პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ავტორი, რომელსაც შეუძლია გასწავლოს საუბარი საკუთარ თავთან“ - პროექტი „იკითხე ქართული“ იწყება
„ავტორი, რომელსაც შეუძლია გასწავლოს საუბარი საკუთარ თავთან“ - პროექტი „იკითხე ქართული“ იწყება

4 თე­ბერ­ვალს გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“ ახალ პრო­ექტს იწყებს. „იკი­თხე ქარ­თუ­ლის“ პირ­ვე­ლი ტომი ქარ­თვე­ლი მწერ­ლის, პო­ე­ტი­სა და დრა­მა­ტურ­გის თა­მაზ ჭი­ლა­ძის რო­მა­ნი „აჰა, მი­ი­წუ­რა ზამ­თა­რი“ იქ­ნე­ბა. გა­მომ­ცემ­ლო­ბის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის მაია ალუ­და­უ­რის თქმით, „იკი­თხე ქარ­თუ­ლი“ უახ­ლე­სი ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის მხარ­დამ­ჭე­რი პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც XX-XXI სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის, მისი თე­მე­ბის, ტენ­დენ­ცი­ე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის დი­ნა­მი­კას ასა­ხავს.

„თა­მაზ ჭი­ლა­ძის რო­მა­ნი, „აჰა, მი­ი­წუ­რა ზამ­თა­რი“, ვფიქ­რობთ, ძა­ლი­ან ნი­შან­დობ­ლი­ვი და­სა­წყი­სია, რად­გან რო­დე­საც ვლა­პა­რა­კობთ ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის ნო­ვა­ტო­რო­ბა­ზე, ერთ-ერთი უპირ­ვე­ლე­სი ამ შემ­თხვე­ვა­ში გაგ­ვახ­სენ­დე­ბა სწო­რედ თა­მაზ ჭი­ლა­ძე. ეს არის ავ­ტო­რი, რომ­ლის სა­ხელ­საც უკავ­შირ­დე­ბა ევ­რო­პე­იზ­მის ტენ­დენ­ცი­ე­ბის დამ­კვიდ­რე­ბა ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში,” - ამ­ბობს მაია ალუ­და­უ­რი.

რო­მა­ნი „აჰა, მი­ი­წუ­რა ზამ­თა­რი“ 1965 წელს არის და­წე­რი­ლი. ამ თა­რიღ­ზე პო­ე­ტი და ფი­ლო­ლო­გი ქე­თე­ვან შენ­გე­ლია გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს. სწო­რედ მას ეკუთ­ვნის რო­მა­ნის ახა­ლი გა­მო­ცე­მი­სათ­ვის და­წე­რი­ლი წი­ნა­სი­ტყვა­ო­ბა, სა­დაც წერს, რომ სა­ინ­ტე­რე­სოა ეპო­ქა, როცა ეს ნა­წარ­მო­ე­ბი შე­იქ­მნა. მისი თქმით, ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა ამ პე­რი­ო­დი­სათ­ვის უკვე შეჩ­ვე­უ­ლი იყო ადა­მი­ა­ნის მიერ ქვეყ­ნის­თვის, საქ­მის­თვის ან მოყ­ვა­სის­თვის ჩა­დე­ნილ „სა­ა­მა­ყო“ ქმე­დე­ბებს. ლი­ტე­რა­ტუ­რის მთა­ვა­რი გმი­რი ხალ­ხის­თვის მი­სა­ბა­ძი პი­როვ­ნე­ბა უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

„ამ­გვარ ლი­ტე­რა­ტუ­რულ გა­რე­მო­ში თა­მაზ ჭი­ლა­ძეს შე­მოჰ­ყავს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი, რო­მელ­თა არ­სე­ბო­ბა, ყოფა და ცხოვ­რე­ბა ყვე­ლას­თვის სა­ერ­თო აღ­ტა­ცე­ბის სა­გა­ნი არ არის. მის პერ­სო­ნაჟს გა­აჩ­ნია ნაკ­ლიც და ღირ­სე­ბაც, ის არც გმი­რია და არც კერ­პი. ცხოვ­რობს ჩვე­უ­ლებ­რი­ვად და ესე იგი, სა­ინ­ტე­რე­სოდ. სავ­სეა ადა­მი­ა­ნუ­რი და არა ზე­ა­და­მი­ა­ნუ­რი ემო­ცი­ე­ბით...,“ - ასე ახა­სი­ა­თებს ქე­თე­ვან შენ­გე­ლია ჭი­ლა­ძის შე­მოქ­მე­დე­ბას.

რო­მა­ნი „აჰა, მი­ი­წუ­რა ზამ­თა­რი“ სხვა­დას­ხვა დრო­სა და ად­გი­ლას გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სი­უ­ჟე­ტე­ბის­გან შედ­გე­ბა. რო­მა­ნი ეხე­ბა მა­რა­დი­ულ თე­მებს, რომ­ლებ­საც ფი­ლო­სო­ფო­სე­ბი მუდ­მი­ვად დას­ტრი­ა­ლე­ბენ: რა არის სიყ­ვა­რუ­ლი, რა არის ნამ­დვი­ლი ცხოვ­რე­ბა, რა არის ბედ­ნი­ე­რე­ბა და რო­გო­რია მათ­კენ სა­ვა­ლი გზე­ბი; რო­მან­ში შეხ­ვდე­ბით უნი­ჭო­ბი­სა და ნი­ჭი­ე­რე­ბის, სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ბო­რო­ტე­ბის, მედ­რო­ვე­თა, კა­რი­ე­რის­ტთა და თა­ვი­სუფ­ლად მო­აზ­როვ­ნე­თა ურ­თი­ერ­თსა­წი­ნა­აღ­მდე­გო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებს. „აჰა, მი­ი­წუ­რა ზამ­თა­რი“, რო­გორც ქე­თე­ვან შენ­გე­ლია წერს, არის რო­მა­ნი, რომ­ლის „ავ­ტორს შე­უძ­ლია გას­წავ­ლოს სა­უ­ბა­რი სა­კუ­თარ თავ­თან“.

შენ­გე­ლია აღ­ნიშ­ნავს, რომ რო­მან­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი დაკ­ვირ­ვე­ბე­ბით, მკი­თხვე­ლი ხვდე­ბა, რომ ავ­ტო­რი სა­უ­ცხოო ფსი­ქო­ლო­გიც არის. იგი ნა­წარ­მო­ებ­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის პერ­სო­ნა­ჟებს აცო­ცხლებს.

მწე­რა­ლი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს თა­მაზ ჭი­ლა­ძის, რო­გორც მწერ­ლი­სა და დრა­მა­ტურ­გის მნიშ­ვნე­ლო­ვან წილ­ზე და აღ­ნიშ­ნავს, რომ რო­მა­ნი „აჰა, მი­ი­წუ­რა ზამ­თა­რი“ ცალ­კე გა­მო­ცე­მუ­ლი არას­დროს ყო­ფი­ლა. „ის იყო ერთ დიდ კრე­ბულ­ში მოქ­ცე­უ­ლი. კარ­გია, რომ ის უკვე ცალ­კე წიგ­ნად იქცა,“ - აღ­ნიშ­ნავს გი­ორ­გი.

გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი, მწე­რა­ლი: „სა­ოც­რად კარ­გი თბი­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი მა­კავ­ში­რებს ბა­ტონ თა­მაზ­თან. 19 წლის ასაკ­ში გა­ვი­ცა­ნი. თა­ვი­დან­ვე თა­ვი­სი თა­ვა­ზი­ა­ნო­ბით, ტაქ­ტით, რო­გორც ყვე­ლა­სად­მი იყო გან­სმჭვა­ლუ­ლი, ასე შემ­ხვდა მეც. ერთი ის­ტო­რია მა­კავ­ში­რებს მას­თან. ერთ-ერთ ჟურ­ნალ­ში მი­ტა­ნი­ლი მქონ­და ჩემი ერ­თა­დერ­თი პი­ე­სა. სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით შე­ეს­წრო ბა­ტო­ნი თა­მა­ზი ამ ამ­ბავს და გა­ი­გო, რომ ვერ ბეჭ­დავ­დნენ. იმ პი­ე­სა­ში ნათ­ქვა­მი იყო, რა­ღაც გვაკ­ლი­აო და ამ კონ­ტექ­სტში თა­ვი­სუფ­ლე­ბა იგუ­ლის­ხმე­ბო­და. იმ პე­რი­ოდ­ში კი თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი, თუნ­დაც შე­ფარ­ვით ჟურ­ნა­ლე­ბის­თვის არა­სა­სურ­ვე­ლი იყო. ბა­ტონ­მა თა­მაზ­მა კი მი­თხრა, თუ მო­ი­ტან აუ­ცი­ლებ­ლად პირ­ვე­ლი­ვე ნო­მერ­ში გა­ვუშ­ვე­ბო. წა­უ­კი­თხა­ვად და­თან­ხმდა და­ბეჭდ­ვას. რა­მაც ძა­ლი­ან დიდი რწმე­ნა მომ­ცა. ახალ­გაზ­რდა კაც­ზე ძა­ლი­ან მოქ­მე­დებს, რო­დე­საც და­ი­ნა­ხავს რწმე­ნას, ნდო­ბას. იმე­დი უჩ­ნდე­ბა და მეც სა­ოც­რად მად­ლო­ბე­ლი ვარ მისი ამ საქ­ცი­ე­ლის­თვის.“

დათო ტუ­რაშ­ვი­ლი, მწე­რა­ლი: „ბა­ტო­ნო თა­მა­ზი, გარ­და იმი­სა, რომ შე­სა­ნიშ­ნა­ვი ადა­მი­ა­ნი იყო, ის შე­სა­ნიშ­ნა­ვი დრა­მა­ტურ­გი და მწე­რა­ლია და რაც მთა­ვა­რია, შე­სა­ნიშ­ნა­ვი პე­და­გო­გია, რაც ადა­მი­ა­ნის გა­მორ­ჩე­უ­ლი ნი­ჭია. ჩემი სიყ­ვა­რუ­ლი დრა­მა­ტურ­გი­ი­სად­მი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ბა­ტონ თა­მაზ­თან. სხვა კარ­გი პე­და­გო­გე­ბიც მყო­ლია, მაგ­რამ მახ­სოვს მისი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი ლექ­ცი­ე­ბი. რაც მთა­ვა­რია, ბა­ტო­ნო თა­მა­ზი არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თველ დრა­მა­ტურ­გებ­სა და ავ­ტო­რებს შო­რის ყვე­ლა­ზე დიდი გავ­ლე­ნა იქო­ნია ქარ­თუ­ლი დრა­მა­ტურ­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ში მე-20 სა­უ­კუ­ნე­ში და არა მარ­ტო მე-20 სა­უ­კუ­ნე­ში. ქარ­თუ­ლი დრა­მა­ტურ­გია არ ით­ვლის მა­ინ­ცდა­მა­ინც ბევრ სა­უ­კუ­ნეს. ამ ის­ტო­რი­ა­ში კი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ღვაწ­ლი, როლი და ფუნ­ქცია აქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ბა­ტონ თა­მაზს.“

პრო­ექ­ტის „იკი­თხე კლა­სი­კა“ ფარ­გლებ­ში, ასე­ვე, მზად­დე­ბა ანა კა­ლან­და­ძის პო­ე­ზი­ის კრე­ბული, გუ­რამ ფან­ჯი­კი­ძის სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კის ჟან­რის რო­მანი „სპი­რა­ლი“, ვაჟა გი­გაშ­ვი­ლის „ერთი ვინ­მე ყაფ­ლა­ნიშ­ვი­ლი“, ლე­ვან გო­თუ­ას მო­თხრო­ბე­ბის კრე­ბული, გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძის „ნატ­ვრის ხე“ და სხვა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სე­რი­ის „იკი­თხე ქარ­თუ­ლი" წიგ­ნე­ბი 4 თე­ბერ­ვლი­დან გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად გა­მო­ვა. წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სია 8.50 ლარი, ხოლო გა­ზეთ­თან ერ­თად 10 ლარი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

„ავტორი, რომელსაც შეუძლია გასწავლოს საუბარი საკუთარ თავთან“ - პროექტი „იკითხე ქართული“ იწყება

„ავტორი, რომელსაც შეუძლია გასწავლოს საუბარი საკუთარ თავთან“ - პროექტი „იკითხე ქართული“ იწყება

4 თებერვალს გამომცემლობა „პალიტრა L“ ახალ პროექტს იწყებს. „იკითხე ქართულის“ პირველი ტომი ქართველი მწერლის, პოეტისა და დრამატურგის თამაზ ჭილაძის რომანი „აჰა, მიიწურა ზამთარი“ იქნება. გამომცემლობის მთავარი რედაქტორის მაია ალუდაურის თქმით, „იკითხე ქართული“ უახლესი ქართული მწერლობის მხარდამჭერი პროექტია, რომელიც XX-XXI საუკუნეების ქართული ლიტერატურის, მისი თემების, ტენდენციებისა და განვითარების დინამიკას ასახავს.

„თამაზ ჭილაძის რომანი, „აჰა, მიიწურა ზამთარი“, ვფიქრობთ, ძალიან ნიშანდობლივი დასაწყისია, რადგან როდესაც ვლაპარაკობთ ქართული მწერლობის ნოვატორობაზე, ერთ-ერთი უპირველესი ამ შემთხვევაში გაგვახსენდება სწორედ თამაზ ჭილაძე. ეს არის ავტორი, რომლის სახელსაც უკავშირდება ევროპეიზმის ტენდენციების დამკვიდრება ქართულ ლიტერატურაში,” - ამბობს მაია ალუდაური.

რომანი „აჰა, მიიწურა ზამთარი“ 1965 წელს არის დაწერილი. ამ თარიღზე პოეტი და ფილოლოგი ქეთევან შენგელია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს. სწორედ მას ეკუთვნის რომანის ახალი გამოცემისათვის დაწერილი წინასიტყვაობა, სადაც წერს, რომ საინტერესოა ეპოქა, როცა ეს ნაწარმოები შეიქმნა. მისი თქმით, ქართული ლიტერატურა ამ პერიოდისათვის უკვე შეჩვეული იყო ადამიანის მიერ ქვეყნისთვის, საქმისთვის ან მოყვასისთვის ჩადენილ „საამაყო“ ქმედებებს. ლიტერატურის მთავარი გმირი ხალხისთვის მისაბაძი პიროვნება უნდა ყოფილიყო.

„ამგვარ ლიტერატურულ გარემოში თამაზ ჭილაძეს შემოჰყავს განსხვავებული პერსონაჟები, რომელთა არსებობა, ყოფა და ცხოვრება ყველასთვის საერთო აღტაცების საგანი არ არის. მის პერსონაჟს გააჩნია ნაკლიც და ღირსებაც, ის არც გმირია და არც კერპი. ცხოვრობს ჩვეულებრივად და ესე იგი, საინტერესოდ. სავსეა ადამიანური და არა ზეადამიანური ემოციებით...,“ - ასე ახასიათებს ქეთევან შენგელია ჭილაძის შემოქმედებას.

რომანი „აჰა, მიიწურა ზამთარი“ სხვადასხვა დროსა და ადგილას განვითარებული სიუჟეტებისგან შედგება. რომანი ეხება მარადიულ თემებს, რომლებსაც ფილოსოფოსები მუდმივად დასტრიალებენ: რა არის სიყვარული, რა არის ნამდვილი ცხოვრება, რა არის ბედნიერება და როგორია მათკენ სავალი გზები; რომანში შეხვდებით უნიჭობისა და ნიჭიერების, სიყვარულისა და ბოროტების, მედროვეთა, კარიერისტთა და თავისუფლად მოაზროვნეთა ურთიერთსაწინააღმდეგო დამოკიდებულებებს. „აჰა, მიიწურა ზამთარი“, როგორც ქეთევან შენგელია წერს, არის რომანი, რომლის „ავტორს შეუძლია გასწავლოს საუბარი საკუთარ თავთან“.

შენგელია აღნიშნავს, რომ რომანში წარმოდგენილი დაკვირვებებით, მკითხველი ხვდება, რომ ავტორი საუცხოო ფსიქოლოგიც არის. იგი ნაწარმოებში განსხვავებული ხასიათისა და ინტერესების პერსონაჟებს აცოცხლებს.

მწერალი გიორგი კეკელიძე ყურადღებას ამახვილებს თამაზ ჭილაძის, როგორც მწერლისა და დრამატურგის მნიშვნელოვან წილზე და აღნიშნავს, რომ რომანი „აჰა, მიიწურა ზამთარი“ ცალკე გამოცემული არასდროს ყოფილა. „ის იყო ერთ დიდ კრებულში მოქცეული. კარგია, რომ ის უკვე ცალკე წიგნად იქცა,“ - აღნიშნავს გიორგი.

გურამ დოჩანაშვილი, მწერალი: „საოცრად კარგი თბილი მოგონებები მაკავშირებს ბატონ თამაზთან. 19 წლის ასაკში გავიცანი. თავიდანვე თავისი თავაზიანობით, ტაქტით, როგორც ყველასადმი იყო განსმჭვალული, ასე შემხვდა მეც. ერთი ისტორია მაკავშირებს მასთან. ერთ-ერთ ჟურნალში მიტანილი მქონდა ჩემი ერთადერთი პიესა. სრულიად შემთხვევით შეესწრო ბატონი თამაზი ამ ამბავს და გაიგო, რომ ვერ ბეჭდავდნენ. იმ პიესაში ნათქვამი იყო, რაღაც გვაკლიაო და ამ კონტექსტში თავისუფლება იგულისხმებოდა. იმ პერიოდში კი თავისუფლებაზე ლაპარაკი, თუნდაც შეფარვით ჟურნალებისთვის არასასურველი იყო. ბატონმა თამაზმა კი მითხრა, თუ მოიტან აუცილებლად პირველივე ნომერში გავუშვებო. წაუკითხავად დათანხმდა დაბეჭდვას. რამაც ძალიან დიდი რწმენა მომცა. ახალგაზრდა კაცზე ძალიან მოქმედებს, როდესაც დაინახავს რწმენას, ნდობას. იმედი უჩნდება და მეც საოცრად მადლობელი ვარ მისი ამ საქციელისთვის.“

დათო ტურაშვილი, მწერალი: „ბატონო თამაზი, გარდა იმისა, რომ შესანიშნავი ადამიანი იყო, ის შესანიშნავი დრამატურგი და მწერალია და რაც მთავარია, შესანიშნავი პედაგოგია, რაც ადამიანის გამორჩეული ნიჭია. ჩემი სიყვარული დრამატურგიისადმი დაკავშირებულია ბატონ თამაზთან. სხვა კარგი პედაგოგებიც მყოლია, მაგრამ მახსოვს მისი განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი ლექციები. რაც მთავარია, ბატონო თამაზი არის ადამიანი, რომელმაც თანამედროვე ქართველ დრამატურგებსა და ავტორებს შორის ყველაზე დიდი გავლენა იქონია ქართული დრამატურგიის განვითარებაში მე-20 საუკუნეში და არა მარტო მე-20 საუკუნეში. ქართული დრამატურგია არ ითვლის მაინცდამაინც ბევრ საუკუნეს. ამ ისტორიაში კი განსაკუთრებული ღვაწლი, როლი და ფუნქცია აქვს შესრულებული ბატონ თამაზს.“

პროექტის „იკითხე კლასიკა“ ფარგლებში, ასევე, მზადდება ანა კალანდაძის პოეზიის კრებული, გურამ ფანჯიკიძის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის რომანი „სპირალი“, ვაჟა გიგაშვილის „ერთი ვინმე ყაფლანიშვილი“, ლევან გოთუას მოთხრობების კრებული, გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხე“ და სხვა.

შეგახსენებთ, რომ სერიის „იკითხე ქართული" წიგნები 4 თებერვლიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ერთად გამოვა. წიგნის სპეციალური ფასია 8.50 ლარი, ხოლო გაზეთთან ერთად 10 ლარი.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს