ვა­ტოს და 9 წლის ნი­კო­ლო­ზის მამა, პა­ა­ტა თა­ბუ­კაშ­ვი­ლი ყო­ფილ მე­უღ­ლეს, ნა­თია სამ­ხა­რა­ძეს მძი­მე ბრალ­დე­ბებს უყე­ნებს. თა­ბუ­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, დედა ბავ­შვებ­ზე ძა­ლა­დობს და მათ ფუ­ლის გა­მო­სა­ძა­ლად იყე­ნებს.


მამა ამ­ბობს, რომ უმ­ცრო­სი ვაჟი 10 თვის იყო, როცა დე­დამ მას­ზე ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­და და ამის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლაც აქვს. და­ვამ ყო­ფილ მე­უღ­ლე­ებს შო­რის, სა­სა­მარ­თლო­ში გა­და­ი­ნაც­ვლა და შვი­ლე­ბი მშობ­ლებს ორი კვი­რის მო­ნაც­ვლე­ო­ბით მი­ა­კუთ­ვნა. თა­ბუ­კაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ტა­ნის დღი­დან­ვე არ სრულ­დე­ბა და მას უმ­ცრო­სი შვი­ლი თვე­ე­ბია არ უნა­ხავს, უფ­როს შვილ­ზე კი დე­დამ უარი თქვა და ბიჭი მა­მას­თან იზ­რდე­ბა.

პა­ა­ტა თა­ბუ­კაშ­ვი­ლი AMBEBI.GE-ს უამ­ბობს:

"ყო­ველ­გვა­რი მი­ზე­ზის გა­რე­შე ეს­ხმო­და ბავ­შვებს თავს. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ბავ­შვი უკ­ნი­დან მო­ვი­დეს, მო­გე­ფე­როს, შენ ხელი მო­კი­დო და ია­ტაკ­ზე და­ა­ნარ­ცხო?! მა­შინ ნი­კო­ლო­ზი 5 წლის იყო. ეს ხდე­ბო­და სის­ტე­მა­ტი­უ­რად. ძა­ლი­ან ელე­მენ­ტა­რულ­ზე შე­იძ­ლე­ბო­და ბავ­შვი მაგ­რად ეცე­მა. სა­ნამ ამ ყვე­ლაფ­რის ფირ­ზე აღ­ბეჭდ­ვას და და­ვას და­ვი­წყებ­დი, არა­ვინ მი­ჯე­რებ­და. თვი­თო­ნაც ამ­ბობ­და - ვე­რა­ფერს მი­ზამ, მე დედა ვარ და არა­ვინ არა­ფერს და­გი­ჯე­რებ­სო. ძა­ლა­დო­ბის კულ­მი­ნა­ცია ერთ-ერთი შემ­თხვე­ვა იყო. ამ ვი­დე­ო­ში ის აბ­სო­ლუ­ტუ­რად უმი­ზე­ზოდ ეს­ხმის 10 თვის ვა­ტოს თავს. ეს იყო ბოლო, რის შემ­დე­გაც ის სახ­ლში აღარ შე­მო­მიშ­ვია.


VIDEO: "გად­მო­ვარ­დეს, გა­უს­კდეს თავი და და­ვის­ვე­ნებ" - თბი­ლის­ში ყო­ფი­ლი ცოლ-ქმა­რი ერ­თმა­ნეთს შვი­ლებ­ზე ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს


სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი პირ­ვე­ლად მან შე­ი­ტა­ნა. ბავ­შვებ­ზე არ ჩი­ო­და, მაგ­რამ იმ ეტა­პის­თვის ჩემს სა­ხელ­ზე არა­ფე­რი არ­სე­ბობ­და და არც არა­ფე­რი გა­მო­ვი­და. შემ­დეგ, მო­ი­თხო­ვა 80 000 დო­ლა­რი - ფული მო­მე­ცი და ეს პა­ტა­რა ბავ­შვი წა­იყ­ვა­ნეო, მი­თხრა. მაქვს მი­მო­წე­რე­ბი, სა­დაც ის მე­უბ­ნე­ბა, თუ გინ­და, ბავ­შვი ერთი სა­ა­თით გაჩ­ვე­ნო, „აი­ფონ 6“, „აი­ფონ 7 პლუ­სი“ მი­ყი­დეო. ვუ­თხა­რი, რომ 80 000-ს ჩემი ად­ვო­კა­ტი მი­უ­ტან­და, მაგ­რამ ფუ­ლის აღე­ბა­ზე ხელი არ მო­უ­წე­რა. რა თქმა უნდა, ამა­ზე სა­უ­ბა­რი ამით დამ­თავ­რდა.



რე­ა­ლუ­რად, ეს ქალი ბავ­შვებს სა­ვაჭ­როდ იყე­ნებს, რომ ვი­ღა­ცას ფული გა­მო­ძა­ლოს. გა­სუ­ლი წლის 18 მარ­ტის სა­სა­მარ­თლოს დად­გე­ნი­ლე­ბა, რომ თვის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი, ორი­ვე ბავ­შვი უნდა ყო­ფი­ლი­ყო ჩემ­თან, თვის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ორი­ვე ბავ­შვი დე­დას­თან უნდა ყო­ფი­ლი­ყო - გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ტა­ნის დღი­დან არ სრულ­დე­ბა. განა მხო­ლოდ შვილს არ მა­ტან­და, მე­ო­რე ბავ­შვი არც მიჰ­ყავ­და. თუმ­ცა, სო­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხურს, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ატყუ­ებ­და, თვალ­თმაქ­ცობ­და რომ ბავ­შვს არ ვა­ტან­დი. უამ­რა­ვი ვი­დეო მაქვს, სა­დაც ჩანს, რომ მას­თან უფ­რო­სი ბავ­შვი მე მიმ­ყავს და ის ქუ­ჩა­ში ტო­ვებს, პირ­და­პირ ეუბ­ნე­ბა შვილს - „მე შენ არ მჭირ­დე­ბი, არ წა­გიყ­ვა­ნო“.


VIDEO: "გად­მო­ვარ­დეს, გა­უს­კდეს თავი და და­ვის­ვე­ნებ" - თბი­ლის­ში ყო­ფი­ლი ცოლ-ქმა­რი ერ­თმა­ნეთს შვი­ლებ­ზე ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს


ამ ქალ­ბა­ტონ­მა და­უს­ჯე­ლო­ბის სინ­დრო­მი იმ­დე­ნად იგ­რძნო, ბოლო 3 თვე უმ­ცრო­სი შვი­ლი სა­ერ­თოდ და­მი­მა­ლა, წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს, სად არის. მას უფ­როს ძმას­თან კონ­ტაქ­ტიც ჩა­უხ­სნა. უფ­რო­სი ჩემ­თან არის, დე­დას არც მი­ყავს. უმ­ცროს ბავ­შვსაც თვი­თონ კი არ ზრდის, ბე­ბია, ანუ დე­და­მი­სი ზრდის. ის ქა­ლიც ბავ­შვზე ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზე­წო­ლა­ში აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი. დე­დო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა­ზე მო­თხოვ­ნა არ და­მი­ყე­ნე­ბია, რად­გან ბავ­შვე­ბის ინ­ტე­რე­სებ­ზე ვზრუ­ნავ­დი. არ მინ­დო­და, ბავ­შვებს ამის კომ­პლექ­სი ჰქო­ნო­დათ.



- ამ­ბობთ, რომ 3 თვეა, თქვე­ნი შვი­ლის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი არ იცით. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს არ მი­მარ­თეთ?


- უამ­რავ­ჯერ. ახ­ლა­ხანს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, რომ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა და­ი­წყეს, დო­კუ­მენ­ტა­ცია გა­მო­ი­თხო­ვეს. სა­ნამ ეს პი­რა­დად არ შე­მე­ხო, წარ­მოდ­გე­ნაც არ მქონ­და, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში ხელ­ფასს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ტყუ­ი­ლად იღებ­და. ისი­ნი აბ­სო­ლუ­ტუ­რად არაფ­რის­მაქ­ნი­სე­ბი არი­ან! არ ვიცი, რისი ბრა­ლია, იუ­რი­დი­უ­ლი ბაზა არ გა­აჩ­ნი­ათ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი რე­ა­ლუ­რად წა­იყ­ვა­ნონ ისე, რო­გორც უნდა წა­ვი­დეს, თუ უბ­რა­ლოდ სურ­ვი­ლი არ აქვთ.


როცა ვა­კის სო­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხურ­ში მი­ვე­დი, ინ­ტრი­გა­ნი მი­წო­დეს და პატ­რუ­ლი გა­მო­ი­ძა­ხეს. თურ­მე, არას­წო­რად ვი­თხოვ ჩემი შვი­ლის წაყ­ვა­ნას, როცა სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ხელ­ში მაქვს. ერ­თა­დერთ რა­მეს ვი­თხოვ: ბავ­შვე­ბი არ და­შორ­დნენ, ძმე­ბი იყ­ვნენ ერ­თად და სა­სა­მარ­თლოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აღ­სრუ­ლე­ბა­ში მო­ვი­დეს. სა­დაც მა­მამ შევ­ძე­ლი ბავ­შვთან კონ­ტაქ­ტი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა დე­დამ ვერ შეძ­ლოს ბავ­შვთან კონ­ტაქ­ტის დამ­ყა­რე­ბა, რომ მას­თან წა­ვი­დეს?!



- თუ თვლით, რომ თქვე­ნი მე­უღ­ლე ბავ­შვებ­ზე ახ­ლაც ძა­ლა­დობს, რა­ტომ გინ­დათ შვი­ლე­ბი მას­თან იყ­ვნენ?


- მინ­და, რომ ბავ­შვებს რა­ღაც ფორ­მით მა­ინც ჰქონ­დეთ კონ­ტაქ­ტი, ოღონდ ეს ვი­ღა­ცის თან­დას­წრე­ბით მოხ­დეს. სა­ფუძ­ვლი­ა­ნი შიში მაქვს, რომ ბავ­შვებს ფი­ზი­კუ­რად შე­იძ­ლე­ბა გა­უს­წორ­დეს. ბავ­შვმა არა­ერ­თხელ თქვა, რომ მას სახ­ლში ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დე­ბი­ან, როცა სახ­ლში მა­მას, ან ძმას ახ­სე­ნებს.


სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს ვთხოვ, და­მეხ­მა­რონ, რო­გორ­მე აღ­სრულ­დეს სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. გა­მო­უ­წე­რონ ამ ქალ­ბა­ტონს გაფრ­თხი­ლე­ბა, ჯა­რი­მა. ჯა­რი­მის გა­მო­წე­რა­საც ვერ მი­ვაღ­წიე. გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი და ცუდი რამ რომ მოხ­დეს, ვინ არის ამა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი? ამა­ზე სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის­გან პა­სუ­ხი არ მაქვს.


ბავ­შვე­ბის დე­დის პო­ზი­ცია

სა­პი­რის­პი­როს ამ­ტკი­ცებს ბავ­შვე­ბის დედა, ნა­თია სამ­ხა­რა­ძე და აღ­ნიშ­ნავს, რომ მო­ძა­ლა­დე მისი შვი­ლე­ბის მა­მაა. ქა­ლის გან­ცხა­დე­ბით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი, სა­სა­მარ­თლო ბავ­შვებ­ზე ძა­ლა­დო­ბა­ში მის ბრა­ლე­უ­ლო­ბას და­ი­ნა­ხავ­და, შე­სა­ბა­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­საც მი­ი­ღებ­და. სამ­ხა­რა­ძის გან­მარ­ტე­ბით, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე მას­ზე ორ­სუ­ლო­ბის დრო­საც კი ძა­ლა­დობ­და. ის უარ­ყოფს იმ ფაქტსაც, რომ მა­მამ შვი­ლის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი არ იცის. "რო­გორ არ იცის ბავ­შვი სად არის? ბავ­შვს უკავ­შირ­დე­ბა, სა­ტე­ლე­ფო­ნო კავ­ში­რი აქვს, თუმ­ცა ბავ­შვს არ სურს მა­მას­თან სა­უ­ბა­რი, როცა მამა რე­კავს, მკაც­რად ამ­ბობს, მე არ მა­ლა­პა­რა­კო, შენ უთხა­რი, ვა­ტოს შენ­თან სა­უ­ბა­რი არ უნ­დაო" - უთხრა AMBEBI.GE-ს ნა­თია სამ­ხა­რა­ძემ.


მი­სი­ვე თქმით, თუ რამე და­ნა­შა­უ­ლი აქვს, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­სა­მარ­თლოს და სო­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხურს შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა ექ­ნე­ბო­დათ.


"ამ ადა­მი­ანს შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი გა­მო­უ­წე­რეს, ის 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ მო­მე­კა­რე­ბა. სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას ჩემი პო­ზი­ცია და­ვუ­ფიქ­სი­რე, მუ­ქა­რას აქვს მა­მის მხრი­დან ად­გი­ლი, რე­კავს ტე­ლე­ფონ­ზე. თუ არ ვუ­პა­სუ­ხე, სხვა­დას­ხვა ნომ­რე­ბით რე­კავს, ჩემ­ზე მუ­ქა­რა მი­დის. თუ ბავ­შვი არ გაყ­ვე­ბა, ძა­ლით სურს რომ წა­იყ­ვა­ნოს. 5 წლის ბავ­შვი, რო­მე­ლიც და­ბა­დე­ბი­დან დე­დას­თან იზ­რდე­ბა, გა­ვაგ­დო, ძა­ლით გაყ­ვეს მა­მას? ბავ­შვს არ­სად ვმა­ლავ, მის ძმას­თა­ნაც აქვს კონ­ტაქ­ტი.


სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის დარ­ღვე­ვა პირ­ველ რიგ­ში ბავ­შვე­ბის მა­მი­დან და­ი­წყო, ეს სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის დო­კუ­მენ­ტე­ბით დას­ტურ­დე­ბა. უფ­რო­სი შვი­ლი, ნი­კო­ლო­ზი მი­ით­ვი­სა, დღემ­დე არ მეძ­ლე­ვა უფ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი შვი­ლი სკო­ლა­შიც კი ვნა­ხო. მას­ზე არა­ნა­ი­რი უარი არ მით­ქვამს. დღემ­დე არი­გებს ბავ­შვს, რომ დედა ცუ­დია.


ეს კაცი ტი­პი­უ­რი მო­ძა­ლა­დეა, მო­ძა­ლა­დე იყო ჩვე­ნი და­ქორ­წი­ნე­ბის დღი­დან­ვე. ჩე­მამ­დე ჰყავ­და მე­უღ­ლე, ისიც იგი­ვე პრობ­ლე­მით გა­შორ­და, ძა­ლა­დობ­და პირ­ველ მე­უღ­ლე­ზეც. მო­ძა­ლა­დე მა­მაა, ძა­ლა­დობს ბავ­შვებ­ზე ფსი­ქი­კუ­რად და მათ ფაქ­ტობ­რი­ვად, ფსი­ქი­კა შე­ურ­ყია.


რაც შე­ე­ხე­ბა ფუ­ლის თხოვ­ნას, მე­ცი­ნე­ბა, თვი­თონ­ვე ავი­წყდე­ბა 45 წლის კაცს, ბაღ­ში მი­დის და ამ­ბობს, 80 000-ს ვთხოვ­დი, მე­ო­რე ბაღ­ში, თით­ქოს, 15 000-ს ვთხოვ­დი, მე­ზობ­ლებ­თან ამ­ბობს, რომ სახ­ლის დათ­მო­ბას ვთხოვ­დი.



- თქვენ­მა ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ მი­მო­წე­რა გვაჩ­ვე­ნა, სა­დაც თქვენ წერთ, რომ თუ "აი­ფონს" გი­ყიდ­დათ, ბავ­შვს ზა­ფხულ­ში მას­თან ერ­თად და­სას­ვე­ნებ­ლად გა­უშ­ვებ­დით...


- მი­მო­წე­რა იყო ხუმ­რო­ბით. ის იწერს ყვე­ლა­ნირ სა­უ­ბარს, ქუ­ჩა­შიც კი მი­ღებს კა­მე­რით. ერთს ვი­ტყვი, ეს ადა­მი­ა­ნი იყო მო­ძა­ლა­დე ქმა­რი და მო­ძა­ლა­დე მა­მაა! ამ ადა­მი­ან­თან ცხოვ­რე­ბა ჩემს შვილს ძა­ლი­ან დიდ საფრ­თხეს შე­უქ­მნის.


რას ამ­ბო­ბენ სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბი?

ძვე­ლი თბი­ლი­სის სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის მუ­შა­კი, თეა ელი­ზა­რაშ­ვი­ლი თა­ბუ­კაშ­ვილ-სამ­ხა­რა­ძის და­ვას კარ­გად იც­ნობს. ის პე­რი­ო­დუ­ლად, გან­ცხა­დე­ბე­ბის შე­ტა­ნის დროს ახორ­ცი­ე­ლებ­და უფ­როს ბავ­შვზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას. რო­გორც ელი­ზა­რაშვლი ამ­ბობს, მშობ­ლე­ბი ფსი­ქო­ლო­გე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ებს არ ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ.


"ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, 2015 წლი­დან ვმუ­შა­ობ. პირ­ვე­ლი შე­ფა­სე­ბის­თა­ნა­ვე, ფსი­ქო­ლოგს მივ­მარ­თე, რათა მას უკე­თე­სად შე­ეს­წავ­ლა მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­გორც ბავ­შვის, ასე­ვე მშობ­ლე­ბის პო­ზი­ცია. ფსი­ქო­ლოგს სამ­ჯერ მივ­მარ­თე, თუმ­ცა მისი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, შე­დე­გი ვერ მი­ვი­ღეთ. მშობ­ლე­ბი ძი­რი­თა­დად, ურ­თი­ერ­თბ­რალ­დე­ბებ­ში, ყვე­ლა პრობ­ლე­მის ერ­თმა­ნეთ­ზე გა­დაბ­რა­ლე­ბა­ში არი­ან.


ვცდი­ლობ­დით, მშობ­ლებს გა­ე­აზ­რე­ბი­ნათ, რომ შვი­ლე­ბი თა­ვი­ან­თი კინ­კლა­ო­ბის მსხვერ­პლი არ ყო­ფი­ლიყ­ვნენ. ბო­ლოს, თით­ქოს, მდგო­მა­რე­ო­ბა დას­ტა­ბი­ლურ­და. ამ ეტაპ­ზე აღ­სრუ­ლე­ბა ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ონ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, რად­გან გან­ცხა­დე­ბა აღ­სრუ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე მა­მას აქვს შე­ტა­ნი­ლი და ბავ­შვი ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ არის.


უფ­რო­სი ბავ­შვი არის მა­მას­თან, შე­გუ­ე­ბუ­ლია იმ გა­რე­მოს, სა­დაც იზ­რდე­ბა, სრუ­ლი­ად ადაპ­ტი­რე­ბუ­ლია და თავს კარ­გად გრძნობს. თუმ­ცა, ბავ­შვს რო­გორც დე­დას­თან, ასე­ვე მა­მას­თან უნდა ჰქონ­დეს სტა­ბი­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა.



- ბავ­შვს არ უნდა დე­დას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, თუ თა­ვად დედა ამ­ბობს მას­ზე უარს?


- ბავ­შვი აპ­რო­ტეს­ტებ­და დე­დას­თან სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვლას. ჩვე­ნი ჩარ­თუ­ლო­ბაც იქით­კენ იყო მი­მარ­თუ­ლი, რომ დე­და­სა და შვილს შო­რის და­დე­ბი­თი ურ­თი­ერ­თო­ბა დამ­ყა­რე­ბუ­ლი­ყო.



- თუ ამ­ბობ­და ბავ­შვი, რა­ტომ არ სურ­და დე­დას­თან ყოფ­ნა? მა­მის გან­ცხა­დე­ბით, ის ბავ­შვებ­ზე ძა­ლა­დობს.


- ბავ­შვი დე­დის მხრი­დან ძა­ლა­დო­ბა­ზე ამ ეტაპ­ზე არ სა­უბ­რობს. ნა­ნა­ხი მაქვს კად­რე­ბი, როცა უმ­ცრო­სი ბავ­შვი 11 თვის იყო და დედა მას ხე­ლის­კვრით იშო­რებ­და სა­წოლ­ზე. ამ კად­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სა­უბ­რობს მამა. როცა ეს კად­რე­ბი პირ­ვე­ლად ვნა­ხე, მა­მას ვკი­თხე, რო­გორ შე­ეძ­ლო ამის ყუ­რე­ბა და გა­და­ღე­ბა, როცა ხე­დავ­და ბავ­შვი ტი­რო­და და მას დედა იშო­რებ­და. მა­მამ ასე­თი პა­სუ­ხი გამ­ცა: ასეთ ფაქტს რამ­დენ­ჯერ­მე ჰქონ­და ად­გი­ლი, არა­ვის სჯე­რო­და და გა­და­ღე­ბა და­ვი­წყეო. ჩავ­თვა­ლე სა­ჭი­როდ, რომ ფსი­ქო­ლო­გე­ბი ჩარ­თუ­ლიყ­ვნენ. ამ ეტაპ­ზე ბავ­შვზე დე­დის მხრი­დან ძა­ლა­დო­ბის ფაქტს ად­გი­ლი არ აქვს.


მე­ო­რე ბავ­შვთა­ნაც რამ­დენ­ჯერ­მე მქონ­და შეხ­ვედ­რა. როცა ბავ­შვი დე­დას­თან ერ­თად მო­დის, ბუ­ნებ­რი­ვად, თა­ვი­სუფ­ლა­დაა, თუმ­ცა, იგი­ვეს მა­მის მი­სა­მარ­თი­თაც გა­მო­ხა­ტავს. ძა­ლი­ან უყ­ვარს მა­მის მე­ო­რე მე­უღ­ლეც, ძა­ლი­ან თბი­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ბავ­შვია. დე­დის მხრი­დან ძა­ლა­დო­ბა­ზე პა­ტა­რის­გან ინ­ფორ­მა­ცია არ მქო­ნია. თუმ­ცა, ერთხელ იყო შემ­თხვე­ვა, როცა მა­მამ ის ჩვენ­თან მო­იყ­ვა­ნა, დე­დამ ხელი ჰკრა და რა­ღაც და­უ­ზი­ა­ნაო, თუმ­ცა, ბავ­შვმა ეს ინ­ფორ­მა­ცია არ და­ა­დას­ტუ­რა.


რა­ზეც მამა სა­უბ­რობს - ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბის ვი­დე­ო­კად­რე­ბი, აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი მას წარ­დგე­ნი­ლი აქვს სა­სა­მარ­თლო­ში. ამ ყვე­ლაფ­რის, ასე­ვე ფსი­ქო­ლო­გე­ბი­სა და სოც­მუ­შა­კე­ბის დას­კვნა­ზე დაყ­რდნო­ბით სას­მარ­თლომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, 15 დღე ორი­ვე ბავ­შვი დე­დას, 15 დღე ორი­ვე შვი­ლი მა­მას მი­ე­კუთ­ვნა.



- ბავ­შვე­ბის მამა სო­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხურს უმოქ­მე­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს და აცხა­დებს, რომ თქვენ ძა­ლა­დო­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლა გაქვთ, თუმ­ცა, სა­თა­ნა­დო ზო­მებს არ მი­მარ­თავთ. ის ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა არ ხდე­ბა.


- ამ ეტაპ­ზე ჩვენ­თვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით მა­მას აღარ მო­უ­მარ­თავს. რო­გორც გა­ვარ­კვიე, გან­ცხა­დე­ბა შე­სუ­ლია ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს სერ­ვის­ცენ­ტრში და აკ­ვირ­დე­ბი­ან. დე­დას და მა­მა­საც მკვეთ­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი აქვთ, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი, ფსი­ქო­ლო­გე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ზე შე­დე­გი არ მიგ­ვი­ღია.


მე­ურ­ვე­ო­ბი­სა და მზრუნ­ვე­ლო­ბის სამ­მარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, იუ­რის­ტი გი­ორ­გი კუპ­რე­იშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ამ ეტაპ­ზე საქ­მის წარ­მო­ე­ბა მე­ურ­ვე­ო­ბი­სა და მზრუნ­ვე­ლო­ბის ორ­გა­ნოს მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის ფაქ­ტზე, არას­რულ­წლო­ვა­ნის დე­დის მი­მართ სან­ქცი­ის შე­ფარ­დე­ბის სა­კი­თხზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. წარ­მო­ე­ბა მო­ცე­მულ ეტაპ­ზე დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის. თუ რას გა­და­წყვეტს აღ­ნიშ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის შეკ­რე­ბი­სა და გა­რე­მო­ე­ბე­ბის გა­მოკ­ვლე­ვის შემ­დეგ, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.


მე­ურ­ვე­ო­ბი­სა და მზრუნ­ვე­ლო­ბის ორ­გა­ნოს მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის ფაქ­ტზე პირ­ველ ჯერ­ზე დამ­რღვევ მხა­რეს სან­ქცი­ის სა­ხით გაფრ­თხი­ლე­ბას აძ­ლე­ვენ, მე­ო­რე ჯერ­ზე 500-ლა­რი­ან ჯა­რი­მას, ხოლო, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტის კვლავ გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ეს საქ­მე სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნოს გა­და­ე­ცე­მა.


00:00 / 00:00
hm
0

ამ ქალს აქვს ცუდი ბოროტი სახე, მე მუდამ ქლის მხარე სვარ ხოლმე მარა ამჯერად არა! მიტ უმეტეს აგერ მიისმოწეერილი რომ მობილის გამო რაებს ამბობსფუი

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"მეშინია, რომ ბავშვებს ფიზიკურად გაუსწორდება..." - ყოფილი ცოლ-ქმარი ორ შვილს ვერ იყოფს და ერთმანეთს ბავშვებზე ძალადობაში ადანაშაულებს

"მეშინია, რომ ბავშვებს ფიზიკურად გაუსწორდება..." - ყოფილი ცოლ-ქმარი ორ შვილს ვერ იყოფს და ერთმანეთს ბავშვებზე ძალადობაში ადანაშაულებს

5 წლის ვატოს და 9 წლის ნიკოლოზის მამა, პაატა თაბუკაშვილი ყოფილ მეუღლეს, ნათია სამხარაძეს მძიმე ბრალდებებს უყენებს. თაბუკაშვილის განცხადებით, დედა ბავშვებზე ძალადობს და მათ ფულის გამოსაძალად იყენებს.


მამა ამბობს, რომ უმცროსი ვაჟი 10 თვის იყო, როცა დედამ მასზე ფიზიკურად იძალადა და ამის ამსახველი ვიდეომასალაც აქვს. დავამ ყოფილ მეუღლეებს შორის, სასამართლოში გადაინაცვლა და შვილები მშობლებს ორი კვირის მონაცვლეობით მიაკუთვნა. თაბუკაშვილი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანის დღიდანვე არ სრულდება და მას უმცროსი შვილი თვეებია არ უნახავს, უფროს შვილზე კი დედამ უარი თქვა და ბიჭი მამასთან იზრდება.

პაატა თაბუკაშვილი AMBEBI.GE-ს უამბობს:

"ყოველგვარი მიზეზის გარეშე ესხმოდა ბავშვებს თავს. როგორ შეიძლება, ბავშვი უკნიდან მოვიდეს, მოგეფეროს, შენ ხელი მოკიდო და იატაკზე დაანარცხო?! მაშინ ნიკოლოზი 5 წლის იყო. ეს ხდებოდა სისტემატიურად. ძალიან ელემენტარულზე შეიძლებოდა ბავშვი მაგრად ეცემა. სანამ ამ ყველაფრის ფირზე აღბეჭდვას და დავას დავიწყებდი, არავინ მიჯერებდა. თვითონაც ამბობდა - ვერაფერს მიზამ, მე დედა ვარ და არავინ არაფერს დაგიჯერებსო. ძალადობის კულმინაცია ერთ-ერთი შემთხვევა იყო. ამ ვიდეოში ის აბსოლუტურად უმიზეზოდ ესხმის 10 თვის ვატოს თავს. ეს იყო ბოლო, რის შემდეგაც ის სახლში აღარ შემომიშვია.


VIDEO: "გადმოვარდეს, გაუსკდეს თავი და დავისვენებ" - თბილისში ყოფილი ცოლ-ქმარი ერთმანეთს შვილებზე ძალადობაში ადანაშაულებს


სასამართლოში სარჩელი პირველად მან შეიტანა. ბავშვებზე არ ჩიოდა, მაგრამ იმ ეტაპისთვის ჩემს სახელზე არაფერი არსებობდა და არც არაფერი გამოვიდა. შემდეგ, მოითხოვა 80 000 დოლარი - ფული მომეცი და ეს პატარა ბავშვი წაიყვანეო, მითხრა. მაქვს მიმოწერები, სადაც ის მეუბნება, თუ გინდა, ბავშვი ერთი საათით გაჩვენო, „აიფონ 6“, „აიფონ 7 პლუსი“ მიყიდეო. ვუთხარი, რომ 80 000-ს ჩემი ადვოკატი მიუტანდა, მაგრამ ფულის აღებაზე ხელი არ მოუწერა. რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი ამით დამთავრდა.



რეალურად, ეს ქალი ბავშვებს სავაჭროდ იყენებს, რომ ვიღაცას ფული გამოძალოს. გასული წლის 18 მარტის სასამართლოს დადგენილება, რომ თვის პირველი ნახევარი, ორივე ბავშვი უნდა ყოფილიყო ჩემთან, თვის მეორე ნახევარში ორივე ბავშვი დედასთან უნდა ყოფილიყო - გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან არ სრულდება. განა მხოლოდ შვილს არ მატანდა, მეორე ბავშვი არც მიჰყავდა. თუმცა, სოციალურ სამსახურს, სამართალდამცველებს ატყუებდა, თვალთმაქცობდა რომ ბავშვს არ ვატანდი. უამრავი ვიდეო მაქვს, სადაც ჩანს, რომ მასთან უფროსი ბავშვი მე მიმყავს და ის ქუჩაში ტოვებს, პირდაპირ ეუბნება შვილს - „მე შენ არ მჭირდები, არ წაგიყვანო“.


VIDEO: "გადმოვარდეს, გაუსკდეს თავი და დავისვენებ" - თბილისში ყოფილი ცოლ-ქმარი ერთმანეთს შვილებზე ძალადობაში ადანაშაულებს


ამ ქალბატონმა დაუსჯელობის სინდრომი იმდენად იგრძნო, ბოლო 3 თვე უმცროსი შვილი საერთოდ დამიმალა, წარმოდგენა არ მაქვს, სად არის. მას უფროს ძმასთან კონტაქტიც ჩაუხსნა. უფროსი ჩემთან არის, დედას არც მიყავს. უმცროს ბავშვსაც თვითონ კი არ ზრდის, ბებია, ანუ დედამისი ზრდის. ის ქალიც ბავშვზე ფსიქოლოგიურ ზეწოლაში აქტიურადაა ჩართული. დედობის უფლების ჩამორთმევაზე მოთხოვნა არ დამიყენებია, რადგან ბავშვების ინტერესებზე ვზრუნავდი. არ მინდოდა, ბავშვებს ამის კომპლექსი ჰქონოდათ.



- ამბობთ, რომ 3 თვეა, თქვენი შვილის ადგილსამყოფელი არ იცით. სამართალდამცველებს არ მიმართეთ?


- უამრავჯერ. ახლახანს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დამირეკეს და მითხრეს, რომ ინფორმაციის მოძიება დაიწყეს, დოკუმენტაცია გამოითხოვეს. სანამ ეს პირადად არ შემეხო, წარმოდგენაც არ მქონდა, რომ სოციალური სამსახური საქართველოში ხელფასს აბსოლუტურად ტყუილად იღებდა. ისინი აბსოლუტურად არაფრისმაქნისები არიან! არ ვიცი, რისი ბრალია, იურიდიული ბაზა არ გააჩნიათ, რომ ეს ყველაფერი რეალურად წაიყვანონ ისე, როგორც უნდა წავიდეს, თუ უბრალოდ სურვილი არ აქვთ.


როცა ვაკის სოციალურ სამსახურში მივედი, ინტრიგანი მიწოდეს და პატრული გამოიძახეს. თურმე, არასწორად ვითხოვ ჩემი შვილის წაყვანას, როცა სასამართლოს გადაწყვეტილება ხელში მაქვს. ერთადერთ რამეს ვითხოვ: ბავშვები არ დაშორდნენ, ძმები იყვნენ ერთად და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღსრულებაში მოვიდეს. სადაც მამამ შევძელი ბავშვთან კონტაქტი, როგორ შეიძლება დედამ ვერ შეძლოს ბავშვთან კონტაქტის დამყარება, რომ მასთან წავიდეს?!



- თუ თვლით, რომ თქვენი მეუღლე ბავშვებზე ახლაც ძალადობს, რატომ გინდათ შვილები მასთან იყვნენ?


- მინდა, რომ ბავშვებს რაღაც ფორმით მაინც ჰქონდეთ კონტაქტი, ოღონდ ეს ვიღაცის თანდასწრებით მოხდეს. საფუძვლიანი შიში მაქვს, რომ ბავშვებს ფიზიკურად შეიძლება გაუსწორდეს. ბავშვმა არაერთხელ თქვა, რომ მას სახლში ფიზიკურად უსწორდებიან, როცა სახლში მამას, ან ძმას ახსენებს.


სამართალდამცავებს ვთხოვ, დამეხმარონ, როგორმე აღსრულდეს სასამართლო გადაწყვეტილება. გამოუწერონ ამ ქალბატონს გაფრთხილება, ჯარიმა. ჯარიმის გამოწერასაც ვერ მივაღწიე. გაუთვალისწინებელი და ცუდი რამ რომ მოხდეს, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? ამაზე სოციალური სამსახურისგან პასუხი არ მაქვს.


ბავშვების დედის პოზიცია

საპირისპიროს ამტკიცებს ბავშვების დედა, ნათია სამხარაძე და აღნიშნავს, რომ მოძალადე მისი შვილების მამაა. ქალის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი, სასამართლო ბავშვებზე ძალადობაში მის ბრალეულობას დაინახავდა, შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებდა. სამხარაძის განმარტებით, ყოფილი მეუღლე მასზე ორსულობის დროსაც კი ძალადობდა. ის უარყოფს იმ ფაქტსაც, რომ მამამ შვილის ადგილსამყოფელი არ იცის. "როგორ არ იცის ბავშვი სად არის? ბავშვს უკავშირდება, სატელეფონო კავშირი აქვს, თუმცა ბავშვს არ სურს მამასთან საუბარი, როცა მამა რეკავს, მკაცრად ამბობს, მე არ მალაპარაკო, შენ უთხარი, ვატოს შენთან საუბარი არ უნდაო" - უთხრა AMBEBI.GE-ს ნათია სამხარაძემ.


მისივე თქმით, თუ რამე დანაშაული აქვს, ამასთან დაკავშირებით, სასამართლოს და სოციალურ სამსახურს შესაბამისი რეაგირება ექნებოდათ.


"ამ ადამიანს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს, ის 6 თვის განმავლობაში ვერ მომეკარება. საპატრულო პოლიციას ჩემი პოზიცია დავუფიქსირე, მუქარას აქვს მამის მხრიდან ადგილი, რეკავს ტელეფონზე. თუ არ ვუპასუხე, სხვადასხვა ნომრებით რეკავს, ჩემზე მუქარა მიდის. თუ ბავშვი არ გაყვება, ძალით სურს რომ წაიყვანოს. 5 წლის ბავშვი, რომელიც დაბადებიდან დედასთან იზრდება, გავაგდო, ძალით გაყვეს მამას? ბავშვს არსად ვმალავ, მის ძმასთანაც აქვს კონტაქტი.


სასამართლოს გადაწყვეტილების დარღვევა პირველ რიგში ბავშვების მამიდან დაიწყო, ეს სოციალური სამსახურის დოკუმენტებით დასტურდება. უფროსი შვილი, ნიკოლოზი მიითვისა, დღემდე არ მეძლევა უფლება საკუთარი შვილი სკოლაშიც კი ვნახო. მასზე არანაირი უარი არ მითქვამს. დღემდე არიგებს ბავშვს, რომ დედა ცუდია.


ეს კაცი ტიპიური მოძალადეა, მოძალადე იყო ჩვენი დაქორწინების დღიდანვე. ჩემამდე ჰყავდა მეუღლე, ისიც იგივე პრობლემით გაშორდა, ძალადობდა პირველ მეუღლეზეც. მოძალადე მამაა, ძალადობს ბავშვებზე ფსიქიკურად და მათ ფაქტობრივად, ფსიქიკა შეურყია.


რაც შეეხება ფულის თხოვნას, მეცინება, თვითონვე ავიწყდება 45 წლის კაცს, ბაღში მიდის და ამბობს, 80 000-ს ვთხოვდი, მეორე ბაღში, თითქოს, 15 000-ს ვთხოვდი, მეზობლებთან ამბობს, რომ სახლის დათმობას ვთხოვდი.



- თქვენმა ყოფილმა მეუღლემ მიმოწერა გვაჩვენა, სადაც თქვენ წერთ, რომ თუ "აიფონს" გიყიდდათ, ბავშვს ზაფხულში მასთან ერთად დასასვენებლად გაუშვებდით...


- მიმოწერა იყო ხუმრობით. ის იწერს ყველანირ საუბარს, ქუჩაშიც კი მიღებს კამერით. ერთს ვიტყვი, ეს ადამიანი იყო მოძალადე ქმარი და მოძალადე მამაა! ამ ადამიანთან ცხოვრება ჩემს შვილს ძალიან დიდ საფრთხეს შეუქმნის.


რას ამბობენ სოციალური მუშაკები?

ძველი თბილისის სოციალური სამსახურის მუშაკი, თეა ელიზარაშვილი თაბუკაშვილ-სამხარაძის დავას კარგად იცნობს. ის პერიოდულად, განცხადებების შეტანის დროს ახორციელებდა უფროს ბავშვზე ზედამხედველობას. როგორც ელიზარაშვლი ამბობს, მშობლები ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების რეკომენდაციებს არ ითვალისწინებენ.


"ამ საკითხთან დაკავშირებით, 2015 წლიდან ვმუშაობ. პირველი შეფასებისთანავე, ფსიქოლოგს მივმართე, რათა მას უკეთესად შეესწავლა მდგომარეობა, როგორც ბავშვის, ასევე მშობლების პოზიცია. ფსიქოლოგს სამჯერ მივმართე, თუმცა მისი რეკომენდაციების მიუხედავად, შედეგი ვერ მივიღეთ. მშობლები ძირითადად, ურთიერთბრალდებებში, ყველა პრობლემის ერთმანეთზე გადაბრალებაში არიან.


ვცდილობდით, მშობლებს გაეაზრებინათ, რომ შვილები თავიანთი კინკლაობის მსხვერპლი არ ყოფილიყვნენ. ბოლოს, თითქოს, მდგომარეობა დასტაბილურდა. ამ ეტაპზე აღსრულება ვაკე-საბურთალოს რაიონში მიმდინარეობს, რადგან განცხადება აღსრულების თაობაზე მამას აქვს შეტანილი და ბავშვი ჩვენს ტერიტორიაზე არ არის.


უფროსი ბავშვი არის მამასთან, შეგუებულია იმ გარემოს, სადაც იზრდება, სრულიად ადაპტირებულია და თავს კარგად გრძნობს. თუმცა, ბავშვს როგორც დედასთან, ასევე მამასთან უნდა ჰქონდეს სტაბილური ურთიერთობა.



- ბავშვს არ უნდა დედასთან ურთიერთობა, თუ თავად დედა ამბობს მასზე უარს?


- ბავშვი აპროტესტებდა დედასთან საცხოვრებლად გადასვლას. ჩვენი ჩართულობაც იქითკენ იყო მიმართული, რომ დედასა და შვილს შორის დადებითი ურთიერთობა დამყარებულიყო.



- თუ ამბობდა ბავშვი, რატომ არ სურდა დედასთან ყოფნა? მამის განცხადებით, ის ბავშვებზე ძალადობს.


- ბავშვი დედის მხრიდან ძალადობაზე ამ ეტაპზე არ საუბრობს. ნანახი მაქვს კადრები, როცა უმცროსი ბავშვი 11 თვის იყო და დედა მას ხელისკვრით იშორებდა საწოლზე. ამ კადრების საფუძველზე საუბრობს მამა. როცა ეს კადრები პირველად ვნახე, მამას ვკითხე, როგორ შეეძლო ამის ყურება და გადაღება, როცა ხედავდა ბავშვი ტიროდა და მას დედა იშორებდა. მამამ ასეთი პასუხი გამცა: ასეთ ფაქტს რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი, არავის სჯეროდა და გადაღება დავიწყეო. ჩავთვალე საჭიროდ, რომ ფსიქოლოგები ჩართულიყვნენ. ამ ეტაპზე ბავშვზე დედის მხრიდან ძალადობის ფაქტს ადგილი არ აქვს.


მეორე ბავშვთანაც რამდენჯერმე მქონდა შეხვედრა. როცა ბავშვი დედასთან ერთად მოდის, ბუნებრივად, თავისუფლადაა, თუმცა, იგივეს მამის მისამართითაც გამოხატავს. ძალიან უყვარს მამის მეორე მეუღლეც, ძალიან თბილი და მოსიყვარულე ბავშვია. დედის მხრიდან ძალადობაზე პატარისგან ინფორმაცია არ მქონია. თუმცა, ერთხელ იყო შემთხვევა, როცა მამამ ის ჩვენთან მოიყვანა, დედამ ხელი ჰკრა და რაღაც დაუზიანაო, თუმცა, ბავშვმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.


რაზეც მამა საუბრობს - ძალადობის ფაქტების ვიდეოკადრები, აუდიოჩანაწერები მას წარდგენილი აქვს სასამართლოში. ამ ყველაფრის, ასევე ფსიქოლოგებისა და სოცმუშაკების დასკვნაზე დაყრდნობით სასმართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც, 15 დღე ორივე ბავშვი დედას, 15 დღე ორივე შვილი მამას მიეკუთვნა.



- ბავშვების მამა სოციალურ სამსახურს უმოქმედობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ თქვენ ძალადობის ამსახველი მასალა გაქვთ, თუმცა, სათანადო ზომებს არ მიმართავთ. ის ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება არ ხდება.


- ამ ეტაპზე ჩვენთვის გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით მამას აღარ მოუმართავს. როგორც გავარკვიე, განცხადება შესულია ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრში და აკვირდებიან. დედას და მამასაც მკვეთრად ჩამოყალიბებული პოზიციები აქვთ, სამწუხაროდ, ჩვენი, ფსიქოლოგების რეკომენდაციებზე შედეგი არ მიგვიღია.


მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს წარმომადგენელი, იურისტი გიორგი კუპრეიშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე საქმის წარმოება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე, არასრულწლოვანის დედის მიმართ სანქციის შეფარდების საკითხზე მიმდინარეობს. წარმოება მოცემულ ეტაპზე დასრულებული არ არის. თუ რას გადაწყვეტს აღნიშნული სამსახური მტკიცებულებების შეკრებისა და გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.


მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე პირველ ჯერზე დამრღვევ მხარეს სანქციის სახით გაფრთხილებას აძლევენ, მეორე ჯერზე 500-ლარიან ჯარიმას, ხოლო, აღნიშნული ფაქტის კვლავ განმეორების შემთხვევაში, ეს საქმე სამართალდამცავ ორგანოს გადაეცემა.


"ჩემი დაწინაურება რურუას საქმესთან არანაირ კავშირში არაა" - თბილისის პოლიციის უფროსის მოადგილე

პოლიციამ გორში მომხდარი ჩხუბის ფაქტზე გიორგი კანდელაკის შვილი დააკავა

"დამნაშავეც რომ ვყოფილიყავი, ვანო ზარდიაშვილი რა შუაშია"? - რას ამბობდა აბრალავა ერთი წლის წინ ნორვეგიაში დაკავების თაობაზე?