პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"1-ლი მარტიდან შესაძლოა, სავაჭრო ობიექტებზე თაროების დაცარიელება და პროდუქციაზე ფასების ზრდა დაიწყოს"
"1-ლი მარტიდან შესაძლოა, სავაჭრო ობიექტებზე თაროების დაცარიელება და პროდუქციაზე ფასების ზრდა დაიწყოს"

1-ლი მარ­ტი­დან შე­საძ­ლოა, სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტებ­ზე თა­რო­ე­ბის და­ცა­რი­ე­ლე­ბა და პრო­დუქ­ცი­ა­ზე ფა­სე­ბის ზრდა და­ი­წყოს - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს დის­ტრი­ბუ­ტორ­თა ასო­ცი­ა­ცია ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე ავ­რცე­ლებს. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასე­ვე, შე­საძ­ლოა ად­გი­ლობ­რი­ვი მწარ­მო­ებ­ლე­ბი­სა და იმ­პორ­ტი­ო­რი კომ­პა­ნი­ე­ბის ზა­რალ­მა ასე­უ­ლო­ბით ათას ლარს გა­და­ა­ჭარ­ბოს.

დის­ტრი­ბუ­ტორ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"GDBA - სა­ქარ­თვე­ლოს დის­ტრი­ბუ­ტორ­თა ბიზ­ნეს ასო­ცი­ა­ცია მო­უ­წო­დებს ყვე­ლა ად­გი­ლობ­რივ და იმ­პორ­ტი­ორ კომ­პა­ნი­ას, ასო­ცი­ა­ცი­ას მი­ა­წო­დონ ინ­ფორ­მა­ცია ყვე­ლა იმ პრობ­ლე­მუ­რი სა­კი­თხის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც წარ­მო­ექ­მნე­ბათ "მომ­ხმა­რებ­ლი­სათ­ვის სურ­სა­თის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის თა­ო­ბა­ზე" ახა­ლი ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას.

„მომ­ხმა­რებ­ლი­სათ­ვის სურ­სა­თის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის თა­ო­ბა­ზე“ ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტი, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს სურ­სა­თის ეტი­კეტ­ზე გან­თავ­სე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ზო­გად პრინ­ცი­პებს, ახალ მო­თხოვ­ნებს და ინ­ფორ­მა­ცი­ის წარ­დგე­ნის პრო­ცე­დუ­რებს, ძა­ლა­ში შე­დის 2019 წლის 1–ლი მარ­ტი­დან.

GDBA- სა­ქარ­თვე­ლოს დის­ტრი­ბუ­ტორ­თა ბიზ­ნეს ასო­ცი­ა­ცი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვით და სა­ქარ­თვე­ლოს ბიზ­ნე­სომ­ბუდსმე­ნის მხარ­და­ჭე­რით მიმ­დი­ნა­რე წლის 22 იან­ვარს ჩა­ტარ­და სა­ინ­ფორ­მა­ციო/სა­კონ­სულ­ტა­ციო შეხ­ვედ­რა სსიპ სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს­თან, სა­დაც კომ­პა­ნი­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ უშუ­ა­ლოდ მი­ე­ღოთ ინ­ფორ­მა­ცია ეტი­კე­ტი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბულ სა­კი­თხებ­ზე. შეხ­ვედ­რამ ცხად­ყო, რომ სა­ა­გენ­ტოს მიდ­გო­მა და ბიზ­ნეს სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მო­ლო­დი­ნი რეგ­ლა­მენ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ მო­თხოვ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­სხვა­ვე­ბუ­ლია და არ­სე­ბო­ბის მთე­ლი რიგი სა­კი­თხე­ბი, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო­ებს და­ზუს­ტე­ბას და შე­ჯე­რე­ბას, რათა თა­ვი­დან იქ­ნას აცი­ლე­ბუ­ლი სა­ჯა­რი­მო სან­ქცი­ე­ბი...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

"1-ლი მარტიდან შესაძლოა, სავაჭრო ობიექტებზე თაროების დაცარიელება და პროდუქციაზე ფასების ზრდა დაიწყოს"

"1-ლი მარტიდან შესაძლოა, სავაჭრო ობიექტებზე თაროების დაცარიელება და პროდუქციაზე ფასების ზრდა დაიწყოს"

1-ლი მარტიდან შესაძლოა, სავაჭრო ობიექტებზე თაროების დაცარიელება და პროდუქციაზე ფასების ზრდა დაიწყოს - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაცია ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ასევე, შესაძლოა ადგილობრივი მწარმოებლებისა და იმპორტიორი კომპანიების ზარალმა ასეულობით ათას ლარს გადააჭარბოს.

დისტრიბუტორთა ასოციაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"GDBA - საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია მოუწოდებს ყველა ადგილობრივ და იმპორტიორ კომპანიას, ასოციაციას მიაწოდონ ინფორმაცია ყველა იმ პრობლემური საკითხის შესახებ, რომელიც წარმოექმნებათ "მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე" ახალი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისას.

„მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ითვალისწინებს სურსათის ეტიკეტზე განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებულ ზოგად პრინციპებს, ახალ მოთხოვნებს და ინფორმაციის წარდგენის პროცედურებს, ძალაში შედის 2019 წლის 1–ლი მარტიდან.

GDBA- საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ინიციატივით და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მხარდაჭერით მიმდინარე წლის 22 იანვარს ჩატარდა საინფორმაციო/საკონსულტაციო შეხვედრა სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოსთან, სადაც კომპანიებს საშუალება მიეცათ უშუალოდ მიეღოთ ინფორმაცია ეტიკეტირებასთან დაკავშირებით არსებულ საკითხებზე. შეხვედრამ ცხადყო, რომ სააგენტოს მიდგომა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენელთა მოლოდინი რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით განსხვავებულია და არსებობის მთელი რიგი საკითხები, რომელიც საჭიროებს დაზუსტებას და შეჯერებას, რათა თავიდან იქნას აცილებული საჯარიმო სანქციები...წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ